მასალა ყოველდღიურად ემატება
თუ გსურთ კოკრეტული ინფორმაციის გავრცელება მოცემულ თემატიკასთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამომიგზავნოთ შემდეგ მისამართზე davitgeorgia@gmail.com და მიუთითეთ რომელ გვედზე გსურთ დამატება.

არსენ ბერი

Отправлено 23 янв. 2010 г., 13:37 пользователем Davit Chumburidze

ცხოვრებაჲ და მოქალაქობაჲ ღირსისა და მოციქულთა სწორისა ნეტარისა ნინოჲსი

ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წიგნი III, თბილისი, 1971

გუაკურთხენ, მამაო!

მათ ჟამთა, შინა ოდეს იწამა ყოვლად ქებული და დიდებული მთავარ-მოწამე გიორგი კაბადუკიელი, მას-ვე ჟამსა შინა და მას-ვე ქალაქსა შინა იყო კაცი ვინმე თანაზიარი და მეგობარი წმიდისა მოწამისა. ესე კაცი იყო კეთილად მორწმუნე და შვილი მდიდართა და წარჩინებულთაჲ. და იყო იგი ძლიერი და წარჩინებული და განთქუმული ბრძოლათა შინა და წყობათა, რომლისა სახელი ზაბილონ. ესე ზაბილონ წარვიდა ჰრომედ წინაშე მეფისა მაქსიმიანესსა მსახურებად და მიღებად პატივისა და ნიჭისა.

ხოლო იყო ვინმე კაცი მის-ვე ქალაქისა კაბადუკიელი, მეცნიერი  და მოყუარე ზაბილონისი. ხოლო აღესრულა რაჲ კაცი იგი და  მეუღლე მისი და დაშთეს მათგან ორნი ქალწულნი, და განყიდეს მონაგები მშობელთა მათთაჲ და წარვიდეს წმიდად ქალაქად იერუსალიმად და თაყუანი-სცეს განმაცხოველებელსა საფლავსა და შეუვრდეს უფალსა მზრდელსა მას და მწყალობელისა ობოლთა და ქურივთასა; და მიიწინეს იგინი იჱ(რუსალ)ლიმად და დაადგრეს მუნ და ჰმსახურებდეს ქრისტესა.

ხოლო ყრმა იგი მიიწია რაჲ ჰასაკსა, კეთილად ქცევისა ამისთჳს პატივითი-პატივად აღყვანებულ იქმნა და მიემთხჳა პატრიაქობასა. ხოლო დაჲ მისი ჰმსახურებდა წმიდასა აღდგომასა და ჰმორჩილებდა სარრა ბეთლემელსა. ხოლო ჭაბუკი იგი ზაბილონ, რომელი ზემო ვაჴსენეთ, მიიწია ჰრომედ წინაშე მეფისა. სიმჴნისა მისისათჳს განაწესა იგი მჴედართ-მთავრად ერისა მისისა.

ხოლო მას ჟამსა იქმნა განდგომილებაჲ ფრანგთაჲ, ვიდრემდის თჳთ მეფისა მიმართ ბრძოლა-ყვეს. ხოლო ჭაბუკი იგი ზაბილონ განვიდა ბრძოლად მათდა და შეწევნითა ქრისტესითა სძლო და იოტნა და მთავარი იგი მათი და წარჩინებულნი მისნი შეიპყრნა და წინაშე მეფისა შეკრულნი მიიყვანნა. ხოლო მეფემან პატივი და ნიჭი წინა-უყო ზაბილონს, ხოლო განდგომილთა მათთჳს მთავართა განაჩინა სიკუდილი.

მაშინ იწყეს მათ ტირილად და ევედრებოდეს ზაბილონს და ეტყოდეს: „შეგჳყვანენ ჩუენ ტაძარსა უფლისა შენისასა და ნათელ-გუეც ჩუენ სახელსა ზედა მისსა, რომელმან შენ ესევითარი ძლევაჲ მოგანიჭა. და ესრეთ რაჲ მოვისრნეთ, შენ უბრალო იყო სისხლთა ჩუენთაგან“. ხოლო მან აუწყა ესე პატრიაქსა ჰრომისასა და პაპასა.

 ხოლო მან შეიწყნარა სიხარულით და ნათელ-სცა და აზიარნა საიდუმლოთა ქრისტესთა. და თაყუანი-სცეს მათ თავთა წმიდათა მოციქულთა.

 და ხვალისა დღე მზისა ამოსლვასა მყუდროდ განვიდეს ადგილსა სასიკუდინესა და სიხარულით მოელოდეს სიკუდილსა. ხოლო ზაბილონ ხედვიდა რაჲ მათ, აღიძრა გონებითა და ტიროდა ფრიად, და შევიდა წინაშე მეფისა და გამოითხოვნა იგინი. ხოლო მეფემან მიჰმადლნა იგინი და ჰრქუა: "მომინიჭებიან იგინი შენდა და, რაცა გნებავს, უყავ მათ."

 მაშინ ზაბილონ განუტევნა იგინი წარსლვად ქუეყანად მათდა და ამცნებდა, რაჲთა არა ოდეს იკადრონ განდგომილებაჲ. ხოლო იგინი აღუთქუმიდეს და ეტყოდეს, რაჲთა წარჰყვეს მათ. ხოლო მან ისმინა ვედრებაჲ მათი და ითხოვნა პაპაჲსაგან მღდელნი და წარიტანნა თანა და წარჰყვა. და ვითარცა მიეახლნეს ქუეყანასა მათსა და ეუწყა, ვითარმედ მთავარნი მათნი ცოცხლებით მოვლენან, ყოველნი, რომელნი იყვნეს ქუეყანასა მას, ყოველნი მოეგებნეს წინა მდინარესა მას ზედა ღადამარასა, და სიხარულით მოიკითხნეს იგინი. და ევედრებოდეს ზაბილონს, რაჲთა ნათელ-სცეს მათ ყოველთა. ხოლო მღდელთა მათ აკურთხეს წყალი და ნათელ-სცეს მათ ყოველთა. და იქმნა სიხარული დიდი მას დღესა შინა. ხოლო ზაბილონ დაუტევნა მღდელნი იგი მათ თანა, რაჲთა ასწაონ მათ სჯული და წესი. და იგი წარვიდა ჰრომედ, დიდითა ნიჭითა განმდიდრებული.

ამის შემდგომად განიზრახა გულსა თჳსსა, რაჲთა წარვიდეს იერუსალიმს და თაყუანის-სცეს წმიდათა მათ ადგილთა, და საფასე იგი, რომელ აქუნდა, განუყოს მუნ გლახაკთა. და ვითარცა მიაწია იგი იერუსალიმს და თაყუანი-სცა წმიდასა აღდგომასა, იხილა ყრმა[ჲ] იგი, რომელი წარმოსრულ იყო ქუეყანით მისით კაბადუკიით და პატრიაქ ქმნილ იყო იგი იერუსალიმს. იცნა იგი და მოიკითხნეს ურთიერთას.

 დღესა ერთსა ჰრქუა სარრა ბეთლემელმან პატრიაქსა, რაჲთა მისცეს დაჲ მისი ცოლად ზაბილონს. და პატრიაქმან ისმინა სარრაჲსი და შეჰრთო დაჲ იგი მისი ზაბილონს. ხოლო მან წარიყვანა მამულად თჳსად კაბადუკიად, რომელთაგან იშვა მხოლოდ ღირსი და ყოვლად ნეტარი ნინო, ხეთაგან კეთილთა ნაყოფი კეთილი და სათნოჲ ღმრთისა.

 და ვითარცა იქმნა იგი ათორმეტისა წლის, შეითქუნეს მშობელნი მისნი და განყიდეს ყოველი მონაგები მათი და წარვიდეს იერუსალიმად მხოლოდ ასულისა მათისა თანა. და მუნ განუყვეს ყოველი სიმდიდრე მათი. ხოლო ზაბილონ დაიწერა პატრიაქისაგან ჯუარი და შეიტკბო ასული იგი თჳსი და სახედ წჳმისა დამოადინნა ცრემლნი და იჯმნა მეუღლისაგან; და ასული იგი შეჰვედრა ღმერთსა და დალოცა იგი და მისცა უკუანაჲსკნელი ამბორის-ყოფაჲ და ყოვლითურთ ჯმნილმან სოფლისაგან აღიღო შური ელიაჲსი და იოვანესი და განვლო იორდანე და არღარავინ უწყის კაცთაგანმან აქამომდე, გარნა ღმერთმან მხოლომან.

 მაშინ პატრიაქმან დაჲ მისი სოსანა მისცა მსახურად დედათა უძლურთა, ვითარცა-იგი თჳთ ინება მან, და ესრეთ აღესრულა სათნოდ უფლისა; ხოლო გამორჩეული ღმრთისა ნეტარი ნინო შეჰვედრა ღმრთის-მოშიშსა დედაკაცსა სარრას, რომელი ჰმსახურებდა წმიდასა აღდგომასა. და მის თანა იყოფოდა ღირსი ესე ნინო. და ისწავლიდა იგი საღმრთოსა სჯულსა, რამეთუ მეცნიერ იყო იგი ყოველსა-ვე განგებულებასა ქრისტესსა: ხარებასა, და ნათლის-ღებასა, ჯუარ-ცუმასა და აღდგომასა, და სუდრისათჳს და ტილოთა და ჯუარისათჳს და კუართისა. ხოლო ღირსი ნინო ჰკითხვიდა სადაობასა კუართისასა. ხოლო იგი ეტყოდა:
"ჰხუდა იგი წილად ჰურიათა მცხეთელთა".
ხოლო იგი ეტყოდა:
"სადა არს მცხეთაჲ?"
ხოლო მან ჰრქუა, ვითარმედ:
"არს ქუეყანაჲ ჩრდილოეთისაჲ და სამკჳდრებელი წარმართთა შორის სპარსთა და ოვსეთისა. და ქალაქი არს მცხეთაჲ".
ესე ყოველი ისწავა რაჲ, მადლობაჲ შეწირა ღმრთისა და ყოვლად წმიდისა დედოფლისა ღმრთის-მშობლისა.

 ამას იგონებდა, რაჲთა-მცა ღირს-იქმნა ხილვად ადგილისა მის, სადა-იგი არს კუართი უფლისა იესუჲსი. და ყოველსა ჟამსა ევედრებოდის სენაკსა შინა თჳსსა ხატსა მას წმიდისა ღმრთის-მშობელისა წინაშე მდგომარე, რაჲთა განაგოს უმჯობესი სულისა მისისა. ხოლო ტკბილმან მან და მარადის ნუგეშინის-მცემელმან ყოველთა მვედრებელთა მისთამან სასომან ჩუენმან წმიდამან ღმრთის-მშობელმან შეისმინა ვედრებისა მისისაჲ და მოიჴსენა წილ-ხუდომაჲ მისი ქართველთა ნათესავისა, ოდეს-იგი წილ-იგდეს მოციქულთა ქუეყანაჲ და ქუეყანაჲ. ამისთჳს-ცა განჰმზადა ღირსი და წმიდა ნინო მოციქულად. და ნეტარ ვართ ჩუენ და სამგზის სანატრელ, რამეთუ ნაწილნი ვართ ყოვლად წმიდისა ღმრთის-მშობელისანი.

 ხოლო სიტყუაჲ ჩუენი წმიდისა ნინო[ჲ]ს განგებათა და საქმეთა მივაქციოთ.

მათ დღეთა შინა მოვიდა ვინმე დედაკაცი შერაცხილთაგანი ქალაქითგან ეფესო[ჲ]თ თაყუანის-ცემად წმიდათა ადგილთა იერუსალიმისათა და განყოფად ქველის-საქმისა. და ვითარცა მოილოცნა, კუალად წარემართა ქუეყანად თჳსად. ხოლო ღამესა მას გამოუჩნდა ღირსსა ნინოს ძილსა შინა წმიდაჲ ღმრთის-მშობელი და ჰრქუა: "წარვედ ქუეყანად ჩრდილოეთისა და უქადაგე სახარებაჲ ძისა ჩემისა. და ჰპოო შენ მადლი წინაშე ღმრთისა. და მე ვიყო მფარველი და ჴელის-ამპყრობელი შენი". ხოლო იგი ეტყოდა შეძრწუნებული:
"დედოფალო, ვითარ შესაძლებელ არს ეგე ჩემ მიერ, რამეთუ მე დედაკაცი ვარ უნდოჲ და უსწავლელი, ანუ რაჲ იყოს სასწაულად საქმისა ამის?"
მაშინ წმიდამან დედოფალმან ჴელი მიჰყო ზედა კერძო ცხედრისა მისისა მყოფსა მას რტოსა ვაზისასა და მოჰკუეთა მისგან და შექმნა ჯუარი.

და მისცა ჴელთა ღირსსა ნინოს და ჰრქუა:
"ესე იყოს მცველი შენი და ამით სძლო ყოველთა წინა-აღმდგომთა შენთა. და წარემართოს ქადაგებაჲ შენი და მე ვიყო შენ თანა და არა აგიტეო შენ".

 ესე რაჲ, იხილა, განიღჳძა და აქუნდა ჯუარი იგი ჴელთა მისთა.

 და ვითარცა განთენა, წარვიდა და ყოველი ესე მიუთხრა პატრიარხსა  და უჩუენა ჯუარი-ცა იგი და პატრიარხი განკრთომილი ჰმადლობდა ღმერთსა. და ჰრქუა წმიდამან ნინო პატრიარხსა:
"წარმავლინე, მამაო, ვითარცა ბრძანებულ არს ჩემდა საღმრთო[ჲ]სა მიერ ბრძანებისა".
და ევედრა, რაჲთა თანა წარიყვანოს, დედაკაცსა მას მთავრისასა, რომელი წარვიდოდა ეფესოდ. მაშინ წმიდამან პატრიაქმან დედის ძმამან მისმან წარიყვანა წინაშე ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა საფლავსა და დაასხნა ჴელნი ესრეთ მეტყუელმან:
"უფალო ღმერთო ჩუენო, შემოქმედო ცათა და ქუეყანისაო, და დამბადებელო ყოველთა ხილულთა და უხილავთაო, შენ შეგვედრებ ობოლსა ამას დისა ჩემისასა. და წარვავლინებ ქადაგებად ღმრთეებისა შენისა, სადა-ცა ჯერ-იჩინოს შენმან სახიერებამან, და შენ წარუძეღუ და იქმენ თანა-მოგზაურ ამისსა და შეზღუდე ესე წმიდითა სულითა შენითა, რაჲთა უშიშად ვიდოდის შორის ასპიტთა და იქედნეთა; და მიუთხრობდეს ჭეშმარიტებასა ღმრთეებისა შენისასა, რამეთუ დიდებულ ხარ უკუნისამდე. და შენ, ყოვლად წმიდაო დედოფალო, ღმრთის-მშობელო, სასოო ყოველთა შენდა შევედრებულთაო, რომელი-ესე გამოირჩიე მსახურებად დიდებისა შენისა, მარადის გარე შეიცევ ოხითა შენითა, რამეთუ აჰა ესერა წარვავლინებ მინდობითა წყალობათა შენთა ურიცხუთა".
და ვითარცა ესე წართქუნა წმიდამან ნინო მიიღო პატრიაქისაგან კურთხევა და დაიწერა ჯუარი და წარმოემართა დედაკაცისა მის თანა.

და ვითარცა მიიწივნეს ეფესოდ, შეემთხჳნეს დედაკაცსა ვისმე მთავარსა, სახელით რიფსიმე, რომელსა სუროდა სარწმუნოებისა მიმართ მოსლვა საღმრთო[ჲ]სა და წმიდისა ნათლის-ღებისა მიერ განწმედა. მაშინ იწყო სწავლად წმიდამან ნინო და მოძღურებად მისსა. და ეტყოდა ყოველთა განგე ბულებათა ქრიტესთა. ხოლო ნეტარმან მან დედაკაცმან ვითარცა ქუეყანამან შეიწყნარა თესლი სიტყუათა მისთაჲ და ნათელ-იღო სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმიდისათა. და წარიყვანა მის თანა ღირსი ნინო და იყოფვოდა სახლსა შინა მისსა და ჰმოძღურიდა და ასწავებდა სჯულსა და მცნებათა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესთა.

 ხოლო მას ჟამსა შინა ინება დიოკლიტიანე, რაჲთა იძიოს ყოვლით კერძო ქალი ქმნულ-კეთილი, რაჲთა შეირთოს იგი ცოლად. და წარგზავნნა ყოვლით კერძო მეძიებელნი და მხატვარნი, რაჲთა, სადა-ცა ჰპოებდენ ქალსა ქმნულ-კეთილსა, ხატვისა მიერ აუწყონ მას. ხოლო ერთ კერძონი იგი მიიწივნეს რაჲ ეფესოდ, ეუწყა რიფსიმესთჳს სიკეთე და შუენიერებაჲ პირისა მისისაჲ და ვითარცა იხილეს, გამოხატეს იგი და წარგზავნეს წინაშე მეფისა. და ვითარცა იხილა ხატი იგი, აღეგზნა სიყუარულითა მისითა და მსწრაფლ წარავლინნა ჰუნენი და თანად შესამოსლები და სამკაულნი თითოსახენი და უბრძანა სწრაფით აღმოყვანებაჲ რიფსიმესი.

 და ვითარცა მიიწივნეს იგინი ეფესოდ, ეუწყა რიფსიმეს მისლვაჲ მათი. შეუძნდა და თქუა გულსა შინა თჳსსა:
"არა განვსცვალო დიდებაჲიგი საუკუნო წუთ-ერთ ცხორებისათჳს და არცა-ღა გამოგაჴუა გული ჩემი სასძლოსა ზეცისასა, და არცა-ღა შევაგინო წმიდაჲ ნათლის-ღებაჲ შეუღლებითა უღმრთოსა მის მძლავრისაჲთა. და არცა ვეცრუო უფალსა ჩემსა ქრისტესა".
და ჰრქუა გაიანეს დედა-მძუძესა მისსა:
"მე წარვალ იმიერ უცხოებად, რამეთუ არა მნებავს საქმე ესე უჯეროჲ".
ხოლო იგი ეტყოდა: "უკუეთუ შენ წარხჳდე, ჩუენ სასჯელი წინა გჳც უკეთურთა მათ კაცთაგან, არამედ წარმოვიდეთ ჩუენ-ცა შენ თანა".

და ესე რაჲ განიზრახეს, მას ღამესა მეოტ იქმნნეს. და მათ თანა იყვნეს სხუანი-ცა სახლეულნი დედანი, რომელთა რიფსიმეს-ვე თანა ნათელ-ეღო; და ღირს-ცა ესე წმიდაჲ ნინო მათ თანა-ვე მეოტ იქმნა. და ვითარცა მოიწივნეს სომხითად სამეფოსა თრდატისსა, დაიმალნეს საწნეხელთა შინა. და ვითარცა ცნა ესე დეოკლიტიანე, შეუძნდა ფრიად და იწერა თრდატისსა, რაჲთა იძიოს იგი და ძღუნად დიდად მიუძღუანოს იგი.

 ხოლო თრდატ მოსწრაფებით იწყო ძიებად და ეუწყა ყოფაჲ მათი საწნეხელთა შინა, და ბრძანა მიყვანებაჲ მათი მის წინაშე. და ვითარცა მიიყვანნეს მის წინაშე წმიდანი იგი დედანი და ვითარცა იხილა რიფსიმე, აღეგზნა ტრფიალებითა თრდატ და ჰლიქნიდა მას, რათა იქმნეს იგი ცოლად მისსა. ხოლო წმიდამან რიფსიმე მიუგო და ჰრქუა:
"უწყალოო მსაჯულო, მე ზეცისა სასძლოსა მითხოვილ ვარ და შენ ვითარ იკადნიერებ ამას".
მაშინ თრდატ, ვითარცა ვერა აღასრულა ნებაჲ თჳსი, მისც[ნ]ა ტანჯვათა და სიკუდილთა წმიდანი იგი დედანი.

 ხოლო წმიდა ნინო განეშორა, განგებითა ღმრთისაჲთა განერა ჴელთა მათთაგან და ივლტოდა და მივიდა ულოპოროს და მუნ დაიზამთრა.

 და ვითარცა მოიწია ზაფხული, აღმოვიდა მთათა ჯავახეთისათა და მიემთხჳა ტბასა, რომელსა ეწოდების ფარავნა, და მიიღო საზრდელი მეთევზურთაგან და ჰმადლობდა ღმერთსა. ხოლო იყვნეს მათ-ვე ადგილთა მწყემსნი და იკითხვიდა მათგან ვინაობასა და სადაობასა. ხოლო მათ მიუგეს:
"რომელნი-მე ქინჯარელნი და სხუანი საფურცლით და რომელნი-მე ქალაქისაგან მცხეთისა“.

და ვითარცა ესმა ჴსენებაჲ მცხეთისაჲ, ფრიად ნუგეშინის-ეცა. და კუალად მიხედნა და იხილნა მთანი ჩრდილოჲსანი ჟამსა ზაფხულისასა სავსენი თოვლითა, შეძრწუნდა და ილოცვიდა და დამოადინნა ცრემლნი.

და მერმე მიიღო ქვაჲ და დაიდვა სასთუნალ და მიწვა განსუენებად.

და ვითარ მიიძინა, წარმოუდგა მას კაცი ბრწყინვალე ხილვითა და მისცა წიგნი დაბეჭდული და ჰრქუა: "აღდეგ და მიართუ წიგნი ესე მეფესა წარმართთასა მცხეთას“. ხოლო მან ცრემლით მიუგო:
"უფალო, მე დედაკაცი ვარ უცხოჲ და ვიდრე ვიდე უცხოთა ნათესავთა თანა?"
და განჴსნა წიგნი იგი და წერილ იყო ჰრომაულად სახელი იესუჲსი; და იტყოდა, რამეთუ:
„არა არს მამაკაცი და არცა დედაკაცი, არამედ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტეს მიერ. წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ასწავებდით მათ, რამეთუ ნათელი გამობრწყინვებად არს მათ ზედა. და სადა-ცა იქადაგოს სახარებაჲ ესე, მუნ-ცა ითქუმოდის დედაკაცი ესე."

 და ვითარცა განიღჳძა ჩუენებისა მისგან, აღდგა და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი და მყოვარ ჟამ ილოცა. და კუალად მოდრკა და ცრემლითა ქუეყანასა დაალტობდა, და ყოველთა შესავედრებელსა წმიდასა ღმრთის-მშობელსა ევედრებოდა, და იტყოდა:
"ჵ ყოვლად ქებულო და დიდებულო ღმრთის-მშობელო, რომელმან უხრწნელებით ჰშევ ცხორებად კაცთა მოსრული წმიდა იგი წმიდათა სიტყუაჲ ღმრთისა, შეიწირე ვედრებაჲ უღირსისა მჴევლისა მონისა შენისაჲ და შემწე და ჴელის-ამპყრობელ მექმენ საცთურთა ზედა მტერისათა. აჰა ესერა ბრძანებისაებრ ძისა შენისა წარვემართები მე ქებად სახელისა მისისათჳს წმიდისა. წარმიძეღუ და მასწავე სიტყუაჲ ჯეროვანი. და მოხედენ და შეიწყალე ერი განწირული, რომლისათჳს დასთხია პატიოსანი სისხლი თჳსი ქრისტემან ძემან შენმან და ღმერთმან ჩუენმან."

და ვითარცა სრულ ყო ლოცვაჲ, განათლდა გონებაჲ მისი მადლითა ქრისტესითა და ყოვლად წმიდისა მარადის ქალწულისა მარიამისითა; და უშიშითა გონებითა წარემართა, და ვითარცა იწყო სლვად, მიემთხჳა კაცთა მოგზაურთა და შეუდგა გზასა ქართლისასა და მივიდა ქალაქსა ურბნისსა. და იხილნა კაცნი კერპთ-მსახურნი და შევიდა ბაგინსა ჰურიათასა, რამეთუ უწყოდა ენაჲ ბერძული და ებრაული.

ამისსა შემდგომად დღესა ერთსა წარემართნეს სიმრავლენი ერთანი მიმავალნი ქალაქად მცხეთისად თაყუანის-ცემად ღმრთისა მათისა არმაზისდა. და მათ თანა წარვიდა წმიდაჲ ნინო. და ვითარცა მიიწია მცხეთას, დადგა იგი წინა კერძო ჴიდისა მის და ხედვიდა ერისა მის სიმრავლესა, რომელნი დაბნელებულ იყვნეს საცთურითა მით კერპთ-მსახურებისაჲთა და ცრემლოოდა ცთომილებისათჳს მათისა.

 ხვალისა დღე დასცეს საყჳრსა და აღიძრა სიმრავლე ურიცხჳ, ფერად-ფერადად შემოსილნი გამოვიდეს ქალაქით. და ვითარ მიჰრიდა ერმან, გამოვიდა ნანა დედოფალი და ფოლორცნი შეემკვნეს თითოფერითა სამოსლითა.

 და შემდგომად მისსა გამოვიდა მეფე მირიან და იქმნნეს ჴმანი ებნებისა და ნესტუებისანი. მაშინ ჰკითხა ღირსმან ნინო დედაკაცსა ჰურიასა: "რაჲსათჳს არს ზარი ესე და ჴმანი ნესტჳსანი?"
ხოლო მან ჰრქუა, ვითარმედ:
"ღმრთისა მათისა თაყუანის-ცემად აღვლენ, რომელი არა რაჲ არს სხუაჲ, გარნა კერპი უსულოჲ."

 მაშინ აღვიდა ნეტარი ნინო-ცა მათ თანა-ვე. და აღივსნეს მთანი იგი სიმრავლითა ერისაჲთა. და ხედვიდა საკჳრველებასა მას მეფისა და ერისასა და საოცრებასა მას კერპისასა განიცდიდა: დგა კაცი სპილენძისაჲ და ემოსა ჯაჭჳ ოქროჲსაჲ და სამჴრენი ოქრო[ჲ]სანი და თავსა ებურა ჩაფხუტი ოქროჲსაჲ და აქუნდეს თუალად მისსა ქვანი ბივრიტი და იაკინთი; და ჴელთა აქუნდა ჴრმალი, და ვითარცა ელვაჲ იქცეოდა ჴელთა შინა მისთა. და რომელი-ცა მიეახლის, სიკუდილად წარიწირის თავი თჳსი. და რომელნი-მე მათგანნი იტყოდიან:
"ნუუკუე დააკლის მსახურებაჲ რაჲმე ანუ ეზრახა ებრაელსა ვისმე თანა".
და სხუანი იტყოდეს:
"ნუუკუე უცნაური იგი ღმერთი ზეცათაჲ მოიგონა ანუ მზისა ღმრთად წოდებასა დახუდა?"
ესრეთ აოცნებდა შორის მისსა მყოფი ეშმაკი. ხოლო მარჯუენით კერძო უდგა კაცი ოქროჲსაჲ, და სახელი მისი გაცი; და სხუაჲ ერთი მარცხენით ვეცხლისაჲ და ეწოდა მას გატი.

ესე ყოველი იხილა რაჲ ნეტარმან ნინო, სულთ-ითქუნა და ცრემლოოდა სრულიად სიბრმისათჳს მათისა, რომელ მეფე და ყოველი ერი ერთბამად ღმრთად აღიარებდეს კერპთა უსულოთა. წარვიდა მცირედ და დადგა კლდისა რაჲს-მე ძირსა და აღიპყრნა ჴელნი ზეცად და ილოცვიდა და  იტყოდა:
"უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო და შემოქმედო ყოველთაო, რომელი ცხორებისათჳს ჩუენისა კაც იქმენ და ხატი მონისაჲ შეიმოსე, რაჲთა აცხოვნო, რომელი ჰქმენ ხატად შენდა, დაიჴსენ მძლავრებისაგან ეშმაკისა ბნელისა, რომელსა მხოლოსა გნებავს ყოველთა ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ; შენ, უფალო, ისმინე ვედრებაჲ უღირსისა მონისა და მჴევალისა შენისაჲ და აჩუენე ძლიერებაჲ შენი ჟამსა ამას და ყავ სასწაული, რაჲთა პოონ ერთა ამათ მცნებაჲ შენი. და შენ მხოლოჲ გიცნან ღმრთად ჭეშმარიტად და შენდა შესწირვიდენ დიდებასა."

 მაშინ, ვითარცა სრულ-ყო ლოცვაჲ, მყის გამოჩნდა დასავალით ღრუბელი ბნელი და აღდგეს ქარნი ძლიერნი და იქმნნეს ქუხილნი სასტიკნი და ჴმანი საზარელნი, და მეხის-ტეხანი შესაძრწუნებელნი, რომლისა მიერ მეფე და მთავარნი და ერი იგი ურთიერთარს დასთრგუნვიდეს და თითოეული ქალაქად მირბიოდა. ხოლო ადგილსა მას  და კერპთა ზედა მოიწია სეტყუაჲ თხრობად განსაკჳრვებელი, ვიდრემდის  სრულიად დამუსრნა კერპნი იგი, და ზღუდე და ყოველი შენებულებაჲ  დაარღჳა და უჩინო-ყო. ხოლო აწ ძირსა მის მთისასა შენ არს  ეკლესიაჲ წმიდისა ღმრთის-მშობელისაჲ. ხოლო ნეტარი ნინო ჟამსა მას  საშინელსა ღმრთისა მიერითა მადლითა უვნებელად დაიცვა; და ვითარ განწმდა ჰაერი, წარმოვიდა წინა კერძო დასავალსა კლდისასა და პოვა ხე შუენიერი და გამოსახა მას ზედა ჯუარი; და ექუს დღე დაადგრა მუნ და ილოცვიდა დღე და ღამე. ხოლო ერისა სიმრავლე კუალად განვიდა ხილვად ადგილისა მის, სადა დგომილ იყო არმაზ კერპი; და იხილეს რაჲ ადგილი იგი, დაუკჳრდა და იტყოდეს სიტყუათა სიცოფისათა ესრეთ: "მტერ არს ღმრთისა ჩუენისა არმაზისსა ღმერთი იგი ქალდეველთაჲ და ურთიერთას ჰმძლავრობენ, და ესე ყოველი მის მიერ მოიწია."

მაშინ მივიდა ერთი წარჩინებულთა მჴევალთაგანი, სახელით შროშანა და იხილა ამან წმიდა ნინო მუნ ესრეთ მყოფი, განკჳრდა და ჰკითხვიდა ვინაობასა. და ვითარცა ზედა-მიწევნით ისწავა მიზეზი მუნ მისლვისა მისისაჲ, ფრიადითა ცრემლითა აღვსებული მის თანა წარსლვასა ეტყოდა წინაშე დედოფლისა. ხოლო მან არა ინება მის თანა წარსლვაჲ. არამედ შემდგომად სამისა დღისა შევიდა ქალაქად და მიჰმართა წალკოტსა მეფისასა და პოა მუნ მცირე სახლი, რომელსა შინა იყოფებოდა დედაკაცი, სახელით ანასტასოს. აღდგა და მიეგება მას და შეიტკბო, ვითარცა მეცნიერი დაჰბანა ფერჴნი და სცხო ზეთი და მოართუა საზრდელი. და ცხრასა თუესა იყოფებოდა მის თანა. ხოლო დედაკაცი იგი იყო უშვილო, და ფრიად მწუხარე იყო ქმარი მისი. და ღამესა ერთსა იხილა ნეტარმან ნინო კაცი ბრწყინვალე, რომელმან ჰრქუა:
"შევედ სამოთხესა მაგას ხესა ქუეშე ყუავილოვანსა და აღიღე მიერ მიწაჲ და აჭამე კაცსა მაგას და იქმნეს შვილიერ".
ხოლო მან ყო ეგრეთ.

 და შემდგომად ამისსა ესხნეს ძეებ და ასულებ და იხარებდა კაცი იგი.

 ხოლო ხე იგი იყო კჳპაროზი და ქუეშე მისსა მრავალ-ფერი ყუავილი.

 და კუალად იხილა ღირსმან მან ჩუენებით, რამეთუ მოვიდიან მფრინველნი  და განიბანნიან წყალსა მას შინა მდინარესა მტკურისასა და მოვიდიან  და ხესა მას ზედა შეკრბიან და ქუეშე მისსა ყუავილთა მოისთულებდიან. მაშინ  მიუთხრა ჩუენებაჲ ესე შროშანას და ასულსა აბიათარ მღდლისა ჰურიისასა, რამეთუ მათდა შემეცნებულ იყო და მრავალგზის მოვიდიან მისსა და ისმენდიან სიტყუათა მისთა ტკბილთა, რამეთუ სიდონია სწავლულ იყო სჯულსა მოსესსა და წინაწარმეტყუელთასა; და მამაჲ მისი აბიათარ მღდელთ-მოძღუარი იყო ჰურიათაჲ და ფილოსოფოსობითა შემკულ, რომელმან-იგი ფრიად იღუაწა ჭეშმარიტებისათჳს ნინოჲს თანა, რომელი-იგი ჟამსა თჳსსა მიგითხრა.

ხოლო ვითარცა წმიდამან ნინო ჩუენებაჲ იგი მიუთხრა, სიდონია აღიძრა ცრემლით და თქუა:
"ყოვლად უცხოო და შორით მოსრულო და ჩუენდა მომართ საღმრთოო ნიჭო, შენ მიერ ეგულების შემოქმედსა განათლებაჲ სულთა ჩუენთაჲ. და შენ მიერ იცნან ღმერთი ყოველთა ერთა. და რომელნი არიან ტყუეობასა შინა ეშმაკისასა, ადრე განთავისუფლდენ."

ესრეთ აღუჴსნა ჩუენებაჲ იგი კეთილმან მან დედაკაცმან. ხოლო ნინო წარვიდა მაყუალთა მათ შინა, რომელნი-იგი დგეს შორის სამოთხესა მას მახლობელად კჳპაროზთა მათ, რომელნი-იგი სახედ ტალავარისა გარდაფენილ იყვნეს და ჰფარვიდეს მას. და მუნ შინა აღასრულნის ლოცვანი თჳსნი. ამათ მაყუალთა შინა შევიდა ღირსი ნინო და აღიპყრნა ჴელნი და მადლობაჲ შეწირა ღმრთისა და ილოცა, რაჲთა მისცეს მას მეცნიერებაჲ ღმრთეებისა მისისაჲ. ხოლო იყო მოქალაქობაჲ მისი და მოღუაწებაჲ ცრემლითა ლოცვაჲ და საწადელ და საშუებელ მარხვაჲ, და სამოსელი მისი დაბებკული ბალნისაჲ, და სარეცელ მისსა ძაძა[ჲ] დარეცილი მიწასა ზედა. ესევითარითა მოღუაწებითა დაადგრა მაყუალთა მათ შინა ექუს წელ და ჰკურნებდა სნეულთა.

 და ესმა კაცსა ვისმე წარჩინებულსა, რომლისა ძე სნეულ იყო.

 ხოლო მან აღიქუა საყუარელ, იგი ძე ვისი და მიჰგუარა წმიდასა ნინოს და ევედრებოდა განკურნებად. ხოლო ღირსმან მან ღმრთისა შეწევნასა მოუწოდა და სარეცელსა თჳსსა მიაწვინა და ქრისტეს-მიერიჯუარი ზედა გამოსახა. და ილოცა და, მყის აღდგა ყრმაჲ იგი მრთელი და უვნებელი, და მისცა იგი მამასა მისსა.

და კუალად ასული დედაკაცისა ვისი-მე ვნებული განკურნა. და მიიწია ჰანბავი ესე წინაშე დედოფლისა. და ვინაჲთგან იგი-ცა ესევითარითა სენითა შეპყრობილ იყო, მეყსეულად მიავლინა მისსა ვედრებით, რაჲთა მივიდეს მისსა. ხოლო ღირსმან მან პატივისამან სამეუფოჲ იგი ბრძანებაჲ არად მიითუალა, რამეთუ მდაბალ იყო გონებითა. ხოლო სენთა მათგან ფიცხელთა შეპყრობილმან იძულებით ზუაობითი მეფობისა პატივი დაუტევა დედოფალმან და უცხოჲსა მის და მდაბლისა მირბიოდა და ვითარცა მიიწია იგი წმიდისა მის, კურნებასა ევედრებოდა.

ხოლო იგი ეტყოდა:
"ჵ დედოფალო, მე დედაკაცი ვარ უცხო და უნდოჲ ჴორცთა შინა მყოფი; და არა ძალ-მიც კურნებად, გარნა  თაყუანის-ვსცემ და ვქადაგებ, რომელი-იგი არს დამბადებელი ყოველთა და მკურნალი სულთა და ჴორცთაჲ. უკუეთუ თაყუანი-სცე მას და ღმრთად აღიარო, უეჭუელად მიემთხჳო კურნებასა".
და დედოფალი ეტყოდა:
"უკუეთუ განვიკურნო, პირველი იგი დაუტეოო ცთომაჲ და ვითარცა მრქუა შენ, ვყო ეგრეთ".
ხოლო ნეტარმან ნინო მიაწვინა ცხედარსა ზედა თჳსსა, და აღიპყრნა ჴელნი და ილოცვიდა ესრეთ მეტყუელი:
"უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, რომელმან შეხებითა სამოსლისა შენისაჲთა განჰკურნე წიდოვანი იგი დედაკაცი, ეგრეთ-ვე მოვედინ წყალობაჲ შენი და მადლი შეწევნისა შენისაჲ გარდამოგჳვლინე ჩუენ ზედა".
და ესრეთ რაჲ ილოცა, ყოვლითურთ განკურნებული წარავლინა სახედ თჳსად და იხარებდა. ხოლო დედოფალმან იხილა რაჲ მსწრაფლი იგი კურნებაჲ მისი, ფრიადი სასყიდელი მიართუა ნაცვალად კურნებისა.

ხოლო ღირსმან ნინო ჰრქუა:
"ესე ჩემდა არად საჴმარ არს აწ, რამეთუ ზეცისა ნიჭთა და პატივთა მოველი. და თუ გნებავს შენ სრული კურნებაჲ, თაყუანის-ეც ღმერთსა შემოქმედსა შენსა და დამბადებელსა ყოველთასა".
და შემოიხუნა შორის საღმრთონი სწავლანი, ვითარნი ჯერ-იყვნეს მითხრობად ჟამსა მას.

ხოლო დედოფალი ლმობიერ იქმნა და განკჳრდა ტკბილთა მათ სწავლათა ზედა ნინოჲსთა და განათლებული გონებითა სახედ თჳსსა მიიქცა. და აუწყა მეუღლესა თჳსსა მსწრაფლი იგი კურნებაჲ და ძალი იგი ღმრთისა მის, რომელსა ქადაგებს უცხოჲ იგი. და ყოველი, რომელი ესმინა მისგან, აუწყა და ევედრებოდა, რაჲთა იგი მხოლოჲ უწყოდის ღმრთად ჭეშმარიტად. ხოლო მეფემან მირიან მეუღლესა ზედა თჳსსა ქმნილი იხილა ღმრთისა საკჳრველებაჲ და დაუკჳრდა ფრიად ესრეთ მეყსეულად განკურნებაჲ მისი და უვნებელობაჲ.

კუალად სხუასა ჟამსა მცირე ძე მეფისა შეპყრობილ იქმნა ფიცხლად  სენითა მჴურვალებისაჲთა, რომლისა უბრძანა დედოფალმან, რაჲთა  მიჰგუარონ ღირსსა ნინოს. და ევედრებოდა განკურნებად მისსა.

ხოლო წმიდამან ჩუეულებისაებრნი ლოცვანი ზედა დაასხნა და ვედრებაჲ  შეწირა უფლისა, და ყოვლითურთ განკურნებული მისცა დედასა თჳსსა.

ამისსა შემდგომად დაემოწაფა დედოფალი ნანა ღირსსა ნინოს სხუათა  თანა წარჩინებულთა მჴევალთა მისთა. და მარადის ისმენნ სწავლათა  მისთა და მოძღურებათა. და ვითარცა სასწაულნი იგი დღითი-დღე აღესრულებოდეს წმიდისა მის მიერ და განითქუმოდეს ურიცხუნი იგი  კურნებანი.

და კუალად მთავარი ვინმე სპარსი მოვიდა მეფისა, სახელით ხუარა, რომელი-იგი იყო დედის ძმა დედოფლისა. ესე ვნებულ იყო სულისაგან ბოროტისა და ფრიად იგუემებოდა მრავლით ჟამითგან, და ევედრებოდა განკურნებად ღირსსა ნინოს. ხოლო მეფემან-ცა მიუმცნო ურწმუნოებით და ორგულებით და ჰრქუა:
"რომლისა ღმრთისა ძალითა ჰყოფ შენ კურნებათა, ნუუკუე ხარ შენ ასული არმაზისი ანუ შვილი ზადენისი, და ვინაჲთგან უცხოებით მოხუედ, მოგანიჭეს შენ ძალი კურნებისაჲ. დაღაცათუ ჰაერთაგან შეიმუსრნეს, გარნა ეგრეთ-ცა ცხოველ არიან. აწ იყავ ჩემ მიერ ფრიად პატივ-ცემულ, ვითარცა დედამ ძუძე ჩემი და უკუეთუ განკურნო მთავარი ესე, მრავალი სიმდიდრე მოგანიჭო შენ და იყო ყოველთა მიერ სახელოვან და დიდ ამას ქალაქსა შინა ჩემსა".

ხოლო ნეტარმან ნინო მიუგო და ჰრქუა:
"შენ უკუე, მეფე, ცხონდი სიტყჳთა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომელი-იგი არს შემოქმედი ცათა და ქუეყანისა და ყოველთა დაბადებულთაჲ; რომელმან-იგი გამოაბრწყინვოს ნათელი ჭეშმარიტი გულსა შინა შენსა, რომელი-იგი მაღალთა შინა მყოფ არს და მდაბალთა ხედავს; რომლისა ჴელთა შინა არს სული ყოველთაჲ და ცხორება და სიკუდილი. და ვესავ მას, რამეთუ ახლოს არს მოქცევაჲ შენი მისსა და შენ არა უწყი, რამეთუ არს ქალაქსა ამას შინა შენსა სამოსელი უფლისა მის ჩუენისა იესუ ქრისტესი და მით იქმნებიან სასწაულნი ესე და კურნებანი და ძალნი, და სხუანი ურიცხუნი ყოფად არიან, და განიკურნოს მთავარი-ცა ესე სახელითა მისითა წმიდითა."

 მაშინ მიიყვანეს მთავარი იგი და თანა მიჰყვა დედოფალი-ცა. და შეიყვანა იგი ხეთა მათ ქუეშე კჳპაროზთა. და ჰრქუა ნეტარმან ნინო:
"უკუეთუ გრწამს უფალი იესუ ქრისტე, ჭეშმარიტი იგი ღმერთი, განსთავისუფლდე ვნებისა მაგისგან შენისა".
ხოლო მან მიუგო:
"მრწამს, რომელსა-იგი შენ ესავ, ოდენ შემძლებელ არს იგი განკურნებად ჩემდა".

 მაშინ წმიდამან უბრძანა სამგზის თაყუანის-ცემაჲ აღმოსავალით და აღსაარებად  სახელსა წმიდისა სამებისასა და მერმე მიაქცია დასავალით  და სამგზის ათქუმია: "ვიჯმნი შენგან, ეშმაკო, და ყოველთა საქმეთა შენთაგან".
და მიხედა მას თუალითა და თქუა:
შეგრისხენ უფალმან, ეშმაკო".
და მეყუსეულად ივლტოდა მისგან ეშმაკი და განთავისუფლდა ვნებისა მისგან.

 ხოლო ცნა რაჲ მეფემან, ვითარმედ ქრისტესა ათაყუანა მთავარი იგი, განრისხნა და ბორგდა ფრიად ნინოჲსთჳს და ნანა დედოფლისა.

და აღდგა და განვიდა ნადირობად და იტყოდა:
"შემო-რაჲ-ვიქცე, შური ვიძიო მათგან შეურაცხებისათჳს ღმერთთა ჩემთაჲსა".
და ვითარცა განვიდა იგი მთასა ზედა თხოთისასა, ჟამსა სამხრისასა დაუბნელდა მას განგებულებითა ღმრთისაჲთა ვითარცა-იგი პირველ პავლეს. და ვითარცა ვერ შემძლებელ იყო იგი სლვად, ჴმობდა იგი მონათა მიმართ და მთავართა, ვითარმედ:
"დაბნელდეს თუალნი ჩემნი, ხოლო თქუენ ხედავთ-ა ნათელსა?"
ხოლო იგინი ეტყოდეს:
"ბრწყინვალედ ვხედავთ ჩუენ ნათელსა მზისასა".
ჰრქუა მათ:
"ევედრენით ზადენს და არმაზს, რაჲთა განმინათლონ მე".
ხოლო ყოველნი იგი ერთობით ჴმობდეს სახელსა მათსა და არარაჲ სარგებელ ეყო მას. მერმე მოეგო გონებასა და თქუა გულსა შინა თჳსსა:
"შეუვრდე ჯუარ-ცუმულსა მას, რომელსა-იგი ქადაგებს უცხოჲ იგი დედაკაცი და ჰყოფს კურნებასა  სახელითა მისითა."

მაშინ ჴმა-ყო და თქუა:
"ღმერთო ნინოჲსო, რომელი ხარ ღმერთი ჭეშმარიტი, განმინათლე სიბნელე ესე ჩემ ზედა მდებარე და გამომიბრწყინვე მე ნათელი, რაჲთა აღვიარო სახელი შენი წმიდაჲ და გადიდებდე შენ".
ხოლო სახიერი იგი და კაცთ-მოყუარე ღმერთი, რომელი ეძიებს მოქცევასა კაცთა ცხორებისათჳს, მყის მოფინა ნათელი და განანათლა ბნელი მეყსეულად. აღიპყრნა ჴელნი აღმოსავალით, ღაღად-ყო და თქუა:
"ჭეშმარიტად შენ ხარ ღმერთი ჭეშმარიტი და შენ ხარ ღმერთი ღმერთთაჲ და უფალი უფლებათაჲ, რომელმან შეჰქმნენ ცანი და ქუეყანაჲ და შენ აღგიარებ და შენ თაყუანის-გცემ, რომელმან მიჴსენ ჭირისა ამისგან. და მრწამს, რამეთუ გინებს ჴსნაჲ ჩემი. და მიერითგან თაყუანის-ვსცემ პატიოსანსა ჯუარსა შენსა.

და უბრძანა ყოველსა-ვე ერსა, რაჲთა მიიღონ ქვაჲ და ჴელითა თჳსითა შექმნა ადგილსა მას, სადა-იგი პოა ნათელი, ეგუტერი მცირე ჯუარის სახედ და ვიდრე აქამომდე ჩანს ნაქმარი იგი. ხოლო სამხრით კერძო ადგილისა მის სიახლესა შენ არს ეკლესიაჲ სახელსა ზედა მთავარ-მოწამისა გიორგისსა.

და შემდგომად ამისსა წარვიდა აღვსებული სიხარულითა და შემკული ქრისტეს სარწმუნოებითა. და წინა წარავლინა მახარებელი საქმისა მისთჳს. და ვითარცა მიეახლა ქალაქსა მას სამეუფოსა, წინამოეგებვოდა ერი ყოველი და თჳთ დედოფალი-ცა ნანა. და ერთბამად ყოველნი ადიდებდეს ღმერთსა.
და ვითარცა შევიდა მეფე პალატად, თქუა:
"სადა არს უცხოჲ იგი დედაკაცი, დედა ჩემი, რამეთუ ღმერთსა, რომელსა იგი ქადაგებს, იგი არს ჭეშმარიტი მჴსნელი ჩემი".
და ღირსისა მის ნინოჲს მიმართ მიისწრაფდა და ჴმობდა და იტყოდა:
„მრწამს ამიერითგან, მოციქულო ჭეშმარიტისა ღმრთისაო, რამეთუ იგი არს ჭეშმარიტი ღმერთი და უფალი, რომელსა-იგი შენ ჰქადაგებ. და მას ვესავ და მას თაყუანის-ვსცემ".
და ევედრებოდა, რაჲთა გამოუსახოს სახე ეკლესიისა[ჲ].

მაშინ ახალმან ბესელიელ და მის მიერისა მადლისა წარმომაჩინებელმან სახე ეკლესიისაჲ დაუსხა. და აღაშენეს საღმრთო ტაძარი სახელსა ზედა წმიდისა ღმრთის-მშობელისასა. და კუალად უბრძანა მეფემან აღშენებად სხუაჲ ტაძარი შორის სამოთხეს. მას, სადა-იგი მდგომარე იყო ხე იგი კჳპაროზი სურნელი და ქუეშე ყუავილოვანი;  და ვითარცა შურებოდა ყოველი იგი ერი მოსწრაფედ, უბრძანა მოკუეთად მეფემან ხე იგი კჳპაროზი, რაჲთა შექმნან იგი სუეტად ტაძრისა მის. ხოლო აქან მელოდენ სიტყუაჲ ესე და თქუენ ისმინეთ საწადელი ესე თხრობაჲ.

რაჟამს-იგი ინება ღმერთმან ჴსნაჲ კაცთა ნათესავისა, გარდამოავლინა ძე და სიტყუაჲ თჳსი, და ჴორცნი შეიმოსნა წმიდისაგან ქალწულისა და კაცთა თანა იქცეოდა ჟამთა ოცდაცამეტისა წლისათა.
და აღასრულებდა ნიშთა და სასწაულთა ბუნებათა უაღრესთა.
ხოლო ჰურიათა ნათესავნი მღდელნი და მწიგნობარნი შურითა განიხერხებოდეს.
ხოლო იყვნეს მას ჟამსა მცხეთასა-ცა შინა სამღდელონი ტომნი ჰურიანი და პასექსა მას წლითი-წლად აღვიდიან იჱ(რუსა)ლ(ი)მს სიტყჳს ყოფად და დამტკიცებად სჯულსა მოსესსა, რაჲთა არა დაიჴსნას იგი. და ოდეს-იგი ენება ჯუარითა ვნებაჲ შემოქმედსა მას ყოველთასა, მას ჟამსა უმეტეს აღაბორგნა ეშმაკმან ჰურიანი და მიუწერეს მცხეთელთა მათ იჱ(რუსა)ლ(ი)მით, ვითარმედ:
"კაცისა მის მიმართ, რომელსა ჰრქჳან იესუ, განქარდა სჯული მოსესი და დაიჴსნნეს ყოველნი წესნი ჩუენნი და ყოველნი კაცნი მისდა შედგომილ არიან. აწ მოვედით და შეგუეწიენით, რაჲთა შური ვიძიოთ მას ზედა და რაჲთა სჯული მამათა ჩუენთა დავიცვათ და დავამტკიცოთ."
მაშინ სჯულის-მეცნიერთა მათ გამოირჩიეს ელიოზ მღდელი კაცი ბრძენი და მეცნიერი და წარგზავნეს იჱ(რუსა)ლ(ი)მს. ხოლო დედაჲ ელიოზისი მოხუცებული და ფრიად ბრძენი და გონიერი, და იყო ასული მისი, დაჲ ელიოზისი, ქალწული და შემკული ღმრთის-მოშიშებითა. და  წარ-რაჲ-ვიდოდა ელიოზ, მოიკითხა დედამან მისმან და ჰრქუა: "შვილო, აჰა ესერა წარხუალ წოდებასა მას, რომელსა ზრახვენ მღდელთ-მოძღუარნი და ფარისეველნი კაცისა მისთჳს მართლისა; ნუ-მცა შერთულ ხარ მათ თანა, რამეთუ იგი არს მოსწავებული წინაწარმეტყუელთაჲ და იგი არს წარმართთა ცხორებაჲ საუკუნოჲ."
და კუალად დაჲ იგი მისი ვითარცა მისცემდა მოკითხვასა, ჰრქუა:
"ძმაო სასურველო, ღირს იქმნები შენ ხილვასა კაცისა მის მართლისასა, რომელსა ჰრქჳან იესუ, და ნეტარ ხარ შენ და გევედრები მე, რაჲთა რასა-ცა შეხებულ იყვნენ ჴელნი მისნი წმიდანი, ანუ თუ სამოსელთა მისთა შეხებულ იყვნენ, უკუეთუ მოიტანო, ნეტარ ვიყვნეთ".
ესე რაჲ ჰრქუა მას, წარვიდა და ვითარცა მიიწია იჱ(რუსა)ლ(ი)მს, შეკრებულ იყო ერი ჰურიათაჲ და დაემტკიცა  ჯუარ-ცუმაჲ ქრისტესი. ხოლო არასადა ეზიარა განზრახვასა მათსა, არამედ შორს დგა იგი და მისთანანი იგი. და მივიდეს იგინი ხილვად იესუსსა, ვითარცა-იგი წერილ არს სახარებასა შინა, ვითარმედ:
"იყვნეს ვინმე წარმართთაგანნი-ცა, რომელნი აღმოსრულ იყვნეს იერუსალიმად დღესასწაულსა მას. ესენი მოვიდეს ფილიპესსა, რომელი იყო ბეთსაიდათ გალილია[ჲ]სათ და ეტყოდეს: "უფალო, გუნებავს იესუჲსი ხილვაჲ.“
მოვიდა ფილიპე და ჰრქუა ანდრიას. ესენი იყვნეს ელიოზ და მისთანანი წარმართთაგან მოსრულნი. ხოლო ვითარცა აღესრულა ნეფსითი ვნებაჲ მაცხოვრისაჲ, მიხუდა წილითა კუართი უფლისა ჩუენისაჲ ელიოზს, ვითარცა წერილ არს:
"განიყვეს სამოსელი ჩემი და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი".
ხოლო მას ჟამსა ჯუარ-ცუმისასა, ოდეს ლუსმარსა ჰკრა კუერი მტარვალმან ჴელთა ზედა უფლისათა. ჟამსა მას მიიწია ყურთა ელიოზის დედისათა და ჴმა-ყო ძლიერად აღძრულმან სულისაგან და თქუა:
"ამიერითგან მშჳდობაჲ, შენდა მეფობაო ჰურიათაო, რამეთუ მოჰკალთ უფალი მოსრული მაცხოვრად და იქმნენით მტერ შემოქმედისა."
და ამას ზედა შეისუენა მას-ვე ჟამსა. არა თუ იყო-ღა მაშინ მეფობაჲ ჰურიათაჲ, გარნა წარწყმედასა მათსა მოასწავებდა, ვითარცა წერილ არს:
"აჰა ესერა დაუტევნეთ სახლნი თქუენნი ოჴრად-ო".
ამისსა შემდგომად წარმოვიდა ელიოზ იჱ(რუსა)ლიმით სახედ თჳსად და დაჲ იგი მისი მიეგება და მოეხჳა ქედსა. ხოლო ელიოზ გამოიღო  კუართი იგი საუფლოჲ და მისცა მას და ჰრქუა:
"აჰა რომლისა-იგი გსუროდა, მიიღე კუართი მისი."
ხოლო ვითარცა მიიღო დედაკაცმან მან კუართი იგი უფლისაჲ, რამეთუ შეკეცილი იყო იგი, და იმთხჳა რა პირსა და დაიდვა მკერდსა და ჴმა-ყო ცრემლით და აღმოუტევა სული.
მაშინ აღიძრნეს ერნი უცხოსა მას ზედა სასწაულსა და იქმნა შფოთი დიდი და ამცნეს მეფესა მის ჟამისასა ადრეკის, ხოლო მას ენება, რაჲთა გამოუღოს კუართი იგი. ხოლო დაჰჴსნა იგი ზარმან მის მკუდრისამან, რამეთუ მაგრიად ეპყრა იგი მკერდსა ზედა. ხოლო ელიოზ შიშითა შეპყრობილმან დაჲ იგი საყუარელი და წმიდაჲ კუართითურთ დაჰკრძალა მიწასა შინა. და მეყსეულად აღმოჴდეს მის ზედა ხენი იგი კჳპაროზნი, და აღმოეცენა ხესა მას ქუეშე ყუავილი მრავალ-ფერი და სურნელი.

ხოლო აწ პირველსა-ვე სიტყუასა მოვიდეთ. ვითარცა მოჰკუეთეს ხე იგი კჳპაროზი, გამოსცა სულნელებაჲ მიუთხრობელი, და შეჰმზადეს სუეტად, ვითარცა ბრძანებულ იყო მეფისა მიერ და ენება აღმართებაჲ არა მას-ვე ადგილსა, სადა-იგი მოეკუეთა, არამედ სხუასა ერთკერძოსა ტაძრისასა. და მოვიდა მეფე და ყოველი ერი და ფრიადითა ღონის-ძიებითა ჴელ-ყვეს აღმართებაჲ მისი და ვერ შეუძლეს, რამეთუ საღმრთოჲ ძალი აყენებდა. და მოიწია ღამე და წარვიდა მეფე და ყოველნი ერნი განკჳრვებულნი. ხოლო ნეტარი ნინო დგა მას ღამესა მახლობელად სუეტისა მის და ილოცვიდა. და იხილა ჭაბუკი ერთი ნათლითა შემოსილი.

და ნინო[ჲ]ს-ვე გუერდით დგეს შროშანა და სიდონია, და იხილეს მათ-ცა, და ეტყოდეს ნინოს:
"რაჲ არს ხილვაჲ ესე?"
ხოლო მან ჴელი განუხარა და უბრძანა განშორებაჲ. და კაცმან მან ნათლითა შემოსილმან აღჰმართა ძელი იგი აღმართებით ადგილსა მას, სადა-იგი პირველ მდგომარე იყო. და ორ კაც ოდენ სიმაღლესა დადგა იგი და გამოსცემდა ბრწყინვალებასა და ფრიადსა სულნელებასა. და ვითარცა იქმნა ცისკარი, გამოვიდა მეფე ურვეული სუეტისა მისთჳს და მოეახლა ადგილსა მას და ეყნოსა სული სულნელებისა მიუთხრობელი. და იხილა ხილვაჲ საშინელი და ელვარებაჲ ბრწყინვალე, და სუეტი იგი მაღლად ზე-მდგომარე და იწყო შემოკრებად ერისა სიმრავლემან და ყოველი ქალაქი და თჳთ მეფე და დედოფალი ცრემლითა ილტობოდეს. და ვითარ-იგი ხედვიდეს ყოველნი, სუეტი იგი ნათლით შემოსილი მცირე-მცირე ჩამოვიდოდა და ძირთა-ვე მისთა ზედა დაემყარა და შეეძერწა ყოვლითურთ შეუხებელად ჴელთაგან კაცთაჲსა. და აღივსნეს ყოველნი შიშითა და სიხარულითა და ერთ-ჴმობით ადიდებდეს ღმერთსა ნინოჲსსა. და მიერითგან იქმნებოდეს ძალნი და სასწაულნი.

მას ჟამსა იყო ვინმე ჰურიაჲ შობითგან ბრმაჲ. მოვიდა და შეეხო სუეტსა მას და აღეხილნეს თუალნი მისნი. და მოვიდა სარწმუნოებად ყოველთა სახლეულთა მისთა თანა. კუალად მთავრისა ვისმე წარმართისა ძე მრავალ ჟამ მდებარე იყო ცხედარსა ზედა, რომლისა ასონი უძრავ ქმნილ იყვნეს და დაჴსნილ ეშმაკისაგან. ესე მოიღო დედამან მისმან წინაშე სუეტისა მის და ევედრებოდა ნეტარსა ნინოს, რაჲთა ილოცოს ძესა მისსა ზედა და განკურნოს. ხოლო ღირსსა მას შეეწყალა დედაკაცი იგი და დასდვა ჴელი სუეტსა მას, და მერმე შეახო ყრმასა მას და ჰრქუა:
"უკუეთუ გრწმენინ იესუ ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, განიკურნო გუემულებისაგან".
ხოლო ყრმა[ჲ] იგი ჴმობდა:
"მრწამს, წმიდაო ღმრთისაო."


მაშინ უპყრა ჴელი და აღადგინა მრთელი და მისცა დედასა თჳსსა.

ხოლო მას-ვე ჟამსა შინა შიში დიდი დაეცა ყოველთა მათთჳს სასწაულთა, რომელნი იქმნებოდეს სუეტისა მისგან ბრწყინვალისა. მაშინ მეფემან შექმნა გარემოჲს სუეტისა მის საბურველი და დაფარა ხედვისაგან.

 და ეგრეთ გარეშესა მას შეემთხჳვნიან და განიკურნიან, ვითარითა-ცა ვინ შეპყრობილ იყვნიან უძლურებითა.

ხოლო პირველ ათისა წლისა მირიან მეფისა ყოველთა უფალმან წყალობა ყო ჰრომთა ზედა და ბერძენთა, და ზეგარდამო წოდებითა გამოაჩინა მეფე მორწმუნე კოსტანტინე და დედაჲ მისი ელენე დედოფალი.

 და ნათელ-იღეს სახელსა ზედა ქრისტესსა ყოველმან-ვე ერმან და პალატმან მისმან ამაღლებითგან უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა სამას მეათურამეტესა წელსა და ამაღლდა რაჲ ქრისტეანეთაჲ. ხოლო დიდმან და მოციქულთა სწორმან და მიმსგავსებულმან კოსტანტინე დიდად იღუაწა და წარავლინა დედაჲ თჳსი იჱ(რუსა)ლიმად ძიებად პატიოსნისა ჯუარისა, რომელი-ცა პოა მან ჯერ-ჩინებითა ღმრთისაჲთა და აღაშენნა წმიდანი ტაძარნი საუფლონი. ხოლო მას ჟამსა შინა ოდეს-იგი პატიოსანი ჯუარი აღმოგჳბრწყინა ქრისტემან ღმერთმან თჳსითა მადლითა დედოფლისა ელენეს მიერ მჰთიებით მსგავსად-ვე მისსა, ამას ჟამსა მცხეთას თჳსი დაფარული წმიდაჲ სამოსელი გამოაბრწყინვა, რომელსა ზედა სუეტი ნათლისაჲ იხილვებოდა და კურნებანი მრავალნი იქმნებოდეს; და ჰრომთა და ბერძენთა ზედა იქმნა მეფე მორწმუნე კოსტანტინე.

ეგრეთ-ვე მას-ვე ჟამსა მეფე იქმნა ზეგარდამო განსწავლული კეთილად და სათნოდ ღმრთისა მორწმუნე მეფე მირიან.

მაშინ ვითარცა განსრულდა შენება ეკლესიათაჲ და არღარა იყო ნაკლულევანებაჲ, გარნა ხოლო მღდელნი. და წარავლინნა მოციქულნი საბერძნეთს მეფისა მიმართ და ითხოვნა სჯულის-მდებელნი, ხოლო ვითარცა მიიწივნეს მოციქულნი იგი, განიხარა კოსტანტინე მეფემან და მრავლითა პატივითა პატივ-სცა და წარაყოლა მათ თანა ევსტათი ანტიოქელი პატრიაქი, კაცი ყოვლითა სიბრძნითა სავსე, რომელმან ნიკიისა კრებასა დაამტკიცა მართალი სარწმუნოებაჲ. ხოლო ვითარცა მიიწია პატრიაქი სანახებთა ქართლისათა და თანა ჰყვა ძელი ცხორებისაჲ და ხატი უფლისაჲ და ყოვლად წმიდისა ღმრთის-მშობელისაჲ. მოეგება მას მეფე და ყოველნი-ვე ერნი და მთავარი მისნი და დიდითა პატივით აღიყვანეს პალატად. და მიიღეს კურთხევაჲ მეფემან და დედოფალმან და ყოველმან ერმან. და წმიდასა ნინოს მიუძღუანა ნეტარებაჲ და მისცა წიგნი ელენე დედოფლისაჲ მიწერილი მისდამი პატივით. და ხვალისა დღე მოუწოდეს მეფემან და წმიდა ნინო პატრიახსა და სამღდელოთა და ნათელ-იღო მეფემან და დედოფალმან და ყოველთა მთავართა და ყოველმან ერმან. და აკურთხნა ეკლესიანი და დაამყარნა საკურთხეველნი და ყო სატფურებაჲ. და დაასხნა ჴელნი მთავარ-ებისკოპოსად ღირსსა იოვანეს. და ასწავა სჯული მეფესა და ყოველსა ერსა. ხოლო მკჳდრ იყვნეს მცხეთას შინა მრავალნი სულნი ჰურიანი, რომელთა მღდელთ-მთავრად იყო მაშინ აბიათარ, რომელი ზემო ვაჴსენეთ, და მიიყვანა იგი წინაშე პატრიაქისა მეფემან და ჰრქუა:
"ჵ აბიათარ, ღმერთმან გჳჴსნნა წმიდისა ნინოჲს მიერ კერპთა მონებისა და საცთურთა მათთაგან და ნათელ-გჳღებიეს ჴელითა პატრიაქისაჲთა სახელსა ზედა უფლისა იესუ ქრისტესა.
აწ რაჲ გნებავს თქუენ, ჰურიანო?"
მაშინ მიუგო აბიათარ და ჰრქუა:
"მეფეო. ვითარცა უწყიან მთავართა შენთა და ყოველმან ამან ქალაქმან, ნათესავნი ვართ ბენიამენისნი და სჯულსა მოსესსა სწავლულ და ფრიად წურთილ წერილთა წინაწარმეტყუელთასა და მეცნიერ ყოველსა მათ მიერ ქადაგებულსა. და ყოველნი იგი ამისთჳს წამებდეს, ვითარმედ შეცვალებად იყო სჯული ესე ჩუენი და მოსლვად ღმერთი ქუეყანად და მსგავსებად კაცთა და ნათლის-ღებად და ჯუარ-ცუმად და სამარესა დადებად და აღდგომად მესამესა დღესა.
ხოლო მამათა მათ ჩუენთა განარისხეს შემოქმედი და გამოაჴუნეს თავნი მათნი წყალობისაგან ღმრთისა და ჰრომთა დაიპყრეს მეფობაჲ ჩუენი, რაჲთა ჩუენ ვიყვნეთ განბნეულ და მონებასა ქუეშე.
 ხოლო მე მივემთხჳე ებისტოლესა ნათესავისა ჩუენისასა პავლესა, რომელი-იგი შეუდგა მოციქულად ქრისტესა და გულისჴმა-ვყავ მით სჯულისა ჩუენისა განქარვებაჲ, გარნა არავინ იყო მასწავლელ ჩუენდა. და აწ ოდეს ინება ღმერთმან და მოავლინა ქუეყანასა ამას მოციქულად ნეტარი ნინო და ვიხილენ სასწაულნი უაღრესნი ბუნებისანი, რომელთა თქუენ-ცა მეცნიერ ხართ, მეფეო, და შეუდგა მას ასული ჩემი და აწ მე-ცა მზა ვარ ნათლის-ღებად სახელსა ზედა სამებისასა."

 და ვითარცა ესე ყოველი წარმოთქუა, განიხარა მეფემან. და ნათელ-სცა პატრიაქმან აბიათარს და ყოველსა ნათესავსა მისსა. და მისცა მეფემან დაბაჲ, რომელსა ეწოდების ციხედიდი და იყო საყუარელ წინაშე მისსა.

 ხოლო სხუანი ჰურიანი, რომელთა არა ნათელ-იღეს, განიბნივნეს მცხეთით და წარვიდეს. ხოლო ევსტათი პატრიაქმან დაამტკიცა მართლ-მადიდებლობაჲ და ასწავა წესი ეკლესიათაჲ და იჯმნა მეფისაგან და წარემართა ქუეყანად თჳსად. ხოლო მეფემან და სჳნკლიტიკოსთა მისთა მისცეს ასი სოფელი მოსასყიდელად წმიდისა მიჰრონისა.

ხოლო ამისსა შემდგომად აღვიდა წმიდაჲ ნინო მთასა მას, რომელი არს პირისპირ მცხეთასა, რომელსა ზედა დღეს შენ არს ეკლესიაჲ სუეტისა ცხოველისაჲ ჯუარი პატიოსანი. და მუნ ილოცვიდა და ევედრებოდა ღმერთსა. და ძირსა მის მთისასა წყალი აღმოაცენა და იქმნეს სასწაულნი და კურნებანი მრავალნი წყლისა მისგან. ხოლო ხე მთისა მის, რომელი განბრწყინდა ნათლისა მისგან, შექმნეს ჯურებად. მაშინ იხილვა სასწაული დიდი, რამეთუ ზეცით გამოჩნდის ჯუარი ცეცხლისა შემოსილი ვარსკულავებითა და ვიდრე ცისკრისა მოწევნადმდე დგის ზედა კერძო სუეტისა ცხოველისა. და შემდგომად ცისკრისა განუტევნის ელვანი. და წარვიდის ერთი აღმოსავალით და ერთი დასავალით. და ერთი იგი დაჰჴდის თავსა თხოთისასა და ერთი იგი მიიწეოდის ბოდეს.

ჯუარის სახე იგი დადგის წიაღ არაგუსა თავსა მის მთისასა, სადა-იგი წმიდამან ნინო წყაროჲ აღმოაცენა. და ესე მრავალგზის იქმნა. და განკჳრდა მეფე და ყოველი ერი. და აღაშენა მეფემან ერთი ეკლესიაჲ თავსა მის მთისასა, სადა ჯუარი იგი დადგის, და ერთისაჲ თხოთს და დაასუენნეს ჯუარნი იგი, ერთი ჯუარს და ერთი თხოთს და ერთი ბოდეს. ხოლო ჯუარი იგი ვაზისაჲ, რომელ მოიღო წმიდამან ნინო ჴელისაგან ყოვლად წმიდისა ღმრთის-მშობელისა, არს ჯუარსა მას შინა, რომელ დაასუენეს ჯუარსა პატიოსანსა ესე ჯუარნი განწესებისაებრ მეფისა წარიყვანნა ღირსმან იაკობ ფრიადითა სიმრავლითა ერისაჲთა და საკუმეველთა სულნელებითა და დაასუენნა ადგილთა მათ. ხოლო სუეტსა მას წინაშე ცხოველსა აღესრულებოდეს სასწაულნი მრავალნი და არავინ იკადრებდა კართა განხუმად თჳნიერ კჳრიაკისა. ხოლო კჳრიაკესა განახუნიან და მღდელთა შეწირიან საღმრთოჲ მსხუერპლი და ყოველნი სნეულნი განიკურნებოდიან და ერი პირისპირ მდგომარე ილოცვიდის, რამეთუ შიში დიდი და ზარი ფრიადი იყო ყოველთა ზედა და ყოველნი ადიდებდეს ღმერთსა.

კუალად ბრძანა მეფემან, რაჲთა ერთი ეკლესიაჲ აღაშენონ ერუშეთს, სადა-იგი არს ფიცარი ფერჴთა უფლისათაჲ. და ერთი ეკლესიაჲ მანგლის[ს], რამეთუ არს მუნ სამსჭუალი უფლისაჲ. ესრეთ წარემატებოდა მეფე სარწმუნოებითა და გლახაკთ-მოწყალებითა და მღდელნი და მღდელთ-მთავარი განმრავლდებოდეს.

ხოლო ნეტარმან ნინო იწყო ქადაგებად და თანა წარიტანა იაკობ მღდელი და დიაკონი და ერთი ერის-მთავარი ერითურთ მისით და დადგა  წობენეს. და მოუწოდა მთეულთა, ჭართლელთა და ფხონელთა, და  უქადაგა სარწმუნოებაჲ ჭეშმარიტი. ხოლო იგინი ლმობიერ იქმნნეს და  ნათელ-იღეს და დალეწნეს საკერპონი და აღაშენნეს ეკლესიანი. და ამისა შემდგომად წარვიდა ერწოს და ჟბალეთს და მოიყვანნა იგინი-ცა სარწმუნოებად და ნათელ-იღეს მათ-ცა. და მერმე ჩავიდა კახეთს და დადგა კაწარეთს და მოაქცივნა იგინი-ცა. მერმე გარდავიდა ქუელდაბას და მოუწოდა მთავართა კახეთისათა. ხოლო მათდა პირველ-ვე უწყებულ იყო სარწმუნოებაჲ ქრისტესი და ნათლის-ღებაჲ მეფისაჲ. და სიხარულით შეიწყნარეს სწავლაჲ მისი, მოიქცეს და ნათელ-იღეს ჴელითა მის-ვე იაკობ მღდელისათა.

 და მუნით მივიდა ბუდეს და მოვიდა მისსა დედოფალი კახეთისაჲ სუჯი და მის თანა მთავარნი და მჴედრები და მონა-მჴევალთა სიმრავლე. და წარმოუთხრნა მას ქრისტეს საიდუმლოჲსა განგებულებანი და ასწავა სიტყჳთა ტკბილითა სარწმუნოებაჲ ჭეშმარიტი და სასწაულნი იგი აუწყნა, რომელნი-იგი იქმნებოდეს ქალაქსა შინა მცხეთას სუეტისაგან ცხოველისა. ხოლო მათდა წინაწარ უწყებულ იყო ყოველი. ხოლო მათ სიხარულით შეიწყნარეს სწავლაჲ ნეტარისა ნინოჲსი და ნათელ-იღო დედოფალმან და ყოველთა მთავართა და მჴევალთა მისთა.

და ვითარცა ესრეთ სრულ-ყო ქადაგებაჲ მისი ნეტარმან ნინო და სრულ-ყო ღუაწლი თჳსი, ეუწყა სულისა მიერ წმიდისა განსლვაჲ მისი ჴორცთაგან. და მიწერა წიგნი მეფისა და მისცა დედოფალსა კახეთისასა სუჯის, რომელსა წერილ იყო ესრეთ:
"იესუს ქრისტეს მონასა ერთ-გულსა და აღმსარებელსა წმიდისა სამებისასა და თანა შეერთებულსა წმიდათა მეფეთასა მეფესა მირიანს გარდამოგივლინოს ღმერთმან ცუარი წყალობისაჲ ზეცით და ყოველსა პალატ-ბანაკსა ერისა შენისასა. და იყავნ მფარველ თქუენდა ჯუარი ქრისტესი და მეოხებაჲ ყოვლად წმიდისა დედისა მისისა. რამეთუ აჰა მე ესერა მოვლე ზოგი-რაჲმე ამის ქუეყანისაჲ და შეიწყნარეს ქადაგებაჲ ქრისტესი და მოიქცეს და ნათელ-იღეს და თაყუანი-სცეს დამბადებელსა ყოველთა[სა], და შენდა ჯერ-არს სიხარული, რამეთუ დღეთა შენთა შინა მოხედნა ღმერთმან თჳსთა დაბადებულთა და აღმოუბრწყინვა ნათელი თჳსისა მეცნიერებისა. აწ დაიცევით მართალი სარწმუნოებაჲ ქრისტესი, რაჲთა მის თანა ჰსუფევდეთ საუკუნოდ სასუფეველსა ცათასა: რამეთუ მე აჰა ესერა ვითარცა ერთი სოფლად შემოსრული განვალ ცხორებისაგან. და წარვალ გზასა მამათა ჩუენთასა. ჴსენებულ-მცა არს საუკუნოდ კეთილთა შინა ღმრთისათა დედოფალი სუჯი, რამეთუ მოვიდა ჭეშმარიტსა ქრისტეს სარწმუნოებასა და დამუსრნა კერპნი და მოუძღუა და მოიყვანნა ერნი ღმრთის-მსახურებად. და მოუწოდა ძმასა და ასულსა მისსა და კუალად არტერეონ მთავარსა და ასწავა მართალი სარწმუნოებაჲ. და ყოველთა ბუდეს შინა ნათელ-იღეს სახელითა მამისა და ძისა და წმიდისა სულისაჲთა. აწ წარმოგზავნეთ ჩემდა წმიდაჲ მამათ-მთავარი, რაჲთა მომცეს საგზალი სულისა საუკუნოჲ, რამეთუ მოახლებულ არს აღსასრული ჩემი."

და მიიღო რაჲ წიგნი იგი ნინოჲსი დედოფალმან სუჯი, სურვილითა აღძრული თაყუანის-ცემისათჳს სუეტისა ცხოველისა თჳთ მოსწრაფედ წარემართა, რაჲთა იხილოს და თაყუანის-სცეს ცხოველსა სუეტსა და ჯუარსა ცხოველსა. და ყოველსა მას სიშორესა გზისასა ფრჴივ ვიდოდა უჴამური და ცრემლითა დაალტობდა ქუეყანასა. და ვითარცა მოიწივნეს პირის-პირ სუეტისა ცხოველისა, იხილეს, რამეთუ წყალი იგი არაგჳ უმეტეს ზომისა დიოდა, რომელი ვერვინ მჴედართაგანმან წიაღ-ვლო. არამედ რომელნი-ცა შთავიდიან, გარე-ვე უკუნ იქცევიან დაყენებულნი სიმძაფრისაგან წყლისა მისგან დიდისა. ხოლო ვითარცა-იგი პეტრე მიმავალი უფლისა წყალთა ზედა ვიდოდა, ეგრეთ-ვე ამან დედაკაცმან სავსემან სარწმუნოებითა ქრისტესითა და სურვილითა სუეტისა ცხოველისაჲთა და მინდობილმან სარწმუნოებასა მას მარცულისა მდოგჳსასა აღიბეჭდა თავი თჳსი ჯუარითა ქრისტესითა და აღჴდა ჰუნესა.

ხოლო ხედვიდეს იმიერ კერძო მთავარ-ეპისკოპოსი იოვანე და  ყოველი ერი. და ვითარცა შევიდა წყალთა მათ შინა, მართლ უკუნ-იქცა  ამიერ და იმიერ წყალი იგი. ხოლო იგი განვიდა მშჳდობით. მაშინ მოეგება მას მეფე და მთავარ-ეპისკოპოზი. ყოველნი ერნი, შეპყრობილნი შიშითა და საკჳრველებითა. და შევიდა ეკლესიად წინაშე სუეტისა ცხოველისა და ილოცა ცრემლითა მჴურვალითა და შეწირა თავი თჳსი შვილითურთ და ყოველი მონაგები თჳსი და ქალაქი-ცა იგი მცირე ბართიანი და დაბაჲ იგი ბუდისი და იხარებდა სულითა.

მაშინ გამოიღო წიგნი იგი ნეტარისა ნინოჲსი და მისცა მეფესა. და წარიკითხა რაჲ იგი, აღივსო ცრემლითა და აღდგა და თანა წარიტანა მთავარ-ებისკოპოსი და დედოფალი-ცა ნანა. და ვითარცა მიიწივნეს და მოიკითხეს, მან მისცა მათ კურთხევაჲ უფლისა მიერი. ხოლო წმიდაჲ ნინო შეპყრობილ იყო სნეულებითა და უბრძანა იოვანეს წირვაჲ ჟამისა.

ხოლო მან შეწირა მსხუერპლი უფლისა და აზიარა ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა, რომელი-იგი წარიძღუანა მან საგზლად საუკუნოდ. და შეჰვედრა სული თჳსი ჴელთა ღმრთისათა და წარვიდა საუკუნეთა კეთილთა.

ესრეთ შემკული მოციქულობისა მადლითა და ბრწყინვალე ქალწულებითა და განშუენებული სიმრავლითა ღუაწლთაჲთა და აღტჳრთული ტალანტთა სიმრავლითა წარმოუდგა წმიდასა სამებასა და მიართუნა ძღუნად სიმრავლენი ერთანი და ყუაწლთა მიერ განკაფული სოფლისა ამისგან სუფევად საუკუნოდ აღვიდა ოც და მეათხუთმეტესა წელსა ქართლს შემოსლვისა მისისასა. ხოლო დასაბამითგანთა წელთა ხუთი ათას რვაას ორმეოც და მეათხუთმეტესა. მაშინ მოვიდა მეფე და ყოველი ერის სიმრავლე გუამისა მიმართ მისისა დავრდომით და გოდებით, შიშით და ძრწოლით შეუვრდებოდეს. და სიმრავლისაგან ერნი დასთრგუნვიდეს ფერჴითა ურთიერთას და სნეულნი განიკურნებოდეს, რომელნი შეეხნენ ფესუსა სამოსლისა მისისასა. ხოლო მეფემან ძლით დააცხრო შფოთი იგი ერისაჲ და განიზრახა. რაჲთა გუამი მისი აღიყვანოს და დაჰკრძალოს მახლობელად სუეტისა ცხოველისა და ვითარცა  ჴელ-ყვიან აღებად გუამისა მის წმიდისა, ჴელნი მათნი უქმ იქმნიან და  ყოვლად ვერ უძლიან შეძრვად. მაშინ გულისჴმა-ყვეს და დაჰკრძალეს მას-ვე დაბასა შინა ბუდეს და ეკლესიაჲ აღუშენეს და ეპისკოპოსი განაჩინეს მის ზედა. ესრეთ პატივით და კრძალულებით პატივ-სცეს წმიდასა და ნეტარსა მოციქულსა და განმანათლებელსა ქართლისასა, კახეთისა და ჰერეთისასა, სამგზის სანატრელსა ღმრთივ დიდებულსა ნინოს.

ხოლო შემდგომად წმიდისა ნინოჲს ცხორებად საუკუნოდ მისლვისა  მეფემან კეთილად წარჰმართა ღმრთის-მსახურებაჲ და იქცეოდა სიმდაბლითა, სიმშჳდითა, გლახაკთ-მოწყალებითა და მღდელთა პატივ-სცემდა და ეკლესიათა აშენებდა. და ესრეთ სათნოდ ღმრთისა მიიცვალა. და დაჰმარხეს მის მიერ აღშენებულსა ეკლესიასა სამთავროს.

შემდგომად მისსა ძემან მისმან რევ მიიღო მეფობაჲ და მან-ცა ყოვლითა ღმრთის-მოშიშებითა აღასრულა მეფობაჲ თჳსი. და იგი-ცა წარვიდა კუალსა მამათა მისთასა შემკული ღმრთისა სათნოებითა.

უწყებაჲ ჯერ-არს თუ მეფენი ქართლისანი ვიეთ ტომნი იყვნეს, რამეთუ ალექსანდრე მეფემან ვითარცა დაიმორჩილნა ყოველნი, მაშინ შემოვიდა ქართლს და იხილნა ნათესავნი სასტიკნი წარმართნი,რომელთა ჩუენ აჩათ-ბუნ-თურქად უწესთ, რამეთუ იხილვებოდეს იგინი ყოვლად უცხოდ კაცთა ბუნებისაგან, ვითარცა იყვნეს მჴეცნი რაჲმე საძულველნი. და ენება, რაჲთა-მცა აღფხურნა იგინი. ხოლო იყვნეს ციხენი მათნი მაგარნი და ვერ შეუძლეს ჟამსა მას აღფხურაჲ მათი. კუალად გამოვიდეს სხუანი ნათესავნი ქართველთანი და დაეშენნეს მუნ-ვე ქართლს.

და ვითარცა ყოვლგნით მოირჭუნა ალექსანდრე, კუალად მოვიდა ქართლად და შემუსრნა ციხე-ქალაქნი მათნი. და რომელნი-მე მოსრნა და რომელნი-მე წარიოტნა. ხოლო სარკინელნი იგი განუმაგრდეს ჟამ რავდენ-მე და უკანაჲს განჴურიტეს კლდე და ივლტოდეს. და წარვიდეს გარეგან  ოვსეთისა. და თჳთ იწყო შენებად ქუეყანასა ქართლისასა. და მისცა ქუეყანაჲ ქართლისაჲ აზონს და განუჩინა საზღვარი ჰერეთი და ეგრის წყალი და სომხითი და მთა ტროლისაჲ და თჳთ ალექსანდრე წარვიდა.

მაშინ აზოელ წარვიდა ქართლად არიან მამისა თჳსისა და წარმოიყვანა  მუნით ათასი სახლი მდაბიოჲ, და კუალად ათი სახლი მთავართაგან და ყოვლით დედა-წულით მათით მოიყვანნა და დააშენნა ქართლს.

და თანა ჰყვეს კერპნი მათნი ღმრთად. და ესე აზონ პირველი მეფე იყო  ქართველთაჲ. და ამისთა შვილის-შვილთაგან ოცდამერვე მეფე იყო  მირიან, რომელი მეფე იქმნა ქრისტეს აღმსაარებელ და ქრისტეს მორწმუნეთა  მეფე. და ჩუენ შვილნი ვართ არიან-ქართლით გამოსრულთანი, და ენაჲ მათი უწყით. და მეფენი ჩუენნი მათნი შვილის-შვილნი არიან, ხოლო ქართველნი პირველ მსახურებდეს რომელნი-მე ცეცხლსა და სხუანი მზესა და ვარსკულავთა და თაყუანი-სცემდეს ძელთა, ქვათა და ღმრთად ხადოდეს. ხოლო რაჟამს მოხედვა-ყო ღმერთმან ქართველთა ზედა და ინება წმიდამან ღმრთის-მშობელმან, რომლისა ნაწილნი ვართ, და ნათელ-გჳღებიეს სახელსა ზედა ძისა და ღმრთისა მისისა ქრისტეს უფლისა ჩუენისასა მადლითა და შეწევნითა სასოჲსა მის ჩუენისა წმიდისა ღმრთის-მშობელისა დედოფლისა მარადის ქალწულისა მარიამისითა, არა ოდეს მიდრეკილა გული ჩუენი ურწმუნოებად სამებისაგან წმიდისა ერთ ღმრთეებისა ჭეშმარიტისა. ხოლო ბერძენნი მიიქცეს კუალად კერპთ-მსახურებად და კუალად წვალებისა ღუარძლი შემოიღეს და კნინ-ღა წარწყმდეს და დაეცნეს. ხოლო ჩუენი ესე კეთილი სარწმუნოებაჲ, რომელი მოგუცა ღმერთმან ნებითა და ჯერ-ჩინებითა დედისა მისისაჲთა მტკიცედ გჳპყრიეს მეოხებითა წმიდისა ღმრთის-მშობელისაჲთა.

ხოლო შემდგომად მირიანისა მეათე მეფე იქმნა ვახტანგ გორგასალი.

და ვიდრეღა ყრმა იყო, იძულებით სპარსეთად წარვიდა და ქრისტეს სარწმუნოებაჲ კეთილად დაიცვა. და შემდგომად რაოდენისა-მე ჟამისა მოიქცა.

 და მაშინ ჟამსა მას იყო მიქაელ მთავარ-ეპისკოპოსად და დააჯერეს, ვითარმედ ვახტანგ ქრისტეანობაჲ დაუტევა. ხოლო მან ირწმუნა და მი-რაჲ-ვიდოდა ვახტანგ მოკითხვად მისა, წიხლი შეჰკრა და კბილნი შეალეწნა.

 ხოლო მეფემან ვახტანგ სიმშჳდით ღმრთისათჳს დაითმინა იგი და არარა ბოროტი შეამთხჳა, გარნა გაგზავნნა მოციქულნი საბერძნეთს და ითხოვა მეფისაგან და პატრიაქისა კათალიკოზი და მათ წარმოავლინეს პეტრე კათალიკოზად. ხოლო ვახტანგ აღაშენა ქუემოჲ ესე დიდი ეკლესიაჲ და დასუა მას შინა პირველად კათალიკოსად პეტრე ღირსი და მდაბალი და დაამდაბლა პატივი სამთავროსაჲ.

 ამან ვახტანგ აღაშენა ტფილისი და მცხეთაჲ ქალაქი მუნ მიცვალა.

 ამან-ვე დაიმორჩილნა ოვსნი და ყივჩაყნი და შექმნნა კარნი ოვსეთისანი.

 და აღაშენა მას ზედა გოდოლი, და დააყენნა მას ზედა მცველნი მახლობელნი მის ადგილისანი. და უწოდა მათ კარად დარიალაჲსა. და აწ თჳნიერ ბრძანებისა მეფისა ვერ ჴელ-ეწიფების გამოსლვად ოვსთა და ყივჩაყთა.

ამან-ვე ვახტანგ სძლო სპარსთა და დაიმორჩილნა. რამეთუ იყო საზარელ და გოლიათ და განთქუმულ ყოველსა ქუეყანასა, რამეთუ ყო სიგრძე მისი თორმეტი მტკაველი. და აწ-ცა საცნაურ არს იგი სამოსლისა და აბჯრისა მისისაგან, ხოლო იყო ფრიად შემკულ ღმრთის-მსახურებითა და კეთილად მორწმუნეობითა დიდი ვახტანგ. ხოლო მოიკლა იგი სპარსთა ბრძოლასა შინა მონა-ყოფილისაგან მისისა, რამეთუ იცოდა განახევი ჯაჭჳსაჲ ღლიასა ქუეშე და აღიპყრა რაჲ ჴრმალი თჳსი, რაჲთა სცეს კაცსა სპარსთაგანსა, მონამან მან ბოროტმან ჰკრა ისარი ღლიასა ქუეშე და მით მოკუდა და ქრისტესთჳს იწამა ქრისტეს-მოყუარე იგი მეფე. და არს საფლავი მისი წინაშე სუეტისა ცხოველისა.

ხოლო შემდგომად ამისსა მოიწივნეს სპარსთაგან ქართველთა ზე დიდნი ჭირნი და ფრიადნი სულნი მოსწყჳდნეს და ქუეყანანი დაიპყრნეს და მრავალნი იწამნეს ქრისტეს სახელისათჳს. რომელთანი-მე წიგნნი აღიწერნეს და რომელთანი-მე დაშთეს აღუწერელად, გარნა ყოველნი აღწერილ არიან წიგნსა ცხოველთასა.

 ამისსა შემდგომად გამოვიდა ჰერაკლე მეფე და შეერთნეს  ქართველნი-ცა. და შევიდა სპარსეთს და შეწევნითა ღმრთისათა შემუსრა სპარსეთი და ტაძარნი და ბომონნი მათნი და ხუასრო მეფე, და ძელი ცხორებისაჲ, რომელი წარეტყუენა სპარსთა, წარმოიყვანა და ძლევა-შემოსილი შემოვიდა სამეფოდ-ვე.

 ამისა შემდგომად განეფინა ქადაგებაჲ მუჰმედ უსჯულოჲსაჲ და მრავალი ერი შეუდგა მას და შემდგომად მისსა გამოვიდეს სპარსნი და პონტოდმდე მოიწივნეს და ყოველი კაბადუკიაჲ დაიპყრეს. და ვითარ-იგი იყო კურთხევაჲ კათალიკოზისა ანტიოქიით, არღარავის ჴელ-ეწიფებოდა და სლვად გზასა ანტიოქიისასა. ამისთჳს დიდი ზრუნვა აქუნდა ქართველთა. ხოლო დღეთა თეოფილე ანტიოქელ პატრიაქისათა წარავლინნეს მოციქულნი და მიუთხრეს ამის პირისათჳს. ხოლო თეოფილე პატრიაქმან ყო კრებაჲ საზოგადოჲ და განაწესეს, რაჲთა შეკრბებოდიან ეპისკოპოსნი სამრემლოჲსა მისისანი და აკურთხევდენ კათალიკოზსა, რომელი-ცა სთნდეს მეფესა და ერსა და ამის პირისათჳს დაწერა წიგნი და დაბეჭდულად წარმოგზავნა. ხოლო ვითარ-იგი პირველ იყვნეს ასნი სოფელნი სასყიდლოდ მიჰრონისა, ამის წილ განუწესა ასი დრაჰკანი. ხოლო შემდგომად ამისსა კუალად ესე ოდენ განაჩინეს, რაჲთა სახელით ოდენ მოიჴსენებოდის ბოდის პატრიაქი ანტიოქელი ქართლს. ესრეთ განაგეს ქართლისა ეკლესიათა წესი და ქცევაჲ და ესრეთ-ცა არს ვიდრე დღენდელად დღედმდე სადიდებელად მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, რომლისა არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არსენ ბერი

Отправлено 23 янв. 2010 г., 13:31 пользователем Davit Chumburidze   [ обновлено 23 янв. 2010 г., 13:36 ]

ცხოვრებაჲ და მოქალაქობაჲ და ღუაწლი წმიდისა და ღირსისა დედისა ჩუენისა ნინოჲსი, რომელმან ქადაგა ქრისტე, ღმერთი ჩუენი, ქუეყანასა ჩრდილოჲსასა და განანათლა ნათესავი ქართველთაჲ

ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წიგნი III, თბილისი, 1971

გუაკურთხენ, მამაო!

ინება და მეუფემან მეუფეთამან და უფალმან უფლებათამან და შემოქმედმან ყოველთა მთავრობათა და ჴელმწიფებათამან იესუ, ძემან ღმრთისამან, თანა-სწორმან ჟამისა და სულისა წმიდისამან, მოსლვაჲ ქუეყანად ჴსნად დაბადებულთა თჳსთა, მოავლინა მოციქულად და მახარებელად მოსლვისა მისისა მთავარანგელოზი გაბრიელ და იშენა ტაძარი ქუეყანასა ზედა ბუნებისაგან მისისა, უმაღლესი ცასა ცათასა, ყოვლითურთ მოცვული და ბრწყინვალე ქალწულებითა და უბიწოებითა, და შევიდა დიდი იგი მეუფე ტაძარსა მას შინა: არცა კლიტენი მისნი დაჰჴსნნა,არცა ბჭენი მისნი განახუნა, არამედ შევიდა, ვითარცა შუენის მეუფებასა მისა, და გამოვიდა, ვითარცა იცის საიდუმლომან ღმრთეებისა მისისამან, და ტაძარი იგი ეგრეთ-ვე დაკრძალულად დაუტევა. უზესთაეს ბუნებათა და უაღრეს ყოველთა საკჳრველებათა იშვა ქალწულისაგან, ვითარცა კაცი, და არა განეჴუა ღმრთეებისა განკაცებითა, და იქმნა ყოვლითურთ კაც და ყოვლითურთ ჰგიეს ღმრთეებასა შინა, დაისაყდრა წიაღთა ქალწულისათა, რომელი ჰგიეს ზეცას მამისა თანა განუშორებელად.

ტჳრთულ იქმნა წიაღთა დედისათა მტჳრთველი იგი ყოველთა არსთაჲ; მოქენე იქმნა სძისა, ვითარცა ჩჩჳლი, რომელი ზრდის ყოველთა, ვითარცა ღმერთი; შეიხჳა სახუევლითა ჩჩჳლთაჲთა, ვითარცა ყრმა, და ვითარცა ღმერთმან განჴსნნა საკრველნი ცოდვათა ჩუენთანი, ჩჩჳლებრ მიიწვინა ბაგასა დამბადებელი ყოველთაჲ; ჰეროდესგან იდევნებოდა, ვითარცა კაცი; სჳმეონისგან ღმრთად აღსარებულ იქმნებოდა; ეგჳპტედ ივლტოდა, ვითარცა კაცი, რომელმან შემუსრნა ჴელით-ქმნულნი ეგჳპტისანი.

წარემატებოდა ჰასაკითა ჴორცთაჲთა, რომელი-იგი ყოველგან არს და მარადის ჰგიეს ღმრთეებითა; მოვიდა იორდანედ და ნათელ-იღო წინა-მორბედისა და ნათლის-მცემელისაგან, რომელი ნათლითა აღავსებს ყოველთა დაბადებულთა.

აღასრულნა ნიშნი დიდ-დიდნი, ვითარცა ღმერთმან და კაცმან ზესთა ბუნებისამან: ღრეკილთა განამართლებდა, კეთროვანთა განსწმედდა, სნეულთა სიტყჳთ განჰკურნებდა, მკუდართა ბრძანებით აღადგინებდა, ეშმაკთა შერისხვით განასხმიდა, ვიდოდა ზღუასა ზედა, ვითარცა ჴმელსა, კნინითა პურითა უდაბნოსა ზედა ბევრეულთა გამოზრდიდა და სხუათა ესევითართა უმრავლესთა რიცხჳსათა. არა კმა იყო ესე ყოვლად სახიერმან მან და ყოვლითურთ შეიწყალა უძლურებაჲ ჩუენი და დაიმდაბლა თავი თჳსი ვიდრე სიკუდიდმდე და სიკუდილითა მით ჯუარისათა.

და იხილა რაჲ, ვითარმედ თანა-ნადებთა მათ ჩუენთა გარდაჴდად შეუძლებელ ვართ, თავს-იდვა, რაჲთა იქმნას ჩუენთჳს წყევასა ქუეშე და თანა-ნადები იგი ჩუენი გარდაიჴადა. და დაგუაგნა ღმერთსა და მამასა და ვნებული იგი ბუნებაჲ კაცთაჲ უვნებელ ყო. რამეთუ უვნებელმან მან ვნებაჲ ჩუენთჳს თავს-იდვა და უსჯულოებათა ჩუენთათჳს სიკუდილი ნებსით მიითუალა, ჯუარს-ეცუა ბუნებითა მით ჴორცთაჲთა, მოკუდა და საფლავსა დაიდვა, ხოლო აღდგა ღმრთეებრ მესამესა დღესა და თანა-აღადგინნა ჯოჯოხეთს შინა მყოფნი. ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით მამისა. და შემდგომად აღდგომისა უბრძანა მოწაფეთა და მოციქულთა მისთა, ვითარმედ: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისათა სულისა წმიდისაჲთა და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქუენ".

და დღესა მეერგასესა მოუვლინა სული წმიდაჲ მათ, იყვნეს რაჲ იგინი ქორსა მას ზედა, და ეჩუენნეს მათ განყოფანი ენათანი, ვითარცა ცეცხლისანი. და იწყეს სიტყუად უცხოთა ენათა. ვითარცა სული იგი მისცემდა მათ, რომლისა ძალითა აღვსებულთა წმიდათა მათ მოციქულთა მიერ ერთ-სარწმუნოება იქმნა სოფელი და არცა ერთი ნათესავთაგანი დაშთა უსმენელად ჴმისა მათისა, არამედ სადა-ცა-იგი წინა-ძღომითა მისითა ქადაგად წარივლინებოდეს, იგი-ვე ენა მიეცა სიტყუად, და იგი ნათესავი  ერწმუნა სამოძღურებელად, და ესრეთ თითოეული ყოველთა ნათესავთა მიმართ წარემართნეს ჯერისაებრ და დაუყენებელად ახარებდეს სახარებასა სასუფეველისასა და ასწავებდეს სიტყუასა ცხორებისასა, რომელნი-იგი სხუად და სხუად ქუეყანად წარივლინნეს.

ხოლო ჭეშმარიტებისა იგი მოსახელე, ყოვლად ქებული მოციქული ანდრია, ფრიადსა ნაწილსა სოფლისასა მქადაგებელი ჭეშმარიტებისა, მოვიდა რაჲ კაბადუკიად, პონტოდ და მერმე ტრაპეზუნტად და კუალად ნეოკესარიად, და მიმოვიდოდა ქალაქითი-ქალაქად და სოფლითი-სოფლად და უქადაგებდა სიტყუასა ცხორებისასა, მივიდა სამუსატელთა დიდსა მას ქალაქსა, რომელ არს საზღვარსა სპარსთასა. მიერ აღვიდა იერუსალემდ, რაჲთა აღასრულოს პასექი ყოვლად წმიდისა ღმრთის-მშობელისა წინაშე. და შემდგომად მარტჳლიისა კუალად განვიდა საქმესა მას ქადაგებისასა, რომლისა თანა იყვნეს სიმონ კანანელი და მატათია და თადეოზ,  და მიიწინეს რაჲ ედესად, თადეოზ დაშთა მუნ, ხოლო დიდებული ანდრია ორთა მათ თანა ვიდოდა ქალაქად-ქალაქად და სოფლად-სოფლად, ასწავებდეს და იქმოდეს სასწაულთა სახელითა ქრისტესითა, ვიდრემდის მიიწინეს ქუეყანასა ქართველთასა და უქადაგეს სიტყუაჲ ცხორებისაჲ.

იყო ვინმე მათ კერძოთა დედაკაცი მთავარი, რომელსა ჰრწმენა ქადაგებაჲ მოციქულისაჲ. და მატათია სხუათა თანა მოწაფეთა დაადგრა მუნ. და მრავალნი მოაქცინეს სარწმუნოებად და მეცნიერებად ჭეშმარიტებისა, ვიდოდეს და ასწავებდეს ვიდრე მდინარედ ჭოროხადმდე და სოფლებთა ნიგალისათა, ხოლო დიდებული მოციქული ანდრია სიმონითურთ სხუათა თანა წარვიდა ოვსეთად და მიერ კუალად აფხაზეთად და სევასტოპოლიდ, რომელი არს ცხუმი. ქადაგებდა და ასწავებდა და ურიცხუთა ერთა მოაქცევდა სარწმუნოებად. ხოლო მეფე ქართველთა და უმრავლესი კერძო ქუეყანისა ჩრდილოჲსაჲ დაშთა მას-ვე სიბნელესა-ვე და საცთურსა კერპთ-მსახურებისასა, რომლისათჳს შემდგომად მცირედისა ეგულების თხრობად სიტყუასა ჩუენსა.

ხოლო ყოვლად-ქებულთა მათ და წმიდათა მოციქულთა, თჳთოეულმან და ყოველთა ერთბამად, თუ ვითარი მოქალაქობაჲ აჩუენეს, ანუ ვითარი მოღუაწებაჲ მოიგეს, რამეთუ ყოველი სოფელი მოინადირეს და თჳთ მნათობ იქმნეს. და რამეთუ სიმაღლითა სათნოებათაჲთა და უშიშად თავს-დებითა ტანჯვათა და ჭირთაჲთა და თჳთ მის სიკუდილისა-ცა შეურაცხ-ყოფითა ანგელოზნი-ცა განკჳრვებად შემოკრიბნეს და ყოველთა მეცნიერებად ჭეშმარიტებისა წარუძღუეს და განაბრწყინვეს ქუეყანაჲ, და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ქადაგებითა ღმრთის-მსახურებისაჲთა აღავსნეს. და შეწირნეს ბევრის-ბევრეულნი სულნი ღმრთისა სარწმუნოებისა მიერ და წმიდისა ნათლის-ღებისა განათლებულნი. და ესრეთ ჯერ-ჩინებისაებრ საღმრთოჲსა და საღმრთოთა ვნებათა მიბაძვითა რომელთა-მე ჯუარ-ცუმისა მიერ, სხუათა განტჳნვისა, სხუათა წარკუეთითა თავთაჲთა დაუტევეს სოფელი ესე და ზეცისა სუფევად აღვიდეს.

ხოლო შემდგომად მათსა დამოწაფებულნი მათნი მორწმუნენი, განპოხებულნი სძითა მოძღურებათა მათთაჲთა, თუ ვითარ ყოველთა ძჳრთა და ტანჯვათა და სიკუდილსა შეურაცხის-მყოფელ იქმნნეს და ერეოდეს მთავარსა მას ბნელისასა, სოფლის-მპყრობელსა უკეთურსა, რომელმან-იგი ღონითა მანქანებათა მისთაჲთა მყოფელნი ნებისა მისისანი, მის ჟამისა მპყრობელნი მეფენი და მთავარნი განმზადნა ჭურად თჳსა და აღაზრზინნა ტანჯვად და გუემად და სიკუდილად ქრისტეს მოწამეთა. ამით ჰგონებდა ყოვლად ბოროტი იგი დაკნინებად ღმრთის-მსახურებისა და დაფარვად ჭეშმარიტებისა. არამედ უფროჲს და უმაღლეს განშუენდა და განბრწყინდა სიმრავლე წმიდათა მოწამეთა. და გჳრგჳნოსანნი ამაღლდეს წინაშე მეუფისა, და აღავსო სასუფეველი ზეცათაჲ და განანათლა სოფელი შეწყნარებამან ყოვლად-წმიდათა ნაწილთა მათთამან, და შეამკო ეკლესიაჲ ქადაგებამან ღუაწლთა მათთამან, მოაშთო მჴდომი იგი ბელიარ მორევმან მან სისხლთა მათთამან და სრულიად შემუსრა და დაწუა ყოველი ძალი მისი. რომელთა შორის, ვითარცა მთიები, მდიდარი ბრწყინვალებითა ვარსკულავთა შორის, გამოჩნდა ყოვლად-ბრწყინვალე იგი და საჩინო მნათობი, უძლეველი მჴედარი მეუფისა დიდისა, კადნიერად მდგომარე წინაშე პირსა ღმრთისასა, მსწრაფლი და მჴურვალე, მეოხი და მფარველი და ჴელის-ამპყრობელი ყოველთა მორწმუნეთაჲ, და უფროჲსად ნათესავისა ჩუენისა, დიდებული მოწამე ქრისტესი გიორგი, რომელმან იღუაწა დიოკლიტიანეს ზე, რომელი აღმოეცენა ყოვლად-საქებელით და უფროჲს-ღა ესევითართა ნერგთა მიერ ქუეყანით კაბადუკიით, რომლისა ღუაწლისა და წამებისა ჟამთა და ამას-ვე ქუეყანასა შინა იყო ვინმე თანა-მოქალაქე მისი, კაცი კეთილად მორწმუნე, შვილი მდიდართა და წარჩინებულთა, კუალად იყო იგი ძლიერ და ახოვან და განთქუმულ წყობათა შინა, რომლისა სახელი ზაბილო.

 ესე წარვიდა ჰრომედ წინაშე მეფისა მაქსიმიანესა მსახურებად და მოღებად პატივისა და ნიჭისა. ხოლო იყო ვინმე, მეგობარი მისი და თანა-მოქალაქე, კაცი ღმრთის-მოყუარე, რომლისანი იყვნეს ძე ერთი და ასული ერთი. ხოლო აღესრულა რაჲ კაცი იგი და მეუღლე მისი, დაშთეს ობოლნი იგი, განყიდეს ყოველი მონაგები მშობელთა მათთაჲ და აღდგეს და წარვიდეს იერუსალემდ და შეუვრდეს მზრუნველსა ობოლთასა, ყოვლად-სახიერსა მას და განმაცხოველებელსა მას ცხორებისა საფლავსა თაყუანის-სცეს, და მუნ დაადგრეს და ჰმსახურებდეს. ამისა შემდგომად მი-რაჲ-იწია ყრმაჲ იგი ჰასაკად, კეთილად ქცევისა და წესიერებისა მისისათჳს პატივითი-პატივად აღყვანებული მიემთხჳა პატრიაქობასა, ხოლო დაჲ მისი ჰმსახურებდა წმიდასა აღდგომასა და ჰმორჩილობდა დედაკაცსა ღირსსა და წარჩინებულსა სარრას ბეთლემელსა.

ხოლო ჭაბუკი იგი ზაბილო, რომელი ზემო ვაჴსენეთ, მიიწია ჰრომედ წინაშე მეფისა. ხოლო მან სიხარულით შეიწყნარა და შემდგომად პატივთა და ნიჭთა განაწესა იგი მჴედართ-მთავრად. მას ჟამსა იქმნა განდგომილებაჲ ფრანგთა და მარბეველობით განხრწნიდეს ქუეყანასა ჰრომთასა, ვიდრემდის თჳთ მეფისა-ცა მიმართ ბრძოლა ყვეს. ხოლო ჭაბუკი იგი კაბადუკიელი ზაბილო მის თანა მჴედრებითურთ განვიდა შემთხუევად მათდა და შეწევნითა ქრისტესითა ფრიადი სიმჴნე მოეცა და ძლევაჲ დიდი აღადგინა, და მბრძოლნი იგი იოტნა, და მთავარი იგი მათი და წარჩინებულნი ერისანი პყრობილნი წინაშე მეფისა მოიყვანნა.

ხოლო მეფემან ფრიადი პატივი და ნიჭი წინა-უყო ზაბილოს და განდგომილთა მათთჳს განაჩინა სიკუდილი. მაშინ იწყეს მათ ტირილად, და ევედრებოდეს ზაბილოს და ეტყოდეს: შეგყვანენ ტაძარსა შინა უფლისა ღმრთისა შენისასა და ნათელ-გუეც სახელითა მისითა, რომელსა შენ ჰმსახურებ, რომელმან ესევითარი სიმჴნე მოგცა შენ. და ესრეთ რაჲ მოვისრნეთ,  შენ უბრალო იყო სისხლისაგან ჩუენისა.

მაშინ ზაბილო აუწყა საქმე ესე პატრიაქსა ჰრომისასა - პაპასა. ხოლო მან სიხარულით შეიწყნარა და ნათელ-სცა მათ სახელითა მამისაჲთა და ძისათა და სულისა წმიდისაჲთა და შეიყვანნა ტაძრად და აზიარნა საიდუმლოთა ქრისტეს, ღმრთისა ჩუენისათა. და თაყუანის-სცეს და შეემთხჳნეს წმიდათა თავთა მოციქულთა. და ხვალისა დღე შეიმოსეს სამოსელი სამკუდროჲ და განვიდეს ადგილსა მას, რომელსა ბრძანებულ იყო წარკუეთად თავთა მათთა, და სიხარულით მოელოდეს სიკუდილსა, აღბეჭდულნი წმიდისა ნათლის-ღებისა მიერ.

ხოლო ზაბილო ხედვიდა რაჲ ამას, აღიძრა გონებითა და ტიროდა ფრიად, რამეთუ, ვითარცა ცხოვართა, თავნი თჳსნი მიეპყრნეს სიკუდიდ.

წარვიდა და შევიდა წინაშე მეფისა და გამოითხოვნა იგინი. ხოლო მეფემან მიჰმადლა ზაბილოს სიცოცხლე მათი. და მან განუტევნა და წარგზავნნა მშჳდობით ქუეყანად მათდა ხოლო იგინი ევედრნეს ზაბილოს, რაჲთა წარჰყვეს მათ თანა და მისცეს ერსა მათსა ნათელი ქრისტეანობისაჲ.

ხოლო მან ისმინა ვედრებაჲ მათი, და ითხოვნა პაპაჲსგან მღდელნი და წარვიდა მათ თანა ქუეყანად მათა. და ვითარცა მიიწინეს მახლობელად, ეუწყა ერთა მათ ყოველი იგი ყოფილი და ვითარმედ მთავარნი იგი მათნი ცოცხლებით მოვლენ. შეკრბეს ყოველნი იგი სამთავრონი ერთად და მოეგებნეს სიხარულით მდინარესა ზედა დიდსა ღადამარასა. და განყვეს მთავართა მათ ერი იგი იმიერ და ამიერ, და აკურთხეს მღდელთა წყალი იგი, და შთაჴდა ყოველი იგი ერი და განიბანებოდეს და აღმოვიდოდეს ადგილსა ერთსა, და დაასხმიდეს მღდელნი ჴელთა მათთა და ნათელ-სცემდეს სახელითა მამისათა და ძისაჲთა და სულისა წმიდისათა ათ დღე. და აღჰმართნეს კარავნი და შეწირეს უსისხლოჲ იგი მსხუერპლი და აზიარნეს ყოველნი საიდუმლოთა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისათა.

ხოლო ზაბილო დაუტევნა მღდელნი იგი მათ თანა-ვე, რათა ასწაონ სარწმუნოება ჭეშმარიტი და სჯული და წესი ქრისტეანობისა, და თჳთ წარმოვიდა ჰრომედ-ვე ფრიადითა ნიჭითა განმდიდრებული მათ მიერ. ამისა შემდგომად განიზრახა გულსა თჳსსა და თქუა: წარვიდე იერუსალემდ და ვაჴმარო სიმდიდრე ესე ჩემი წმიდათა მათ გლახაკთა იერუსალემისათა.

და შე-რაჲ-ვიდა იერუსალემდ, თაყუანის-სცა განმაცხოველებელსა ცხორებისა საფლავსა და წმიდათა მათ ადგილთა და ფრიადი სიმდიდრე განუყო გლახაკთა. და იხილა, რამეთუ მეცნიერი იგი მისი ყრმა რომელი დითურთ თჳსით წარმოვიდა ქუეყანით მისით კაბადუკიით იერუსალემდ, რამეთუ პატრიაქ ქმნილ იყო. და ფრიადი სიყუარული აჩუენა ზაბილოს და მეგობარ მისა იქმნა.

და ესე რაჲ ესრეთ განეგებოდა, დღესა ერთსა ჰრქუა სარრა ბეთლემელმან პატრიაქსა: ესე ზაბილო, განთქუმული ბრძოლათა შინა და უფროჲს სიბრძნითა და ღმრთის-მოშიშებითა. რომელმან ერნი იგი ურიცხუნი ბრანგთანი, ნათესავნი დიდნი, მიუძღუანნა ღმერთსა სარწმუნოებისა მიერ და ნათლის-ღებისა, ჯერ-არს, რათა მისცე და ესე შენი სოსანა ცოლად მისსა, (რამეთუ ესე იყო სახელი მისი), და წარიყვანოს და წარვიდეს ქალაქად თჳსად. რომელი-იგი გულს-მოდგინედ ისმინა პატრიაქმან და მისცა სიხარულით და თჳსი ცოლად ზაბილოს და წარგზავნა ქუეყანად თჳსად კაბადუკიად, რომელთაგან იშვა მხოლოდ ღირსი და ყოვლად ნეტარი ნინო - ხეთა კეთილთაგან ნაყოფი კეთილი და სათნოჲ ღმრთისა. და ვითარცა იქმნა იგი ათორმეტის წლის, შეითქუნეს მშობელნი მისნი და განყიდეს ყოველი მონაგები მათი და წარვიდეს იერუსალემდ მხოლოდ ასულისა ერთისა თანა ნეტარისა ნინოჲსა და მუნ განუყვეს ყოველი სიმდიდრე მათი.

ხოლო ზაბილო დაიწერა ჯუარი პატრიაქისაგან და იჯმნა მეუღლისაგან თჳსისა, და შეიტკბო ასული თჳსი და სახედ ცუართა წჳმისათა დამოადინნა ცრემლნი ზედა პირსა მისსა და ეტყოდა მას: შვილო, აჰა ესერა დღეს ობოლ იქმნები ჩემგან, რამეთუ დაგიტევებ და განგეშორები. ხოლო შეგვედრებ შენ მამასა მას ზეცათასა და მზრდელსა ყოველთასა ღმერთსა, რომელი-იგი არს მამა ობოლთა და მსაჯული ქურივთა. დაჰნერგე გულსა შენსა სამარადისოდ შიში მისი და სიყუარული და ჰბაძევდ ქცევასა ღირსთა მათ მენელსაცხებლეთა დედათასა და დათა ლაზარესთასა.

და ესრეთ რაჲ სცხონდებოდი, ყოველი რაოდენი ითხოვო, მოიღო ღმრთისაგან. და მისცა უკუანაჲსკნელი ამბორის-ყოფაჲ.

ხოლო ზაბილო, ამღებელმან შურსა ელიაჲსსა და იოანესსა, ყოვლითურთ სრულიად ჯმნილმან სოფლისაგან, განვლო იორდანე და უდაბნოდ განვიდა,მხოლოჲ მხოლოსა ღმერთსა შეუდგა და ჰმსახურებდა, რომლისა არღარა ვინ უწყის კაცთაგანმან აქამომდე.

ხოლო პატრიაქმან და თჳსი სოსანა მისცა მსახურად დედათა უძლურთა, ვითარცა თჳთ ინება მან, და ესრეთ აღესრულა სათნოდ ღმრთისა.

ხოლო დისწული თჳსი, ნეტარი ნინო, შეჰვედრა მორწმუნესა და ღმრთის-მოშიშსა დედაკაცსა, რომელი მარადის ჰმსახურებდა წმიდასა აღსადგომელსა მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა. მის თანა-ვე ჰმსახურებდა ღირსი ნინო და ისწავლიდა მისგან, რამეთუ კეთილად მეცნიერ იყო იგი ჴსნისა ჩუენისათჳს აღსრულებულთა განგებულებათა მაცხოვრისათა და მიუთხრობდა ანგელოზისა მიერ ხარებასა, ქალწულისაგან შობასა, იოანეს მიერ იორდანესა შინა ნათლის-ღებასა და ყოველთა მათთჳს სასწაულთა ურიცხუთა, რომელნი აღასრულნა, და კუალად შურითა ჰურიათა მიერ შეპყრობასა და ნებსით ვნებასა და ჯუარ-ცუმასა და დაფლვასა და მესამესა დღესა აღდგომასა. ხოლო იგი წადიერებით ისმენდა და საწურთელ მისა აქუნდეს დღე და ღამე.

ამისა შემდგომად ჰკითხვიდა-ვე ნეტარი ნინო სამოსელთათჳს უფლისათა, რომელნი ჯუარ-ცუმასა განიყვნეს და სუდარისათჳს და ტილოთა, რომელნი საფლავსა უფლისასა იპოვნეს, და კუალად ცხოველს-მყოფელისა ჯუარისათჳს. ხოლო იგი მიუგებდა, ვითარმედ: კუართი საუფლოჲ, რომელსა ზედა წილ-იგდეს, ხუდა წილით ჰურიათა მცხეთელთა, ხოლო ტილონი და სუდარი მიიხუნეს პეტრე და მენელსაცხებლეთა დედათა, ხოლო ჯუარი და სხუანი, რაოდენნი-რაჲ ნებსით ვნებასა მას მაცხოვრისასა მსახურ ექმნნეს ჴორცთა მათ საუფლოთა, შურითა განბოროტებულთა მათ ჰურიათა დაფარნეს მიწასა.

კუალად-ცა ჰკითხვიდა ღირსი ნინო სამოსლისა მისთჳს მაცხოვრისა და ქალაქისათჳს მცხეთისა. ხოლო იგი მიუგებდა, ვითარმედ: ქუეყანაჲ არს ჩრდილოსა დიდი, სამკჳდრებელი წარმართთა შორის პართთა და ოვსეთისა, და შორის ზღჳსა და სპარსეთისა, და სახლ მათდა არს სამეუფო ქალაქი მცხეთაჲ.

ხოლო ნეტარმან ნინო ისწავა რაჲ ყოველი ზედა-მიწევნით, აღიპყრნა ჴელნი ზეცად და ჰმადლობდა ყოვლად-ძლიერსა და ყოვლისა განმგებელსა ღმერთსა და ყოვლად-წმიდასა დედოფალსა ღმრთის-მშობელსა, რომლისა ხატი მოეგო სურვილით და წინაშე მისსა მდგომარე სენაკსა შინა თჳსსა მარადის განკრძალულ იყო ლოცვასა და ვედრებასა.

ხოლო ჩუენ აქა ვყოთ დასაბამი სიტყჳსაჲ, მაუწყებელი ჴსნისა და ცხორებისა ჩუენისა, რამეთუ, ვითარცა წერილ არს, შემდგომად ამაღლებისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესისა და მოვლინებითა სულისა წმიდისათა წმიდათა მოციქულთა ზედა და განყოფითა ენათაჲთა მსგავსად-ვე ენისა მოცემულისა, წილ-ხუდა იგი-ვე ქუეყანაჲ თჳთოეულსა და ქადაგებდეს სიტყუასა ჭეშმარიტებისასა ყოველთა ქალაქთა და სოფელთა. ხოლო წმიდასა იოანეს, მახარებელსა და ღმრთის-მეტყუელსა, ეგრეთ-ვე სამ-გზის წილ-გდებითა ხუდა კერძო ეფესოჲსაჲ, ქუეყანა ასიისაჲ, და აწუევდეს წმიდანი მოციქულნი წარსლვად ქადაგებასა მას მსგავსად-ვე მათსა, ხოლო იგი მიზეზ-ჰყოფდა არა-ფლობად განშორებისა ყოვლად-წმიდისა ღმრთის-მშობელისაგან, არამედ ჰმსახურებდა მას სახლსა შინა თჳსსა - სიონს.

ამისა შემდგომად ჰრქუა მას წმიდამან დედოფალმან, მადლითა ქრისტესითა დედამან მისმან: არა ჯერ-მიჩნს, შვილო, რათა მოყუასნი და ძმანი შენნი განვიდენ ქადაგებად სახელსა ქრისტეს, ძისა და ღმრთისა ჩემისასა, და მოიმოწაფნენ წარმართნი და შენ უქმად სდგე ჩემისა ოდენ მოღუაწებისათჳს. და კუალად განყოფასა შენსა ჩემგან იჭუეულ ვარ, ნუუკუე არა სათნო იყოს უფლისა, რომელმან გჳბრძანა ერთად ყოფა. აწ უკუე წარვედ შენ-ცა ქუეყანასა მას, რომელი წილ-გხუდა, და მოვიდე მე-ცა შენ თანა, რათა ორი-ვე სრულ იქმნას: შენი-ცა ქადაგებაჲ და კუალად ჩემგან განუშორებელობაჲ.

ესრეთ რაჲ უბრძანა საყუარელსა მას, და წარემართა მის თანასლვად და ქადაგებად, და მაგდანელი მარიამ და სხუანი მენელსაცხებლენი მათ თანა. და ვითარ ვიდოდეს სამ დღე ოდენ, მაშინ გამოუჩნდა მაცხოვარი და უბრძანა საყუარელისა მისთჳს წარსლვაჲ ქადაგებად, და მენელსაცხებლეთა მათ მის თანა, თანა-შემწედ და მოღუაწედ მისა.

ხოლო ყოვლად-წმიდასა დედასა მისსა ჰრქუა: არა მნებავს ქადაგებად წარსლვაჲ შენი, არამედ წარვედ შენ სახიდ შენდა სიონდ, რამეთუ ნაწილ შენდა არიან ადვილ მოსაქცეველნი ერნი წარმართნი და ქუეყანაჲ მათი. ხოლო აღ-რაჲ-ესრულნენ ქუეყანისა ესე ჟამნი დღეთა შენთანი, არა ხოლო იოანე, არამედ ყოველნი მოციქულნი კიდით ქუეყანისაჲთ შემოვკრიბნე შენდა და მე თავადი მოვიდე წარყვანებად სულისა შენისა, რომელი-იგი აღუსრულა, ვითარცა აღუთქუა. ხოლო ვინა მიიწია ყოვლად-წმიდაჲ იგი, აკურთხა ქუეყანაჲ იგი სლვითა თჳსითა და კუალად იერუსალემდ მოიქცა. და იყოფებოდა სახლსა მას იოანესსა სიონს  შინა. და იყო მოქალაქობაჲ მისი ყოვლად-საკჳრველ და უაღრეს ბუნებათა ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა ქუეყანასა ზედა.

ხოლო განვიდა რაჲ სოფლისა ამისგან დიდებულითა მით მიცვალებითა, და აღვიდა სუფევად ძისა მისისა თანა. ამისა შემდგომად წელთა მრავალთა შორის გარდასლვისა მოხედვა ყო ზეცით წყალობით ყოვლად-სახიერმან დედოფალმან და მოიჴსენა უფლისა მიერ და ძისა თჳსისა წილ-ხუდომილი იგი მისდა ქუეყანა და ნათესავი ჩუენი, რამეთუ ნაწილ მისა ჩუენ ვართ, ნათესავნი ქართველთანი, და ნეტარ ვართ ჩუენ და სამ ნეტარ. რამეთუ ნაწილ მისა ვიწოდენით. და იგი არს შემდგომად ღმრთისა მჴსნელი და განმათავისეფლებელი ჩუენი მწარისა მისგან მონებისა და სრულიადისა ტყუეობისა მთავრისა მის ბნელისა.

აწ კუალად აღვიდეთ, სადა-იგი პირველ დაუტევეთ სიტყუაჲ, რამეთუ ვითარცა ღირსი ნინო ილოცვიდა დღე და ღამე მარხვითა და მღჳძარებითა და დაუცხრომელითა ვედრებითა. მდგომარე წინაშე ხატსა მას ყოვლად-წმიდისა ღმრთის-მშობლისასა, დღესა ერთსა, ჟამსა მეექუსესა, რეცა აღტაცებულ იქმნა და იყო მდგომარე სიონს შინა წინაშე სენაკსა მას წმიდისა დედოფლისასა, რომელსა შინა მკჳდრ იყო. იყო რაჲ ქუეყანასა ზედა და ზედა კერძო ცხედარსა მისსა იყო ვაზი რტო-გარდაფენილი.

გამოუჩნდა ყოვლად-წმიდაჲ იგი ღირსსა ნინოს და ჰრქუა: აჰა ესერა წარგავლინებ შენ ქადაგად ნათესავთა მიმართ უცხოთა, ნაწილსა ჩემსა ქუეყანასა ჩრდილოჲსასა, ერისა მიმართ ქართველთაჲსა, წარვედ სიმჴნით და უშიშად და უქადაგე ჭეშმარიტებაჲ.

ხოლო მან, შეძრწუნებელმან ხილვისა მისგან, მიუგო: დედოფალო, ვითარ შესაძლებელ არს ეგე ჩემ მიერ, რამეთუ მე დედაკაცი ვარ უცხოჲ, უნდოჲ, უსწავლელი, ანუ რაჲ იყოს სასწაულად და წინამძღურად საქმისა მაგის?

მაშინ წმიდამან დედოფალმან მიყო ჴელი ზედა კერძო ცხედრისა მისისა მყოფსა მას რტოსა ვენაჴისასა და მოჰკუეთა მისგან და შექმნა ჯუარის სახედ და მისცა იგი ჴელთა ნინოჲსთა, და ჰრქუა: ამით ნიშითა სძლო ყოველთა მანქანებათა ეშმაკისათა და წარგემართოს ქადაგებაჲ შენი, და თანა-შემწე გეყო და არა დაგიტეო შენ.

ამისა შემდგომად მოეგო რაჲ თავად თჳსად ნეტარი იგი. იხილა ჴელთა შინა თჳსთა, რამეთუ აქუნდა ჯუარი იგი ვაზისაჲ, და შეძრწუნებული და განკჳრვებული ცრემლით ადიდებდა ღმერთსა და ყოვლად-წმიდასა ღმრთის-მშობელსა, და შეზღუდვილსა სარწმუნოებითა და სასოებითა კრძალულად მარადის მის შორის ეპყრა ჯუარი იგი წმიდაჲ. ესე ყოველი მიუთხრა დედის ძმასა თჳსსა, წმიდასა პატრიაქსა, ნეტარმან ნინო.

ხოლო იგი, განკრთომილი დიდებულსა მას ზედა სახილავსა, ჰმადლობდა  ღმერთსა და ყოვლად-წმიდასა დედოფალსა ღმრთის-მშობელსა. მათ დღეთა შინა მოვიდა ვინმე დედაკაცი შეურაცხილთაგანი ქალაქით ეფესოჲთ თაყუანის-ცემად წმიდისა აღსადგომელ[ი]სა და განყოფად ქველის-საქმისა. და ვითარცა მოილოცნა წმიდანი იგი ადგილნი, კუალად წარემართა სახიდ თჳსა. მაშინ ევედრა პატრიაქსა ღირსი ნინო, რაჲთა წარგზავნოს მის თანა გზასა მას, რომელსა-ცა უფალი მიუძღუეს.

ხოლო წმიდამან პატრიაქმან, ძმამან დედისა ნინოსმან, მიიყვანა იგი და დაადგინა აღსავალსა წინაშე საკურთხეველისასა და დაასხნა წმიდანი ჴელნი მისნი მჴართა ზედა მისთა, ილოცვიდა და იტყოდა: უფალო ღმერთო, შემოქმედო ყოველთა დაბადებულთა, ხილულთა და უხილავთაო, და მფლობელო ყოველთა საუკუნეთაო. რომლისა ჴელთა შინა არს ყოველი სული, შენ შეგვედრებ ობოლსა ამას დისწულსა ჩემსა და წარვავლინებ ქადაგებად ღმრთეებისა შენისა და მახარებელად წმიდისა აღდგომისა შენისა, სადა-ცა ჯერ-იჩინოს შენმან სახიერებამან, წარუძეღუ და ექმენ კეთილ თანა-მოგზაურ, მცველ და მფარველ ყოველთაგან სივერაგეთა მტერისათა, შეზღუდე ესე წმიდითა სულითა შენითა, რაჲთა უშიშად ვიდოდის შორის ასპიტთა და იქედნეთა და მიუთხრობდეს ჭეშმარიტებასა ღმრთეებისა შენისასა, რამეთუ დიდებულ ხარ უკუნისამდე.

და შენ, ყოვლად-წმიდაო დედოფალო ღმრთის-მშობელო, სასოო ყოველთა შენდა შევედრებულთაო, რომელი-ესე გამოირჩიე მსახურად დიდებისა შენისა, მარადის გარე-შეიცევ ოხათა შენთა საფარველითა და წარუძეღუ, სადა-იგი ჯერ-გიჩნს, რამეთუ აჰა ესერა ბრძანებისაებრ შენისა წარვავლინებ მინდობითა ურიცხუთა წყალობათა შენთაჲთა.

და ვითარ მოიღო პატრიაქისაგან კურთხევაჲ ღირსმან ნინო, იჯმნა  სულიერისა მისგან დედისა თჳსისა და წარმოემართა დედაკაცისა მის  თანა ეფესელისა. და ვითარცა მოვიდა სახედ მისა, შეემთხჳა მუნ დედაკაცსა  ვისმე, პატიოსანსა და წარჩინებულსა, სახელით რიფსიმეს, რომელსა  სუროდა სარწმუნოებისათჳს ქრისტესისა და წმიდისა ნათლის-ღებისა.

 იწყო სწავლად მისა ნეტარმან ნინო და წარმოუთხრობდა განგებულებათათჳს  მაცხოვრისათა, ჴსნისა ჩუენისათჳს აღსრულებულთა და კუალად  მეორედ მოსლვისა მისისათჳს დიდებით და მიცემად სასუფეველსა  აღმსარებელთა სახელისა მისისათა.

 მაშინ პატიოსანმან დედაკაცმან, ვითარცა ქუეყანამან კეთილმან,  შეიწყნარნა თესლნი იგი ნინოს სიტყუათანი, და ნათელ-იღო მღდელისა  მიერ სახელითა მამისათა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა სხუათა  თანა ერგასისთა სახლისა მისისათა. და წარიყვანა მის თანა ღირსი ნინო  და იყოფებოდა ორ წელიწად სახლსა შინა მისსა მის თანა და კეთილად  ჰმოძღურიდა და ასწავებდა მცნებათა მაცხოვრისა ჩუენისა იესუ  ქრისტესთა, რომლისა სახელისათჳს იქმნა სივლტოლაჲ რიფსიმესი საბერძნეთით.

 და გაიანე, გამზრდელი მისი, და სხუანი იგი ერგასისნი სულნი  მის თანა მორწმუნენი წარმოიყვანნა და მოჰმართა არეთა სომხითისათა.

 ხოლო აღმოვიდა ღირსი ნინო-ცა მის თანა. და ვითარცა მოიწინეს  მახლობელად სამოთხესა თრდატ მეფისასა, დაადგრეს მუნ ჟამ რაოდენ-მე.

 ხოლო წმიდაჲ რიფსიმე და მისთანანი იგი იწამნეს სახელისათჳს ქრისტესისა  თრდატის მიერ და გჳრგჳნ-შემოსილნი ღირს იქმნნეს სასუფეველსა.

ხოლო განგებითა ზეგარდამოჲთა დაეფარა ნეტარი ნინო უხილავად და ყოვლად მიუახლებელად მდევართაგან და ხედვიდა სიმრავლესა ანგელოზთასა, წმიდათა მათ მოწამეთა ზედა მოსრულად და წმიდათა სულთა მათთა ზეცად დიდებით აღმყვანებელად. მაშინ დავარდა ქუეყანად, ევედრებოდა ღმერთსა და იტყოდა: უფალო, ღმერთო ჩემო, ნუ დამიტევებ მე, მჴევალსა შენსა, შორის მჴეცთა ამათ მძჳნვარეთა და კაცთა, მსგავსთა იქედნეთა და ასპიტთასა. მაშინ იყო ჴმაჲ მისა მიმართ, რომელი ეტყოდა: აღდეგ, ვიდოდე აღმოსავალით, სადა-იგი სამკალი ფრიად არს, რომელი-ცა მოიმკო და რომლისათჳს დაცვულ იქმენ და დაცვულ  იქმნა.

 მაშინ აღდგა და წარმოვიდა ნეტარი ნინო და ვითარცა მოვიდა  ოლოპოროთა, დაიზამთრა მუნ. და მო-რაჲ-იწია ზაფხული, აღმოვიდა მთათა  ჯავახეთისათა და მიემთხჳა ტბასა, რომელსა ეწოდების ფარავნაჲ, და  მუნ დაადგრა ორ დღე. და მოიღო საზრდელი მეთევზურთაგან და განძლიერდა,  და ადიდებდა ღმერთსა. კუალად იყვნეს მათ-ვე ადგილთა მწყემსნი  ცხოვართანი და მემროწლენი ძროხათანი, რომელნი არვეობდეს მთათა  მათ ზედა სამწყსოთა მათთა. ჰკითხვიდა მათ ღირსი ნინო ვინაობასა  და სადაჲთობასა. ხოლო მათ მიუგეს: რომელნი-მე ელირგნით ვართ  და რომელნი-მე ქინძარელნი, სხუანი საფურცლით და რომელნი-მე  ქალაქისა დიდისა მცხეთისანი.

 ხოლო წმიდამან მიხედნა, ვითარ ჟამსა ზაფხულისასა სავსე იყვნეს  თოვლითა მთანი იგი ჩრდილოჲსანი, განკჳრვებული ღაღადებდა ღმრთისა  მიმართ და ილოცვიდა. და მცირედ მიწვა ქუეყანასა ზედა, რათა განისუენოს.

 და ვითარ მიეძინა, წარმოუდგა კაცი, ბრწყინვალე ხილვითა და შუენიერი  ჰასაკითა, და მისცა წიგნი დაბეჭდული და ჰრქუა: აღდეგ და მიართუ  წიგნი ესე მეფესა წარმართთასა მცხეთას, რამეთუ ამისთჳს მოივლინე.

 ხოლო მან ცრემლით მიუგო: უფალო, მე დედაკაცი ვარ უცხო, ვიდრე  ვიდე უცხოთა ნათესავთა თანა? მაშინ განჴსნა წიგნი იგი, რომლისა თავად  წერილ იყო სახელი იესუჲსი ჰრომაელებრ: სადა-ცა იქადაგოს სახარებაჲ  ესე, მუნ-ცა ითქუმოდის დედაკაცი ესე, რამეთუ არა არს მამაკაცება  და დედაკაწება, არამედ თქუენ ყოველნი ერთ ხართ, წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ასწავებდით მათ, რამეთუ ნათელი გამობრწყინვებად არს მათდა. და აქამომდე იყო სახილავი ესე.

არა ჰრქუა, ვითარცა-იგი პირველად მოციქულთა, ვითარმედ: წარგადგინნენ თქუენ წინაშე მეფეთა და მთავართა საწამებელად და გტანჯვიდენ თქუენ და მოგწყუედდენ და ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი თქუენნი. არარაჲ ესევითარი ჰრქუა, რამეთუ წუთ-ღა დედაკაცი იყო უცხოჲ და მხოლოჲ მხოლოდ შემტკბობელი მჴურვალისა სარწმუნოებისა და საღმრთოჲსა სიყუარულისაჲ, არამედ ვითარცა-იგი უბრძანა მარიამ მაგდანელსა: წარვედ, ახარე ძმათა ჩემთა. თჳთ თავადმან, ყოვლისა  წინაჲსწარ განმგებელმან და წინაჲსწარ მცნობელმან, წინაჲსწარ-ვე განმზადნა გულნი  ერთა მათ წარმართთანი შემწყნარებელად საღმრთოთა სიტყუათა  თესლსა და გამომღებელად ნაყოფთა, რომელნი-იგი, ვითარცა ცხოვარნი  მწყემსსა, ეგრეთ შედგომად იყვნეს ქადაგებათა და სწავლათა ღირსისა  ნინოჲსთა, რომელი სასწაულთა მათ მიერ დიდებულთა იქმნა წყარო  ნიშთა და მადლთა.

 და ვითარცა განიღჳძა ჩუენებისა მისგან, აღდგა და აღიპყრნა ჴელნი  ზეცად მიმართ და მყუარ ჟამ ილოცვიდა. და კუალად ცრემლითა  მჴურვალითა ევედრებოდა და შეურდებოდა შესავედრებელსა მას ყოველთა  მორწმუნეთასა, ყოვლად-წმიდასა დედოფალსა ღმრთის-მშობელსა,  და იტყოდა: ჵ ყოვლად-ქებულო და დიდებულო და ყოვლად-საგალობელო  დედაო ღმრთისაო, რომელმან უხრწნელებით ჰშევ, ცხორებად ჩუენდა მოსრული წმიდაჲ იგი წმიდათაჲ სიტყუაჲ ღმრთისაჲ, შეიწირე ვედრებაჲ  უღირსისა მონისა და მჴევლისა შენისა, მოიხილე ჩემ ზედა საფარველითა  მადლისა და მეოხებისა შენისაჲთა და შემწე და ჴელის-ამპყრობელ  ექმენ უძლურებასა ჩემსა. და წარდევნენ და აოტენ ბოროტნი იგი მჴეცნი,  ხილულნი და უხილავნი. და ყოველთა-ვე განსაცდელთაგან დამიცევ და  ყოველთა საბრჴეთა და საცთურთა მტერისათა უვნებელად თანა-წარმჴადე,  რომელი-ეგე ხარ სასოჲ და სიმტკიცე, ზღუდე და მცველი ყოველთა  შენდა შევედრებულთა, რამეთუ აჰა ესერა ბრძანებისაებრ ძისა შენისა  და ღმრთისა ყოველთაჲსა, ვითარცა შენ სათნო იყავ, მინდობითა ოხათა  შენთაჲთა წარვემართები უშიშითა და მტკიცითა გონებითა ქადაგებად სახელსა  მისსა წმიდასა ნათესავსა შორის წარმართთასა. და ვითარცა-იგი  განაგებდ, ჰმოძღურიდ და ასწავებდ წმიდათა მოციქულთა ქადაგებასა  მას ჭეშმარიტებისასა, და მათ თანა წმიდანი-ცა იგი მენელსაცხებლენი  დედანი წარავლინენ მსახურად, ქადაგად და მოციქულად, წარმიძეღუ მე-ცა  და მასწავე სიტყუაჲ ჯეროვანი და საქმე უმჯობესი და მოხედენ და შეიწყალე ერი განწირული, რომლისათჳს დასთხია პატიოსანი სისხლი თჳსი ქრისტემან, ძემან შენმან და ღმერთმან.

და ვითარცა სრულ ყო ლოცვაჲ, მყის განათლდა გონებაჲ მისი, და ნათელი და ბრწყინვალებაჲ მიუთხრობელი გარე-შეემოსა მას მოფენითა მის ზედა მადლისაჲთა ყოვლად-წმიდისა ქალწულისა მიერ და დედისა ღმრთისა.

აღდგა და წარემართა შეჭურვილი მის მიერ და იწყო სლვად. მიემთხჳა კეთილთა მოგზაურთა და შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, და მიიწია ქალაქად ურბნისად. იხილა მას შინა ერი უცხოჲ, უცხოთა ღმერთთა  მსახურნი, რომელნი ცეცხლსა და ქვათა და ძელთა თაყუანის-სცემდეს.

 მივიდა ბაგინსა ჰურიათასა ენისათჳს ებრაულისა, რამეთუ ებრაული და  ბერძული წიგნი და ენაჲ კეთილად ესწავა. და დაყვნა მუნ თჳსა ერთისა  ჟამნი და განიცდიდა ძალსა მის ქუეყანისასა.

 ამისა შემდგომად დღესა ერთსა წარემართნეს სიმრავლენი ერთანი  ქალაქით ურბნისით ქალაქად სამეუფოდ მცხეთად თაყუანის ცემად  ღმრთისა მათისა არმაზისა და კუალად შეძინებისა და ვაჭრობისა. წარვიდა  მათ თანა ნეტარი-ცა ნინო და, ვითარცა მიიწია ქალაქად მცხეთად,  დადგა წიაღ კერძო ჴიდისა და ხედვიდა ერისა მის სიმრავლესა, რომელნი  დაბნელებულ იყვნეს საცთურითა მით კერპთ-მსახურებისაჲთა; და ცრემლოოდა ცთომილებისათჳს მათისა და წარწყმედისათჳს სულთა მათთაჲსა.

 და ვითარცა იყო ხვალისა დღე, დასცეს საყჳრსა და აღიძრა სიმრავლე  ერისაჲ ურიცხჳ, ფერად-ფერად შემოსილნი, და გამოვიდოდეს ქალაქით.

 შემდგომად მცირედისა იწყო ერმან მორიდებად გზისაგან, და გამოვიდა  დედოფალი ნანა, და შეამკუნეს ფოლოცნი თჳთო სახითა სამოსლითა  ყუავილთა თანა და სულნელთა. ამისა შემდგომად გამოვიდა მეფე  მირიან ებნითა და ქნარითა და ჴმითა ნესტჳსაჲთა და მრავლითა სახიობითა.

 ხოლო ღირსმან ნინო ჰკითხა დედაკაცსა ჰურიასა, ვითარმედ: რაჲ  არს ესე, ანუ რაჲ ეგულების ერსა ამას? ხოლო მან მიუგო, ვითარმედ:  ღმრთისა მათისა თაყუანის-ცემად აღვლენ, რომელი-იგი არარაჲ არს  სხუაჲ, გარნა კერპი უსულოჲ.

 და ვითარცა აღივსნეს მთანი იგი სიმრავლითა ერთაჲთა, აღვიდა  ნეტარი-ცა ნინო მათ თანა და ჰხედვიდა საკჳრველებასა მას მეფეთა და  ერისასა. და კუალად საზარელად საოცრებასა მას კერპისასა განიცდიდა,  რამეთუ დგა კაცი ერთი სპილენძისაჲ და ემოსა ტანსა მისსა ჯაჭჳ ოქროჲსაჲ  და თავსა მისსა ედგა ჩაფხუტი ოქროჲსაჲ და სამჴარნი მისნი ოქროჲსანი და თუალად მისსა აქუნდეს ქვაჲ ბივრიტი და იაკინთოჲ, ხოლო ჴელსა აქუნდა ჴრმალი, რომელი, ვითარცა ელვაჲ, საზარელად იქცეოდა ჴელსა შინა მისსა, რეცა რომელი შეეხებინ, სიკუდილად წარიწირის თავი და განიკითხავნ და იტყჳნ თჳთოეული თავსა შორის თჳსსა: ნუუკუე დავაკლე ერთ-გულებითა მსახურებასა, ანუ სცთა სადა-მე სიტყუად ებრაელსა თანა, ანუ სმენასა, და ხუდა სადა-მე მზისასა ღმრთად, ანუ მოიგონა სადა-მე დიდი ღმერთი ზეცისაჲ, და ბიწი რაჲ პოოს მას თანა, სცეს მას მახჳლი იგი. ამისთჳს შიშით და ძრწოლით მიეახლებოდა მას მეფე და ყოველი ერი. ესრეთ მანქანებდა მის შორის მყოფი იგი ეშმაკი და აცთუნებდა  მათ. ხოლო მარჯუენით მისა უდგა კაცი ოქროჲსაჲ და სახელი  მისი გაცი, და კუალად მარცხენით მისა დგა კაცი ვეცხლისაჲ, და სახელი  მისი გაცა.

 იხილა რაჲ ესე ყოველი ნეტარმან ნინო, სულთ-ითქუმიდა და ფრიად  ცრემლოოდა, ვითარ სრულიად დაბრმობილნი და დაბნელებულნი მტერისა  მიერ, ცოცხლივ შთაენთქნეს ჯოჯოხეთსა მეფენი და მთავარნი ესოდენსა  თანა სიმრავლესა, რომელნი ჴელითა კაცთაჲთა ქმნილთა უსულოთა  ღმრთად თაყუანის-სცემდეს ყოვლად უცხონი შემოქმედისაგან. წარვიდა  უკუე მცირედ განშორებულად და აღიპყრნა ჴელნი ზეცად და ცრემლით  ევედრებოდა და იტყოდა: უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო,  ღმერთო და შემოქმედო ყოველთა დაბადებულთაო, რომელი ცხორებისათჳს  ჩუენისა კაც იქმენ და ხატი მონისაჲ შემოსად არა უღირს-იჩინე,  რაჲთა აცხოვნო, რომელი ჰქმენ ხატად შენდა, და იჴსნა მძლავრებისაგან  სოფლის-მპყრობელისა ბნელისა. მოიხილე აწ-ცა მაღლით სამკჳდრებელით  დიდებისა შენისაჲთ დაბადებულთა შენთა ზედა და იჴსნენ  სიბნელისა მწარისა და ტყუეობისა მტერისა ბოროტისა, რომელსა მხოლოსა  გნებავს ყოველთა ცხორებაჲ და მეცნიერებად ჭეშმარიტებისა მოსლვაჲ.

 ჰე უფალო, ისმინე ვედრებაჲ უღირსისა მონისა და მჴევლისა შენისაჲ,  აჩუენე ძლიერებაჲ შენი ჟამსა ამას და ყავ სასწაულ კეთილ, რაჲთა  იხილონ ერთა ამათ მაცხოვარებაჲ შენი, და შენ მხოლოჲ გიცნან  ღმრთად ჭეშმარიტად და შენდა მხოლოჲსა შეწირონ დიდებაჲ და თაყუანის-ცემაჲ.

 და ვითარცა სრულ-ყო ლოცვაჲ, ეჰა ძლიერებათა შენთა, ქრისტე,  რამეთუ მეყსეულად გამოჩნდა დასავალით ღრუბელი ბნელი და ქარი  ძლიერი და იქმნეს ქუხილნი სასტიკნი და ჴმანი საზარელნი და მეხის-ტეხანი შესაძრწუნებელნი, რომლისა მიერ მეფე და მთავარნი და ერი იგი, ლტოლვილნი საშინელებისა მისგან, ურთიერთას დასთრგუნვიდეს და ქალაქად თჳთოეული სახიდ თჳსა მირბიოდეს. ხოლო ადგილსა მას საკერპოსა და კერპთა მათ ზედა მოიწეოდა სეტყუაჲ თხრობად განსაკჳრვებელი, რომელი ვითარცა რკინისაჲ ანუ თუ რვალისაჲ ლოდებრ ეკუეთებოდა, ვიდრემდის სრულიად დამუსრნა და დააწულილნა, ვითარცა მტუერნი, და ზღუდენი იგი და შენებულებაჲ ყოველი დაარღჳა, ვიდრემდის ადგილი-ცა იგი მათი უცნაურ საგონებელ იყო მათ ყოველთა მიერ, რომელსა ზედა აწ შენებულ არს ეკლესიაჲ ყოვლად-წმიდისა ღმრთის-მშობლისაჲ და მონასტერი ფრიად შუენიერი.

 ხოლო ნეტარი ნინო ჟამსა მას ზეგარდამოჲსა ძალისაგან წარწყმედასა  კერპთასა მდგომარე იყო უშიშად მახლობელად ადგილისა მის, მცირესა  საფარველსა კლდისასა ქუეშე მდგომარე და შესწირვიდა ღმრთისა  ქებასა და მადლობასა.

 ხოლო ვითარცა იქმნა მყუდროება და განწმდა ჰაერი, წარმოვიდა  ღირსი იგი წიაღ კერძო დასავალსა კლდისასა, სადა-იგი პირველ ქალაქი  შენ იყო. და დგა მუნ ხე შუენიერი, რტო-გარდაფენილი, რომელსა ქუეშე  დაადგრა ექუს დღე. და გამოსახა ხესა მას ზედა სასწაული ჯუარისაჲ და  ილოცვიდა მარადის, დღე და ღამე.

 მაშინ გამოვიდა სიმრავლე ქალაქისაჲ ხილვად ადგილისა მის და  ძიებად ღმერთთა მათთა, რომელთა ყოვლად არა ჰპოებდეს. და ვითარცა  ცნობა-მიღებულნი, ურთიერთას განკჳრვებულნი ხედვიდეს და სიცოფისათა  რათმე სიტყუათა ზრახვიდეს, ვითარმედ: მტერ არს ღმრთისა  ჩუენისა არმაზისა ღმერთი ქალდეველთაჲ, და ვითარცა ჩუეულებაჲ არს  სოფლის-მპყრობელთაჲ, ურთიერთას ჰმძლავრობენ, და ესე ყოველი  მის მიერ მოიწია. ამას და ესევითარსა იტყოდეს საკიცხელსა და საბასრობელსა  მოკიცხულნი იგი ეშმაკისაგან მარადის მოკიცხულთა და საბასრობელთა  მათ ღმერთთა მათთა თანა.

 მაშინ მოვიდა ერთი წარჩინებულთა მჴევალთაგანი დედოფლისათაჲ,  სახელით შროშანა, და ვითარცა იხილა ნეტარი ნინო ხეთა მათ ქუეშე,  მოიყვანა თარგმანი, ბერძულ-მეტყუელი დედაკაცი, და ყოველი საქმე მისი  და ვინაობაჲ და მიზეზი მუნ მისლვისაჲ - ყოველი ზედა-მიწევნით ისწავა და კეთილად გულისჴმა-ყო და ფრიადითა ცრემლითა აღვსებული აიძულებდა წარსლვად მის თანა სადედოფლოდ. ხოლო მან არა ინება, არამედ შემდგომად სამისა დღისა შევიდა ქალაქად და მიჰმართა სამოთხესა მეფისასა, და პოვა მუნ მცირე სახლი მცველისაჲ მის სამოთხისაჲ, რომელსა შინა ჯდა დედაკაცი ერთი, სახელით ანასტოს. იხილა რაჲ ღირსი იგი, აღდგა მსწრაფლ და შეიტკბო, ვითარცა მეცნიერი, და დაჰბანნა ფერჴნი და სცხო ზეთი და მოართუა საზრდელი, რომლისა თანა დაადგრა ცხრა თუე.

ხოლო დედაკაცი იგი იყო უშვილო და ფრიად იურვოდა ქმარი მისი.

 ღამესა ერთსა იხილა ნეტარმან ნინო ჩუენებით კაცი ვინმე ბრწყინვალე  ნათლისა და ჰრქუა მას: შევედ სამოთხესა მაგას ხეთა ქუეშე, ადგილსა  ყუავილთასა, და აღიღე მიერ მიწაჲ და აჭამე კაცთა მაგათ, და ესუას ძე.

 და მან ყო ეგრეთ და შემდგომად მცირედისა ესხნეს მათ ძეებ და ასულებ.

 რამეთუ იყო სამოთხესა მას შინა ხე კჳპაროზი, დიდი და ფრიად შუენიერი  და ქუეშე მისა მრავალ-ფერთა ყუავილთა სულნელებაჲ მარადის  იყნოსებოდა, რომელი ყოველთა მიერ განსაკჳრვებელ იყო.

 და კუალად იხილა ღირსმან მან ჩუენებაჲ, რამეთუ მოვიდიან სიმრავლენი  მფრინველთანი და განიბანნიან დიდსა მას შინა მდინარესა  მტკურისასა და აღმოვიდიან სამოთხესა მას და ხესა მას ზედა შემოკრბებოდიან  და ქუეშე მისსა ყუავილთა მათ მოისთულებდიან და რეცა  თუ წმიდისა მის მიმართ ღადაღებდიან.

 ესე ხილვაჲ სამგზის იხილა და მიუთხრა სიდონიას, ასულსა აბიათარისსა,  რომელი-იგი პირველ სარწმუნოებად მოსლვადმდე დედოფლისა  დამოწაფებულ იყო მისდა. და მის თანა შროშანია, რომელი ზემო ვაჴსენეთ  სხუათა თანა შჳდთა დედათა.

 ესე სიდონია სწავლულ იყო სულსა მოსესსა და წინაწარმეტყუელთასა  და კეთილად და ღირსებით მეცნიერ, რამეთუ მამა მისი აბიათარ  მღდელთ-მოძღუარი იყო ჰურიათაჲ. კაცი სიბრძნითა და ფილოსოფოსობითა  შემკული, რომელმან ფრიად იღუაწა ჭეშმარიტებისათჳს ღირსისა  ნინოჲს თანა, რომლისათჳს ქუემორე მიგითხრათ.

 ხოლო ვითარცა წმიდამან ჩუენებაჲ იგი მიუთხრა სიდონიას, მყის  აღძრულმან სულისაგან გარდამოუტევნა მდინარენი ცრემლთანი, მიუგო  და ჰრქუა: ყოვლად-უცხოო და ჩუენ თანა აღზრდილო, შორით მოსრულო  და ჩუენდა მომრთუმელო ზეცისა ნიჭთაო, შენ მიერ ეგულების შემოქმედსა  განათლებაჲ სულთა ჩუენთა და ბნელისაგან უმეცრებისა ნათლად ჭეშმარიტებისა გამოყვანებაჲ, და შენ მიერ იცნან ღმერთი ყოველმან ამან სიმრავლემან წარმართთამან, რომელნი ტყუე-ქმნილ არიან მწარითა მონებითა ეშმაკთაჲთა. ესე ყოველი ვითარცა აღსრულებად იყო შემდგომად მცირედისა კეთილად აღუჴსნა გონიერმან მან დედაკაცმან პირველად-ვე. ხოლო ღირსმან ნინო მადლი შეწირა ყოვლად-სახიერისა ღმრთისა და წარვიდა საყოფლად თჳსად, შორის მაყუალთა მათ, რომელნი მდგომარე იყვნეს სამოთხესა მას მახლობელად კჳპაროზთა მათ საკჳრველთა, რომელნი სახედ ტალავრისა გარდართხმულ იყვნეს და დაჰფარვიდეს მას; და დღე და ღამე ევედრებოდა ღმერთსა, რაჲთა მისცეს მეცნიერებაჲ ღმრთეებისა  მისისა ხატად მისა დაბადებულთა, წარწყმედილთა მტერისა მიერ.

 ხოლო იყო მოქალაქობაჲ მისი და მოღუაწებაჲ ფრიადი და ცრემლითა  და ლოცვითა სამარადისოჲთა სავსე და საწადელ საშუებელ მისსა - სიმრავლე  მარხვისაჲ და კეთილ სამოსელ მისა - სამოსელი ბალნისაჲ და  ცხედარ და სარეცელ განსასუენებელ მისსა - ძაძაჲ მიწასა ზედა დარეცილი.

 ესევითარითა მოღუაწებითა დაადგრა ადგილსა მას, შორის  მაყუალთა, ექუს წელ. ხოლო ვინაჲთგან წარმართნი იგი მკურნალობისა  ჴელოვნებასა უმეცარ იყვნეს და სიმრავლითა სნეულთაჲთა აღსავსე, ამისთჳს-ცა  ურთიერთას მივიდოდეს და სნებისაგან სიმრთელედ შეცვალებისა  მისგან სახესა თჳსთა სნეულთა კურნებისასა ისწავებდეს. ამისთჳს-ცა  კაცისა ვისმე წარჩინებულისა ძე სნეულ იყო და მიეცა მის მიერ ღირსსა ნინოს  რაჲთა წარიყვანოს და იძიოს სხუათაგან სახე კურნებისა მისისაჲ.

 ხოლო ნეტარმან მან ყრმაჲ იგი მიიქუა და წარიყვანა და თჳსსა ცხედარსა  მიაწვინა. და ევედრა ღმერთსა, ყოველთა დამბადებელსა, განჴსნად და  შეცვალებად იგი სნეულებისა მისგან. ხოლო ყოველთა უფალმან ვედრებაჲ  იგი მისი შეისმინა და ყრმასა მას სიმრთელე მიანიჭა. და კუალად  ასული დედაკაცისა ვისი-მე, ვნებული ლოცვითა ღმრთისა მიმართ, განკურნებული  მისცა დედასა მისსა. მიერითგან მრავალთა მიერ განსაკჳრვებელ  იქმნა ღირსი იგი, ვიდრეღა არცა-ღა თუ მეუღლისაგან მეფისა  საქმე ესე დაფარულ იქმნა და ვინაჲთგან იგი-ცა ესე-ვითარითა-ვე ბოროტითა  სენითა შეპყრობილ იყო, მეყსეულად მიავლინა მისა ვედრებით,  რაჲთა მივიდეს მისა. ხოლო ღირსმან მან ფრიადისა მის მდაბლისა გონებისა  მისისაგან სამეუფოჲ იგი ვედრებაჲ არა მიითუალა ხოლო სენთა მიერ  ფიცხელთა იძულებულმან ცოლმან მეფისამან განაგდო ზუაობითი იგი მეფობისა პატივი და თავით თჳსით უცხოსა ვის და მდაბლისა მიისწრაფა, და ითხოვდა კურნებასა. ხოლო ღირსმან მან ნეტარებისამან იგი-ცა თჳსსა მას უნდოსა ცხედარსა მიაწვინა და წამლად განსაკურნებელად ვნებისა მისისა იჴუმია ლოცვაჲ. და ღმერთმან, რომელი შეისმენს ვედრებასა მოშიშთა მისთასა, მიანიჭა მსწრაფლ თხოვაჲ მისი და ყოვლითურთ განკურნებული წარავლინა სახიდ თჳსა. ხოლო დედოფალმან სასყიდლად კურნებისა მოართუა მას, რომელი-იგი მას ღირსად პატივისა შეურაცხა: ოქროჲ და ვეცხლი, სამოსელი და სამკაული და სხუაჲ რაოდენი შეეტყუების ძღუენსა და მისაცემელსა სამეუფოსა.

 ხოლო ღირსმან მან ამათი მიღებაჲ ყოვლად არა თავს-იდვა არამედ ჰრქუა, ვითარმედ: ჩემდა დიდად მისათუალველ არს, უკუეთუ  იცნათ ღმრთის-მსახურებაჲ. და შემოიხუნა შორის საღმრთონი სწავლანი  ვითარნი ჯერ-იყვნეს, და მიუთხრნა ცხორებად ჩუენდა მოსრულისა ღმრთისა  და მაცხოვრისა ქრისტეს განკაცებისა ყოველი განგებულებაჲ, კუალად  ჯუარ-ცუმაჲ და აღდგომაჲ, და ზეცად ამაღლებაჲ. და დაუმტკიცებდა, ვითარმედ  ჭეშმარიტად იგი არს ღმერთი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა  და ზღუათა და ყოველი რაჲ არს მათ შინა, და კუალად მომავალ არს  დიდებით განსჯად ცხოველთა და მკუდართა, და ევედრებოდა, რაჲთა ჰრწმენეს  იგი ყოვლითა გულითა და რაჲთა აღაშენოს ეკლესიაჲ სახელსა  ზედა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა.

 ესმა რაჲ ესე ყოველი დედოფალსა, ლმობიერ-ქმნილი და განკჳრვებული  სასწაულსა მას ზედა დიდებულსა და ტკბილთა სწავლათა მიერ  ნეტარისა ნინოსთა განათლებული, სახიდ თჳსად მიიქცა. და აუწყა  მეუღლესა თჳსსა მოსწრაფებაჲ იგი კურნებისა და ძალი ღმრთისაჲ მის  რომელსა ქადაგებს უცხო იგი, და ყოველი, რომელი ესმინა მისგან  და ევედრებოდა, რაჲთა იგი მხოლოჲ უწყოდის ღმრთად ჭეშმარიტად.

 ხოლო მეფემან მირიან აქო მეუღლესა თჳსსა ზედა ქმნილი იგი საკჳრველებაჲ  და დაუკჳრდა ფრიად, ხოლო ტაძრისა შენებაჲ არა ინება.

 კუალად სხუასა ჟამსა მცირე ძე მეფისაჲ შეპყრობილ იქმნა ფიცხლად  სენითა ჴურვებისაჲთა, რომლისაჲ უბრძანა დედოფალმან, რაჲთა მიჰგუარონ იგი ღირსსა  ნინოს. და ევედრებოდა განკურნებად მისა. ხოლო  წმიდამან ჩუეულებისაებრნი ლოცვანი და ვედრებანი შეწირნა უფლისა და  ყოვლითურთ განკურნებული მისცა იგი დედასა თჳსსა. ამისა შემდგომად  დაემოწაფა დედოფალი ნანა ღირსსა ნინოს სხუათა თანა წარჩინებულთა მჴევალთა მისთა და მარადის გულს-მოდგინედ ისმენდა სწავლათა და მოძღურებათა მისთა. და ვითარცა სასწაულნი იგი დღითი-დღე აღესრულებოდეს წმიდისა მის მიერ და განითქუმოდეს ურიცხუნი იგი კურნებანი მთავარი ვინმე სპარსი მოვიდა მეფისა, სახელით ხუარაჲ, რომელი-იგი იყო დედის ძმა დედოფლისა. ესე ვნებულ იყო სულისაგან "ბოროტისა და იგუემებოდა ფრიად მრავლით ჟამითგან; და ევედრებოდა დედოფალი ღირსსა ნინოს განკურნებად მისა. ხოლო მეფემან-ცა მიუვლინა რეცა ურწმუნოებით და ორგულებით და ეტყოდა ნეტარსა მას: რომლისა ღმრთისა ძალითა იქმ შენ კურნებათა ამათ? ანუ ხარ შენ ასული არმაზისი  ანუ შვილი ზადენისი და ვინაჲთგან უცხოებით მოხუედ აქა, მოგანიჭეს  შენ ძალი კურნებათაჲ და შეგიწყალეს შენ. რამეთუ დაღაცათუ  ჰაერთა მიერ შეიმუსრნეს, არამედ ცხოველ არიან-ვე. აწ იყავ წინაშე ჩუენსა  პატივ-ცემულ, ვითარცა ერთი მაწოვნებელთაგანი შვილთა ჩუენთასა  და უკუეთუ განჰკურნო მთავარი ესე, ფრიადი სიმდიდრე მიგანიჭოთ შენ.

 და იყო ყოველთა მიერ სახელოან დიდსა ამას ქალაქსა შინა. ხოლო ნეტარმან  ნინო მიუგო და ჰრქუა მეფესა: შენ, მეფე, უკუნისამდე ცხონდი  სახელითა უფლისა და ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ  ქრისტესითა, რომელი-იგი არს შემოქმედი ცათა და ქუეყანისაჲ. და ყოველთა  დაბადებულთაჲ, რომელმან აურაცხელითა მოწყალებითა მისითა  გამოაბრწყინვოს ნათელი გულისჴმის-ყოფისაჲ შენ შორის მეცნიერებად  ღმრთეებისა მისისა, რომელი-იგი მაღალთა შინა მყოფ არს და მდაბალთა  ჰხედავს, რომლისა ჴელთა შინა არს ცხორება და სიკუდილი ყოველთა  ცხოველთაჲ, და ვესავ, რამეთუ ახლოს არს მიახლებაჲ შენი მისსა  განგებულებითა უსაზღვროთა სიბრძნეთა მისთაჲთა. რამეთუ მადლი იგი  რომელი მკჳდრ იყო. მის შორის, იტყოდა პირით მისით, რომელი უკუანაჲსკნელ  აღსრულებად იყო. ვითარცა იტყჳს წინაწარმეტყუელისა მიერ: მივჰფინო  სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ჴორციელსა და მონათა და მჴევალთა  ჩემთა ზედა და წინაწარმეტყუელებდენ ძენი და ასულნი თქუენნი  და კმა არს მაუწყებელად მიფენაჲ იგი სულისაჲ და საქმე სასწაულთაჲ,  ოდეს-ესე არა არს მამაკაცება და დედაკაცება, მონება, გინა აზნაურება  რჩევა მამაკაცისა, გინა დედაკაცისა, არამედ რომელი-ცა ჭეშმარიტებით  და ერთ-გულებით ჰმონებდეს უფალსა, მიენიჭების მადლი სულისა  წმიდისა და განუყოფს მადლთა თჳსთა სიმრავლესა მსგავსად ღირსებისაებრ კაცად-კაცადისა, რომელთა ინებონ მოგებად მისა საქმეთა მიერ კეთილთა. ვითარ-იგი ზოგად ქადაგებდეს მოციქულნი და მათ თანა მარიამ მაგდანელი და სხუანი წმიდანი დედანი, და წინაწარმეტყუელებდეს ძენი ჰურიათანი, წმიდანი იგი მოციქულნი ასულთა თანა მათთა, ვითარ-იგი იყვნეს ასულნი ფილიპესნი და სხუანი-ცა.

ხოლო ვითარცა ვთქუთ, ნეტარმან ნინო მიუგო რაჲ პასუხი ჯეროვანი მეფესა, კუალად ეტყოდა-ვე, ვითარმედ: მეფეო, არს ქალაქსა ამას შინა შენსა წმიდაჲ სამოსელი უფლისა და ღმრთისა ჩუენისა იესუ ქრისტესი დაფარულ, და მის მიერ იქმნებიან ძალნი ესე და კურნებანი  ურიცხუნი ყოფად არიან, და განიკურნოს მთავარი-ცა ესე სახელისა მისისა  მიერ წმიდისა.

 ამისა შემდგომად მოიყვანეს მთავარი იგი წინაშე წმიდისა, რომლისა  თანა მოვიდა დედოფალი-ცა სამოთხესა მას შინა ქუეშე კჳპაროზთა  მათ საკჳრველთა, შორის ყუავილოვანსა მას. მაშინ ჰრქუა ნეტარმან  ნინო მთავარსა: უკუეთუ გრწმენეს უფალი იესუ ქრისტე, ვითარმედ  იგი არს ჭეშმარიტი ღმერთი, განსთავისუფლდე ვნებისა მაგისგან. ხოლო  მან მიუგო: მრწამს, რომელსა შენ ესავ, ვითარმედ შემძლებელ არს განკურნებაჲ  ჩემდა. მაშინ უბრძანა წმიდამან სამ-გზის თაყუანის-ცემად აღმოსავალით  და აღსარებად სახელსა წმიდისა სამებისასა და მერმე მიქცევად  დასავალით და სამ-გზის თქუმად: ვიჯმნი შენგან, ეშმაკო, და ყოველთა  საქმეთა შენთაგან, და შეუდგები ქრისტესა, ძესა ღმრთისასა. და მყის  ივლტოდა მისგან არა-წმიდაჲ იგი სული და განთავისუფლდა ვნებისა მისგან  და დაემოწაფა ნეტარსა ნინოს და იქმნა მორწმუნე ყოვლით სახლეულით  მისით.

 ამისა შემდგომად მცირედნი რაჲ დღენი წარჴდეს, თჳთ თავადი მეფე  განვიდა ნადირობად დღეთა ზაფხულისათა მუხრანით კერძო და მოვლო  სანახები იგი. მიერ აღვიდა მთასა ზედა თხოთისასა, რათა მოიხილოს  კასპი და უფლის-ციხე. მაშინ განგებით, ზეგარდამოჲთა კაცთ-მოყუარისა  მეფისაგან პავლესებრ მოინადირა და მეყსეულად ბნელითა  შეპყრობილ იქმნა და დაცემულ და ვერ შემძლებელ სლვად, რამეთუ  თანა-მონადირენი იგი მისნი მცხინვარესა მას ნათელსა ჰხედვიდეს ჩუეულებისაებრ და  ვიდოდეს, ხოლო მეფე დაშთომილ იქმნა, შეპყრობილი  საკრველითა სიბრმისაჲთა, და ზარ-ტეხილ იქმნა და წარიწირა სასოებაჲ  ცხორებისაჲ. ხოლო ღმერთმან წყალობის-მოყუარემან ცვალა გონებაჲ მისი უმეცრებისაგან მეცნიერებად. განიზრახვიდა თჳსაგან და იტყოდა: აჰა ესერა ვხადე არმაზს და ზადენს და არა ვპოვე ლხინება. აწ შეუვრდე ჯუარ-ცუმულსა მას, რომელსა ქადაგებს უცხოჲ იგი დედაკაცი და ჰყოფს სახელითა მისითა მრავალთა კურნებათა. მეყსეულად სიბნელე გონებისაგან განაგდო, ჴმა-ყო და თქუა: ღმერთო ნინოჲსო, რომელი ხარ ჭეშმარიტი ღმერთი, განმინათლე ბნელი ესე ჩემ ზედა მოხუეული და გამომიბრწყინვე ნათელი, რაჲთა აღვიარო სახელი წმიდა შენი და გადიდებდე შენ.

ესე რაჲ თქუა ყოვლად-სახიერმან მან და მოწყალემან, რომელი  მარადის ეძიებს ღონესა ცხორებისა ჩუენისასა, გამოაბრწყინვა  ნათელი მის შორის და მსწრაფლ სიბნელისა მისგან განთავისუფლდა. მეყსეულად  აღდგა და აღიპყრნა ჴელნი აღმოსავალით, ღაღად-ყო და თქუა:  ჭეშმარიტად შენ ხარ ღმერთი ჭეშმარიტი. შენ ხარ ღმერთი ღმერთთა  და უფალი უფლებათაჲ, რომელმან შეჰქმნენ ცანი და ქუეყანაჲ, შენ აღგიარებ  და შენ თაყუანის-გცემ, რომელმან მიჴსენ ჭირისა ამისგან, და  მრწამს, რამეთუ გინდა ჴსნაჲ ჩემი, აღვიარებ სახელსა შენსა წმიდასა და  თაყუანის-ვსცემ პატიოსანსა ჯუარსა შენსა. ამისა შემდგომად წარმოემართა  სამეუფოდ თჳსად ქალაქად. და ვითარცა მოეახლა, გამოვიდა ყოველი  ერი სიხარულით მიგებებად მისა და მათ თანა დედოფალი ნანა, რამეთუ  ესმინა პირველ მის ზედა მოხუეული იგი სიბნელე, და აწ ხედვიდეს დიდებულსა  მას საკჳრველსა სიხარულითა და სარწმუნოებითა და ბრწყინვალებითა  სახედველთაჲთა ერთბამად შემკულსა და განკჳრვებულნი ადიდებდეს  ღმერთსა ნინოჲსსა.

 და ვითარცა შემოვიდა მეფე პალატად, ჴმა-ყო და თქუა: სადა არს  უცხოჲ იგი დედაკაცი და დედაჲ ჩემი, რამეთუ ღმერთსა, რომელსა იგი  ქადაგებს, იგი არს ჭეშმარიტად მჴსნელი ჩემი. და ჰრქუეს, ვითარმედ:  ილოცავს ჩუეულებისაებრ მაყუალთა მათ შორის. მეყსეულად  ღირსსა მას საკჳრველებისასა და ქადაგსა ჭეშმარიტებისასა ნინოს თანა  მიისწრაფა. აღიარებდა ჴმა-მაღლად და იტყოდა: მრწამს ამიერითგან, მოციქულო  ჭეშმარიტისა ღმრთისაო, ვითარმედ იგი არს ჭეშმარიტი ღმერთი  რომელსა შენ ჰქადაგებ, და მას ვესავ და მას თაყუანის-ვსცემ. და ევედრა  რათა უჩუენოს სახე ეკლესიისა. ხოლო ახალმან მან ბესელიელ, ხუროთ-მოძღურებისა სიბრძნითა აღვსებულმან და მისისა-ვე მადლისა ღირს-ქმნილმან საღმრთო იგი ტაძარი გამოუსახა. და ვითარ-იგი გამოუსახვიდა, ერნი იგი აშენებდეს. და გასრულდა ტაძარი იგი სახელსა ზედა ყოვლად-წმიდისა ღმრთის-მშობლისასა, ვითარცა ასწავა ნეტარმან ნინო. და კუალად უბრძანა მეფემან აღშენებად სხუა ტაძარი შორის სამოთხესა მას მისსა სახელსა ზედა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, სადა-იგი მდგომარე იყო კჳპაროზი იგი საკჳრველი, ზედა ყუავილოვანსა მას სულნელსა.

და ვითარცა შურებოდა ყოველი იგი ერი მოსწრაფედ, უბრძანა მოკუეთად ხე იგი შუენიერი კჳპაროზი და ქმნა[დ] სუეტად და აღმართებად  შორის ტაძრისა.

 ამიერითგან აქა მელოდენ სიტყუაჲ ესე და თქუენ ისმინეთ, კეთილნო  მსმენელნო, და უპირატეს წარმოგითხრა უპირატესისა მისთჳს და სასურველისა  და საანჯმნო ვყო ჭეშმარიტებაჲ საქმისა ყოვლად-ჭეშმარიტისა  მისთჳს და საცხორებელისა და თავისა კეთილთასა საწადელისა  თხრობისა. რამეთუ გარდამოჴდა რაჲ ქუეყანად მაღალი იგი წყალობისათჳს  კაცთა ნათესავისა, და შეიმოსა ბუნებაჲ ჩუენი და იქცეოდა ჩუენ  შორის ღმერთი და კაცი ორითა ბუნებითა და აღასრულებდა ნიშთა მათ  უაღრესთა ბუნებისათა ყოველთა მათ შინა ჟამთა ოცდაათცამეტთა  წელთასა. ამისთჳს ყოვლად უკეთურნი იგი და ყოვლად ბორგნეულნი  კრებულნი ჰურიათანი და უფროჲსად მღდელთ-მოძღუარნი და მწიგნობარნი  მათნი განიხერხებოდეს და განიპებოდეს შურითა, და ენება დადუმებად  და დაფარვად ყოვლად დაუფარველი იგი, რაჲთა მისცენ დავიწყებასა,  რომელი მაღალ არს და დიდებულ უკუნისამდე.

 ხოლო იყვნეს სამღდელონი ტომნი და წარჩინებულნი ერნი  ჰურიათანი, რომელნი მკჳდრ იყვნეს მცხეთას, რომელთაჲ წეს იყო  წლითი-წლად აღსლვაჲ იერუსალემდ აღსრულებად პასექისა მათ ყოველთა  თანა და სიტყჳს-ყოფად ერთბამად სჯულისათჳს მოსესა, რაჲთა  არა სადაჲთ დაიჴსნას იგი.

 ხოლო ოდეს ჯერ-უჩნდა ღმერთსა და მაცხოვარსა ჩუენსა იესუ  ქრისტესა ჴსნაჲ ჩუენი ვნებითა მით ჯუარისათა, და მოახლებულ იყო  განგებულებაჲ იგი აღსრულებად, უფროჲს აღაბორგებდა ეშმაკი ნების-მყოფელთა  მისთა ჰურიათა, და მიუწერეს ჰურიათა მიმართ მცხეთელთა იერუსალემით, ვითარმედ: კაცისა მის მიერ, რომელსა ჰრქჳან იესუ, განქარდა სჯული მოსესი და დაიჴსნას ყოველნი წესნი ჩუენნი, და კნინ-ღა ყოველი სოფელი შედგომილ არს მისდა. აწ მოვედით და შეგუეწიენით ჩუენ კაცნი ბრძენნი და სჯულის-მეცნიერნი და აღვასრულოთ მცნებაჲ ღმრთისაჲ და მოსესი.

მაშინ გამოარჩიეს ელიოზ მღდელი, რომელი იყო შვილი სამღდელოთა ტომთაჲ, კაცი ბრძენი და მეცნიერი, და სხუანი მის თანა. და წარგზავნნეს მცხეთელთა წოდებასა მას მღდელთ-მოძღუართასა იერუსალემდ.

ხოლო იყო დედაჲ ელიოზისი მოხუცებულ და ღმრთის-მსახურ  დედაკაცი ფრიად ბრძენი და გონიერი. და კუალად იყო ასული მისი, და  ელიოზისი, ქალწული შემკული სათნოებითა და ღმრთის-მოშიშებითა.

 წარჰგზავნიდა რაჲ დედაჲ ძესა თჳსსა, მისცა მოკითხვაჲ, ამცნებდა და  ეტყოდა: შვილო, აჰა ესერა წარხუალ დღესასწაულსა ამას წოდებასა და  წესსა სჯულისასა და მიხუალ იერუსალემდ. განეკრძალე ფრიად და რომელსა-იგი  ზრახვენ ბოროტსა მღდელთ-მოძღუარნი და ფარისეველნი კაცისა  მისთჳს მართლისა, ნუ-მცა შერთულ არს სიტყუა და ცნობაჲ შენი მათ  თანა, რამეთუ იგი არს მოსწავებული წინაწარმეტყუელთაგან და საიდუმლოჲ  დაფარული ჰურიათაგან და წარმართთა, ცხორებაჲ საუკუნოჲ  და კუალად დაჲ იგი მისი ქალწული, ვითარცა მისცემდა მოკითხვასა წარგზავნისასა  ძმასა თჳსსა ელიოზს, ევედრებოდა სურვილითა გულისაჲთა  და ეტყოდა: ძმაო სასურველო, ღირს იქმნები შენ ხილვად კაცისა მის  მართლისა, რომელსა ჰრქჳან იესუ, და ნეტარ ხარ შენ. ხოლო გევედრები  შენ, რაჲთა, რომელსა-ცა რას-მე შეხებულ იყვნენ ჴელნი მისნი წმიდანი,  ანუ თუ მახლობელ სამოსელთა მისთა წმიდათა ქმნილ იყოს,  მოიღო შენ თანა ფრიად საწადელად ჩემდა. ესე რაჲ ჰრქუა, წარგზავნა  მშჳდობით. და ვითარცა მიიწია ელიოზ იერუსალემდ, შეკრებულ იყო  კრებული იგი უსჯულოჲ და დაემტკიცა ჯუარ-ცუმაჲ მჴსნელისაჲ. ხოლო  არასადა ეზიარა განზრახვასა მათსა ელიოზ, ვითარცა-იგი მიეღო მცნებაჲ  დედისაგან თჳსისა. არამედ შორის დგა იგი და მისთანანი, ვითარცა-იგი  წერილ არს სახარებასა იოვანეს თავსა, იყვნეს ვინმე წარმართთაგანნი-ცა  აღმოსრულთა მათგანნი, რაჲთა თაყუანის-სცენ დღესასწაულსა მას. ესენი მივიდეს ფილიპესა, რომელი იყო ბეთსაჲდაჲთ გალილეაჲსაჲთ, და ეტყოდეს მას: უფალო, გუნებავს იესუჲსი ხილვაჲ. მივიდა ფილიპე და ჰრქუა ანდრიას; მოვიდეს ანდრია და ფილიპე და ჰრქუეს იესუს. ესენი იყვნეს ელიოზ და მისთანანი წარმართთაგან მოსრულნი.

ხოლო ვითარცა აღესრულა ნებსითი იგი ვნებაჲ მაცხოვრისაჲ, და ვითარცა წერილ არს, განიგდეს წილი სამოსელსა ზედა მისსა, რომელი-იგი იყო უკერველ, ზეით მოქსოილ. ესე ხოლო მოითხოვა და თჳსად მოიღო ელიოზ და მის თანა დაჰკრძალა. ხოლო ეჰა საკჳრველი და დიდებული სასწაული, და ჭეშმარიტი საღმრთოჲსა მოქმედებისაჲ, რამეთუ  დღესა მას და ჟამსა, ოდეს ჯუარს-აცუეს მეუფე უსჯულოთა მათ და  მიამთხჳა კუერი ლუსმარსა ჴელთა მათ საუფლოთა ბოროტმან მან მტარვალმან ადგილსა გოლგოთისასა, მას-ვე ჟამსა მიიწია ყურთა გულისათა  დედისა ელიოზისისა მცხეთას და ჴმა-ყო ძლიერად აღძრულმან სულისა  მიერ და თქუა: ამიერითგან მშჳდობაჲ თქუენდა, მეფობაო ჰურიათაო, რამეთუ მოჰკალთ უფალი, მოსრული ჴორცითა მაცხოვრად, და იქმნენით მტერ შემოქმედისა. და ამას ზედა შეისუენა მას-ვე ჟამსა, არა თუ იყო-ღა მაშინ მეფობაჲ ჰურიათა, რამეთუ ადრე-ვე დაჴსნილ იყო ტყუენვითგან  ბაბილოვნისაჲთ. არამედ ვითარცა-იგი უბრძანა მაცხოვარმან: "აჰა ესერა  დაეტეოს თქუენგან სახლნი თქუენნი ოჴრად", სრულიადსა მას წარწყმედასა  მათსა მოასწავებდა, ვითარ-იგი ყოველი აღესრულა-ცა მას-ვე დღესა  და ჟამსა ვნებისა მისისასა მოსცა წინაწარმეტყუელებითი იგი  სიტყუაჲ საკჳრველსა მას დედაკაცსა, მათსა-ვე ნათესავსა, უმეტესად საკდემელად უგუნურებისა და სიბრმისა გულთა მათთაჲსა.

 ამისა შემდგომად წარმოვიდა ელიოზ იერუსალემით და წარმოიღო  კუართი იგი საუფლოჲ მის თანა, და მო-რაჲ-ვიდა სახიდ თჳსად, ქალაქად  მცხეთად, ესმა, რამეთუ დედაჲ მისი აღსრულებულ იყო, ხოლო  დაჲ იგი მისი ქალწული მიეგებვოდა, და მოეხჳა ქედსა მისსა. ხოლო  ელიოზ გამოიღო კუართი იგი საუფლოჲ და მისცა მას და ჰრქუა: აჰა  რომლისა-იგი სურვიელ იყავ, მიიღე კუართი მისი და განიხარე. და  ვითარცა მოუღო ჴელთაგან ელიოზისთა კუართი იგი უფლისაჲ დედაკაცმან  მან, და ვითარცა შეკეცილი იგი მტკიცედ ჴელთა აქუნდა, შეიმთხჳა პირსა  და შეიტკბო გულსა ზედა თჳსსა, და მსწრაფლ აღმოუტევა სული.

მაშინ იქმნა შფოთი დიდი ქალაქსა შინა, და შეძრწუნდეს ყოველნი უცხოჲსა მისთჳს სასწაულისა. და ენება მის ჟამისა მეფესა ამაზაერს გამოღებად მისგან კუართისა მის. და დაჰჴსნა იგი ზარმან მან მყოფმან მას ზედა და მკუდრისა მის მიერ შეტკბობითა და მაგრიად ჴელთ-პყრობამან. ხოლო ელიოზ, შიშითა და ძრწოლითა შეპყრობილმან, "დაფარა მიწასა საყუარელი იგი და წმიდაჲ დაჲ თჳსი; და ეგრეთ ჴელთა" აქუს სამოსელი იგი უფლისაჲ, რომლისა ადგილი საცნაურ არს და ჩუენდა ჭეშმარიტებით ცნობილ შემდგომთა ნათესავთა მიერ ელიოზისთა. და იგი არს ჭეშმარიტად, სადა ხე იგი კჳპაროზი მდგომარე იყო და ქუეშე  მისსა იყო სულნელებაჲ ყუავილთაჲ, რომელი-იგი სამარადისოდ ყოველთა  მიერ იყნოსებოდა.

 ხოლო აწ მოვიდეთ პირველსა-ვე სიტყუასა, სადა-იგი დაუტევეთ: და ვითარცა მოჰკუეთეს ხე იგი, გამოსცა სულნელებაჲ მიუთხრობელი და  შეჰმზადეს სუეტად, ვითარცა ბრძანებულ იყო მეფისა მიერ, და ენება  აღმართებაჲ არა მას-ვე ადგილსა, რომელსა მოჰკუეთეს, არამედ სხუასა ერთკერძოსა  ტაძრისასა. მოვიდა მეფე და ყოველი ერი და ფრიადითა გულს-მოდგინებითა  და ღონიერებითა ჴელ-ყვეს და ყოვლად ვერ უძლეს  შეძრვად. რამეთუ საღმრთოჲ ძალი აყენებდა მათ. და მოიწია ღამე და  წარვიდა მეფე და ყოველი ერი განკჳრვებულნი და გულ-კლებულნი სახიდ  თჳსა უცხოჲსა მისთჳს საქმისა.

 ხოლო ნეტარი ნინო დადგა ღამესა მას მახლობელად სუეტისა მის  და მის თანა სიდონია, ასული აბიათარისი, და შროშანა და სხუანი  ათნი დედანი მორწმუნენი, და განიპყრნა ჴელნი აღმოსავალით და ილოცვიდა  მყუვარ ჟამ ცრემლითა მჴურვალითა. და ვითარცა შუაღამე იქმნა, რეცა მთანი იგი იძრვოდეს და განიპებოდეს და სიღრმედ დაითქმოდეს,  რომელსა ზედა იყვნეს პირველ კერპნი იგი, რეცა მდინარე იგი  დიდი მტკუარი აღმოვიდოდა და წარღუნიდა ქალაქსა მათსა, რომელი-იგი  სასწაული იყო წარწყმედისა მათისა და კაცთა ცხორებისაჲ. ხოლო  ღირსი ნინო დგა ღამე ყოველ ლოცვითა და ვედრებითა და ცრემლთა  მდინარითა სუეტსა მას ზედა. და ვითარცა მოეახლა ცისკარი, მიერულა  დათა მათ ყოველთა, ხოლო სიდონია და შროშანა მხოლოდ მღჳძარე  იყვნეს წმიდისა მის თანა და იხილეს ხილვაჲ საშინელი, რამეთუ აჰა  ესერა ზედა-მოადგა ჭაბუკი ერთი, ნათლითა შემოსილი. ყოვლად ცეცხლითა  მობლარდნილი და ჰრქუნა რაჲმე წმიდასა მას სიტყუანი სამნი.

ხოლო ნინო დავარდა პირსა ზედა თჳსსა, ხოლო ჭაბუკმან მან მიყო ჴელი სუეტსა მას და აღიღო სიმაღლედ. და სიდონია, ფრიად ზარ-განჴდილმან, ჰრქუა წმიდასა, ვითარმედ: რაჲ არს ესე, რომელსა ვხედავთ? ხოლო მან ჴელი განუყარა და უბრძანა განშორებაჲ. და აჰა ესერა იხილვებოდა საკჳრველებაჲ განსაკრთომელი და ჭეშმარიტად მოქმედებაჲ ძალისა საღმრთოჲსა, რამეთუ შთამოვიდოდა სუეტი იგი დამართებით ხარისხსა-ვე თჳსსა და ზედა ძირთა, რომელთა მოკუეთილ იყო. და ვითარცა მოეახლა, ვითარ ორ კაც ოდენ, დაადგრა დამოკიდებულად და გამოსცემდა ბრწყინვალებასა და სულნელებასა მიუთხრობელსა. და  ვითარცა იქმნა ცისკარი, გამოვიდა მეფე და, ურვეული პირველისა მისთჳს  ვერ-შეძრვისა სუეტისა, მიმოვიდოდა სამოთხესა შინა თჳსსა. და  იყნოსა რაჲ სულნელებაჲ იგი, მოვიდა ზედა ადგილსა მას სუეტისასა,  იხილა ხილვა საშინელი: და ნათელი, ვითარცა ელვაჲ, რომელი აღიწეოდა  ცადმდე. და იწყო სიმრავლემან ერისამან შემოკრებად უცხოჲსა მისთჳს  სახილავისა, და შემოკრბა პალატი და ყოველი ქალაქი და ცრემლითა  დაალტობდეს ქუეყანასა. და ვიდრე-იგი ხედვიდეს ყოველნი, ნათლითა  შემოსილი იგი სუეტი მცირედ-მცირედ შთამოვიდოდა და ძირთა-ვე მისთა  ზედა დაემყარა და მტკიცედ შეეძერწა ყოვლითურთ შეუხებელად ჴელისაგან  კაცთასა. და აღივსნეს შიშითა და სიხარულითა მიუწდომელითა  მეფე და ყოველი ქალაქი და ერთ-ჴმობით ადიდებდეს ღმერთსა ნინოსსა  მოქმედსა საკჳრველებათასა.

 მიერითგან სასწაულნი და ნიშნი ურიცხუნი აღესრულებოდეს და  აღესრულებიან ვიდრე მოაქამდე სუეტისა მის მიერ ცხოველისა.

 მას ჟამსა იყო ვინმე ჰურიაჲ, ბრმაჲ შობითგან, ესმნეს რაჲ  სასწაულნი იგი დიდებულნი, რომელნი აღესრულებოდეს სუეტისა მის  მიერ, მოვიდა სარწმუნოებით წინა-ძღომითა სხუათაჲთა და შეეხო რაჲ,  მყის იქმნა მხედველ, და წარვიდა სახედ თჳსსა და ადიდებდა ღმერთსა  კუალად სხუაჲ ყრმა იყო, ძე მთავრისა წარმართისაჲ, მრავალ ჟამ მდებარე  ცხედარსა ზედა, რომლისა ასონი უძრავ ქმნილ იყვნეს და სრულიად  დაჴსნილ ბოროტისა ეშმაკისაგან. ესე მოიღო დედამან მისმან წინაშე  ნათლით-შემოსილისა მის სუეტისა და სარწმუნოებით ევედრებოდა ნეტარისა  ნინოს, რაჲთა ილოცოს ძესა ზედა მისსა, სიკუდიდ მიახლებულსა, და  ყოს კურნებაჲ. ხოლო ღირსსა მას შეეწყალა დედაკაცი იგი და დასდვა  ჴელი სუეტსა მას წმიდასა და მერმე შეახო ყრმასა მას მდებარესა და ჰრქუა: უკუეთუ გრწმენეს იესუ ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, ჴორციელად მოსრული ცხორებად სოფლისა, განიკურნო გუემულებისაგან შენისა. ხოლო ყრმამან მან ჴმა-ყო და თქუა: მრწამს, წმიდაო ღმრთისაო, და თაყუანის-ვსცემ მას. მაშინ უპყრა ჴელი და აღადგინა იგი და ყოვლითურთ განკურნებული მისცა დედასა თჳსსა. და ყოველნი რომელნი მოვიდოდეს სარწმუნოებით თითოსახეთა სენთაგან შეპყრობილნი, მსწრაფლ განკურნებულნი წარვიდოდეს სახიდ თჳსა და ადიდებდეს ღმერთსა.

ხოლო დაეცა შიში დიდი მეფესა და ყოველსა ერსა ურიცხუთა მათთჳს სასწაულთა, რომელნი აღესრულებოდეს დღითი-დღე. და რამეთუ საზარელ  იყო ბრწყინვალებისა მისგან ზეგარდამოჲსა ყოვლად საკჳრველისა სუეტი  იგი, მაშინ შექმნა გარემოჲს სუეტისა მის საბურველი მეფემან და  დაფარა ხედვისაგან. და ეგრეთ გარეშესა მას საბურველსა შეეხებოდიან  ერნი და ყოველნი განიკურნებოდიან, ვითარითა-ცა შეპყრობილ არიან  უძლურებითა.

 ხოლო სარწმუნოებაჲ მოსლვისა და ცნობად ჭეშმარიტებისა მირიან  ქართველთა მეფისა პირველ ათორმეტისა წლისა წყალობით მოხედვა ყო  ღმერთმან ყოველსა საბრძანებელსა ზედა ჰრომთა და ბერძენთასა, ზეგარდამოჲთა  წოდებითა ჰრწმენა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე ჭეშმარიტად  ღმრთად და მაცხოვრად მეფესა კოსტანტინეს და დედასა მისსა დედოფალსა  ელენეს. და ნათელ-იღეს სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა  და სულისა წმიდისათა მათ და ყოველმან პალატ-მჴედრებმან მათმან  ამაღლებითგან უფლისა ჩუენისა იესუ კრისტესით სამას და მეათერთმეტესა  წელსა. და განიხარა ყოველმან ერმან მორწმუნეთამან, და  ამაღლდა რქაჲ ქრისტეანეთა, რამეთუ დიდმან მან და პირველმან  ქრისტეანეთა შორის მეფემან მსგავსად წმიდათა მოციქულთა იღუაწა  და აჩუენა მჴურვალებაჲ ღმრთის-მსახურებისათჳს და წარავლინა დედაჲ  თჳსი ელენე იერუსალემდ ძიებად პატიოსნისა ჯუარისა, რომელი-ცა  პოვა მან ჯერ-ჩინებითა ღმრთისაჲთა. და აღაშენნა ტაძარნი  საუფლონი და შეამკვნა და ადიდნა წმიდანი იგი ადგილნი, და კუალად  აღმოვიდა სამეუფოდ თჳსა. ვინაჲთგან ყოველთა მეფისა და შემოქმედისა  მიერ აღესრულებოდა განგებულებაჲ ესე ცხორებისათჳს ჩუენისა, შეუძლებელ  იყო ნაკლულევანებაჲ რაჲს-მე და დაფარვაჲ საჴსრად ჩუენდა მის  მიერ მონიჭებულთა განგებულებისა მისისა საიდუმლოთა, რამეთუ ჟამსა  მას, რომელსა ინება გამოცხადებად და აღმობრწყინვებად ქუეყანით ცხოველს-მყოფელი და  პატიოსანი ჯუარი, რომელსა ზედა მან თავადმან ჴელნი განიპყრნა ჴელითა კეთილად მორწმუნისა დედოფლისა ელენესითა, მას-ვე ჟამსა შინა მცხეთას მიწასა შინა დაფარული იგი პირველ სამას ოცდაათთა წელთასა წმიდაჲ სამოსელი მისი ურიცხუთა სასწაულთა და ნიშთა მიერ გამოაბრწყინვა, რომელსა ზედა სუეტის სახედ ნათელი ბრწყინვალე ზეგარდამო იხილვებოდა. და ვითარცა დასაბამ მორწმუნეთა მეფეთა შორის იქმნა ჰრომთა და ბერძენთა ზეგარდამო წოდებითა დიდი კოსტანტინე, ეგრეთ-ვე მას-ვე ჟამსა იქმნა დასაბამ ქართველთა მეფეთა შორის ზეგარდამო განსწავლული კეთილად და სათნოდ ღმრთისა მორწმუნე მეფე მირიან.

 ხოლო ვინაჲთგან განსრულდა შენებაჲ წმიდათა მათ ეკლესიათა და  არღარა იყო ნაკლულევანებაჲ, გარნა მღდელნი ხოლო, წარავლინნა მოციქულნი  საბერძნეთად სწავლითა და მოძღურებითა ნეტარისა ნინოჲსითა  მეფისა მიმართ და ითხოვნა მოძღუარნი და მასწავლელნი ღმრთის-მსახურებისანი. ხოლო  მჴურვალემან მან ტრფიალმან ღმრთის-მსახურებისამან  კოსტანტინე ისწავა რაჲ მიზეზი სათხოველისაჲ, მოციქულნი იგი მრავალსა  პატივსა სიყუარულისასა ღირს ყვნა და მიუვლინა მათ ევსტათი  ანტიოქელ პატრიაქი ფრიადითა პატივითა, კაცი სარწმუნოჲ და  სიბრძნითა და ცხორებითა განშუენებული, რომელი ნათლითა მართლ-მადიდებლობისაჲთა ყოველსა  სოფელსა ჰნათობდა, რამეთუ იყო მას ჟამსა  ნიკეას, წმიდასა მას და დიდებულსა კრებასა სამას ათრვამეტთა წმიდათა  მამათასა, რომელთა თანა დაამტკიცა მართალი სარწმუნოებაჲ და დაამჴუნა  საღმრთოსა მას ბუნებასა ზედა განკუეთილებისა შემომდებელნი. ესე  ფრიადითა ძღუნითა განმდიდრებული, მასწავლელად სჯულისა და წესთა  და მოძღურებად ღმრთის-მეცნიერებისა, მეფისა მიმართ ქართველთაჲსა  მოივლინა.

 და ვითარცა შემოვიდა წმიდაჲ იგი პატრიაქი სანახებსა ქართლისასა  და თანა აქუნდეს ძელი ცხორებისაჲ და ხატი მაცხოვრისა და ყოვლად  წმიდისა ღმრთის-მშობლისაჲ, მოეგება მეფე და მთავარნი მისნი და  ყოველი სიმრავლე ქალაქისაჲ და ჯეროვნითა პატივითა დიდითა აღიყვანეს  პალატად. და მიიღეს კურთხევაჲ მეფემან და დედოფალმან და ყოველმან  ერმან. ხოლო პატრიაქმან უბრძანა წინა განმზადებად ნათლის-ღებისათჳს.

 მოვიდა ღირსი ნინო-ცა და მიიღო კურთხევაჲ პატრიაქისაგან  და მან-ცა ითხოა ლოცვაჲ ჯეროვანი სიმდაბლით და ქადაგად და  მოციქულად და სანატრელად უწოდა. და მისცა წიგნი ელენე დედოფლისაჲ, მოწერილი ნეტარსა ნინოს თანა, ყოვლად-შუენიერი და შემკული და ბრწყინვალე ქებათა და შესხმათა მიერ მახარებელად და მოციქულად წოდებითა, და ნაწილი ძელისა ცხორებისაჲ, და ხატი ქრისტეს ღმრთისა ჩუენისაჲ და ყოვლად-წმიდისა დედისა მისისაჲ, რომელნი-ცა წარმოეგზავნნეს დედოფალსა ელენეს ღირსისა ნინოჲსსა.

ამისა შემდგომად განჰმზადეს სანათლოჲ. და ნათელ-იღეს მეფემან და დედოფალმან შვილითურთ მათით და ყოველთა მთავართა მათთა და ურიცხუმან სიმრავლემან ერისამან სახელითა მამისათა და ძისაჲთა და სულისა წმიდისათა ჴელითა პატრიაქისაჲთა, და შემდგომითი შემდგომად  ნათელს-იღებდეს ურიცხუნი სიმრავლენი წარმართთანი.

 ესე რაჲ იქმნა, ამისა შემდგომად აკურთხნა ეკლესიანი იგი, მათ  მიერ აღშენებულნი, და დაამყარნა საკურთხეველნი და ყო სატფურებაჲ  და დაასხნა ჴელნი ღირსსა იოანეს მთავარ-ეპისკოპოსად საყდარსა  ზედა ყოვლად-წმიდისა ღმრთის-მშობლისასა, და უკურთხნა მღდელნი და  დიაკონნი, და მიუთხრნა მეფესა და ერსა განგრძნობილად სწავლანი საღმრთონი, და  განიხარა მეფემან და ყოველმან სავსებამან მორწმუნეთა ერისამან  და ჰმადლობდეს ღმერთსა.

 ხოლო მკჳდრ იყვნეს მცხეთას შინა ფრიადნი ერნი ჰურიათანი,  რომელთა მთავარ და მღდელთ-მოძღუარ იყო აბიათარ, რომელი ზემო  ვაჴსენეთ. მოიყვანა იგი მეფემან წინაშე პატრიაქისა და ჰრქუა მას,  ვითარმედ: ვითარცა ესერა ხედვენ თუალნი შენნი, გამობრწყინდა ჩუენ  ზედა ნათელი ჭეშმარიტებისაჲ და აღმოგჳყვანნა ბნელისაგან ნათლად და  გჳჴსნნა მონებისაგან ეშმაკისა. აღვიარეთ ჭეშმარიტი ღმერთი და ნათელ-გჳღებიეს  სახელითა წმიდისა სამებისაჲთა და შედგომილ ვართ მცნებასა  და მოძღურებასა წმიდათა მოციქულთა და ქადაგთა მისთასა. აწ რაჲ  გნებავს თქუენ, ჰურიანო, მოიქცევით და აღიარებთ-ა ჭეშმარიტსა სარწმუნოებასა  ჩუენ თანა, ანუ ჰგიეთ თქუენსა-ვე სიცოფესა ზედა, რამეთუ  შენ ხარ წინამძღუარ მათდა? ხოლო აბიათარ ჰრქუა მეფესა: მე, მეფე  თავისა ჩემისათჳს ამას მიგიგებ, რამეთუ ვითარცა უწყიან მთავართა შენთა და  ყოველმან ამან ქალაქმან, ნათესავით ვარ ბენიამენისი და სჯულითა  მოსესმიერითა სწავლულ და ფრიად წურთილ წერილთა წინაწარმეტყუელთასა  და მეცნიერ ყოველსა მათ მიერ ქადაგებულსა, რომელსა  აწ ვხედავ აღსრულებულად. და იგი ყოველნი მისთჳს წამებდეს, ვითარმედ შეცვალებად იყო სჯული და სჯულის-მდებელი და მოსლვად იყო ღმერთი ქუეყანად მსგავსად კაცთა, და წყალთა მიერ ნათლის-ღებად და სამარესა დადებად და აღდგომად მესამესა დღესა. ხოლო მე პირველთა მათთჳს უგუნურებათა მამათა ჩუენთასა ვტიროდე, რამეთუ განარისხეს შემოქმედი და ქმნეს ბოროტი წინაშე მისსა და გამოაჴუნეს თავნი მათნი სრულიად წყალობისაგან ღმრთისა, რომლისათჳს წარწყმდა საჴსენებელი ჩუენი და მივეცენით მონებად. და ჰრომთა დაიპყრეს ქუეყანაჲ ჩუენი და მთავრობაჲ და ჩუენ განვიბნიენით ყოველსა სოფელსა. ხოლო მიკჳრდა მესმოდა რაჲ შედგომაჲ იგი მოციქულთაჲ ქრისტესი და ესრეთ სიკუდილი  მისთჳს, და მივემთხჳე ეპისტოლეთა ნათესავისა ყოვლად-ბრძნისა პავლესთა  და გულისჴმა-ვყავ ყოველი იგი წერილი მათ შინა, და მოველოდე  გამოჴსნასა მოსაწყინებელისა ამისგან სჯულისა ჩუენისა. და არავინ  იყო მოძღუარ და მასწავლელ ჩემდა. აწ ოდეს ინება ღმერთმან და მოავლინა  ქუეყანასა ამას წმიდაჲ ესე და საკჳრველი დედაკაცი ნინო, და განვიცადენ  მოღუაწებანი მისნი მრავალჟამეულნი მაყუალთა და ვიხილენ  სასწაულნი უაღრესნი ბუნებათანი, რომელთა-იგი თქუენ-ცა მეცნიერ ხართ,  მეფეო. და შეუდგა მას ასული ჩემი და იქმნა მოწაფე მისა. პირველად  ასული ჩემი და შემდგომად მე და ყოველი ნათესავი ჩემი სწავლათა  მისთა შედგომილ ვართ. და აწ ესერა მე-ცა მზა ვარ ნათლის-ღებად  სახელსა ზედა წმიდისა სამებისასა.

 და ვითარცა ესე ყოველი წარმოთქუა აბიათარ, განიხარა მეფემან  ფრიად, და პატრიაქმან ნათელ-სცა აბიათარს და ყოველთა ნათესავთა  მისთა. და კუალად სახლისა და ტომისა ელიოზისთა, რომელნი იპოვნეს  სიხარულით ნათელ-იღეს. და კუალად სხუასა ორმეოცსა კაცსა ჰურიასა,  რომელნი მოვიდეს სარწმუნოებად. ხოლო სხუანი იგი ერნი ჰურიათანი  აღიძრნეს აბიათარის ზედა და დასცეს ხე იგი სულნელთაჲ, რომელი  განაშუენებდა ბაგინსა მათსა. და. დაარღჳეს ტაძარი იგი მათი და დაუტევეს  და განიბნინეს თჳნიერ მათ და ბრანგიანთასა, რომელნი მოინათლნეს.

 და მეფემან მიუბოძა მათ დაბაჲ სამკჳდრებელად, რომელსა ეწოდების ციხედიდი. და იყვნეს წინაშე მეფისა საყუარელ და ჭეშმარიტ ქრისტიანე. ხოლო წმიდამან პატრიაქმან ევსტათი აღასრულა, რაჲ-იგი ჯერ-იყო და დაამტკიცა ქუეყანაჲ მართალსა სარწმუნოებასა, და განუწესნა ეპისკოპოსნი და მღდელნი და დიაკონნი და ასწავა წესი ეკლესიისაჲ და ღმრთის-მსახურებისაჲ ყოველსა ერსა. და მიერითგან იჯმნა მეფისაგან და წარემართა ქუეყანად თჳსა. ხოლო მეფემან ქართველთამან და სჳნკლიტიკოსთა მისთა მიუძღუანეს და განუწესეს პატრიაქსა ანტიოქი[ი]სასა შესაწევნელად მოსყიდისა ნივთთა წმიდისა მიჰრონისათა სოფელი ასი, რაჲთა მიერითგან იყვნენ მიმდგომ ანტიოქელ პატრიაქისა. და ესრეთ  პატივითა დიდითა წარგზავნნეს.

 ამისა შემდგომად მოვიდა ჰრომით დიაკონი და მოიღო წიგნი წმიდისა პატრიაქისა პაპაჲსაჲ მეფისა და ყოვლისა ერისა ქართველთაჲსა  კურთხევისა მიცემად, და კუალად ღირსისა ნინოჲს მიმართ ქებისა და  შესხმისაჲ, და ლოცვისა და მაღლისა მისისა ზიარებად. და კუალად  აქუნდა წიგნი მთავრისა მის ფრანგთაჲსა, რომელნი მოენათლნეს  მამასა მისსა, რამეთუ ყოველნი იგი სასწაულნი და საკჳრველებანი მისმენილ  იყვნეს მათდა იერუსალემით და ჰრომით და კოსტანტინეპოლით,  რომელი-იგი აღწერა მან, ყოველი-ვე სმენილი და თუალით ხილული,  და წარიღო ქუეყანად თჳსად და ადიდებდა ღმერთსა.

 ამისა შემდგომად აღვიდა ნეტარი ნინო მთასა მას, რომელი არს  პირისპირ მცხეთასა, წიაღ კერძო არაგუსა, რომელსა ზედა დღეს შენ  არს ეკლესიაჲ ჯუარისა ცხოველისაჲ, და მუნ ღამეთა ათევდა ლოცვითა  ღმრთისა მიმართ. და ძირსა მის კლდისასა, რომელ არს მუნ, ლოცვითა  წყალი აღმოაცენა, რომელი-იგი დღენდელად დღედმდე დის. და მრავალნი  სასწაულნი და კურნებანი იქმნნეს წყლისა მისგან მეოხებითა მის წმიდისაჲთა.

 ამისა შემდგომად ძიება ყო მთავარ-ეპისკოპოსმან ხე, რაჲთა შექმნნეს ჯუარნი და წარგზავნა რევ, ძე მეფისაჲ, და მთავარ-დიაკონი თჳსი და წარაყვანნა ხურონი, და მოჰკუეთეს ხე იმიერ კერძო არაგჳსა, სადა-იგი აღმოაცენეს წყაროჲ ცრემლთა ნინოჲსთა, რომლისაჲ პირველ-ვე სმენილ იყო, რომელი იყო სულნელ და შუენიერ და ფრიად ფურცელ-დაუცჳვნებელ, და ეგრეთ სრულიად მოიღეს წინაშე სუეტი ცხოველისა და ქმნნეს მისგან ჯუარნი სამნი. მაშინ იხილვებოდა სასწაული საკჳრველი, რამეთუ. ზეცით გარდამო მოვიდის ჯუარი ცეცხლისაჲ, შემკული ვარსკულავებითა, ზედა, წმიდათა მათ ეკლესიათა და ვიდრე მოწევნამდე ცისკრისა დადგის დამართებით სუეტისა ცხოველისა ამაღლებულად.

 შემდგომად ამისა განუტევნის ბრწყინვალებანი ვარსკულავთანი  ერთი აღმოსავალით და ერთი დასავალით და თჳთ ამაღლდის ზეცად.

 და კუალად მოვიდის ეგრეთ-ვე და დადგის მთასა მას ზედა, წიაღ კერძო  არაგუსა, კლდესა მას ზედა, მახლობელად წყაროსა და განუტევებდის  ვარსკულავის სახედ ბრწყინვალებათა, რომელი აღმოსავალისაჲ მიიწეოდა  ბუდის, ხოლო დასავალისაჲ თხოთს, სადა-იგი მეფემან ნათელი  თუალთაჲ მიიღო. ესე მრავალ-გზის იხილა მეფემან და ყოველმან ერმან  და განკჳრვებულნი ადიდებდეს ღმერთსა.

 და უბრძანა მეფემან აღშენებად ეკლესიათა: ერთი კლდესა მას  ზედა, რომელსა ჩამოდგის სახე პატიოსნისა ჯუარისაჲ და მუნ დასუენებად " ჯუარი ერთი, რომელნი ქმნნეს ხისა მისგან სულნელისა; და"  კუალად უბრძანა აღშენებად ეკლესიასა მთასა ზედა თხოთისასა,  სახელსა ზედა დიდებულისა მოწამისა გიორგისსა, რამეთუ მუნ მოიღო  ნათელი თუალთაჲ, და ერთი ჯუარი დასუენებად მას შინა. და ბრძანა  ნეტარმან ნინო, რაჲთა ჯუარი ერთი წარგზავნონ ბოდის და უჯარმოს.

 და დაუსუენეს პირველად კლდესა მას ზედა, რომელსა აწ სახელად-ცა  უწოდიან "ჯუარი პატიოსანი". და ჯუარი იგი ვენაჴისა რქისაჲ, რომელ"  მოიღო წმიდისა ღმრთის-მშობლისაგან, არს მას შინა ნაწილად ესენი  განწესებისაებრ თითოეულად წარგზავნნა ღირსმან მღდელმან იაკობ  ფრიადითა სიმრავლითა ერისაჲთა, საკუმეველთა და სანთელთაჲთა, ლოცვითა  და ლიტანიითა და დაასუენნა მათ შინა.

ხოლო ურ იცხუთა მათთჳს სასწაულთა და საკჳრველებათა, რომელნი აღესრულებოდეს დღითი-დღე სუეტისა მისგან ცხოველისა, არავინ იკადრებდა კართა განხუმად თჳნიერ დღისა კჳრიაკისა. და მაშინ მღდელნი ხოლო შევიდიან მას შინა გალობად და ერი პირისპირ მდგომარე ილოცვიდის, რამეთუ შიში და ზარი ფრიადი იყო ყოველთა ზედა.

კუალად წარავლინნა მეფემან და შემოკრიბნა ქვით-ხურონი და გალატოზნი და უბრძანა პირველად ერუშეთს დადებად საძირკუელი ეკლესიისაჲ სადა-იგი არს ფიცარი ფერჴთა მჴნელისათაჲ. და უბრძანა საძირკუელი ეკლესიისაჲ მანგლისს.

 ესრეთ მჴურვალედ სარწმუნოებითა და მართლ-მადიდებლობისა  აღსარებითა, ეკლესიათა აღშენებითა და შემკობითა ეპისკოპოსთა და მღდელთა  მიერ საღმრთოჲთა მადლითა დღითი-დღე სანატრელი იგი მეფე წარემატებოდა.

 ხოლო მსჯავრი სიმართლისაჲ და წყალობაჲ გლახაკთაჲ პირველითგან-ვე  დანერგულ იყო მის შორის მოღუაწებითა ღმრთისაჲთა. არა  ჯერ-იყო სხუათა მათ-ცა სამთავროთა მოუწოდებელად დატევებაჲ ესევითარისა  საშუებელისაგან, არამე ვითარცა მადლისა რას-მე საებგუროჲსაგან  საჩინომან და ბრწყინვალემან ნათელმან ხილვად თჳსისა ბრწყინვალებისა  შეკრიბნის შორიელნი და მახლობელნი, ეგრეთ-ვე აქა საკჳრველებათა  მიერ და მადლთა მისთა ელვარებითა ყოვლით კერძო-ვე  შემოკრბებოდეს და სანუკვარსა მას და სანოვაგესა ზედა სულიერსა  იშუებდეს და ხილვათა და საღმრთოთა სიტყუათა და სწავლათა მისთა  სმენითა იხარებდეს და განათლდებოდეს და თითოსახეთა გუემათაგან  განკურნებულნი ღმერთსა ნინოჲსსა ადიდებდეს.

 ამისთჳს-ცა წარვიდა ნეტარი ესე და თანა წარიყვანა იაკობ მღდელი  და მთავარ-დიაკონი და ერის-მთავარი ერთი ერით მისითურთ და  დადგა წობენს. და მოუწოდა ყოველთა მთეულთა, ჭართალელ-ფხუენელთა  და უქადაგა მათ სარწმუნოებაჲ ჭეშმარიტი ქრისტეს, ღმრთისა ჩუენისაჲ  ხოლო იგინი მოხედვითა მათ ზედა მადლისა ღმრთისათა ლმობიერ  იქმნნეს, და დალეწნეს კერპნი მათნი და მოიქცეს. და ნათელ-იღეს  ჴელითა იაკობ მღდელისაჲთა ფრიადმან სიმრავლემან ერისამან და ჰრწმენა  ქრისტე. ამისა შემდგომად წარვიდა ერწოს და ჟალეთს და უქადაგა  და ნათელ-სცა ერწო-თიანელთა. და მერმე შთავიდა კახეთად და დადგა კაწარეთს, და მოიყვანნა სარწმუნოებად კუხნი და სუჯნი. და გარდავიდა ქველდაბას და მოუწოდა მთავართა კახეთისათა და უქადაგა სარწმუნოებაჲ ქრისტესი, ხოლო მათდა პირველ-ვე უწყებულ იყო ყოველი იგი სასწაული, რომელი იქმნა, და ნათლის-ღებაჲ მეფისაჲ და მთავართა და ერისა მისისაჲ. და სიხარულით შეიწყნარეს სწავლაჲ მისი და მოიქცეს და ნათელ-იღეს ჴელითა მის-ვე იაკობ მღდელისაჲთა. და მუნით მივიდა კხუეთს დაბასა, რომელსა ეწოდების ბოდისი. და მოვიდა მისა დედოფალი კახეთისაჲ სუჯი, და მის თანა მთავარნი და მჴედრები და მონათა და მჴევალთა სიმრავლე. და უქადაგა და ასწავა მათ სარწმუნოებაჲ ქრისტესი, და  წარმოუთხრნა ცხორებისათჳს ჩუენისა განგებულებისა მისისა საიდუმლონი,  ქადაგებანი მოციქულთანი და ყოვლისა სოფლისა მათ მიერ ღმრთის-მეცნიერებად  მოსლვაჲ. და სუეტისათჳს ცხოველისა და დიდებულთა მათთჳს  სასწაულთა, მის მიერ აღსრულებულთა, და მოქცევისათჳს მეფისა  და ერისა სარწმუნოებად, რომელი-ესე მათდა-ცა სმენილ იყო. ამისთჳს-ცა  სიხარულით შეიწყნარნა დედოფალმან და ყოველმან ერმან მისმან ქადაგებაჲ  და სწავლაჲ ნეტარისა ნინოჲსი. და ნათელ-იღეს სახელითა მამისაჲთა  და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, და შეუდგეს ქრისტესა.

 ხოლო ნეტარმან ნინო ესრეთ სრულ ყო რაჲ ქადაგებაჲ ჭეშმარიტებისაჲ  და აღასრულა სრბაჲ ღუაწლისა თჳსისაჲ, ეუწყა სულისაგან, ვითარმედ  დაუტეობს სოფელსა ამას და მივალს უფლისა. მცირედ დასნეულდა  ბუნებითა ჴორცთაჲთა მას-ვე დაბასა შინა ბოდისს. და მიწერა  წიგნი მეფისა და მისცა დედოფალსა კახეთისასა სუჯის, რომელსა წერილ " იყო ესრეთ: "იესუჲს ქრისტეს მონასა ერთ-გულსა, კეთილად მორწმუნესა  და აღმსარებელსა წმიდისა სამებისასა და თანა-შეერთებულსა წმიდათა  მეფეთასა, მეფესა მირიანს, გარდამოგივლინენ უფალმან ღმერთმან,  ვითარცა ცუარი ზეცისაჲ, სიმრავლე წყალობისა მისისაჲ, და ყოველსა პალატ-ბანაკსა და ერსა  შენსა. და იყავნ თქუენდა მარადის სიქადულ  ჯუარი ქრისტესი და მეოხებაჲ ყოვლად-წმიდისა დედისა მისისა, რამეთუ  მე აჰა ესერა მივლე ზოგი ამის ქუეყანისაჲ და უქადაგე სახარებაჲ ქრისტესი  და ვპოვე შეწევნაჲ მისმიერი, რამეთუ შეიწყნარეს ყოველთა და  მოიქცეს ცთომილებისაგან მათისა, და მისცნეს კერპნი მათნი დასაწუველად  ცეცხლსა და ნათელ-იღეს სახელითა წმიდისა სამებისაჲთა და  თაყუანის-სცემენ ქრისტესა, ჭეშმარიტსა ღმერთსა ჩუენსა, და პატიოსან ჯუარსა მისსა. და შენდა ჯერ-არს სიხარული და დიდებისა მიცემაჲ ყოველთა შემოქმედისა ღმრთისა, რამეთუ დღეთა შინა შენთა მოხედნა უფალმან თჳსთა დაბადებულთა, მონა-ქმნილთა მტერისა მიერ, და აღმოუბრწყინვა ნათელი თჳსისა მეცნიერებისაჲ. აწ რომელთა გიხილავს გემოჲ სიტკბოებისა მისისა, გიხაროდენ, რამეთუ სასუფეველსა-ცა მის თანა ღირს-იქმნნეთ. დაიცევით მტკიცედ მართალი სარწმუნოებაჲ ქრისტეანობისაჲ და ბეჭედი წმიდისა ნათლის-ღებისაჲ, რომლითა აღიბეჭდენით, რამეთუ აჰა ესერა ყოველნი მოივლტიან ღმრთივ დაცვულისა მეფობისა თქუენისა ღსარებად ქრისტესა და ძიებად სულთა და ჴორცთა კურნებისა.

ყოველთა შემდგომითი-შემდგომად მიუთხრობდით აღსრულებულთა  დიდებულებათა ღმრთისათა და სასწაულთა მათ საკჳრველთა, რომელნი იხილენით,  რაჲთა დღითი-დღე აღემატებოდის და განძლიერდებოდის და  განმრავლდებოდის სამწყსოჲ ქრისტესა, რაჲთა განათლებულნი სულისა  მიერ და ერთსამწყსო-ქმნილნი ერთბამად სცხონდებოდით სოფელსა  ამას, და შეზღუდვილნი და დაცვულნი მის მიერ იხარებდეთ, და მერმესა  მას საუკუნესა სუფევასა მის თანა იშუებდეთ შუებითა მით არღარა-წარმავალითა,  არამედ სამარადისოდ დაუსრულებელითა. და რამეთუ მე აჰა  ესერა, ვითარცა ერთი სოფლად შემოსრულთაგანი, მოვაკლდები ცხორებისა  ამისგან და მზესა ამას ხილულსა მივეფარები, და წარვალ გზასა მამათა  ჩუენთასა. ჴსენებულ-მცა არს საუკუნოდ კეთილთა შინა უფლისათა  დედოფალი სუჯი, რამეთუ აღიძრა შურითა საღმრთოჲთა და დამუსრნა კერპნი თჳსნი და მოაქცია ერი თჳსი ღმრთის-მსახურებად; და კუალად წარავლინნა სივნიეთად ძმისა და ასულისა მისისა და კუალად ასპურაგანად ასტერეონ მთავრისა, და ყოველნი შემოკრიბნა და ასწავა მართალი სარწმუნოებაჲ. და ყოველთა ბოდის შინა ნათელ-იღეს სახელითა  მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა. აწ მოაშრვეთ ჩემდა  წმიდაჲ ეგე მამათ-მთავარი და კეთილი მწყემსი, რაჲთა წარმგზავნოს და  მომცეს საგზალი სულისაჲ საუკუნოჲ, რამეთუ ჟამი განსლვისა ჩემისაჲ  მოახლებულ არს." და მიიღო და წიგნი ესე ნეტარისა ნინოჲსგან დედოფალმან სუჯი,  აღძრული შურითა საღმრთოჲთა და სურვილითა წმიდისა კათოლიკე  ეკლესიისათა, წარმოემართა ხილვად და თაყუანის-ცემად ცხოველისა სუეტისა და პატიოსნისა ჯუარისა მჴედრობით და ერით და მჴევლებითურთ თჳსით. და რამეთუ ყოველსა მას სიშორესა გზისასა თჳნიერ საჴედრისა წარვლო, და ფრჴივ ვიდოდა იგი თჳნიერ ჴამლთა და ცრემლითა დაალტობდა ქუეყანასა. და ვითარცა მოიწინეს პირისპირ ტაძრისა ცხოველისა სუეტისა, იხილეს, რამეთუ მდინარე იგი დიდი არაგჳ უმეტეს ზომისა მდიდროოდა ფრიად, რომლისაჲ ვერვინ მჴედართაგანმან უძლო წიაღ-სლვად, არამედ რომელნი-ცა შთაჴდიან, გარეუკუნ იქცეოდიან, შესლვად დაყენებულნი სიმძაფრითა წყალთაჲთა. ითქუმოდენ აქა განსაკჳრვებელი იგი ყოველთა შორის და უმდიდრესი სარწმუნოებითა მამაჲ მამათ-მთავართაჲ  და კუალად პეტრე, მიმავალი უფლისა მიმართ წყალთა მათ ზედა  ზღჳსათა მჴურვალითა სარწმუნოებითა. და ვითარცა-იგი თავადმან უბრძანა  მოწაფეთა, ვითარმედ: "უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ, ვითარცა  მარცუალი მდოგჳსაჲ, ჰრქუათ მთასა ... და იცვალოს, ეგრეთ-ვე ამან  საკჳრველმან დედაკაცმან და უფროჲსად განსაკჳრვებამან სიმდიდრითა  სარწმუნოებისაჲთა, აწ-ღა მიღებასა თანა ღმრთის-მეცნიერებისასა მიმღებელმან  მის მადლისამან, მიიღო მჴურვალითა გონებითა გულად თჳსად  არა გარეშე უნდოებაჲ სახისა მარცულისა მის მდოგჳსაჲ, არამედ შინაგანი  იგი სიმტკიცე და სიფიცხე მისი. ესევითარითა გონებითა განმტკიცებულმან  ილოცა უფლისა მიმართ და შეიჭურა წმიდითა ჯუარითა მისითა და  აღჴდა საჴედარსა, და ვიდრე ხედვიდეს იმიერ კერძო მთავარ-ეპისკოპოსი  იოანე და ყოველი ერი, შევიდა სიმძაფრესა მას წყალთასა. დიდებაჲ  ძლიერებათა შენთა, ქრისტე, რომელი მარადის ნიშთ-ჰმოქმედებ შენდა  სარწმუნოებითა მჴურვალითა მოსრულთა. მყის განდგა მდინარე იგი და  განვიდა უვნებელად, და მოეგებვოდა მას მეფე და მთავარ-ეპისკოპოსი  და ყოველი ერი, და დიდებულსა მას ზედა სასწაულსა განკჳრვებულნი  ადიდებდეს ღმერთსა.

 და შევიდეს ერთბამად ეკლესიად და ყვეს ლიტანიაჲ და ლოცვაჲ  და თაყუანის-სცა უფალსა, და შეემთხჳა ცხოველსა სუეტსა და შეწირა  თავი თჳსი შვილითურთ მისით და ყოვლით მონაგებით, და მცირე-ცა იგი  ქალაქი ბართიანი და დაბაჲ დიდი ბოდისი. მაშინ გამოიღო წიგნი იგი  ნეტარისა ნინოჲსი და წარიკითხა მეფემან, ფრიადითა ცრემლითა დაალტო  იგი. და აღდგა და წარემართა, და მის თანა მთავარ-ეპისკოპოსი იოანე და დედოფალი ნანა და ყოველნი მთავარნი მათნი და სიმრავლე ერისაჲ ფრიადი. და იწყეს სლვად და ვითარცა მიიწინეს, მოიკითხნეს და იკურთხნეს მისგან. მაშინ მისცა მშჳდობაჲ და კურთხევაჲ მეფესა და ყოველსა ერსა. და მთავარ-ეპისკოპოსმან იოანე აღასრულა საიდუმლოჲ ჟამის-წირვა და აზიარა განმაცხოველებელსა ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა, რომელი-იგი წარიღო საგზალად საუკუნოდ და შეჰვედრა სული თჳსი ჴელთა ღმრთისათა.

ესრეთ შემკული მოციქულობისა მადლითა, ბრწყინვალე ქალწულებითა განშუენებული ღუაწლთა სიმრავლითა, აღსავსე სათნოებათა ყუავილოვნებითა,  აღტჳრთული ტალანტთა სიმრავლითა, წარმოუდგა წმიდასა  სამებასა და მიართუნა ძღუნად პატიოსნად სიმრავლე ნაშობთა სულისათაჲ, და  ფრიადთა შრომათა და ღუაწლთა მიერ განკაფული სოფლისა  ამისგან სუფევად საუკუნოდ აღვიდა ოცდამეათხუთმეტესა წელსა ქართლს  შემოსლვისა მისისასა, ხოლო დასაბამითგანთა წელთა ხუთ ათას  რვაას ორმეოცდამეათოთხმეტესა. მაშინ შეკრბეს მეფენი და ყოველნი  მთავარნი მათნი და დედოფალნი ქართლისა და კახეთისანი და ურიცხჳ სიმრავლე  ერისაჲ და ჰხედვიდეს პირსა ნინოჲსსა, ვითარცა ანგელოზისასა  და ურთიერთას დასთრგუნვიდეს, რაჲთა სამოსლისაგან მისისა მიიღონ  რამე ევლოგიად, ანუ შეემთხჳნენ ღუაწლით-შემოსილსა მას გუამსა  მისსა. ხოლო მეფემან ძლით დააცხრო შფოთი იგი ერისა. და განიზრახა  მეფემან მთავარ-ეპისკოპოსისა და მთავართა მისთა თანა, რაჲთა წმიდაჲ  გუამი მისი აღმოიყვანოს მის მიერ აღშენებულსა მას წმიდასა ტაძარსა  და მახლობელად ცხოველისა სუეტისა დაჰკრძალოს. და ეჰა სასწაული  დიდებული, რამეთუ ყოველთა ჴელნი უქმ იქმნებოდეს და ყოვლად-ვე  ვერ უძლეს შეძრვად სიმრავლემან მან ერისამან, ვიდრემდის მას-ვე  ადგილსა, დაბასა ბოდისსა, სადა-იგი აღესრულა, მუნ-ვე დაჰკრძალეს  ფრიადითა პატივითა და დიდებითა. და აღაშენა ზედა ლუსკუმასა მისსა  მეფემან ტაძარი, ფრიად შუენიერი, და განაჩინა საეპისკოპოსოდ. და მიერითგან  აქამომდე სასწაულნი და ნიშნი ურიცხუნი აღესრულებიან ნაწილთაგან  მისთა წმიდათა სადიდებელად მამისა და ძისა და წმიდისა სულისა  აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

ხოლო შემდგომად წმიდისა ნინოჲს ცხორებად საუკუნოდ მისლვისა მეფემან მირიან კეთილად წარჰმართა ღმრთის-მსახურებაჲ მართლისა სარწმუნოებისა მტკიცედ შეკრძალვითა, გლახაკთ მოწყალებითა, სიმდაბლითა და სიმშჳდითა, ეკლესიათა აღშენებითა, მსჯავრითა სიმართლისაჲთა, შიშითა ღმრთისაჲთა და სათნოდ ღმრთისა აღესრულა და დაიდვა სამთავროსა ეკლესიასა.

შემდგომად მისსა ძემან მისმან რევ, ყოველი რომელი ემცნო მამასა მისსა, მორჩილებით აღასრულა და სათნოდ ღმრთისა წარჰმართა მეფობაჲ, და იგი-ცა წარვიდა გზასა მამათა მისთასა.

 უწყებაჲ ჯერ-არს ამისი-ცა, საყუარელნო, ვითარმედ ესე მეფე მირიან  ანუ სხუანი მეფენი ქართველთანი, რომლისა ტომისაგან იყვნეს, ანუ ჩუენ  ქართველნი რომელთა ნათესავთა შვილნი ვართ. რამეთუ ალექსანდრე  მაკედონელი იქმნა რაჲ მეფე, პირველად უცხოთესლნი იგი ბოროტნი  წარმოიქცინა დასავალით და კერძსა მას ჩრდილოჲსასა დასხნა. და  ვითარცა უკუ-მოიქცა მუნით და შემოვიდა საზღვართა ქართლისათა, იხილნა  ნათესავნი იგი სასტიკნი წარმართთანი, რომელთა ჩუენ აწ ბუნ-თურქად  და ყივჩაყად უწოდთ. მსხდომარენი მდინარესა ზედა მტკურისასა  მიხუევით, და ქალაქნი მათნი ძლიერნი და ციხენი ფრიად მაგარნი, და ცხონდებოდეს  იგინი ყოვლად უცხოდ კაცთა ბუნებისაგან, ვითარცა მჴეცნი და  პირუტყუნი, რომელთა ქცევისა წარმოთქუმაჲ უჴმარ არს; და ენება რაჲთა-მცა  აფხურნა იგი ქუეყანისა მისგან, არამედ მას ჟამსა ვერ უძლო.

 კუალად გამოვიდეს სხუანი ნათესავნი ქალდეველთაგანნი და დაეშენნეს  იგინი-ცა ქართლს. შემდგომად ამისა განძლიერდა და დაიპყრა ყოველი  სოფელი ამან-ვე ალექსანდრე მაკედონელმან სიბრძნითა და სიმჴნითა  თჳსითა. და აღმოვიდა კუალად ქუეყანასა ქართლისასა და ქალაქნი  და სიმაგრენი ყოველნი უცხოთესლთა მათ გამოუხუნა, რომელნი-მე მოსრნა  და სხუა სიმრავლე მათი ურიცხჳ წარავლინა კედარსა მას, სადა-იგი პირველნი მიიყვანნა, გარეგან ოვსეთისა. და არს ქუეყანაჲ იგი მაღალ  და ვრცელ და სიმრავლე წყალთაჲ, სადა-იგი მიერითგან მკჳდრობენ  დიდნი იგი ნათესავნი ყივჩაყთანი. და თჳთ იწყო შენებად ქუეყანასა ჩუენსა. ხოლო ჰყვა თანა აზოვე, ძე არიან-ქართველთა მეფისაჲ, და მისცა ქუეყანაჲ ესე ჩუენი სამეუფოდ და სამკჳდრებელად, და განუჩინა საზღვარი ჰერეთი და ეგრის-წყალი და სომხითი და მთაჲ ცროლისაჲ, და თჳთ წარვიდა.

ხოლო ესე აზოვე წარვიდა არიან-ქართლად მამისა თჳსისა და წარმოიყვანა მუნით ათასი სახლი მდაბიოჲ და მოქალაქე დედებით, ყრმებითურთ მათით და კუალად ათი სახლი მთავართაგან პალატისათა დედებით და ყრმებითურთ მათით. და მათ თანა ჰყვეს კერპნი ღმრთად. და ესე აზოვე არს პირველი მეფე ქართველთაჲ. და ამისთა შვილის-შვილთაგან  ოცდამერვე მეფე იყო მირიან, რომელი-იგი მხოლოდ იქმნა ქრისტეანე,  და მიერითგან ყოველნი მეფენი ქართველთანი არიან მორწმუნე  კეთილად. და ჩუენ ქართველნი შვილნი ვართ მათ არიან-ქართლით გამოსრულთანი  და ენა მათი უწყით. და ყოველნი მეფენი ქართლისანი ამათ  მეფეთა შვილის-შვილნი არიან.

 ხოლო მათ ჟამთა სპარსთა მიერ ფრიად იმძლავრებოდეს, რომელნი  ჰმსახურებდეს ცეცხლსა და ღმრთად თაყუანის-სცემდეს მზესა.

 და ვითარცა შემდგომად მირიანისა გარდაიცვალნეს ცხრანი მეფენი,  მეათედ მეფე იქმნა ვახტანგ გორგოსანი. და ვიდრე ყრმა-ღა იყო, იძულებით  წარვიდა სპარსეთად და დაიცვა სარწმუნოებაჲ ქრისტესი კეთილად.

 შემდგომად რაოდენისა-მე ჟამისა მოიქცა. და იყო მიქაელ დიდი მთავარ-  ეპისკოპოსად და შეასმინეს მის თანა, ვითარმედ ვახტანგ ქრისტეანობაჲ  დაუტევა. ხოლო მან მსწრაფლ ირწმუნა და არღარა შეიმთხჳა მიმავალი  მოკითხვად მისა, არამედ ფერჴი შეამთხჳა პირსა მისსა და განაძო ეკლესიისაგან.

 ხოლო მეფემან ერსა ჴელი განუყარა და დაადუმა სიბრძნით  და წარავლინნა მოციქულნი საბერძნეთად და ითხოვა მეფისაგან და  პატრიაქისაგან კათალიკოზი და მან წარმოგზავნა პეტრე კათალიკოზად  და სამოელ ღირსი და სხუანი მის თანა.

 ხოლო მეფემან ვახტანგ აღაშენა ქუემოჲ ესე დიდი ეკლესიაჲ  სუეტისა ცხოველისაჲ საკათალიკოზოდ, რამეთუ პირველი იგი მცირე იყო  და მთავრად და წინამძღურად ყოველთა ეკლესიათა განაწესა. და დასუა  მას შინა პირველად კათალიკოზად და მწყემსად პეტრე, რომელი ზემო  ვაჴსენეთ, და დაამდბლა პატივი "სამთავროსაჲ" ესრეთ ღონის-ძიებით  შეურაცხებისა მისთჳს მისისა.

ამან ვახტანგ აღაშენა ტფილისი და ქალაქი მცხეთაჲ მუნ მიცვალა.

ამან დაიმორჩილნა ოვსნი და ყივჩაყნი, ამან შექმნნა კარნი იგი ოვსეთისანი, რომელთა ჩუენ დარიანისად უწოდთ, და აღაშენნა მას ზედა გოდოლნი მაღალნი და დაადგინნა მცველად მახლობელნი იგი მთეულნი, და დღენდელად დღედმდე არა ჴელ-ეწიფების გამოსლვად დიდთა მათ ნათესავთა ოვსთა და ყივჩაყთა თჳნიერ ბრძანებისა ქართველთა მეფისა. ამან ვახტანგ მეფემან ფრიადი ძლევაჲ აღადგინა სპარსთა ზედა და ყოველნი წინა-აღმდგომნი დაიმორჩილნა. რამეთუ იყო საზარელ და გოლიათ და განთქუმულ ყოველსა ქუეყანასა და ჰასაკითა უმეტეს ყოველთა კაცთა, რამეთუ ათორმეტი  ბრჭალი კაცისაჲ იყო სიმაღლე მისი. და აწ-ცა რომელ არს აბჯარი  და სამოსელი მისი, მისგან უფროჲს საცნაურ არს. ხოლო იყო იგი  ფრიად შემკულ ღმრთის-მსახურებითა და კეთილად-მორწმუნეობითა, რომელი  მოიკლა სპარსთა ბრძოლასა შინა მონა-ყოფილისა ვისგან-მე მისისა  ზაკუვით, და არს საფლავი მისი წინაშე სუეტისა ცხოველისა და ზედა  საფლავსა მისსა წერილ არს ხატი მისი, სწორი ჰასაკისა მისისაჲ.

 ამისა შემდგომად ფრიადნი ჭირნი მოიწინეს სპარსთაგან ქართველთა  ზედა, და ფრიადნი სულნი მოსწყჳდნეს და ქუეყანანი დაიპყრნეს და  ფრიადნი იწამნეს სახელისათჳს ქრისტესისა. რომელთაჲ-მე აღწერილ არს  ჩუენ შორის და რომელთაჲ-მე აღუწერელად დაშთა, ხოლო ყოველნი აღწერილ  არიან წიგნსა მას ცხოველთასა და წინაშე ღმრთისა იხარებენ. ამას ყოველსა "ქართლისა ცხოვრებისა" წიგნი ვრცელად მოგჳთხრობს.

 ამისა შემდგომად გამოვიდა მეფე ჰერაკლე და შეიერთნა  ქართველნი და განგებითა სამეუფოჲთა შევიდა სპარსეთად და ყოველი  სპარსეთი შემუსრა: და ტაძარნი და ბომონნი მათნი დაამჴუნა და ხუასრო  მეფე შეიპყრა და ძელი ცხორებისა წარმოიყვანა და ძლევა-მოსილი სამეუფოდ  თჳსად უკუ-მოიქცა.

 ამისა შემდგომად განეფინა უსჯულოჲსა მუჰმედის ქადაგებაჲ. და  შეუდგეს ერნი ურიცხუნი, ვიდრემდის დაიპყრეს სპარსეთი და უმრავლესი  კერძოჲ ქუეყანისა და მიდეთი და სომხითი და ვიდრე კაბადუკიადმდე  და პონტოდმდე მოიწინეს. და ვითარცა განწესებულ იყო ანტიოქიით  კურთხევაჲ ქართლისა კათალიკოზისაჲ და წესთა და მოძღურებათა საეკლესიოთა  სწავლაჲ, არღარა ვის ჴელ-ეწიფებოდა სლვად გზასა მას  შიშისაგან აგარიანთასა, და ამისთჳს ფრიადი ზრუნვაჲ აქუნდა. ხოლო დღეთა თეოფილაკტე ანტიოქელ პატრიაქისათა წარვიდეს მოციქულნი საქართველოჲთ და მიუთხრეს ამის პირისათჳს. ხოლო თეოფილაკტე პატრიაქმან ყო საზოგადოჲ კრებაჲ მიტროპოლიტთა და ებისკოპოსთაჲ და განაჩინა ესრეთ წერილითა ბრძანებითითა, რაჲთა ეპისკოპოსნი სამრემლოჲსა მისისანი შემოკრბებოდინ და ზოგადითა გამორჩევითა მათითა და საკათალიკოზოჲსა მის ადგილისა მღდელთა და ერისაჲთა, და განაჩინონ ყოფადი, რომელი-იგი ღმერთმან გამოუცხადოს და წესისაებრ თჳთ მათ-ვე კათალიკოზად ჴელნი დაასხნენ. და ამის პირისათჳს მოსაჴსენებელი წიგნი დაწერა და დაჰბეჭდა თჳსითა ბეჭდითა და მისცა მათ წესისაებრ  ეკლესიისა. და ერთსა მოსრულთა მათგანსა, სახელით იოანეს,  ჴელნი დაასხნა კათალიკოზად. ხოლო ვითარ-იგი იყვნეს პირველ სასყიდლად  ნივთთა წმიდისა მიჰრონისათა ეკლესიასა ანტიოქიისასა შეწირულნი სოფელნი  რიცხჳთ ასი, ამათ წილ განუწესეს მოცემად მათდა წლითი-წლად  დრაჰკანი ათასი, რომელი-იგი მიეცემოდა ვიდრე დღეთამდე იოანე  პატრიაქისათა. ხოლო მიეცა იგი ორესტის, პატრიაქსა იერუსალემისასა,  რომელი მოციქულად მისრულ იყო მეფისა ბასილის თანა. მხოლოდ ესე-ღა  დაუშთინეს, რაჲთა სახელით ხოლო მოიჴსენებოდის ქართლს პატრიაქი  ანტიოქი[ი]საჲ. და კუალად ჟამსა წვალებათა ზედა აღდგომისასა  მიივლინებოდის მათდა და სულიერთა საქმეთა გამოეძიებდეს მათ შორის  რომლისაგან ყოვლად-ვე შეუხებელად და შეუმრღუეველად და მიუდრეკელად  მარადის პირველითგან დაცვულ არს ნათესავი ჩუენი თანა-მოღუაწებითა  ყოვლად-სახიერისა ქრისტეს, ღმრთისა ჩუენისა, ურიცხუთა წყალობათაჲთა  და უხრწნელისა დედისა მისისა მეოხებითა და საფარველითა.

 ხოლო ბერძენთა ზედა პირველითგან ესევითართა ბოროტთა წვალებათა  მიერ მოწევნილნი განსაცდელნი და ჭირნი არა-ადვილად აღსარიცხუველ  არიან. რამეთუ მარადის მბრძოლი ნათესავისა ჩუენისაჲ, განცოფებული  სიბოროტითა, ხედვიდა რაჲ ღმრთის-მსახურებასა ამაღლებულად და თავსა  თჳსსა დათრგუნვილად, განიპებოდა შურითა, განიჭრებოდა და ღონე-ჰყოფდა  მანქანებითა თჳსითა, რაჲთა კეთილად აღორძინებულსა მას იფქლსა  ღმრთის-მსახურებისასა და მართლ-სარწმუნოებისასა შეურიოს ღუარძლი  თჳსისა სიბოროტისა, ვინაჲთგან ცხადად კერპთ-მსახურებაჲ სრულიად  აღმოფხურილ და განქარვებულ იყო ქუეყანით. ამისთჳს მოივერაგა  ყოვლად-ბილწმან მან და აზმნო დარწმუნებად მის ჟამისა მეფეთა და ყოვლად-მიზდურთა მათ წინამძღუართა ეკლესიათა და მთავართა ერისათა და უჩუენებდა ბნელსა მას ნათლად და მწჳრესა მას წვალებისასა რეც მართლად საწურთელ და სასწავლო ყოფად, რომელთა კეთილად მოღუაწენი იგი მბრძოლნი მართლისა სარწმუნოებისანი სიმჴნით წინა-განეწყვნე და უშიშად ამხილებდეს, რომელნი-იგი ბოროტად მადიდებელთა მათ მეფეთა თანა-შეწევნითა ბოროტად მადიდებელთა მათ ეპისკოპოსთა არიანოზთაჲთა, ვითარცა ძჳრის-მოქმედნი დასაჯნეს სიკუდიდ კაცნი, სწორნი ანგელოზთანი, ვითარცა უწყით ყოველთა, რამეთუ დიდი იგი ქადაგი სინანულისაჲ, იოანე ოქროპირი, ექსორიობითა განკაფეს, რომელთა შინა  სოფლისა ამისგან განვიდა; და კუალად პავლე აღმსარებელი შემდგომად მრავალთა დევნათა და პყრობილებათა საბლითა მოაშთვეს; და მაქსიმეს  აღმსარებელსა ჴელი და ენა მოჰკუეთნეს, შემდგომად ფრიადთა ჭირთა  ექსორიობათა შინა სიკუდიდ დასაჯეს; ეგრეთ-ვე სტეფანე ახალი შემდგომად  მრავალთა ტანჯვათა ძელითა განტჳნეს. და სხუანი უმრავლესნი  რიცხჳსანი მართლისა სარწმუნოებისათჳს მსგავსად-ვე კერპთ-მსახურთა  უწყალოდ მოსწყჳდნეს უსჯულოთა მათ მეფეთა, წმიდათა ხატთა-მბრძოლთა  და ერთ-არსისა სამებისა მგმობართა და განმყოფელთა, ვითარცა იყო  უალი და ანასტასი და ლეონ და უსჯულოჲ კოსტანტინე და სხუანი მრავალნი.  რამეთუ ესოდენ განგრძელდა საცთური ესე, რომელ ყოველნი ეკლესიანი  საბერძნეთისანი დაიპყრნა ბოროტმან ამან წვალებამან, რამეთუ ესოდენ  არღარა იპოვა მართლ-მადიდებელი ეპისკოპოსი სამეფოსა ქუეშე ბერძენთასა:  რომელ წმიდაჲ იოანე, ეპისკოპოსი გუთეთისაჲ, თჳსისა სამწყსოსა  მიერ ქართლისა კათალიკოზისა წარმოივლინა და ამიერ მიიღო  ჴელთ-დასხმაჲ, და ეგრეთ წარვიდა ქუეყანად თჳსად.

 ხოლო ჩუენ ზედა, ქართველთა, მარადის ღმრთისმიერითა მოხედვითა  და ზედა-მდგომელობითა წმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობლისა  და მარადის ქალწულისათა ვინაჲთგან ვიცანთ ჭეშმარიტებაჲ  და აღვიბეჭდენით სულისა მიერ წმიდისა ნათლის-ღებითა და ვისწავეთ  მართალი სარწმუნოებაჲ, არაოდეს მიდრეკილ ვართ გზისა მისგან  წრფელისა, არცა ოდეს შესრულ არს გესლი სიბოროტისა მათისაჲ გულს  ჩუენსა, არცა ბიწი შეგინებისა მიუღია სასმენელთა ჩუენთა, ოდეს-ცა  ბოროტთა მწვალებელთა მრავალ-მზრახვალობისა. არამედ ეკლესიანი და წინამძღუარნი მათნი და ყოველი ერი ჩუენი მტკიცედ და შეურყეველად ჰგიან აქამომდე მართალსა ზედა სარწმუნოებასა; და უკუეთუ ოდეს-მე მათ მიერ სიტყჳს-გებაჲ ქმნილ არს, პირველსა-ვე გამოჩინებასა სიხენეშისა მათისასა წარდევნილ არიან ჩუენ მიერ და კუალად ბოროთ-მძჳნვარებისათჳს მათისა ერისა მიერ მორწმუნისა ქვითა-ცა განტჳნულ არიან, ვითარცა საჩინოდ ჴმობს სიმრავლე იგი ქვათაჲ, შეკრებული პეტროზს ზედა, რომელთა საცთურისაგან მარადის გჳჴსნენინ ქრისტემან, რომლისაჲ არს დიდებაჲ, სიმტკიცე და სუფევაჲ მამისა თანა სულით წმიდით საუკუნეთა მათ დაუსრულებელთა უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

მოქცევაჲ ქართლისაჲ

Отправлено 23 янв. 2010 г., 11:33 пользователем Davit Chumburidze

მოქცევაჲ ქართლისაჲ

შატბერდის კრებულის 1979 წლის გამოცემიდან

თავი - ა

პირველ ოდეს ალექსანდრე მეფემან ნათესავნი იგი ლოთის შვილთანი წარიქცინა და შეჴადნა იგინი კედარსა მას ქუეყანასა, იხილნა ნათესავნი სასტიკნი ბუნ-თურქნი, მსხდომარენი მდინარესა ზედა მტკუარსა მიხუევით, ოთხ ქალაქად, და დაბნები მათი: სარკინე-ქალაქი, კასპი, ურბნისი და ოძრაჴე, და ციხენი მათნი: ციხჱ დიდი სარკინისაჲ, უფლის-ციხჱ კასპისა, ურბნისსა და ოძრაჴისაჲ.

 

დაუკჳრდა ალექსანდრეს და ცნა, რამეთუ იებოსელთა ნათესავნი იყვნეს ყოველსა ჴორციელსა ჭამდეს და სამარე მათი არა იყო, მკუდარსა შეშჭამდეს. და ვერ ეძლო ბრძოლაჲ მათი მეფესა და წარვიდა. მაშინ მოვიდეს ნათესავნი მბრძოლნი, ქალდეველთაგან გამოსხმულნი, ჰონნი, და ითხოვეს ბუნ-თურქთა უფლისაგან ქუეყანაჲ ხარკითა და დასხდეს იგინი ზანავს.

 

და ეპყრა იგი, რომელ ხარკითა აქუნდა, ჰრქჳან მას ხერკი.

 

და შემდგომად რაოდენისა-მე ჟამისა მოვიდა ალექსანდრე, მეფჱ ყოვლისა ქუეყანისაჲ, და დალეწნა სამნი ესე ქალაქნი და ციხენი, და ჰონთა დასცა მახჳლი.

 

ხოლო სარკინესა ქალაქსა ებრძოლა ათერთმეტ თთუე და დადგა სარკინესა დასავალით კერძო და დაასხა ვენაჴი და რუჲ გამოიღო ქსნით, და დასხნა კაცნი მერუვენი დასტაგითა რუჲსაჲთა; და ჰრქჳან ადგილსა მას ნასტაგისი.

 

და მერმე გამოიღო სარკინე. თჳთ დაყარეს და მეოტ იქმნნეს. და თანა-ჰყვანდა ალექსანდრეს მეფესა აზოჲ, ძჱ არიან-ქართლისა მეფისაჲ, და მას მიუბოძა მცხეთაჲ საჯდომად და საზღვარი დაუდვა მას ჰერეთი, და ეგრის წყალი, და სომხითი და მთაჲ ცროლისა[ჲ] და წარვიდა.

 

ხოლო ესე აზოჲ წარვიდა არ[ი]ან-ქართლად, მამისა თჳსისა და წარმოიყვანა რვაჲ სახლი და ათნი სახლნი მამა-მძუძეთანი, და დაჯდა ძუელ მცხეთას და თანა-ჰყვანდეს კერპნი ღმრთად -- გაცი და გა.

 

 

ა~. და ესე იყო პირველი მეფჱ მცხეთას შინა აზოჲ, ძჱ არიან-ქართველთა მეფისაჲ, და მოკუდა.

 

ბ~. და შემდგომად მისა დადგა ფარნავაზ. ამან აღმართა კერპი დიდი ცხჳ[რ]სა ზედა, და დასდვა სახელი მისი არმაზი. და მოქმნა ზღუდე წყლით კერძო, და ჰრქჳან არმაზ.

 

გ~. და შემდგომად მისა დადგა მეფედ საურმაგ. ამან აღმართა კერპი აჲნინა გზასა ზედა. და იწყო არმაზს შჱნებად.

 

დ~. და მისა შემდგომად მეფობდა მირვან. და აღმართა დანინა გზასა ზედა წინარე და აღაშენა არმაზი.

 

 

ე~. და მეფობდა ფარნაჯობ და აღმართა კერპი ზადენ მთასა ზედა. და აღაშენა [ციხჱ].

 

ვ~. და მეფობდა არს(ოკ) [და] ქალაქსა ზღუდენი მოაქმნნა.

 

ზ~. და მეფობდა არიკ, რომელმან შიდაციხე აღაშენა არმაზსა.

 

ჱ~. და მეფობდა ბრატმან, რომელსა ზე მცხეთას ქალაქი დაეწყო.

 

თ~. და მეფობდა მირეან. და მან აღაშენა მცხეთაჲ ქალაქი.

 

ი~. და მეფობდა არსუკ, რომელმან კასპი შეიპყრა და უფლის-ციხე განაგო.

 

ია~. და მეფობდა როკ, რომელმან რაჲთურთით მცხეთაჲ გაიშორა. და მეფობაჲ ორად გაიყო, ორნი მეფენი დასხდეს იმიერ და ამიერ.

 

იბ~. და მეფობდა ქარძამ არმაზს და მცხეთას -- ბრატმან. და ამათთა ჟამთა ჰურიანი მოვიდეს მცხეთას და დასხდეს.

 

იგ~. და მეფობდა იმიერ ფარსმან და ამიერ კაოზ.

 

იდ~. და მეფობდა იმიერ არსოკ და ამიერ -- ამაზაერ.

 

იე~. და მეფობდა იმიერ ამაზასპ და ამიერ -- დერუკ.

 

ივ~. და მეფობდა იმიერ ფარსმან ქველი და ამიერ -- ფარსმან ავაზ.

 

იზ~. და მეფობდა იმიერ როკ და ამიერ -- მირდატ. და ამისა ზე მოაკლდა არმაზი სამეუფოჲ და მცხეთას ოდენ იყო მეფობაჲ.

 

იჱ~. და მეფობდა ღადამი და დღე კ~.

 

ით~. და ფარსმან,

 

კ~. და ამაზასპ,

 

კა~. და რევ მართალი.

 

კბ~. ვაჩე .

 

კგ~. ბაკურ.

 

კდ~. მირდატ.

 

კე~. ასფაგურ.

 

კვ~. ლევ. მამაჲ მირეანისი.

 

კზ~. [მირეან]

 

ესე ოცდარვანი მეფენი ქართლს შინა წარმართნი.

 

 

და იყო დღეთა კოსტანტინე მეფისათა, ქრისტეს აღმაღლებითგან სამას და მეათესა წელსა, იყო ღუაწლი ბრძოლისაჲ მტერთაგან და ფრიად ერეოდეს მეფესა კოსტანტინეს, ძესა კოსტაჲსსა. და გულ-გდებულ იყო ურვათაგან ოსტანტი კეისარი.

 

იყო ვინმე კაცი ეფესელი და წარმოთქუა წინაშე მეფისა, ვითარმედ: "ქრისტეანენი იგი ჰრომნი და ყოველნი ჰინდონი და ვის-ცა ვის აქუს შჯული იგი ახალი ქრისტეს წმიდისაჲ, ძელითა ჯუარისაჲთა და მისითა სასოვებითა სძლევენ მტერთა ძლიერად".

 

მას ჟამსა აღიძრა მეფჱ გუნდებითა, და წარავლინა მოყვანებად ებისკოპოსთა იერუსალჱმით, ანტიოქიაჲთ, ჰრომით და ალექსანდრიაჲთ და ნათელ-იღო მან თავადმან და დედამან მისმან ბანაკითურთ.

 

მით ჟამითგან მეათესა წელსა წარვიდა ჰელენე იერუსალჱმდ ძიებად პატიოსნისა ჯუარისა. და მეათოთხმეტესა წელსა ივლტოდა დედაკაცი ვინმე მეფეთა ევადაგი, სახელით რიფსიმე, რომლისა-მე მიზეზისათჳს დედა-მძუძითურთ.

 

და იყო მის თანა ტყუე ერთი დედაკაცი შუენიერი, სახელით ნინო, რომლისა საქმჱ მისი გამოიძია ჰელენე დედოფალმან. და იყო იგი ჰრომი მთავარი, და თჳთ მოევლო გზაჲ თჳსი და ექმნნეს კურნებანი. და მოწევნულ იყო საბერძნეთა და ჰმოძღურიდა მთავარსა მას რიფსიმეს.

 

და ვითარცა წარმოივლტოდა რი[ფ]სიმე ზღუად, გაჲ[ა]ნე და ნინო და სხუანი ვინმე მათ თანა გამოვიდეს არეთა სომხით[ი]სათა, საყოფელსა თრდატ მეფისასა. და იგინი იმარტჳლნეს მუნ.

 

ხოლო ნინო დაშთა და წარმოემართა მთათა კერძო ჩრდილოჲსათა და მოვიდა მდინარესა მტკუარსა, მოჰყვა და მოვიდა მცხეთად, ქალაქსა დიდსა მეფეთა საჯდომელსა. და იყო სამ წელ ეგრეთ. ილოცვიდა ფარულად ადგილსა ერთსა შებურვილსა ბრძამლითა მაყულისაჲითა.

 

და შექმნა სახჱ ჯუარისაჲ, ნასხლევისაჲ და მუნ დაადგრა და ილოცვიდა. და ადგილი იგი იყო ზღუდესა გარეგან. ხოლო მან მაყუალთა ადგილი არს ზემოჲსა ეკლესიისა საკურთხევლისა ადგილი. [დ]ა მეოთხესა წელსა იწყო თქუმად ქრისტე ღმერთი და შჯული: "და [მე] ვპოვე ცთომასა შინა ჩრდილოჲსა ესე ქუეყანაჲ". და მეექუსესა წელსა არწმუნა [ცოლსა] მეფისასა ნანას სენსა შინა მისსა და მეშჳდესა წელსა მეფესა არწმუნა სა[ს]წაულითა ქრისტესმიერითა. და მწრაფლ აღაშენა ეკლესიაჲ ქუემო[ჲ] სამოთხესა შინა. და სუეტი იგი იყო ძელისაჲ, რომელი თჳთ აღემართა.  

 

და ვითარცა აღაშენეს ეკლესიაჲ, წარავლინა მოციქული და წიგნი ნინოჲსი საბერძნეთა, მეფისა კოსტანტინესა თხოვად მღდელთა. ხოლო იგინი მწრაფლ მიიწინეს.

 

და მოსცა მეფემან იოვანე ეპისკოპოსი და ორნი მღდელნი და ერთი დიაკონი და წიგნი ელენე დედოფლისაჲ და ხატი მაცხოვრისაჲ და ძელი ცხორებისაჲ ნინოჲსთჳს.

 

და ვითარცა მოვიდეს, ნათელი მოიღო მირეან მეფემან და დედოფალმან და ყოველმან სახლმან მათმან. ითხოვეს ხჱ, რაჲთა შექმნან ჯუარი. და ძიება ყვეს ხუროთა, და პოვეს ხე ერთი, მდგომარე ბორც[უ]სა ზედა კლდისასა, რომელსა ფურცელი მისი არაოდეს დასცჳოდა. და სულჰამოჲ იყო ხე იგი და შუენიერი ფრიად, ვითარცა მადლითა ქრისტე შემოსილი. და ადგილი იგი ბორცჳ შეუვალი იყო კლდისაგან. და უთხრეს მეფესა და ეპისკოპოსსა. ხოლო მეფემან წარგზავნა ძე თჳსი რევ და მთავ[ა]რ\-დიაკ[ო]ნი, იხილეს შუენიერად დგომაჲ ხისაჲ მის. ხოლო ფურცლოოდა ჟამთა არისათა. და იტყოდა მთავარდიაკონი იგი მუჴლსა დავითისსა, ვითარმედ: "ესე ხე არს დანერგული თანა წარს[ა]ვ[ა]ლსა კლდის[ა]სა ზეგარდამო[ჲ]თა ცუარითა მორწყული და ფურცელნი მისნი არა დასცჳვენ უკუნისამდე".

 

და უბრძანა ხუროთა მოკუეთაჲ ხისაჲ მის. და შექმნეს სახე პატიოსნისა ჯუარისა, ვითარცა ასწავა მთავ[ა]რ-დიაკონმან, სამ გუამად შექმნნეს ხისა მის ტანის[ა]გან სამნი ჯუარნი და აღმართნეს მცხეთას, (ვითარცა სწერია მცირესა მას მოკლედ აღწერილსა მას წიგნსა ქართლისა მოქცევის[ა]სა, გრიგ[ო]ლი დიაკონისა მიერ აღწერილსა. და ერთი ჯუარი აღმართა მირიან მეფემან მთასა ზედა მაღნარის[ა]სა, რომელსა ჰ[რ]ქჳან თხოთისა, და ერთი-იგი -- მახლობელად პატიოსნისა ჯუარისა-ვე.

 

და წარავლინნა მირიან მეფემან და ითხოვნა საბერძნეთით ქვისა მთლელნი და კირით ხურონი. და მოსცნა მეფემან და წარმოვიდეს ერუშეთს. და დადვეს საძირკუელი ეკლესიისა[ჲ]. და დაუტევეს ფერჴთა ფიცარნი მაცხოვრისანი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესნი და წარმოვიდეს მანგლისს და დადვეს საძირკუელი ეკლესიისა და დაუტევნეს სამსჭუალნი და ესრეთ მოვიდეს მცხეთად.

 

და იწყო მეფემან შენებად ქვითა ეკლესიასა გარეუბნისასა. და ვითარცა ცნა მეფემან, რამეთუ დადვეს საძირკუელი პირველ ერუშეთს და მანგლისსა და დაუტივნეს მუნ სასურვ[ე]ლნი იგი ფიც[ა][ვ]რნი და სამსჭუალნი, აღივსო ურვითა და დააყენა საქმე მოსწრაფებისა, ვიდრე არა ისწ[ა]ვა მთავარ ებისკოპოსისაგ[ა]ნ, ვითარმედ: "შენ თანა არს ამ[ა]ს ქალაქსა შინა სამოს[ე]ლი ქრისტესი ყოლად ზეგარდ[ა]მო ქსოვილი, რომელი ჯუარის მცუმელთა მათ განიყვეს, და კუართი იგი ამათ იხუედრეს, ჩრდილოსა ამ[ა]ს ქალაქსა შინა დაფარეს, და აწ შვილნი მათნი არიან, ვინ უწყის, თუ ადგილი-ცა იცოდენ. ხოლო ჟამი მისი მერმე არს, ოდეს გამოჩნდეს დიდებით ქუეყანასა ზედა. ეგრ[ე]თვე ხალენი ელია[ჲ]სი აქ-ვე დამარხულ არს.

 

და აღივსო სიხარულითა მეფე და მყის მოხადნ<ა> ყოველთა ჰურიათა და ჰკითხა, თუ:  "ნამდჳლვე?" და მათ აუარეს მართ[ა]ლი და არა უარ-ყვ[ე]ს. და თქუეს, ვითარმედ: "აქეთ წარვიდეს ელიოზ მცხეთ[ე]ლი და ლონგინოზ კანისელი და თალენავ და მისაელ". და კუართისა მის თქუეს წილით ხუედრებაჲ ამათი, ხოლო ადგილი იგი უარ-ყვეს. მაშინ განმხიარ[უ]ლდა მირიან მეფე, რაჟამს ეუწყა, ვითარმედ: "პირველ მოწევნ[უ]ლ იყო კუართი იგი ქრისტესი იერუსალჱმით მცხეთად". მადლობდა ღმერთსა და იტყოდა: "კურთხეულ ხარ შენ, უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისა ცხოველისაო, რამეთუ გინდა ცხორებაჲ ჩუენი და ჴსნაჲ ჩუენი ეშმაკისაგან და ადგილისა მისგან ბნელისა, ოდეს-იგი სამოსელი შენი ებრაელთა მათ წარმოეც წმიდით ქალაქით იერუსალჱმით უცხოთა ამათ ნათესავთა ქალაქად, რამეთუ ჯუარ-ცუმასა შენსა ამას ქალაქსა მეფობდეს მამანი ჩუენნი".

 

და წარემართა მეფჱ და ყოველი ქართლი ქრისტეანობასა მოწრაფებითა დიდითა.

 

მაშინ ნეტარმან მან დედაკაცმან ნინო თქუა: "კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსი, რომელმან მოავლინა სიტყუაჲ წმიდაჲ მისი ცათა მაღალთაჲთ თჳთ ძლიერისაგან საყდრისა გარდამოსრული ქუეყანად მდაბლად უეჭუელად შობად ჴორციელად თესლისაგან დავითისა დედაკაცისაგან მარტოდ შობილისა წმიდისაგან და უბიწოჲსა, რომელი სათნო-ეყო მას და ამით მიზეზითა ცხორებაჲ ჩუენი შექმნა და ყოველი ცასა ქუეშე მყოფი განანათლა და უმეტეს მისა მიმართ მორწმუნენი აცხოვნნა, რამეთუ იშვა ვითარცა კაცი, პატივ-ეცა ვითარცა ღმერთსა, ნათელ-იღო ვითარცა მსახურმან ვინმე შჯულისამან წყლისა და მიწისაგან, ხოლო მამით და სულით წმიდით ზეგარდამო იწამა და იდიდა, ჯუარს-ეცუა, დაეფლა და აღდგა, აჴდა მათ-ვე სიმაღლეთა მამისა თანა და მომავალ არს დიდებითა, რომელსა შუენის გალობაჲ ამენითა".

 

და ვითარცა ესე თქუა, წარიყვანა იაკობ მღდელი, საბერძნეთით მოსრული, და ერის-თავი ერთი, წარვიდა და დადგა წობენს. და მოუწოდა მთეულთა, ჭართალელთა და ფხოელთა, და წილკანელთა და უქადაგა სარწმუნოვებაჲ ქრისტჱსი. ხოლო მათ განუყარეს თავი და ერის-თავმან მცირედ წარჰმართა მახჳლი და შიშით მოსცნეს კერპნი მათნი დალეწად. და გარდავიდა ერწუდ და დადგა ჟალეთს, დაბასა ედემს, და ნათელ-სცა ერწუ-თიანელთა. და ყუარელთა ესმა ესე და გარდაკრბეს თოშეთა, რომელნი უკუანაჲსკნელ იპოვნეს, თრდატ მეფემან მოიყვანნა და მონათლნა.

 

და ნინო შთავიდა კხოეთა და დადგა კაწარეთს და მონათლნა კხოელნი და სოჯნი ერითურთ მათით.

 

და გარდავიდა კახეთა და დადგა ქცელ-დაბას. და მოიყვანნა კახნი მთავარნი და მონათლნა.

 

და დასნეულდა და წარმოემართა მცხეთად. და ვითარცა მოიწია კხოეთას, დაბასა, რომელსა ჰრქჳან ბოდინი, ვერღარა ეძლო სლვად. და მო-ხოლო-ვიდეს უჟარმით ქალაქით რევ, ძჱ მეფისაჲ, და სალომე, ცოლი მისი, და ასული მისი და ზედა-ადგეს მოურნედ და მიუვლინეს მცხეთით მეფემან და ცოლმან მისმან ნანა იოვანე მთავარებისკოპოსი ხილვად და წარყვანებად. ხოლო მან არა ინება, არამედ დაჰვედრა იაკობ მღდელი: "რაჲთა შემდგომად შენსა მან დაიპყრას საყდარი".

 

და მის წინაშე მისცა წიგნი იგი ელენე დედოფლისა მოწერილი, რომელი მოეწერა ნინოჲსა, დედოფლობით და მოციქულად და მახარებელად შეემკო და ძელი ცხორებისაჲ წარმოეცა დედოფლისა ნანაჲსა. და შეწირა ჟამი იოვანე, და აზიარა ნინო ჴორცსა და სისხლსა ქრისტჱსსა. და წარიღო ესე საგზლად სულისა.

 

და შეჰვედრა სული თჳსი ჴელთა ღმრთისათა ქართლად მოსლვითგან მეათხუთმეტესა წელსა და ქრისტეს აღმაღლებითგან ტლჱ~ წელსა, დასაბამითგან ჭყლჱ~ წელსა.

 

მაშინ შეიძრნეს ორნი ესე ქალაქნი -- მცხეთაჲ და უჟარმაჲ -- და ყოველი ქართლი სიკუდილისა მისისათჳს. და მოვიდეს და დაჰმარხეს ძლევით შემოსილი გუამი მისი, ადგილსა-ვე ზედა ბუდს, დაბასა კხოეთისასა. და წარვიდა მირეან მეფჱ და ყოველი ერი, რამეთუ იქმოდეს ზემოსა ეკლესიასა ქვითა. და განიშორეს მეოთხესა წელსა. და მოკუდა მირეან მეფჱ და დაეფლა საშუვალსა სუეტსა სამხრითსა ჩრდილოჲთ კერძო. და მას სუეტსა შინა არს ნაწილი სუეტისა მის ცხოველისაჲ. და მეორესა წელსა მოკუდა ცოლი მისი ნანა და დაეფლა დასავალით კერძო მას-ვე სუეტსა, სადა მირეან მეფჱ დამარხულ იყო.

 

და დაჯდა მეფედ ბაკურ, ძჱ რევისი. და მოკუდა იოვანე ებისკოპოსი და დაჯდა იაკობ, მღდელი იგი მუნით-ვე მოსრული, მთავარეპისკოპოსად. და ოცდამესამესაწელსა აღმართებითგან პატიოსნისა ჯუარისა შეუქმნა კუბაჲ რევ და შეიქმნა საფლავი ქუემოსა ეკლესიასა.

 

და მოკუდ[ა] რევ და დაემარხა ცოლითურთ. და შემდგომად მისა, მეათესა წელსა, ამან ბაკურ დაიწყო წილკნისა ეკლესიასა და განეშორა ოცდამეათხუთმეტესა წელსა. და მოკუდა და დაეფლა ქუემოსა ეკლესიასა. და დაჯდა მეფედ ძმაჲ მისი თრდატ. და მთავარებისკოპოსი იყო ნერსე სომეხთა კათალიკოზისა დიაკონი იობ. და მეფემან რუჲსთვისა რუჲ გამოიღო და ეკლესიისა საფუძველი დადვა. და მის ზე-ვე ნეკრესს კახეთისასა ეკლესიაჲ აღიშენა განსრულებით.

 

და შემდგომად მისა დადგა ვარაზ-ბაკურ მეფედ. და მისა ზე-ვე სპარსთა მეფისა მარზაპანნი შემოვიდეს სივნიეთა და იგი ჴიდარდ უკუ-ჯდა. და მთავარებისკოპოსი იყო იგი-ვე იობ.

 

და მაშინ მოვიდა ქრამ ხუარ-ბორზარდ, სპარსთა მეფისა პიტიახში, ტფილისად ქალაქად, ციხედ. და ქართლი მისსა ხარკსა შედგა, და სომხითი და სივნიეთი და გუასპურაგანი. და მისა ზე აღაშენეს აზნაურთა წმიდაჲ იგი ეკლესიაჲ მცხეთას და დაამოთაულეს დიდსა მას ეკლესიასა სოფლებითა და ქარდაგებითა ქართლს შინა.

 

და მისა შემდგომად მეფობდა ბაკურ, ძჱ თრდატისი. და მთავარებისკოპოსი იყო ელია. და ამან აღაშენა ეკლესიაჲ ბოლნის[ს] . და იმიერ განვიდა და განაახლნა არმაზნი სპარსთა შიშისათჳს.

 

და მისა შემდგომად მეფობდა ფარსმან, დის-წული თრდატისი. და მთავარებისკოპოსი იყო სჳმეონ.

 

და მისა შემდგომად მეფობდა მირდატ. და ესე წარიყვანა პიტიახშმან ვარაშ ბაღდადს და მუნ მოკუდა.

 

და მისა შემდგომად მეფობდა არჩილ, და მთავარებისკოპოსი იყო იონა. და მაშინ დაეცა ქუემოჲ ეკლესიაჲ. და იონა მოიცვალა გარეუბნისა ეკლესიასა და სუეტი იგი ცხოველი თანა-წარმოიღო.

 

და მისა ზე აზნაურთა სტეფანე-წმიდაჲ აღაშენეს არაგუსა ზედა. და მოგუნი მოგუეთას მოგობდეს ცეცხლისა მსახურებასა ზედა. და მის-ვე არჩილის ზე ოთხნი მთავარებისკოპოსნი გარდაიცვალნეს.

 

და მერმე მეფობდა მირდატ. და მთავარებისკოპოსი იყო გლონოქორ. და ესე მთავარებისკოპოსი ერის-თვადცა იყო ბარაზბოდ პიტიახშისაგან ქართლს და ჰერეთს.

 

და მისა შემდგომად მეფობდა დიდი ვახტანგ გოლგასარი, და მთავარებისკოპოსი იყო იოველ. მაშინ წარიყვანეს ვახტანგ სპარსთა. და შემდგომად რაოდენისა-მე ჟამისა მოიქცა, და მთავარებისკოპოსი იყო მიქაელ. და მან მიამთხვა ფერჴი პირსა მეფისასა ვახტანგს. ხოლო მეფემან წარავლინნა მოციქულნი საბერძნეთა და ითხოვა მეფისაგან და პატრეაქისაგან კათალიკოზი. ხოლო მან მოსცა პეტრე კათალიკოზი. და თანა ჰყვანდა მას სამოველ მონაზონი, წმიდაჲ და ღირსი. და აღაშენა ქუემოჲ ეკლესიაჲ ვახტანგ მეფემან და დასუა პეტრე კათალიკოზი. და ესე იყო ქართლის მოქცევითგან რო~ წელსა. მეფენი გარდაცვალებულ იყვნეს ათნი, და მთავარებისკოპოსნი ათცამეტნი. ხოლო პირველი კათალიკოზი იყო პეტრე.

 

და ამისა შემდგომად მეფობდა დაჩი უჟარმელი, და კათალიკოზი იყო სამოველ და მისა ზე ტფილისს კაცნი დასხდებოდეს, და (მარიამ)-წმიდაჲ ეკლესიაჲ აღაშენეს. და კათალიკოზი იყო პეტრე.

 

და ამისა შემდგომად მეფობდა ბაკურ, ძჱ დაჩისი, და კათალიკოზი იყო სამოველ.

 

და მისა შემდგომად მეფობდა ფარსმან, და კათალიკოზი იყო თავფაჩაგ. და მისა ზე-ვე ჩიმაგა ვ~. და მისა ზე-ვე სპარსთა მეფობაჲ მცხეთად მოვიდა და შეაშფოთა ქართლი და ქალაქნი და წარვიდა.

 

და მისა შემდგომად მეფობდა ფარსმან სხუაჲ, და კათალიკოზი იყო დასაბია, მკჳდრი მცხეთელი. და აქაჲთგან ორთა სახლთა აღიღეს კათალიკოზობაჲ მცხეთელთა მკჳდრთა. და მის-ვე მეფისა ზე კათალიკოზი იყო ევლალე.

 

მაშინ მოვიდა ნეტარი იოვანე ზედაზადენელი შუვამდინარით ასურეთისაჲთ იგი და ათორმეტნი მოწაფენი მის თანა მოვიდეს.

 

და მისა შემდგომად მეფობდა ბაკურ, და კათალიკოზი იყო მაკარი. და მისა ზე-ვე ვარსქენ პიტიახში იყო. და შუშანიკ იწამა ცურტავს.

 

და მისა შემდგომად კათალიკოზი იყო სამოველ, და მერმე -- სიმონ-პეტრე. და მის ბაკურის ზე-ვე დაესრულა მეფობაჲ ქართლისაჲ.მაშინ მცხეთაჲ ათხელდებოდა და ტფილისი ეშენებოდა, არმაზნი შემცირდებოდეს და კალაჲ განდიდნებოდა.

 

სპარსნი უფლებდეს ქართლს და სომხითს და სივნიეთს და გუასპურაგანს; და კათალიკოზი იყო სამოველ და ნელად-რე შეკრბა ქართლი. და განაჩინეს ერის-თავად გუარამ და მერმე -- კურაპალატად-ცა. ამან დადვა საფუძველი პატიოსნისა ჯუარისაჲ და ამას ზე-ვე იყო კათალიკოზი სამოელ-ვე სხუაჲ. და ტფილისისა მკჳდრთა დიდსა ეკლესიასა დაიწყეს: ნახევარსა იქმოდა ყოველი ერი და ნახევარსა ერის-თავნი; და კათალიკოზი იყო ბართლომე.

 

და მისა შემდგომად ერის-თვობდა სტეფანოზ, ძჱ მისი, ძმაჲ დემეტრესი, და იქმოდა ეკლესიასა ჯუარისასა.

 

მაშინ ჩამოვლო ჰერაკლე მეფემან ბერძენთამან. და უჴმო ციხის-თავმან კალაჲთ ტფილისისაჲთ მეფესა ჰერაკლეს ვაც-ბოტობით.

 

ხოლო მან ფერჴი დააპყრა და დანიელი მოიღო და მოიძია (სიტყუაჲ) ესე: "მოვიდეს ვაცი იგი მზის დასავალისაჲ და შემუსრნეს რქანი ვერძისა მის მზის აღმოსავალისანი". და მეფემან ჰრქუა: ,(უკუეთუ ჩემთჳს) ესრეთ იყოს სიტყუაჲ, მე მიგაგო მისაგებელი შენი". და დაუტევა ჯიბღო ერის-თავი ბრძოლად. და თჳთ წარვიდა ბაღდადს ბრძოლად ხუასრო მეფისა.

 

ხოლო ამან ჯიბღო მცირეთა დღეთა შემდგომად კალაჲ გამოიღო და ციხის-თავი იგი შეიპყრა და პირი დრაჰკნითა აღუვსო. და მერმე მრთელსა ტყავი გაჰჴადა და მეფესა უკუანა მისწია გარდბანს ვარაზ გრიგოლისსა შინა.

 

წარვიდა ჰერაკლე და შემუსრა ბაღდადი და შეიპყრა ხუასრო მეფჱ და მოღებად სცა ძელი ცხორებისაჲ. და იწყო ბრძანებით შჱნებად იერუსალჱმსა და მოდისტოს დასუა პატრეაქად. და წარმოვიდა აქაჲთ-ვე მეშჳდესა წელსა. და ვიდრე მოსლვადმდე მისა ტფილისს სიონი განეშორა მკჳდრთა, ხოლო ჯუარისა ეკლესიასა აკლდა-ღა. ამან ჰერაკლე ტფილისს და მცხეთას და უჟარმას განავლინნა ქადაგნი, რაჲთა ყოველნი ქრისტეანენი ქალაქთა შინა ეკლესიათა შინა შემოკრბენ და ყოველნი მოგუნი და ცეცხლისა მსახურნი ანუ მოინათლნენ ანუ მოისრნენ.

 

ხოლო მათ ნათლის-ღებაჲ არა ინებეს, ზაკუვით თანა-აღერინეს ქრისტეანეთა, ვიდრემდის ყოველთა ზედა წარჰმართა მახჳლი და ეკლესიათა შინა მდინარენი სისხლისანი დიოდეს.

 

ხოლო ჰერაკლე განწმიდა შჯული ქრისტესი და წარვიდა. და ერის-თვობდა იგი-ვე დიდი სტეფანოზ, და კათალიკოზი იყო ბართლომე მეორედ.

 

და შემდგომად ერის-თვობდა ადრნესე, და მისა ზე სამნი კათალიკოზნი იცვალნეს: იოვანე, ბაბილა, თაბორ.

 

და მისა შემდგომად ერის-თვობდა სტეფანოზ, ძჱ მისი და ამან განიშორა ჯუარისა ეკლესიაჲ და დადვა კრებაჲ ჯუარს ჯუარობასა ერთ თთუე. და ტფილისს დაჯდა სტეფანოზ, და კათალიკოზი იყო სამოველ. და მისა ზე-ვე -- ევნონ.

 

და ჰამბავი მოჴდა, ვითარმედ ბაღდადი აგარეანთა დაიპყრეს-ო და ამისთჳს ბერძენთა ქუეყანაჲ ჯორსა აჰკიდეს და წარიღეს საბერძნეთა.

 

და მისა შემდგომად ერის-თვობდა გუარამ კურაპალატი ვ~, და გუარამ ყრმაჲ ზ~, და მერმე არშუშა კურაპალატი ჱ~, და ვარაზ-ბაკურ აპაჲ პატრიკიოზი, რომელმან გარბანელნი მოაქცინა თ~, და მერმე ნერსე [ი~], და ძენი მისნი: ფილიპე ია~, სტეფანოზ იბ~, ადრნესე იგ~, გუარამ იდ~, და ბაკურეანი ძჱ ბალდადისი იე~; და ძენი ადრნესესნი: სტეფანოზ ივ~, და აშოტ კურაპალატი იზ~, და გუარამ [იჱ~]. დიდნი ერის-თავნი ესთენ იყვნეს.

 

ხოლო კათალიკოზნი, რომელ ევნონისითგან მომართ იყვნეს: თავფაჩაგ ა~, ევლალე ბ~, იოველ გ~, სამოველ დ~, გეორგი ე~, კჳრიონ ვ~, იზიდბოზიდ ზ~, თეოდორე ჱ~, პეტრე თ~. ესე. ცხრანი ცოლისანნი იყვნეს.

 

მერმე: მამა ა~, იოვანე ბ~, გრიგოლ გ~, კლემენტოს დ~, სარმეან ე~, თალელე ვ~, სამოველ ზ~, კჳრილე ჱ~, გრიგოლ თ~, სამოველ ი~, გეორგი ია~, გაბრიელ იბ~, ილარიონ იგ~, არსენი იდ~, ევსუქი იე~, ბასილი ივ~, მიქაელ იზ~, დავით იჱ~, არსენი ით~.

თავი - ბ

ხოლო [ოდეს დაა]სრულა სრბაჲ [თჳსი] სარწმუნოვებასა ზედა წმიდისა სამებისასა წმიდამან და სანატრელმან დედუფალმან ნინო, რომელი გუექმნა მახარებელ გულთა ჩუენთა და მლხინებელ სულთა და ჴორცთა ჩუენთა, ვითარ განიშორა ერთი ესე სამეუფოჲ, ქუეყანაჲ ჩრდილოჲსაჲ, მცხეთისა მეფეთა სამეფოჲ, არწმუნა ყოველთა აღსაარება[ჲ] მამისა და ძისა და წმიდისა სულისაჲ, ნათლის-ღებითა მოსლვაჲ ქრისტესი და შობაჲ წმიდისაგან ქალწულისა, ნათლის-ღებაჲ და სიკუდილი ქრისტესი და აღდგომა[ჲ] მკუდრეთით, შემდგომად სიკუდილისა უკუდავებაჲ და ცხორებაჲ, მეორედ მოსლვაჲ ძისა ღმრთისაჲ ქუეყანად, მართალთა ცხოვრება[ჲ] და ცოდვილთა შურის-გებაჲ, რამეთუ მისა არს სუფევაჲ უკუნითი უკუნისამდე და მერმე-ცა, ამენ. ითარ მოიწია ქუეყანასა კხოეთისასა, დაბასა ბუდს, დასნეულდა სნეულებითა მით, რომლითა-ცა მო-ცა-კუდა.

 

მაშინ შეუკრბეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი დედებითურთ და სიმრავლჱ ერთა ძლიერთაჲ, რამეთუ ჰხედვიდა ყოველი კაცი პირსა ნინოჲსსა. ვითარცა ზეცისა ანგელოზისასა. დასცუეთდეს მცირესა მას და ძუელსა სამოსელსა მისსა მთხუევითა სარწმუნოვებით და იძულებით. ევედრებოდეს ყოველნი იგი დედოფალნი გარემო მსხდომარენი, რომელთა დამოსდიოდეს ნაკადულნი ცრემლთანი თუალთაგან მათთა განშოვრებისათჳს მოძღურისა, მოღუ[ა]წისა და სნეულთა მკურნალისა ჴელოვნისა.

 

ეტყოდეს დედოფალი სალომე უჟარმელი და პეროჟავრი სივნიელი და მათ თანა ყოველნი მთავარნი ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: "ვინაჲ ანუ ვითარ მოშუერ შენ ქუეყანასა ჩუენსა მაცხოვრად ჩუენდა, ანუ სადა-მე იყო აღზრდაჲ შენი, დედოფალო? მაუწყე ჩუენ საქმჱ შენი! რაჲსა იტყჳ ტყუეობასა, ტყუეთა მჴსნელო, სანატრელო! რამეთუ ესერა გჳსწავიეს შენ მიერ, ვითარმედ ყოფილ არიან წინაჲსწარმეტყუელნი პირველ მოსლვადმდე ძისა ღმრთისა ქუეყანად და მერმე მოციქულნი ათორმეტნი, და კუალად სამეოცდაათორმეტნი და ჩუენდა არავინ მოავლინა ღმერთმან, გარნა შენ. და ვითარ იტყჳ, ვითარმედ: "ტყუე ვარი მე, ანუ ვითარცა ჰინდოეთს თუ?".

 

 მაშინ იწყო სიტყუად ნინო და თქუა: "ასულნო სარწმუნოვებისანო, მახლობელნო ღმრთისანო, დედოფალნო ჩემნო, გხედავ თქუენ, ვითარცა პირველთა მათ წმიდათა დედათა ყოველსა მას სარწმუნოვებასა და სიყუარულსა ღმრთისასა. და გინებს გზათა ჩემთა ცნობაჲ, გლახაკისა მჴევლისა თქუენისათა[ჲ] და გაუწყო-ცა. ესერა მოსრულ-ა სული ჩემი ჴორჴად ჩემდა, დამეძინებინ ძილითა მით დედისა ჩემისაჲთა საუკუნოდ.

 

არამედ მოიხუენით აღსაწერელნი წიგნისანი და დაწერეთ სიგლახაკჱ ჩემი და უდები ცხორებაჲ ჩემი, რაჲთა უწყოდიან შვილთა-ცა თქუენთა სარწმუნოვებაჲ თქუენი და შეწყნარებაჲ ჩემი, და სასწაულნი ღმრთისანი, რომელნი გიხილვან მცირედნი მთათა მათ ზედა, მაყულოვანსა მას შინა, სუეტისა აღმართებასა, და მიერ წყაროსა მას ზედა, და ვიდრე აქა მოსლვადმდე ჩემდა. თჳთ უფალმან იცის და სულმან ჩემმან, რომელი უხილავს თუალთა ჩემთა ზეცით გარდამო ქუეყანასა ზედა". მაშინ მო-ხოლო-იხუნეს საწერელნი სალომე უჟარმელმან და სივნიელმან პეროჟავრი. და იწყო სიტყუად წმიდამან ნინო და იგინი წერდეს. წინა შობისა მისისა მშობელთა მისთა საქმედ იწყო.

თავი - გ

ცხორებაჲ წმიდისა ნინოჲსი

იყო მათ ჟამთა ოდენ გეორგი კაბადუკიელი იწამა ქრისტჱსთჳს, მათ დღეთა კაბადუკიაჲთ ქალაქით კაცი ვინმე მთავართა შესაბამი, მონაჲ ღმრთისაჲ, წარვიდა ჰრომედ მეფეთა წინაშე მსახურებად და ნიჭისა მოღებად. და მათ-ვე დღეთა კაცი ვინმე იყო კოლასტას შინა და ესხნეს ორ შვილ: ძჱ და ასული. სახელი ძისა მისისაჲ იობენალი, ხოლო ასულისაჲ -- სუსანა.

 

და ვითარ აღესრულნეს მშობელნი იგი, დაშთეს შვილნი მათნი ობლად. აღდგეს და წარვიდეს წმიდად ქალაქად იერუსალჱმდ, იმედ-ყვეს სასოვებაჲ იგი ყოველთა ქრისტეანეთაჲ -- წმიდაჲ ადგომაჲ და მიევედრნეს მუნ.

 

ესე ძმაჲ სუსანაჲსი მიემთხჳა დევტალარობასა, ხოლო სუსანა ჰმსახურებდა მიაფორსა, სარას ბეთლემელსა.

 

ხოლო ესე ჭაბუკი კაბადუკიელი მიიწია წინაშე მეფისა ჰრომედ. და ეწყვნეს ბრანჯნი ჰრომთა ბრძოლად ველსა ზედა პიტალანისასა. და მოსცა ღმერთმან ჭაბუკსა მას კაბადუკიელსა ძალი უძლეველი და ქმნა წინა-აღდგომაჲ მტერთაჲ ძლიერად, ვიდრემდის წარიქცინა სივლტოლად. და შეიპყრა მეფჱ ბრანჯთაჲ და მის თანა მთავარნი მრავალნი. და შეიყვანნა წინაშე მეფისა მეფჱ ბრანჯთაჲ და ყოველნი მთავარნი. ხოლო მეფემან განაწესა სიკუდილი მათი. მაშინ იწყეს ტირილად ბრანჯთა მათ და ევედრებოდეს ზაბილოვნს: "მოგუეც პირველად შჯული შენი და შეგჳყვანენ ჩუენ ტაძარსა მას ღმრთისა თქუენისასა, და მაშინ იყავნ სიკუდილი ჩუენი, რამეთუ შე-ცა-შენ-ვე-გჳპყრენ, და შენ-ვე ყავ ესე ჩუენ ზედა, და უბრალო იყო სისხლთა ჩუენთაგან".

 

ხოლო ზაბილოვნს-ღა ესმა, მწრაფლ აუწყა ესე მეფესა და პატრეაქსა სიტყუაჲ მათი. და მოსცეს მათ ნათელი ჴელსა ქუეშე ზაბილოვნისსა და შეიყვანნეს ტაძარსა ღმრთისასა, წმიდასა ეკლესიასა, და აზიარნეს საიდუმლოთა ქრისტესთა. და უჩუენნეს მათ დიდებანი იგი წმიდათა მოციქულთანი. და დილაჲთ ადრე აღდგეს ბრანჯნი იგი და სამოსელი სამკუდროჲ შეიმოსეს და განვიდეს ადგილსა მას კაცთა საკლავსა, ილოცვიდეს და ჰმადლობდეს ღმერთსა ნათლის-ღებასა მას ზედა და ზიარებასა და იტყოდეს: "ჩუენ სიკუდილსა შინა უკუდავ ვართ, რამეთუ ღირს-მყვნა ჩუენ ღმერთმან ესევითარსა დიდებასა ხილვად და საგზალსა მას დაულევნელსა, ჴორცსა და სისხლსა ქრისტჱს, ძისა ღმრთისა უკუდავისა მის მეუფისასა, რომელი არს უფროჲს უმაღლეს ყოველთა მაღალთა და უქუესკნელეს ყოველთა ქუესკნელთა, რამეთუ იგი არს კურთხეულ უკუნითი უკუნისამდე, ამენ. ხოლო ვაჲ ნაშობთა ჩუენთა, ნაყოფთა სიმწარისათა, მკჳდრთა ბნელისათა". და ჴმობდეს იგინი: "მოვედინ მეჴრმლჱ ეგე და აღიხუენით თავნი ჩუენნი ჩუენგან... ამას რაჲ ჰხედვიდა ზაბილოვნ, აღიძრა გონებითა და ტიროდა, რამეთუ ვითარცა ცხოვართა თავნი თჳსნი კლვად წარეპყრნეს და ვითარცა კრავთა შვილთა მათთა სწყალობდეს. მაშინ შევიდა ზაბილოვნ წინაშე მეფისა და გამოითხოვნა, და ნიჭითა განუტევნა. ხოლო იგინი ევედრებოდეს ზაბილოვნს, რაჲთა წარჰყვეს ქუეყანად მათა და მისცეს შჯული ქრისტესი და ნათლის-ღებაჲ წყლითა ყოველსა ერსა მათსა.

 

ხოლო ისმინა მათი ზაბილოვნ და მოსთხოვნა მღდელნი პატრეაქსა. და ბრძანებაჲ მოიღო მეფისაგან. და წარვიდეს სიხარულით. და ვითარცა მიეახლნეს ვითარ ერთ დღისა სავალსა, მიჴდა ჰამბავი, ვითარმედ მეფჱ მოვალს ცოცხალი და ყოველნი მთავარნი მის თანა. მაშინ შეიძრნეს ათნი იგი საერისთვონი: ხოლამაჲ და ხოზაბაჲ, ხლაჭაჲ, ხენეშაგი, ტიმგარაგი, ზაქაჲ, გზაჲ, ზარგაჲ, ზარდაჲ, ზარმაჲ და თმონიგონი სამეუფოჲ და მოეგებვოდეს მდინარესა ზედა დიდსა ღდამარასა.

 

და განყო მეფემან ერი იგი და დაადგინა წყალსა მას იმიერ და ამიერ. და აკურთხეს მღდელთა მდინარჱ იგი და შთაჴდა ყოველი ერი მდინარესა მას და განიბანებოდეს, და აღმოვიდოდეს გამოსავალსა ერთსა. და დასდებდა ზაბილოვნ ჴელსა ყოველსა ერსა ათ დღე. და აღჰმართნეს კარავნი და შეწირეს მღდელთა ჟამი, და აზიარნეს ქრისტეს საიდუმლოთა.

 

და განუტევნა მღდელნი და განჰკარგა ყოველი წესი ქრისტეანობისაჲ. და დაუტევა კურთხევაჲ და წარვიდა ნიჭითა დიდითა ჰრომედ.

 

და განიზრახა გულსა თჳსსა და თქუა: "წარვიდე იერუსალჱმდ". და მისცა გლახაკთა ყოველი იგი მონაგები. და დევტალარი იგი პატრეაქ-ქმნულ იყო. და ფრიად დაიმეგობრნეს ურთიერთას ზაბილოვნ და პა[ტ]რეაქი.

 

ჰრქუა სარა მიაფორმან პატრეაქსა: "ესე ზაბილოვნ -- მამაჲ და ემბაზი ბრანჯთაჲ, კაცი სრული სიბრძნითა და ღმრთის მოშიშებითა. ამას მიეც დაჲ შენი სუსანა ცოლად". და სთნდა წმიდასა პატრეაქსა სიტყუაჲ მისი და მისცეს სუსანა ცოლად მისა. და წარვიდეს თჳსა ქალაქად კოლასედ. და მე ოდენ ვიშევ მათგან. და იგი[ნი] არიან მშობელნი ჩემნი. და აღმზარდა მე დედამან ჩემმან წიაღთა შინა თჳსთა, მსახურებასა შინა გლახაკთასა დღე და ღამე დაუცადებელად.

 

და ვითარცა ვიქმენ მე ათორმეტის წლის, მშობელთა ჩემთა განყიდეს ყოველი, რაჲ-ცა აქუნდა, და წარვიდეს იერუსალჱმდ. მაშინ მამამან ჩემმან დაიწერა ჯუარი პატრიაქისაგან და განიჯმნა დედისაგან ჩემისა. და შემიტყბო მე მკერდსა მისსა და დამაღუარნა, ვითარცა ღუარნი, ცრემ[ლ]ნი თჳსნი თუალთა და პირსა ჩემსა. და მრქუა: "შენ, მხოლოვო ასულო ჩემო, ესერა დაგიტევებ შენ ობლად ჩემგან და მიგითუალავ შენ ღმერთსა ცათასა, მამასა ყოველთა მზრდელსა და უფალსა, რამეთუ იგი არს მამაჲ ობოლთაჲ და მსაჯული ქურივთაჲ. ნუ გეშინინ, შვილო ჩემო! ხოლო შენ მაგდანელისა მარიამის შური აღიღე სიყუარულისათჳს ქრისტესისა და დათა მათ ლაზარესთა. და თუ შენ ესრჱთ გეშინოდის მისა, ვითარცა მათ, მან ეგრჱთ მოგცეს ყოველი, რაჲ-ცა სთხოვო მას, ოდეს რაჲ გინდეს მისგან." და მო-მცა ამბორებაჲ საუკუნოჲ და წარვიდა წიაღ იორდანესა კაცთა მათ თანა ველურთა, რომელ-რაჲ ყოფაჲ მისი იცის მისმან უფალმან იესუ.

 

ხოლო დედაჲ ჩემი მისცა პატრეაქმან მსახურად გლახაკთა, დედათა უძლურთა. ხოლო მე ვჰმსახურებდ მიაფორსა სომეხსა დვინელსა ორ წელ.

 

და ვჰკითხევდი ვნებათა მათთჳს ქრისტესთა, ჯუარ-ცუმისა, დაფლვისა და აღდგომისათჳს მისისა, და სამოსლისა მისისა და ჯუართა და ტილოთასა და სუდარისასა ყოველსა მიწყებით, რამეთუ არავინ ყოფილ იყო, არცა იყო შორის იერუსალჱმსა ზომი მისი მეცნიერებითა შჯულისა გზასა ძუელსა და ახალსა ყოველსა-ვე.

 

იწყო უწყებად ჩემდა და თქუა: "ვხედავ, შვილო ჩემო, ძალსა შენსა, ვითარცა ძალსა ლომისა ძუვისასა, რომელი იზახებნ ყოველსა-ვე ზედა ოთხფერჴსა, გინა ვითარცა ორბი დედალი, რომელი აღვიდის სიმაღლესა აერთასა უფროჲს მამლისა და ყოველი ქუეყანაჲ გუგასა თუალისა მისისასა, მცირესა მარგალიტის სწორსა, შეაყენის და განიხილის, განიცადის საჭმელი მისი, ცეცხლებრ დაინახის, მოუტევნის ფრთენი შრიალებად და მიიმართის მის ზედა. ეგრეთ იყოს ცხორებაჲ შენი წინამძღურებითა სულისა წმიდისაჲთა".

თავი - დ

აღწერილი მის[ი]ვე სალომე უჟარმელისაჲ

აწ ვიწყო და გითხრა ყოველი, ოდეს-იგი იხილეს ღმერთი უკუდავი კაცთა მოკუდავთა ქუეყანასა ზედა, რომელი მოსრულ იყო მისგან, ისრაჱლი უკუნ-დგა. და მოწოდებაჲ ყოველთა უცხოთა ნათესავთაჲ, უცხოთა ღმერთთა მონებულთაჲ, ვითარცა თჳთ უნდა ჴსნაჲ სოფლისაჲ, რომელი დაჰბადა.

 

იწყო კეთილის-ყოფად ჰური[ა]თა: მკუდართა აღდგინებად, ბრმათა აღხილვად, ყოველთა სნეულთა განკურნებად. ესე შეიშურვეს, შეიზრახნეს და წარავლინნეს სტრატიოტნი ყოველსა ქუეყანასა სწრაფით მოსლვად. და იტყოდეს, რამეთუ: აჰა ესერა წარვწყმდებით-ო.

 

მაშინ მოიწინეს ყოვლით სოფლით კაცნი ჰურიანი, მეცნიერნი შჯულსა მოსესსა, რომელნი ანტაკრად აღუდგეს სულსა წმიდისასა და რაჲ-იგი უნდა ქრისტესა მათგან, მათ აღასრულეს: ჯუარს აცუეს და სამოსელსა მისსა ზედა წილ-ითხინეს. და წილით ჰხუდა ჩრდილოთა, მცხეთელთა, კუართი იგი უფლისა იესუჲსი, და დაჰფლეს მათ დამბადებელი თჳსი და დაჰკრძალეს საფლავი. ხოლო იგი აღდგა, ვითარცა თქუა პირველ, და ტილონი იგი, ოდეს განთენა, ისხნეს საფლავსა შინა. და ესე ყოველი წარმოიცადა პილატე და მოვიდა საფლავად იგი და ცოლი მისი და ტილონი იგი პოვნეს, და მოიხუნა იგინი ცოლმან პილატესმან. და წარვიდა წრაფითა დიდითა პონტოდ, სახედ თჳსა, რომელი იქმნა მორწმუნე ქრისტესა. ხოლო შემდგომად ჟამთა მრავალთა მოვიდეს იგინი ჴელთა ლუკა მახარებელისათა და დასხნა იგინი მან, სადა-ცა თჳთ იცის. ხოლო სუდარი არა იპოვა, ვითარცა ჴორცნი ქრისტესნი. თქუეს ვიეთ-მე პეტრესთჳს, ვითარმედ ჴელ-იწიფა ახუმად-ო და აქუნდეს, გარნა განცხადებულად არაჲ მიუთხრეს, ვითარ სხუაჲ ყოველი.

 

ხოლო ჯუარნი ამას ქალაქსა შინა დამარხულ არიან, ხოლო ადგილი მათი ვერვინ იცის, ოდეს ინებოს ღმერთმან, გამოჩნდენ.

 

მაშინ მივეც კურთხევაჲ უფალსა ღმერთსა და მადლი დედოფალსა მას ჩემსა ამას ყოველსა ზედა თხ[რ]ობასა. და კუალად ვჰკითხე, ვითარმედ: "სადა არს ჩრდილოჲსა იგი ქუეყანაჲ, ანუ სადა არს სამოსელი იგი უფლისა ჩუენისაჲ?" მრქუა მე: "ჩრდილოჲსა ქუეყანაჲ სომხითისა მთეულ არს, საწარმართოჲ ქუეყანაჲ, საჴელმწიფოჲ ბერძენთაჲ და უჟიკთაჲ".

 

მათ დღეთა შინა მო-ვინმე-ვიდა დედაკაცი ეფესელი თავყუანის-ცემად წმიდასა ადგომასა და ჰკითხვიდა მიაფორი დედაკაცსა მას, თუ: "ჰელენე დედოფალი ეგეთსა-ვე ბნელსა შინა არს-ა და მეფობაჲ მათი თჳნიერ ღმრთისა?"

ხოლო მან ჰრქუა: "მე ვარ მჴევალი მათი და მახლობელი განზრახვასა მათსა ყოველსა, და დიდი წადიერებაჲ აქუს ჰრომთა ქრისტჱს მიმართ შჯულისათჳს, და ნათლის-ღებისა".

 

ხოლო მე ვარქუ მიაფორსა: "წარმავლინე და წარვიდე წინაშე ჰელენე დედოფლისა, ნუუკუე მიმიახლოს სიტყჳს-გებად მის წინაშე ქრისტჱსთჳს". და მან აუწყა პატრეაქსა. ხოლო მან მიწოდა, წმიდამან მამამან ჩემმან პატრეაქმან, ძმამან დედისა ჩემისამან, და დამადგინა აღსავალსა საკურთხეველისასა და დამასხნა ჴელნი მისნი მჴართა ჩემთა. და სულთ-ითქუნა ცად მიმართ  და თქუა: "უფალო ღმერთო მამათაო და საუკუნეთაო, ჴელთა შენთა შევჰვედრებ ობოლსა ამას, შვილსა დისა ჩემისასა და წარვავლინებ ქადაგებად შენისა ღმრთეებისა და რაჲთა ახაროს აღდგომაჲ შენი, სადა-ცა შენ სათნო-იყო სრბაჲ მისი ექმენ ქრისტე ამას გზა, მოგზაურ, ნავთ-სადგურ, მოძღუარ, ენა მეცნიერების, ვითარცა-იგი წინათა მათ მოშიშთა სახელისა შენისათა".

 

და მიჯმნა დედისაგან ჩემისა და მო-მცა მე ჯუარი და კურთხევაჲ საგზლად. და წარვემართე დედაკაცისა მის თანა. და ოდეს მივედით სახიდ მისა, მუნ ვპოვეთ დედუფალი ვინმე მეფეთა [ე]ვადაგი, სახელით რიფსიმე, რომელი ელოდა იერუსალჱმით ნათლის-ღებასა და ქრისტეს აღსაარებისათჳს სუროდა. მაშინ მი-მცა მე ჴელთა მისთა დედაკაცმან მან, და მივეც მას ნათელი ჴელსა ქუეშე ჩემსა, მას და ორმეოცსა სულსა მის თანა სახლისა მისისათა. და წარვედით სახიდ მისა და ვიყვენით მუნ ორ წელ.

 

მაშინ მოხედა უფალმან საბერძნეთსა და ჰრწმენა მეათესა კოსტანტინეს, და ქრისტე აღიარა მან და დედამან მისმან და ყოველმან პალატმან მათმან დასაბამითგანთა წელთა ხუთ ათას ოთხას ორმეოცდაოთხსა, ხოლო ქრისტეს აღმაღლებითგან სამას და ათერთმეტსა. და წარემართა ყოველი საბერძნეთი ქრისტეანობასა. მეშჳდესა წელსა იყო წმიდაჲ კრებაჲ ნიკეას, და მერვესა წელსა იყო სივლტოლაჲ ჩუენი საბერძნეთით. რიფსიმე დედოფალი და გაჲ[ა]ნე, დედამძუძჱ, და ორმეოცდაათი სული წარმოვემართენით თთუესა პირველსა ათხუთმეტსა და გამოვედით არეთა სომხითისათა, სამოთხესა მას თრდატ მეფისასა. იგინი მოიკლნეს მუნ თთუესა პირველსა, ოცდაათსა, დღესა პარასკევსა.

 

ხოლო მე დავშთი ეკალთა შინა ვარდისათა, რამეთუ ვარდი და ნუში ყუავოდა მას ჟამსა. და ოდეს-იგი აღმოჰვიდოდეს სულნი წმიდათა მათ, ვიხილე ზეცით სამოსლის მსგავსად ჩამომავალი დიაკონი ოლარითა ნათლისაჲთა. და ჴელთა მისთა აქუნდა სასაკუმევლჱ, რომლისაგან გამოვიდოდა კუამლი სულნელებისაჲ, რომელი ცათა დაჰფარვიდა. და მის თანა სიმრავლჱ ერთა ცისათაჲ.

 

და შეიერთნეს წმიდანი იგი სულნი ერთა მათ ზეცისათა და დიდებით აღმაღლდეს ცად.

 

ხოლო მე ვღაღადყავ: "უფალო, უფალო, რად დამიტევე მე შორის ასპიტთა და იქედნეთა?".

 

ჴმაჲ მესმა მე მუნით, რომელი მეტყოდა მე: "ესრეთვე იყოს წარყვანებაჲ შენი, ოდეს ეგე ეკალი, რომელი შენსა გარემოჲს არს, ყოველი-ვე იქმნეს ვარდ მეწამულ, სულნელ შენ მიერ. ხოლო შენ აღდეგ და ვიდოდე აღმოსავალით, სადა-იგი არს სამკალი ფრიად და მუშაკნი ყოვლად-ვე არა არიან". ხოლო მე წამოვედ და მოვედ ულოპორეთა და დავიზამთრე ჭირთა შინა დიდთა. და თთუესა მეოთხესა წარვედ მთათა ზედა ჯავახეთისათა, რაჲთა ვცნა, თუ სადაჲთ არს მცხეთაჲ. და მივემთხჳე მთასა ზედა...

 

ტბასა დიდსა გარდამდინარესა, რომელსა ერქუა ფარავნაჲ, და დავდეგ მუნ ორ დღე. ვითხოვე საზრდ[ე]ლი მეთევზურთაგან და განვძლიერდი ძალითა მით საზრდელის[აჲ]თა, და მადლი შევსწირე ღმერთსა. და მწყემსნი იყვნეს მას-ვე ადგ[ი]ლსა და ჴუმილვიდეს საჴ[უ]მილავსა ღამის[ა]სა სამწყსოთა შინა მათთა. და ხადოდეს ღმერთთა მათთა დაწყეულთა არმაზს და ზადენს და უთქუმიდეს შესაწირავთა, რაჟამს მოვიდეთ-ო.

 

დილ[ა]სა ადრე მივე[დ] და ვჰკითხე ერთსა მათგანსა, თუ რომლისა სოფლისანი ხართ თქუენ, ხოლო მან მომიგო მე: "ზოგნი დაბით და ზოგნი საფურცლით და ზოგნი ქინჯარელნი და რაბატელნი დიდისა ქალაქისა მცხეთისანი, სადა ღმერთნი ღმერთობენ და მეფენი მეფობენ".

 

მივხედენ მთათა ჩრდილო[ჲ]ს[ა]თა, რამეთუ დღეთა ზაფხულის[ა]თა სავსენი ჩნდეს ჰირირითა და თოვლითა სასტიკითა. და შევძრწუნდი ფრიად და ვთქუ: "უფალო, უფალო, მიმიღე სული ჩემი ჩემგან". და მოვიღე ლოდი ერთი და დავიდევ სასთუნალად" თავსა, და გარდას[ა]დინ[ე]ლსა მის ტბის[ა]სა დავიძინე. და მოვიდა ჩუენებით კაცი ერთი ჰასაკითა ზომიერი, თმითა ნახევარ-თმოსანი. და მო-მცა მე წიგნი დაბეჭდული და მრქუა მე: "აღდეგ და სწრაფით მიართჳ ესე მცხეთას მეფესა წარმართთ[ა]სა". და ვიწყე ტირ[ი]ლით ვედრებად მისსა და ვარქუ: "უფალო, დედაკ[ა]ცი ვარ უცხოჲ და უმ[ე]ცარი, ვითარ მივიდე მე, არცა ენაჲ ვიცი, თუ რაჲ ვთქუა უცხოთა ნათეს[ა]ვთა თანა"? მაშინ განჴსნა წიგნი იგი და მო-მცა მე კითხვად. დაწერილი იყო ჰრომაელებრ და დაბეჭდული იყო, იესუჲსი.

 

დაწერილნი იყ[ვ]ნეს ათნი სიტყუანი, ვითარცა-იგი პირველ ფიც[ა]რთა ქვის[ა]თა.

 

პირველი სიტყუაჲ: სადა-ცა იქადაგოს სახარებაჲ ესე, მუნ-ცა ითქუმოდის დედაკაცი ესე.

 

ბ~. "არცა მამაკაცებაჲ, არცა დედაკაცებაჲ, არამედ თქუენ ყოველნი ერთ ხართ".

 

გ~. "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი. და ნათელ-სც[ე]მდით სახელითა მ[ა]მისა[ჲ]თა და ძისა[ჲ]თა და სულისა წმიდისაჲთა".

 

დ~. "ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა დიდებად ერისა შენისა ისრაჱლისა".

 

ე~. "სადაცა იქად[ა]გოს სახარებაჲ ესე სასუფეველსა, ყოველსა სოფელსა ითქუმოდეს".

 

ვ~. "რომელმან თქუენ შ[ე]გიწყნარნეს, მე შემიწყნარებს, და რომელმან მე შემიწყნაროს, ეიწყნარებს მომ[ა]ვლ[ი]ნებ[ე]ლსა ჩემსა".

 

ზ~. ფრიად უყ[უა]რდა მარიამ უფალსა, რამეთუ მარადის ისმენნ მისსა სიბრძნესა ჭეშმარიტსა.

 

ჱ~. "ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი თქუენნი, ხოლო სულისა ვერ შემძლებელ არ[ი]ან მოწყუედად".

 

თ~. ჰრქუა მარიამ მაგდალენელსა იესუ: "წარვედ, დედაკაცო, და ახარე ძმ[ა]თა ჩემთა".

 

ი~. სადა-ცა ჰქადაგებდეთ სახელითა მამისა[ჲ]თა და ძისა[ჲ]თა და სულისა წმიდისა[ჲ]თა.

 

და ვითარცა ესე წავიკითხე, ვიწყე ვედრებაჲ ღმრთისა მიმართ. დ[ა] გულისჴმა-ვყავ, ვითარმედ ზეცით იყო ჩუენებაჲ ესე. და აღვიხილენ თუალნი ჩემნი ზეცად და მაღ[ა]ლი იგი ვაკურთხე და მისგან ვითხოვე შეწევნაჲ ჩემი ჭირთა შინა. და გარდამოსადინ[ე]ლსა მის ტბისასა მოვჰყევ და წარმოვემართე.] 

 

და იყო დინებაჲ მისი დასავალით კერძო. და მიუდეგ გზასა ძნელსა და ფიცხელსა, და ვიხილენ დიდნი ჭირნი გზათაგან და შიშნი მჴეცთაგან, ვიდრემდე მოვიწიე აქა, ვინაჲ-იგი წყალმან აღმოსავალით იწყო დინებად. მიერითგან იყო ლხინებაჲ ჩემი. და ვპოვენ მოგზაურნი და მივიწიე სანახებსა ქართლისასა, ქალაქსა ურბნისისასა და ვიხილე ერი უცხოჲ, უცხოთა ღმერთთა მსახური: ცეცხლსა და ქვათა და ძელთა თაყუანის-სცემდეს. შეეურვა სულსა ჩემსა წარწყმედასა მათსა ზედა და მოვედ ბაგინსა ჰურიათასა ენისათჳს ებრაელებრისა და ვიყავ მუნ ერთ თთუე და განვიცდიდ ძალსა ამის ქუეყანისასა.

 

და იყო, დღესა ერთსა აღიძრნეს ერნი ძლიერნი და ურიცხუნი სიმრავლითა მით ქალაქით წარმავალნი დიდად ქალაქად მცხეთად, რომელი იყო საჯდომელი დიდთა მეფეთაჲ, ვაჭრობად და ლოცვად არმაზ ღმრთისა მათისა.

 

ხოლო მე წარვჰყევ მათ თანა და მივიწიენით ქალაქად მცხეთად, წიაღით მოგუთას, ჴიდსა ზედა დავდეგით მუნ და ვხედევდით ცეცხლის მსახურსა მას ერსა. და მოგუებასა და ცთომასა მათსა ზედა ვტიროდე წარწყმედისა მათისათჳს და უცხოვებასა-ცა ჩემსა ვეგლოვდი.

თავი - ე

მოწევნაჲ წმიდისა ნინოჲსი მცხეთად, აღწერილი მისი-ვე სალომე უჟარმელისაჲ

ხვალისაგან იყო ჴმაჲ ოხრისაჲ და საყჳრისაჲ. და გამოვიდოდა ერი ურიცხჳ; ვითარცა ყუავილოსანნი, ზარნი და საშინელნი გამოვიდოდეს. ხოლო მეფჱ არღასადა შეძრულ იყო. და ვითარცა ჟამ-სცა ჟამმან, სივლტოლაჲ და მი-და-მო მალვაჲ იყო ყოვლისა კაცისაჲ და შეივლტოდა ყოველი კაცი საფარველსა ქუეშე, რამეთუ გამო-სადმე-ვიდოდა ნანა დეუფალი.

 

და ვითარცა განვლო ნანა დედოფალმან, მაშინ-ღა ნელიად-ნელიად გამოვიდოდა ყოველი ერი. და შეამკვეს ფოლოცი ყოველი სამოსლითა თითოპირითა და ფურცლითა. და იწყო ყოველმან ერმან ქებად მეფისა. და მაშინ გამოვიდა მირეან მეფჱ თუალთ-შეუდგამითა ხილვითა. და ვჰკითხე ჰურიასა დედაკაცისა, თუ: "რაჲ არს ესე?" და მან მრქუა: "ღმერთი ღმერთთა მათთაჲ უწესს მას, არმაზ, რომელ არა არს სხუაჲ გარეშჱ კერპი".

 

ხოლო მე წარვედ ხილვად არმაზისა. და აღივსნეს მთანი იგი დროშაჲთა და ერითა, ვითარცა ყუავილითა. ხოლო მე შეუსწრვე ციხედ არმაზდ და დავდეგ ახლოს კერპისა მის, ნაპრალსა ზღუდისასა და ვხედევდი საკჳრველებათა და საშინელსა, რომელი თქუმად ენითა ვერ ეგების, ვითარ-იგი იყო ზარის აღსაჴდელი შიშით და ძრწოლით მეფეთა მათ და ყოვლისა ერისა. და საზარო დგომაჲ ვიხილე: და აჰა, დგა კაცი ერთი სპილენძისაჲ და ტანსა მისსა ეცუა ჯაჭჳ ოქროჲსაჲ, და ჩაფხუტი ოქროჲსაჲ, და სამჴარნი ესხნეს ფრცხილი და ბივრიტი, და ჴელსა მისსა აქუნდა ჴრმალი ლესული, რომელი ბრწყინვიდა და იქცევოდა ჴელსა შინა, რეცა თუ რომელი შეეხებინ, თავი თჳსი სიკუდიდ განიწიროს და იტყჳნ: "ვაჲ თუ და-სადა-ვაკლო რაჲ დიდებასა დიდისა ღმრთისა არმაზისსა და შე-რას-მე-ვსცთე სიტყუასა ებრაელთა თანა, გინა მოგუთა სმენასა ოდენ დახუდომილ ვიყო მზის მსახურთა. და რომელნი-მე იტყჳან უცებნი დიდსა ვის-მე ღმერთსა ცათასა, და ნუუკუე პოვოს რაჲმე ჩემ თანა ბიწი, და მცეს მახჳლი იგი მისი, რომლისაგან ეშინის ყოველსა ქუეყანასა". და შიშით თაყუანის-სცემდეს ყოველნი.

 

და მარჯულ მისა დგა კერპი ოქროჲსაჲ და სახელი მისი გაცი. და მარცხლ მისა -- კერპი ვეცხლისაჲ და სახელი მისი გა, რომელნი-იგი ღმრთად ჰქონდეს მამათა თქუენთა არიან-ქართლით.

 

მაშინ ვტიროდე და სულთ-ვითქუემდ ღმრთისა მიმართ ცთომათა მათთჳს ქუეყანისა ჩრდილოჲსათა, დაფარვასა ნათლისასა და დაპყრობასა ბნელისასა.

 

ვხედევდი მეფეთა მათ ძალ-დიდთა და ყოველთა მთავართა, რამეთუ ცოცხლივ შთაენთქნეს ეშმაკსა, ვითარცა მკუდარნი ჯოჯოხეთსა. და იტყოდეს დამბადებელად ქვათა და ძელთა, და სპილენძსა და რკინასა და რვალსა გამობერვით განჭედილსა, ღმრთად თავყუანის-სცემდეს. ესენი იცოდეს ცისა და ქუეყანისა შემოქმედად.

 

მაშინ მოვიჴსენე სიტყუაჲ იგი, რომელი მამცნო იობენალი პატრეაქმან, წმიდამან მამამან ჩემმან, ვითარმედ: "ვითარცა მამაკაცსა სრულსა წარგავლინებ და მიწევნად ხარ ქუეყანასა უცხოსა, ნათესავთა დგეველ, ზეფელ, ნარკადოველ, რომელ არს კაცნი ღმრთის მჴდომნი, მბრძოლნი და წინა-აღმდგომნი.

 

მაშინ ავიხილენ ზეცად და ვთქუ: "უფალო, უფალო, მრავლითა ძალითა შენითა გეცრუვნეს შენ მტერნი ესე. და ესე არს დიდითა სულგრძელებითა შენითა, და იქმან, რასა-ცა იგონებენ მტერნი ესე და ნაცარნი ქუეყანისანი, არამედ ნუ უგულებელს-ჰყოფ, რამეთუ ხატი შენი არს კაცი, რომლისათჳს ერთი სამებისაგანი კაც იქმენ და აცხოვნე ყოველი სოფელი. ამათ-ცა ნათესავთა მოხედენ და შეჰრისხენ სულთა ამათ უჩინოთა, სოფლის მპყრობელთა, მთავართა ამის ბნელისათა. და მიჩუენე მე, ღმერთო მამისა და დედისა ჩემისაო, მჴევალსა ამას, ნაშობსა მონისა შენისასა, რაჲთა იხილონ მაცხოვარებაჲ

შენი ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა და რაჲთა ჩრდილოჲ ბღუარსა თანა იხარებდეს და ყოველმან ენამან შენ მხოლოსა ღმერთსა თავყუანის-გცეს ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა, რომელსა შუენის მადლობით დიდებისა შეწირვაჲ აწ და მარადის და მერმეთა მათ საუკუნეთა, ამენ".

 

და ვითარცა წამის-ყოფაჲ თუალისაჲ იყო, დასავალით ჰაერნი და ქარნი შეიძრნეს და ჴმა-სცეს ქუხილთა ჴმითა საზარელითა. და აჩნდა ღრუბელი მოწრაფჱ, ნიშან-საშინელი. და მოიღო ნიავმან მზის დასავალისამან სული ჯერკუალი სიმწარისაჲ და სიმყრალისაჲ. მაშინ ივლტოდა ყოველი კაცი სოფლად და ქალაქად. და ეცა მათ დროჲ, რაჲთა შეიჭრნენ კაცნი საყოფლად. და მეყს მოიწია რისხვისა იგი ღრუბელი და მოიღო სეტყუაჲ ლიტრისა სწორი მას ადგილსა ოდენ და დალეწნა კერპნი იგი, და დაფქვნა და დააწულილნა. და დაარღჳნა ზღუდენი იგი ქარმან სასტიკმან და შთაყარ[ნ]ა იგი[ნი] კლდესა, რომელსა-იგი თქუენ-ცა ჰხედევდით ანუ არა...და თქუა მეფემან ცრემლით: "ჰჱ, ჰჱ, რაჲთ-მებოჲ ხოჯათ სთაბანუბ რასულ ფსარზად". ხოლო თარგმანებაჲ ესე არს: "მართალსა იტყჳ, ბედნიერო დედოფალო და მოციქულო ძისა ღმრთისაო". და ვითარცა დასცხრა რისხვაჲ იგი, გამოვედ კლდისა მისგან ნაპრალისა და ვპოვე თუალი იგი ბივრიტი, აღვიღე და წარმოვედ წინა კერძო დასასრულსა მის კლდისასა, სადა ძუელ ქალაქი ყოფილ იყო, და მას ადგილსა ყოფილ არს ციხჱ.

 

და მუნ დგა ხჱ შუენიერი ბრინჯისაჲ, მაღალი და რტო-მრავალი. მოვედ ქუეშე ხესა მას და გამოვინიშე ნიში იგი ქრისტეს ჯუარისაჲ. და ვილოცევდი მუნ ექუს დღე. ოდეს-იგი გამოხუედით სიმრავლჱ ერისაჲ და ეძიებდით ღმერთთა მათ, რომელთა ვნებაჲ დაჰბადეს, და არა ჰპოვეთ, მაშინ მე მუნ ვიყავ, რამეთუ დღჱ იყო მეექუსჱ თთჳსაჲ მის, ოდეს-იგი ევმანუველ თაბორს მამისა ხატი აჩუენა თავთა მათ ცხოველთა და თავთა მათ მიცვალებულთა. მაშინ მოვიდა დაჲ ესე ჩემი შროშანა, სეფექალი, მიხილა და მოიყვანა ბერძლ-მეტყუელი დედაკაცი და მკითხა ყოველი გზაჲ ჩემი. მაშინ ვხედევდ მე თუალთა მისთა ცრემლთა დინებასა უცხოვებისა ჩემისათჳს. ოდეს ცნა ყოველი საქმჱ ჩემი, მაიძულა წარყვანებაჲ ჩემი სეფედ, ხოლო მე არა ვინებე, და იგი წარვიდა. და მესამესა დღესა ჩამოვედ ქალაქად მცხეთად და მივიმართე სამოთხესა მას მეფისასა. და მი-რაჲ-ვედ კარსა ზედა სამოთხისასა, იყო სახლაკი მცირჱ სამოთხის მცველისაჲ, და შე-რაჲ-ვედ შინა, ჯდა ესე დედაკაცი ანასტოს. და ვითარცა მიხილა, აღდგა და შემიტკბო მე ვითარცა მეცნიერმან და მეგობარმან და დამბანნა ფერჴნი ჩემნი და მცხო ზეთი და დამიგო ტრაპეზი და ღჳნოჲ და მაიძულა მე ჭამად და სუმად. და დავყავ მის თანა ცხრა თთუე.

 

ესე იყო უშვილოჲ, და ზრუნვიდა ეგე და ქმარი მაგისი. ჩუენებით ვხედევდ, მოვიდა კაცი ნათლისა ფერი და მრქუა მე: "სამოთხესა შევედ, ნაძუთა ქუეშე ბაბილოთა ადგილი არს მცირჱ, საყუარელად შემზადებული, მიწაჲ აღიღე ადგილისა მისგან და შეაჭამე კაცთა მაგათ, და ესუას შვილი". ხოლო მე ვყავ ეგრჱთ. და ესხნეს ძეებ და ასულებ მრავლად, რომელსა-ესე თჳთ ჰხედავთ. და მათ-ვე დღეთა შინა ორგზის და სამგზის ვიხილე ჩუენებასა შინა მცირედსა მას მირულებასა ჩემსა მუჴლთა ზედა: მოვიდიან მფრინველნი ცისანი, შთავიდიან მდინარესა, დაიბანნიან და მოვიდიან სამოთხესა მას, და ბაბილოსა მას მოისთულებდიან და ყუავილსა მას ძოვდიან, და მოწლედ ჩემდამო ღაღადებედ, რეცა ჩემი არს სამოთხჱ იგი, გარე მომადგიან ჟღავილით და ჴმობედ ჩემდა მომართ; მრავალ-ფერად და შუენიერად იყო ხილვაჲ იგი მათი. და მრავალგზის იყო ესე. და უთხარ ესე დასა ჩემსა, ასულსა აბიათარისსა. მომიგო და მრქუა მე მან: "უცხოვო და აქა შობილო, ტყუეო და ტყუეთა მჴსნელო, უწყი, რამეთუ შენ ზე მოიწია ახალი იგი ჟამი და შენ მიერ ისმეს ჰამბავი იგი ძუელი, მამათა ჩუენთა ნაქმარი, ზეცისა მის კაცისა უბრალოჲსა სისხლისა უსამართლოდ დათხევისაჲ, რომლითა-ცა ქმნა ღმერთმან ჰურიათა სირცხჳლი, ცის კიდეთა განბნევაჲ, მეფობისა დაცემაჲ და ტაძრისა მის წმიდისა მოღებაჲ, ერისა მის უცხოჲსა მოგებაჲ და თჳსად წოდებაჲ, და დიდებაჲ მათა მიცემად". და კუალად თქუა: "იერუსალჱმ, იერუსალჱმ, ვითარ განგიმარტვან შვილნი შენნი! და შეიკრებ ყოველთა ცის კიდისა ნათესავთა ფრთეთა ქუეშე შენთა". აჰა ესერა აქა-ცა მოსრულ იყო დედაკაცი ესე და შეცვალოს ყოველი წესი ქუეყანისაჲ ამის". და მომექცა და მრქუა: "ჩუენებაჲ შენი არს ესე, რამეთუ ადგილი ესე სამოთხისაჲ შენ მიერ იქმნეს სამოთხჱ სადიდებელად ღმრთისა, რომლისაჲ არს დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ".

თავი - ზ

რომელი აღწერა დედაკაცმან ჰურიამან, სახელით სიდონია, ასულმან აბიათარ მღდელისამან

და იყო ოდეს მოხედა ღმერთმან წყალობით ქუეყანასა ამას დავიწყებულსა ჩრდილოჲსასა -- კავკასიათა, სომხითისა მთეულსა, რომლისა მთანი დაეფარნეს ნისლსა, და ველნი -- არმურსა ცთომისა და უმეცრებისასა, და იყო ქუეყანაჲ ესე ჩრდილო მზისაგან სიმართლისა, ძისა ღმრთისა მოსლვისათჳს და ცნობისა, ვითარცა სახელი ერქუა სამართლად ჩრდილოჲ. არა თუ ამის მზისა ნათლისაგან დაკლებულ იყო, ანუ აწ არს დაკლებულ მისგან, ყოველი ცასა ქუეშე მყოფი იხილავს და ყოველსა ჰხედავს იგი, და რომელსა სიცხითა მიჰრიდის, ნათლითა ყოველსა ადგილსა მიხედის. ესე არა თუ ამისთჳს ერქუა ქუეყანასა ამას ჩრდილო, არამედ იყვნეს ესოდენნი წელნი და ესთენნი ნათესავნი ნოვესითგან და ებერისითგან და აბრაჰამისითგან. და მუნ შინა იყო იობ აზნაური, განცდილი განმცდელისაგან ვითარცა იოსებ, მოსე, ისუ, მღდელნი და მსაჯულნი და შემდგომითი-შემდგომად, რომელი-იგი ვიცით სმენილი წიგნთაგან საღმრთოთა.

 

გარდაჴდეს ქრისტჱს მოსლვადმდე წელნი ჭფ~, შობითგან ქრისტჱსით ვიდრე ჯუარ-ცუმამდე ლგ~, და ჯუარ-ცუმითგან ქრისტჱსით ვიდრე კოსტანტინე ბერძენთა მეფესა მონათლევადმდე ტია~; და ათოთხმეტისა წლისა შემდგომად მოივლინა ქუეყანასა ჩუენსა ქადაგი ჭეშმარიტებისაჲ ნინო, დედოფალი ჩუენი, ვითარცა ბნელსა შინა მთიები რაჲ აღმოჰჴდის და ცისკარი აღიღის, და მისა შემდგომად აღმოვალნ დიდი იგი მფლობელი დღისაჲ. ეგრეთ იყო ცხორებაჲ ჩუენი, ქართველნო, რამეთუ ვიქცეოდეთ ნათელსა და მკჳდრ ვიყვენით ბნელსა, ვიხარებდით შუებითა და ვიუნჯებდით გლოვასა, რომლისა ნუგეშინის-მცემელი არა იყო. ვჰმსახურებდით სამე დაბადებულთა და არა დამბადებელსა, ქერობინთა ეტლთა ზედა მჯდომარისა წილ მთათა მაღალთა თავყუანის-სცემდეს მამანი ჩუენნი, გებალსა. და გარიზინსა, და მას ზედა არა იყო არცა ღმერთი, არცა მოსე, არცა ნიში მათი, არამედ კერპნი ქვისანი უსულონი. ხოლო ამას ქუეყანასა ქართლისასა იყვნეს ორნი მთანი და მათ ზედა ორნი კერპნი: არმაზ და ზადენ, რომელნი იყნოსდეს სულმყრალობით ათასსა სულსა ყრმისა პირმშოჲსასა. არმაზ და ზადენ, და შესაწირავად უჩნდეს მშობელთა მათთა მსხუერპლად, ვითარ-მცა უკუნისამდე არა იყო სიკუდილი. და ესე იყო მოაქამდე.

 

ხოლო იყვნეს კერპნი სხუანი-ცა სამეფონი: გაცი და გა. და შეიწირვოდა მათა ერთი სეფეწული ცეცხლითა დაწუვად და მტუერი გარდაბნევად თავსა კერპისასა.

 

და ამის ყოვლისა შემდგომად თხრობასა გითხრობ მამისა ჩემისასა, რომელი წიგნთაგან ვიცი კითხვით, და მამისა ჩემისაგან თხრობილსა.

 

ოდეს-იგი მეფობდა ჰეროდე და მოგუესმა აქა, ვითარმედ სპარსთა იერუსალჱმი დაიპყრეს-ო. გლოვისა წიგნი მოეწერა ყოველთა ჰურიათა მომართ ქართლისათა, მცხეთელთა მკჳდრთა, ბოდელთა მღდელთა, კოდის-წყაროველთა მწიგნობართა, და სობის-კანანელთა თარგმანთა, ვითარმედ: "ათორმეტნი მეფენი მოვიდეს-ო დაპყრობად ქუეყანისა ჩუენისა". და ყოველნი შეიძრნეს სივლტოლით შეწევნად მათა ხოლო შემდგომად მცირედ-რე მოიწია სხუაჲ ღაღადისი ნუგეშინის-ცემისაჲ იერუსალჱმით ყოველსა ქუეყანასა, ვითარმედ: "სპარსნი იგი არა დაპყრობად ქუეყანისა მოვიდეს, არამედ აბჯრისა და საჭურველისა წილ და საგზლისა აქუნდა ოქროჲ ყჳთელი. მური მწრაფლ მკურნალი წყლულისაჲ, და გუნდრუკი სულჰამოჲ, ესე ყოველსა მჴედარსა მათსა. და თჳთ მეფეთა თითო სატჳრთი აქუნდა, და ეძიებდეს ყრმასა ვის-მე ახლად შობილსა, ძესა დავითისსა, რომელი-ცა პოვეს მწირი ერთი, მწირისა დედაკაცისა ძჱ, უჟამოდ შობილი უადგილოსა ადგილსა, ვითარცა აქუს ჩუეულებაჲ გარე-მდგომთა.

 

ესენი მის ყრმისა მოვიდეს და თავყუანის-სცეს, და ესე ყოველი ძღუენი მისა შეწირეს. და მთაჲ გარდავლეს და წარვიდეს მშჳდობით. აწ ნუ გეშინინ, ჰურიანო, მე, ჰეროდე, ვეძიებდ და არა ვპოვე ყრმაჲ იგი და არცა დედაჲ მისი, არამედ აწ წარვჰმართო მახჳლი ყოველსა წულსა ზედა ორით წლითგან და უდარესსა, და მოწყდეს იგი-ცა მათ თანა აწ გულ-დებულ იყვენით. რამეთუ უცნებით იყო ესე ყოველი". ამისა შემდგომად გარდაჴდეს წელნი ოც და ათნი, მოწერა ანა მღდელმან იერუსალჱმით მამის-მამისა ჩემისა ოზიაჲსა, ვითარმედ: "იგივე ყრმაჲ, რომლისა სპარსთა მეფენი მოსრულ იყვნეს ძღუნითა, იგი ყრმაჲ გან-სამე-ზრდილ არს, საზომსა ჰასაკისასა მოწევნულ არს. წყალსა მას იორდანისასა ზაქარიაჲს ძისა განვიდოდეს ყოველნი ნათესავნი ისრაჱლისანი, და შენი მამის დედის ძმაჲ ელიოს თანა-ვე იყო და აჰა ესერა ცაჲ ქუხდა და ქუეყანაჲიძრვოდა, მთანი ჰკრთებოდეს, ბორცუნი იმღერდეს, ზღუაჲ დგა, წყალნი აღმართ დიოდეს, ზაქარიაჲს ძჱ ივლტოდა და ჩუენ ყოველთა ზარი შეძრწუნებისაჲ დაგუეცა. და ერისა სიმრავლისათჳს დავიდუმეთ საქმჱ ესე, რომელი იყო სამე ცხად საუკუნითგან ღმრთისა თანა". და მეოთხესა წელსა გამოჴდა ბრძანებაჲ იერუსალჱმით ჰეროდე მეფისაგან, ვითარმედ: "ყოველთა ძეთა ისრაჱლისათა, განბნეულთა ყოველსა ქუეყანასა იხილეთ ერთი ღმერთი და იგულეთ და ისმინეთ ერთი შჯული. და ისწავეთ ერთი სიტყუაჲ მოსესი, რომელი თქუა: "რომელმან ქუეყანასა ზედა თქუას ღმრთად თავი თჳსი, ძელსა დამოეკიდენ". და მერმე თქუა: "წყეულ იყავნ ყოველი, რომელი დამოკიდებულ იყოს ძელსა".

 

აწ ესერა აღდგა კაცი ერთი, და სახელი მისი იესუ, თავით თჳსით ჰხადის ღმერთსა მამად და რეცა თუ არს იგი თჳთ ვითარცა ღმერთი, მოვედით ყოველნი სიკუდილსა მისსა და აღვასრულოთ მცნებაჲ ღმრთისაჲ და მოსჱსი".

 

და წარვიდა აქაჲთ მამის დედის ძმაჲ ჩემი ელიოს, კაცი მოხუცებული. და ესუა მას დედაჲ ტომისაგან ელი მღდელისა, და ესუა ერთი ხოლო დაჲ ელიოზს.

 

ევედრებოდა დედაჲ ძესა თჳსსა და ეტყოდა: "წარვედ, შვილო, წოდებასა მეფისასა და წესსა შჯულისასა. ხოლო რომელსა იგინი განიზრახვენ, ნუ შეერთვინ ცნობაჲ შენი მას ყოვლად-ვე, ნუ, შვილო ჩემო, რამეთუ სიტყუაჲ არს წინაჲსწარმეტყუელთაჲ და იგავი ბრძენთაჲ, საიდუმლოჲ არს დაფარული ჰურიათაგან, ხოლო წარმართთა ნათელ და ცხორება საუკუნო".

 

და წარვიდა ელიოზ და ყოველნი ჰურიანი ქართლით. და აღესრულა ყოველი-ვე, რომელი აწ ვიცით ნინოჲს მიერ, ევანგელეთაგან ქრისტჱს მიერ.

 

ხოლო სამოსელი იგი ჰხუდა ამას ქუეყანასა წილით და წარმოიღო ელიოზ. ხოლო დედასა მისსა, ვითარცა ესმა ჴმაჲ, ოდეს პასანიკმან ჯუარსა ზედა სამშჭუალსადასცა კუერი მჭედლისაჲ იერუსალჱმს, აქა ესმა ჴმაჲ და იკრჩხიალნა მწარედ დედაკაცმან მან და თქუა: "მშჳდობით, მეფობაო ჰურიათაო, რამეთუ მოჰკალთ თავისა მაცხოვარი და მჴსნელი და იქმნენით ამიერითგან მტერ შემოქმედისა. ვაჲ თავსა ჩემსა, რომელ არა წინარე მოვკუედ, რომელმან-მცა ესე არღარა სმენილ იყო, და არცა კნინ უკუანაჲს-რე დავრჩი, რომელ-მცა მეხილვა ნათელი გამობრწყინვებული წარმართთა ზედა და დიდებაჲ ერისა ისრაჱლისაჲ" და ამას სიტყუასა ზედა შეისუენა დედაკაცმან მან, დედამან ელიოსისმან.

 

ხოლო ამან ელიოზ მოიღო კუართი იგი მაცხოვრისა იესუ ქრისტჱსი მცხეთად, სახლად ჩუენდა, და იხილა, რამეთუ მომკუდარ იყო დედაჲ მისი ამას სიტყუასა ზედა. ხოლო დაჲ მისი მიეგებვოდა შესუარული ცრემლითა, ვითარცა სისხლითა, და მოეხჳა ყელსა ძმისა თჳსისასა და მოუღო სამოსელი იგი იესუჲსი და შეიტკბო მკერდსა თჳსსა ზედა. და მწრაფლ სულნი წარჰჴდეს სამითა ამით სიმწარითა: სიკუდილითა დედისაჲთა, და უმეტჱს ტკივილითა სიკუდილსა ზედა ქრისტჱსსა და სურვილითა მის სამოსლისაჲთა.

 

მაშინ იყო შფოთი დიდი მცხეთას შინა მეფეთაჲ და მთავართაჲ და ყოვლისა ერისაჲ. და იხილა მეფემან ამაზაერ სამოსელი იგი იესუჲსი და უნდა წარღებაჲ მისი, ხოლო ზარსა მას ზედა დედაკაცისა მკუდრისა ჴელთ-გდებასა, შეშინდა და ვერ იკადრა. ხოლო ელიოზ დაჰმარხა დაჲ იგი თჳსი, და ჴელთა მისთა აქუნდა სამოსელი იგი. და არს ადგილი იგი, რომელი ღმერთმან იცის, და იცის დედამან ჩემმან ნინო და არა იტყჳს, რამეთუ არა ჯერ-არს სიტყუად აწ. არამედ ესე ხოლო კმა-იყავნ ნინოჲს მოწაფეთათჳს და ქრისტჱს მორწმუნეთა, რამეთუ მახლობელ არს ადგილი იგი ნაძუსა მის ლიბანით მოსრულსა და მცხეთას დანერგულსა. თჳნიერ ესე მესმა მამისა ჩემისაგან: "არს სხუაჲ-ცა ძალითა შემოსილი, მრჩობლი იგი-ცა, ხალენი ელიაჲსი ამას ქალაქსა შინა ჴელთა ჩუენთა, საკურთხეველისა სიმტკიცესა ქუეშე, ქვათა შინა ულპოლველად ვიდრე ჟამადმდე მისა", რამეთუ მრავალგზის მაბირა მე დედამან ჩემმან ნინო მამისა ჩემისა მიმართ, რაჲთა გამოვსწულილო ადგილი იგი სამოსლისაჲ მის გულითად. ხოლო მან ესთენ დადვა ნაწილი ჩემ თანა და მრქუა: "აქა არს-ო ადგილი სამარხვოჲ მისი-ო, რომელსა ენანი კაცთანი არა დადუმნენ გალობად ღმრთისა მიმართ, მას ზედა არს ადგილი იგი, ვითარცა ადგილი იაკობისი, კიბედ ხილული და ზეცად აღწევნული ამიერითგან და უკუნისამდე, დიდება და ქება მოუკლებელ".

ახალი ქართლის ცხოვრება - ბერი ეგნატაშვილი

Отправлено 23 янв. 2010 г., 11:27 пользователем Davit Chumburidze

ბერი ეგნატაშვილი

ახალი ქართლის ცხოვრება

მესამე ტექსტი

სახელითა ღ(ვ)თისათა აწ ვიწყოთ ცხოვრება ბაგრატოანთა მეფობისა

ქორონიკონსა რ~მბ: დაჯდა მეფედ ძე გიორგისა ბაგრატ და ძმა მეფისა ალექსანდრესი. და ჰყვანდა ცოლად დედოფალი ელენე, და ეხნეს ამათ ძენი ალექსანდრე და დავით. და იყო მეფობასა შინა მეფეთ-მეფისა ბაგრატისსა დიდი მოსუენება ქრისტიანეთა.

ამისა ჟამსა შინა იყო ყაენი ასან-ბეგ, მორჭმული და ორისავე საყაენოსა მპყრობელი. არაოდეს დარბეულ იყო ქართლი დიდისა თემურის უკანის, იყო შენება და განსუენება. ამას ჟამსა შინა არა იყო ხარაჯა და არცა მალი ქართლსა შინა, არამედ განთავისუფლდეს ყოველნი სამეფონი და არენი ქართლისანი მონებისაგან თურქთასა.

ესე მეფე ბაგრატ იყო მორჭმული, სახელოვანი. ამას ჰქონდა ქართლი, სომხითი, და მონებდეს ლორის პატიახშნი, კახეთისა, შარვანისა და სამცხისა. და ჰყვეს იმერელნი, ოდიშარნი, გურულნი, აფხაზნი, სუანნი, ჯიქნი და მთიულნი კავკასიანნი.

ამას შინა უკუდგა დადიანი და გურიელი. და უკუიტანნეს ოდიშარნი და აფხაზნი. შეჰყარნეს ერთად და არღარა მსახურეს ბაგრატ მეფესა. წყინა მეფემან და შეიყარა ლაშქარი, მივიდა და დადგა ცხენის-წყალსა ზედა; იქით ისინი მოადგეს. ქმნეს რაზმი და შეიბნეს. იპრიანა ღმერთმან და გაიქცნეს დადიანი, ოდიშარნი. დაჴოცნეს და დაატყუევეს და მოსწყჳტეს ქართველთა, მიჰყვეს თანა, ჩაუდგეს შინაგან, დაწვეს და დააქციეს ციხენი, სიმაგრენი. მობრუნდეს გამარჯუებულნი და წარმოიტანეს თანა ტყუე და მძევალი. ამას ზედა არღარა ჰქონდა თავი ჴელთა მეფესა, ლიხთ იქით იყო და ქართველნი თანა იახლნეს.

ქორონიკონსა რ~მდ: შეიყარა ყაენი უზუნ-ასანლ და მოვიდა სომხითს. მოადგეს ბარათიანთა, და ორბეთისა ძირსა დიდად კარგად დახუდეს ბარათიანნი, და გამაგრდეს, და ვერა უყვეს რა, მოვიდეს და ტფილისი აიღეს. თჳთ ყაენი მუხრანს დადგა. აღივსო ქართლი ლაშქრითა, მოოჴრდა სრულ ქართლისა ადგილი. იჴმნა ყაენმან ბარათიანნი, მოინდუნა, ნახნა და შეიწყალნა, მოსცნა მრავანი და აღავსნა პირთამდის. ამას ზედა აიყარა ყაენი და წარვიდა, და გამოუშუნა ბარათიანნი შეწყალებულნი, და უბოძა მრავალნი მისაცემელნი.

ამისა შემდგომად გარდაჴდეს წელნი.

ქორონიკონსა რ~ნ: კუალად უზუნ-ასან ყაენი მოვიდა სამცხეს, ყუარყუარეს უშუელა. ჩიხორს შეიბნეს მეფე ბაგრატ იმერეთისა, და ათაბაგს ყუარყუარეს გაემარჯუა. ქორონიკონსა რ~ნა: ქართველთა მეფემან თავრეზს გილაქმა და თემურა ააოჴრა. ქორონიკონსა რ~ნგ: მეფე ბაგრატ იმერეთისა დაიჭირა ყუარყუარემ ტყუედ, და დაატყუევა ციხესა შინა.

ქორონიკონსა რ~გ: ათაბაგი ბაადურ გარდაიცვალა წლისა კ~ა, ოკდომბერსა ი~, დასაბამითგან ქორონიკონსა ექუსიათას ცხრაას ოთხმოცდაორსა.

ქორონიკონსა რ~ჲდ კუალად შეიკრიბა ერი ურიცხჳ და წარმოემართა უზუნასან ძალითა დიდითა სამცხესა ზედა. ესმა ესე ყუარყუარეს და ორთა ძეთა მისთა, რამეთუ პირისპირ განწყობა ვერ ძალ-ედვათ სიმრავლისაგან ურიცხვობისა სპათა მათთასა, და ჰქმნეს განზრახვა, რათა სამთაგან ერთი წარსრულ იყო და დაეცხრო გულისწყრომა მძლავრისა მის, რათა არღარა მოსრულ იყვნეს ქუეყანასა სამცხისასა. მოვიდა სამცხეს და მერმე მოიწივნეს აწყუერს და მოსრნეს მრავალნი ქრისტეანენი, მღდელნი და მონაზონნი და ერისკაცნი, და წარტყუევნნეს სრულიად სამცხე.

აღიყარა ყაენი და წარვიდა საყაენოსა თჳსსა და ტყუე ჰყვეს ხატი აწყუერისა ღმრთისმშობელი, და წარიყვანეს ქუეყანასა მათსა. და იქმნა დიდი გლოვა და მწუხარება მიუთხრობელი სრულიად მესხთა ზედა. აღდგეს ყოველნი და შთავიდეს ქართლს, ვიდრემდის მწირობდენ მუნ შჳდ წელ.

მიიცვალა ძე მეფისა ალექსანდრესი მეფე გიორგი კახთა და დაჯდა მის წილ ძე მისი ვახტანგ. და გარდაჴდეს მცირე რამე ხანი და წარვიდა კოსტანტინე თათარშიგან. და სხუამან ვერავინ ბედა ქართველმან დარბაისელმან წარსლვა თათარშიგან და ბატონის ხლება. დიდად ერთგულად და კარგად იყვნეს ბარათასშვილნი. და იგინივე წარყვეს თანა და მსახურეს. და წარყვა მზეჭაბუკსა, პირმშო შვილი ყუარყუარესი. იპრიანა ღმერთმან და იწყინა ამოწყუეტა საქრისტეანოსა.

შეედვა ყაენსა სენი სასიკუდინე, ქმნა ღმერთმან და მოკუდა ყაენი უზუნჰასან. და მიიღო პატრონობა ძემან მისმან სულთანმან, და ძმა მისი აღუბ ეშურებოდა მიღებად პატრონობასა.

დააგდეს თათართა ტფილისი და სომხითი, და დაიჭირა მეფემან ბაგრატ. ჩაუჴდეს ბარათიანნი, დაიფორაქეს ელი და დაჴოცეს მრავალი თათარი. ხოლო სულთანი და მკითხველნი სჯულისა თათრისანი უქადაგებდენ სჯულსა თჳსსა. ხოლო იცოდა მზეჭაბუკ არაბული და სპარსული და თათრულიცა. ესეოდენ სწავლულ იყო ენითა და წიგნითა მათითა, ვითარმედ ყოველსავე ღრმათა სცნობდა და მისგან ესრეთ აღმოვიდოდეს საღმრთონი სიტყუანი პირით მისით; და სჯულისა მათისაგანცა ყოველივე ზედამიწევნით უწყოდა და მათისავე სჯულისა წიგნთაგან დაუყოფდა მედგარსა პირსა მათსა და მიერ დღითგან ვერღარა-ვინ იკადრა ამის პირისათჳს სიტყჳსა ყოფად წინაშე მისსა. ხოლო მიეცა ძლევაცა ესევითარი რამეთუ იყო უსჯულოსა მის მთავრისა კაცი ერთი, ფალავანთა თავი, დიდი და გოლიათი, რომელსა სახელად მალანი ეწოდებოდა, და ჰმატდა ყოველთა კაცთა სიდიდითა, ვითარ წყრთა ერთი ანუ უფროსცა, და არავინ გამოჩინებულ იყო სიმრავლესა მას შინა მრკინობელ მისსა. ამან ინება ოდესმე განმცდელობა მზეჭაბუკისი და, ვითარცა ცნა ესე, არღარა ჰპოვნა. არამედ ვითარცა ლომმან მსწრაფლ შებმა უყო და მინდობილმან ღმრთისა და ყოვლად-წმიდისა აწყუერისა ღმრთისმშობელისამან აღიყვანა და უპატიოდ მიწასა ზედა დასცა.

ესე რა იხილეს ყოველთა მათ ლაშქართა, დიდებულთა ერთა, დიდად განკჳრვებულ იქმნნეს და თქმად რასამე უღონო იყვნეს, ესენი და სხუანი უმრავლესნი მჴნე ქველობანი მოენიჭნეს, ბრძანა ღმერთმან და წარმოავლინა დიდითა პატივითა სულტანმან კოსტანტინე და წარმოატანა თანა მზეჭაბუკცა; და მოვიდა კოსტანტინე თათართათ, ყაენისგან შეწყალებული. მას უკანის მძლე ექმნა სულტანსა იაღუბს, დაიპყრა პატრონობა და დაჯდა ყაენად ასან-ბეგის შვილი იაღუბ-ბეგ განზრახვითა ეშმაკისათა.

ამას შიგან გამოჴდა ხანი და სოფელმან მისი ბეგარა არ დაიკლო. მიიცვალამეფე ბაგრატ რაჭასა, და იყო დიდი გლოვა და მწუხარება სამეფოსა ზედა; აღიღეს და დამარხეს გელათს, მათსა სამარხოსა შიგან. ამასვე შიგან გამოჴდა ხანი.

ქორონიკონსა რ~ჲვ: დაჯდა მეფედ ალექსანდრე მეფის ძის. დიმიტრის შვილი კოსტანტინე და მეფობდა კეთილითა მეფობითა: არღარა იყო წყენა თათართაგან; მოიმორჩილნა იმერელნი, ოდიშარნი და აფხაზნი; მსახურებდა ათაბაგი და მორჩილებდეს კახნიცა; არა სადათ იყო წყენა ქრისტიანეთა; იყო მოსუენება და დაწყნარება.

არამედ პირველსავე სიტყუასა მოვიდეთ.

მაშინ ოდეს მოვიდა უზუნ-ასან მძლავრითა ლაშქრითა და წარიყვანეს ხატი იგი აწყუერისა ღმრთისმშობელი ქუეყანასა მას უცხოთესლთასა, ესევითარი რისხვა ღმრთისა მიავლინა: არცა შობა დედაკაცმან, არცა პირუტყუმან, არცა ჰყო ხემან ნაყოფი, არცა მიწამან აღმოაცენა.

და იქმნა დიდი გამოძიება მათ შორის უცხოსა ამისთჳს საქმისა და იტყოდეს: "რაჲ-მე არს ესე?" რომელნიმე იტყოდეს: "შენდომით იქმნა". ხოლო სხუანი სხუასაცა რასამე მიზეზსა მოიღებდეს. ხოლო უბრძნესთა კაცთა მის ქუეყანისათა ესრეთ თქუეს: "ოდეს-იგი საქართველოს ვილაშქრეთ, მაშინ ერთისა დიდისა საყდრიდაღმენ ფიცარი ერთი, შემკული მრავლითა პატივითა, ვიხილეთ და წარმოვიღეთ; და მგზავრობასა მას. ჩუენსა უცხო სასწაული ვიხილეთ მისგან, რამეთუ მწუხრსა ჩავასუენით უღრმესსა ადგილსა ბარგისასა და, ვითარცა განთენდის, აღმოვიდის სიღრმისაგან და მაღლად მჯდომარე იხილვებოდის და ვითარცა მზე ბრწყინევდის. და საქმე ესე უეჭუელად მისგან იქმნა ქუეყანასა ჩუენსა და, თუ გნებავს განრინება ჭირისა მისგან, იგი მოვიძიოთ და ქუეყანასა მათსა განუტეოთ".

მაშინ მოიძიეს წმიდა ესე ხატი და, ჰპოვეს რა, ესრეთ განიზრახეს: "მოვედით და დავაკრათ კიცუსა უჴედსა და, უკეთუ წარვიდეს მართლიად გზასა თჳსსა, უწყოდეთ, რამეთუ ამისგან არს ესე ყოველი; და უკეთუ მიიქციოს სხჳთ-კერძო, მაშინ შეხდომით რამე იქმნა და არა ამისგან".

და ვითარცა დააკრეს კიცუსა მას ზედა წმიდა ესე ხატი, ესრეთ მართლიად წარმოემართა გზასა სამცხედ მომყვანებელსა, ვითარმცა საჩინო მჴედარი და აღჳრითა მპყრობელი და მმართებელი.

და ვითარცა იხილეს უცხოთესლთა საკჳრველება ესე, განიხარეს სიხარულითა დიდითა ფრიად, და წარმოგზავნეს პატივითა. და თანა-წარმოჰყვა სიმრავლე ცხენებისა ფრიადი, რომელთა ზურგები ჩადრეკილები დღესცა ჰქადაგებს მაშინდელსა სასწაულსა. ხოლო უცხოთესლთა მათ არა-რა იზრუნეს ცხენებისა მათისათჳს, ვინათგან უზომოსა მის ჭირისაგან ჴსნასა მოელოდეს. და განგებითა საღმრთოთა მცირედთა ჟამთა სამცხეს მოიწია ადგილსა, რომელსა აწ ელავსი ეწოდების, და იქმნა დიდებული სასწაული. რამეთუ მყის განათლდა სრულიად სამცხე და განბრწყინდა წესისაებრ პირველისა.

და ვითარცა იხილეს ყოველთა ანასდათი იგი შეცვალება ბნელისა ნათლად და მიხედეს ადგილსა მას და სახედ ელვისა ბრწყინვიდა ხატი ყოვლად-წმიდისა, განკჳრვებულთა თქუეს: "რაჲმე არს ესე ელვის სახედ ბრწყინვალე?" და მიერითგან ეწოდა ადგილსა მას ელავსი.

და შეკრბეს ყოველნი და მივიდეს და იხილეს ხატი ესე ყოვლად-წმიდისა ღმრთისმშობელისა ბრწყინვალეს მჯდომარე კიცუსა ზედა, და სიმრავლე ცხენებისა გარემოს. მისსა; განკჳრდეს უცხოსა მას ელედა საკჳრველსა და ადიდეს ღმერთი და ყოვლად-წმიდა ღმრთისმშობელი, და ცრემლითა მჴურვალითა ღაღად-ჰყვეს მისსა მიმართ: "კურთხეულ არს მოსლვა შენი, დედაო სახიერისა ღმრთისაო, რასათჳს დაგჳტევენ ესეოდენთა ჟამთა ბნელსა შინა, რომელთა შენ მიერ ვიხილეთ საღმრთო ნათელი ძისა შენისა?"

და ვითარცა ესმა ხატისა სასწაულითა მოსლვა მესხთა ქართლს მყოფთა, ვითარმედ სამცხე განათლდა, განიხარეს სიხარულითა დიდითა ფრიად და თქუეს: "უეჭუელად ხატი ყოვლად-წმიდისა მოსუენდა. აღვდგეთ და წარვიდეთ ქუეყანასა ჩუენსა". ხოლო მეფე კოსტანტინე აყენებდა და არა უტევებდა წარმოსლვად; და ვითარცა ჰპოვეს ჟამი მარჯუე, აღდგეს ღამესა ერთსა და წარმოემართნეს ყოვლით სახლეულით მათითურთ.

და ესმა მეფესა, ვითარმედ მესხნი წარვიდეს, აღიმჴედრა ლაშქრითა თჳსითა და დევნა უყო, ვითარცა იგი ოდესმე ფარაო ისრაილთა, და მოეწივნეს ადგილსა, რომელსა არადეთი ეწოდების. ხოლო მესხნი მოუბრუნდეს სახლსა ზედა ყოვლად-წმიდისა აწყუერისა ღვთისმშობელისასა, და განეწყვნეს ურთიერთას, და შეიბნეს კოსტანტინე მეფე და ყუარყუარე ათაბაგი და მესხნი.

ქორონიკონსა რ~ოა, თუესა აგვისტოსა ი~გ, ათაბაგს და მესხთ გაემარჯუა. და ესევითარი ძლევა აღადგინეს მესხთა ქართველთა ზედა, რომლისა მსგავსი არა სადა სმენილ არს, და მოსრნეს მრავალნი წარჩინებულნი. მეფისანი. ხოლო მეფე ლტოლვილი მცირედითა მჴედრითა განერა და უკუნ იქცა სახედ თჳსად. ხოლო მესხნი უკმოიქცეს ძლევა-შემოსილნი მშჳდობით და მადიდებელნი ყოვლად-წმიდისა ღმრთისმშობელისანი, და მოვიდეს სამცხეს.

ამისა შემდგომად გარდაჴდეს წელნი ორნი. მერმე, ვითარცა წესი არს და ჩუეულება ეშმაკისა, აღძრნა ეშმაკმან მოძულემან კეთილისამან თათარნი ქრისტეანეთა ზედა, შეკრბა სიმრავლე ურიცხჳ თურქმანთა და მომართეს სამცხეს.

ქორონიკონსა რ~ოგ: მოვიდეს და მოადგეს ტაშირზედა, მოუმცნეს მეფესა ქართლისასა, რათა ქუემოთ ქართველნი შეუჴდენ სამცხეს. ვითარცა ესმა ესე ყუარყუარეს და ძეთა მისთა მზეჭაბუკს და ბაადურს, შემოკრიბნეს სპანი თჳსნი და დაადგრეს სიმაგრესა ადგილსა ქვიანისა მთისასა, რათა უკუე მიიწივნეს რა მათდა, მყის განეწყვნენ და შებმა უყონ. და სხუათა ყოველთა თემთა და ქუეყანათა მათთა უბრძანეს ციხეთა და სიმაგრეთა შინა ყოფა და გამაგრება, ვითარცა-იგი ეპისკოპოზსაცა წმიდისა ამის დედა-ქალაქისასა უბრძანეს, რათა ხატი ყოვლად-წმიდისა აწყუერისა ღმრთისმშობელისა ციხესა საჭურჭლეს შინა დაასუენონ.

და ვითარცა ესრეთ იქმნა, ქორონიკონსა რ~ოდ მოვიდა ყაენი იაღუბ ურიცხჳთა ერითა და უბრძანა ერთსა თავადსა და ლაშქარსა მისსა, რათა ჩაუდგეს სამცხეს. ჩაუდგნენ და მოიცვეს სრულიად და იავარ-ჰყვეს ქუეყანა სამცხისა, და მერმე მოადგეს ციხესა და ქალაქსა ახალციხისასა. ჰბრძოდეს დიდხან და ვერღარა დაუდგნა სიმაგრემან, გატეხეს ციხე და დაწვეს ქალაქი, და დაიპყრეს ჴელთა მესხნი დარბაისელნი ციხოვანნი. მერმე აიყარნეს და მოადგეს ციხესა და ქალაქსა აწყუერისასა, და მოწვეს აწყუერი და მოაოჴრეს ქალაქი, და ციხესა ვერ უძლეს ბრძოლითა აღებად და წარსლვა ინებეს.

მაშინ ეზრახნეს ციხოვანთა და უქადეს მშჳდობა და არა დაქცევა საყდრისა და ციხისა. ამას ზედა გამოენდვნეს, შესცთენ მცველნი იგი ციხისანი და მაწყუერელი და მას თანა სხუანიცა ჩინებულნი განიზრა\ხნეს, აღიხუნეს კლიტენი ციხისანი და თჳნიერ თხოვისა და ბრძოლისა უღმრთოსა მას მთავარსა მიართუეს და მან გაიხარა ფრიად და აღუთქუა, ვითარმედ არა-რა ავნოს მათ. და გამოენდვნეს და ვითარცა შევიდეს ციხესა მას შინა, მიეტევნეს ვითარცა მჴეცნი და იავარ-ჰყვეს ყოველი საჭურჭლე საყდრისა, და ერი ურიცხჳ დედებით და ყრმებითურთ რომელნიმე მოსრნეს მახჳლითა, ხოლო სხუანი ტყუედ წარიყვანნეს.

ხოლო ხატი ყოვლად-წმიდისა სასოსა ჩუენისა, შემკობილი თუალთა მიერ პატიოსანთა, ცოდვათა ჩუენთაგან ტყუე-ჰყვეს და მიჰგუარეს უსჯულოსა მას მთავარსა. ხოლო მას ფრიად განუკჳრდა შემკობილება ხატისა მის და პატიოსნება თუალთა, და ბილწითა ჴელითა თჳსითა განძარცუა შემკობილება ხატისა. და შემდგომად ამისსა აღაგზნეს ცეცხლი ფრიად დიდძალი და მას შინა შთააგდეს. ხოლო ცეცხლი იგი დაშრტა და ხატსა ყოვლადვე არა შეეხო, არცა-თუ ნაბრძჳლი აჩინა, რომელი-ესე მრავალთაგან და თჳთ თუალითაცა ჩუენითა სახილველ იქმნა. ესე-რა სასწაული იხილა ერთმან ვინმე ლაშქართა მათ შინა მყოფთაგანმან ქრისტიანემან და სჯულითა არამართლმადიდებელმან, აღიპყრა ხატი იგი ყოვლად-წმიდისა და წარახჳა ფაკელსა წმიდასა ამას შინა.

მაშინ ბრძანა ყაენმან, რათა სომხითი მოარბიონ, ბარათაშვილი გაუზახა და მისი უკეთესი ლაშქარი, მალვით მივიდეს და დაესხნეს შეუგრძნად დმანისს და ქუეშისჴევსა, წარმოიღეს ტყუე-ალაფი უამრავი დაუვარდა ჴმა ბარათიანთა, გარდაუდგეს წინა ცოტათა ლაშქრითა. იპრიანაღმერთმან, ესე გაემარჯუათ, რომე ერთისა ქართველისაგან ასი და ორასი მოიკლა. დაჴოცეს და ამოსწყჳტეს, დაატყუევეს და ცოტა რამე გარდამოეხუეწა ცხენ-კეთილი და თავად კარგი კარგად იყო სულხან ბარათაშვილი, ერთი ასეთი დარბაისელი მოკლა, ყაენის კარზედ მისთანა არ იყო, და სხჳს ნაჴოცისა ანგარიში არ იქმნებოდა.

რანიღაც გარდაიხუეწნეს, მივიდეს ყაენსა თანა ერთობ. ეწყინა და დაუმძიმდა ლაშქართა ამოწყუეტა და ამას ზედა აიყარა ყაენი სამცხით და წარვიდა. და დატყუევდა აწყუერისა ღმრთისმშობელი თუესა სეკდემერსა კ~ე, და მოქალაქენი, და რაცა ციხესა შიგან იყო, დიადი სული წაასხეს. და წარვიდა ყაენი მისსა საყაენოსა.

ხოლო რომელი ზემო ვაჴსენეთ, კაცმან ქრისტიანემან და სჯულითა არამრთლმადიდებელმან წარასუენა ქუეყანასა მათსა. ვითარცა ესმა ესე ყუარყუარეს და მეუღლესა და ძეთა მისთა, განრისხნეს გამცემელთათჳს ციხისათა და სიკუდილად დასცა ბრძანეს მაწყუერელისა და სხუათა ყოველთა, რომელნი შინა-გამცემელ იქმნნეს. და იძლია ბუნებითისა მოწყალებისაგან, არღარა სიკუდიდ დასაჯნა, არამედ ექსორია ყვნა.

ამისა შემდგომად მოიძიეს სხუა ეპისკოპოზი და ჰპოვეს საზღვართაგან პონტოსათა, ქალაქით ტრაპიზონელი, სახელით სვიმეონ, რამეთუ მაშინ საჭეთ-მპყრობელობდა საყდარსა ტბეთისასა. ამას მიუბოძა უკანასკნელ მაწყუერელობა. ხოლო ვითარცა ზემორე ვთქუ, ეპყრა კაცსა მას ხატი იგი ყოვლად-წმიდისა სასოსა ჩუენისა აწყუერისა ღმრთისმშობელისა დიდითა პატივითა; გამოეცხადა კაცსა მას და რქუა: "უკეთუ არა წარმიყვანო ქუეყანასა ჩემსა, დიდი ბოროტი მოვაწიო შენ ზედა" და წარმოვიდა მსწრაფლ კაცი იგი და აუწყა ყოველივე პატრონსა ყუარყუარეს და მანუჩარს. ხოლო მათ განიხარეს სიხარულითა დიდითა და მსწრაფლ წარგზავნნეს კაცნი სარწმუნონი, და დაიჴსნა პატრონმან მანუჩარ, და ვითარცა მივიდეს, იცნეს იგი და დაცვივნეს პირსა ზედა თჳსსა და თაყუანის-ცეს, და აღიჴუეს, და წარმოასუენეს წმიდა იგი ხატი, აღიყვანეს და დაასუენეს საყდარსა თჳსსა აწყუერისასა.

ამას შიგან გამოჴდა ცოტა ხანი და გამოგზავნა ყაენმან ხალიბეგ, და დაუწყო შენება ქაოზიანთა და არჯაყალისა ციხესა. იწყინეს ბარათიანთა და არ დაანებეს, და აუწყეს მისარჩელი წყენა და მტერობა. გაგულისდა ყაენი და აშუელა ლაშქარი ხალიბეგს. შეიყარნეს და მოადგესტფილისსა, ებრძოლეს მრავალ-დღე და ვერა-რა ავნეს, რამეთუ სიმტკიცესა ზედა ეგნეს; და იყვის ყოველთა დღეთა ომი, და არა იყო ღონე ციხის წაღებისა.

მერმე შეიყარნეს ბარათიანნი და შემოუთუალეს მეფესა კოსტანტინეს და ითხოვეს მისგან შუელა. მეფემან გაგზავნა ციცის-შვილი ქაიხოსრო და ჯავახის-შვილი ჯავახი ცოტათა აზნაურისშვილითა და ლაშქრითა. წარუძღუეს წინა ბარათიანნი, მივიდეს და დაესხნეს ჭანდართა მდგომთა მონაპირეთა თათართა, გააქცივნეს და დაჴოცეს, ასრე რომე თუ არა მაცნე წავიდა სადმე, ვერცა ერთი წაუვიდა, აივსნეს აბჯრითა, ალაფითა და ბარგითა პირთამდის.

ხოლო ვითარცა ესმა ესე ქალაქს მდგომთა თურქმანთა, უკუ-ეყარნეს ციხესა ტფილისისასა და წარვიდეს ჩაღმა, გარდაუდგეს კუმისის ბოლოს, შეებნეს წინამავალსა ლაშქარსა, გაიქცივნეს და და ჴოცეს, ასრე რომე თათარსა თავსა სჭრიდეს და ვენაჴისა ღობესა და მარგილზედა აცუემდეს. მერმე განრისხდა ღმერთი და მოუჴდა ზემოთ ბუსუნი, შუა შეიყარნეს და რაცა ბარათიანთა ქაიხოსრო და ჯავახმან ქმნეს არცა წინა გმირთა უქმნია, ასრე რომე ულუსსა ლაშქარსა ომითა და ჴრმლითა წამოვიდეს, და ცოტა ლაშქარი დაზიანდა, და თჳთ მორჩეს ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა.

ამას ზედა წარვიდა თურქმანი ლაშქარი შერცხუენილი და ორბეთისა ძირსა დადგნენ. ეცადნეს თათარნი და მუდამ ბარათიანთა და ორბეთის-ძირელთა გაემარჯვის.

ამას ზედა ადგა ხალიბეგ და სხუანი ყაენის თავადები, მივიდეს, შეეხუეწნეს ყაენსა.

რა გამოჴდა წელიწადი ერთი, აშუელა ლაშქარი, მოირთო ძალი და წარმოემართა სომხითისა და ორბეთისა ძირზედა, მომართა ციხესა კოჟრისასა, მოადგა გარე და დაუწყეს ომი და თოფსა სროლა. აწყუდინეს შინაგან სოლაღას-შვილნი. იყო დიდხან ომი და შეაწუხნა მეტმან თოფისა საქმემან და ცოტა ციხეცა დააქციეს. ვერღარა დაუდგ ეს, ამისთჳს რამეთუ მეშუელი აღარა ჰყვათ, ერთსა ღამესა თოვლმან უკუყარნა და გამოვიდეს ციხით, და ციხე დაუგდეს ცარიელი, თჳთ მიმართეს მთათა და სიმაგრეთა.

ხოლო ვითარცა განთენდა, ნახეს თათართა ციხე უკაცური, შევიდეს შიგან და კაცი არა პოვეს, მიჰყვეს ჴელი და დააქციეს.

ვითარცა ესმა მეფესა აღება ციხესა, დაუმძიმდა, რამეთუ მეფე შეყრილი ნიჩბის წყალზედა იდგეს, ამას ზედა ადგეს თათარნი და მოადგეს ტფილისისა ციხესა და იყო ყოველთა დღეთა ომი და ესროდეს თოფსა და არა იყო ღონე ციხისა წაღებისა. რამეთუ მჴარი ბარათიანთაგან ჰქონდა, ეუბნებოდა მეფეს კაცთა და არა უშუელეს. იმერელნი უკუდგომით იყვნეს, და არცარა მესხთ უშუელეს. ამისთჳს ომი ვერ გაბედა მეფემან, ადგეს დიდსა ხანსა ქალაქსა. და შეეწყინა ომი თათართა, ციხეს ვერა უყვეს რა მერმე აკაზმეს ლაშქარნი და გამოარჩიეს დარბევა ორბეთისა ძირისა აარჩიეს ათას ხუთასი ისპაი კაცი და სხუა წვრილი კაცი ლაშქრისა მრავალი და ცისკრისა ჟამსა შეუდგეს ორბეთისა ძირსა. დაესხნეს და იფორაქეს და ამოსწყჳდეს მთისა სოფლები; იშოვეს განძი, ტყუე და ალაფი ურიცხჳ. ამას ზედა ესმა ბარათიანთა და იგინი იყვნეს ენაგეთს და მათ თანა იყვნეს ქაიხოსრო თურმანის ძე და სხუა მეფისა ყმები ცოტაოდენი. დავარდა ჴმა და მოჰმართეს ასრე, ვითა ვეფხთა. წამოვიდა აქეთ სულხან ბარათას-შვილი და მისნი ძმანი; აქათ სხუანი ბარათიანნი მიეწივნეს უკანა, შეიბნეს და გააქცივნეს, მისჯარნეს ჴევსა და ჴირჴალსა. ასრე ჴოცა დაუწყეს, ვითა ქათამთა მართუეთა.

ხოლო მოსცა ღმერთმან ძლევა ქრისტეანეთა და დაჴოცეს ურიცხჳ, რამეთუ არა იყო განცდა მკუდრისა; სისხლისა რუ დიოდა; რაცა სიკუდილსა მორჩეს, ჴელთა დაიაყრნეს; ერთი ასეთი თავადი დარჩა ბარათაშვილს მერაბს, რომე ყაენის კარზედა მას არავინ სჯობდა, და მეყჳსიცა იყო ყაენისა. ასეთი ძლევა მოსცა ღმერთმან ბარათიანთა, რამეთუ ერთისა ტყჳსა დედაკაცისაგან სამი და ოთხი მუსულმანი მოიყვანებოდა ყელ-დოლბანდიანი, რამეთუ პირველსა ომსა ვეღარ მოესწრნეს ქაიხოსრო ჯავახი, ქავთარ სოლაღას-შვილი და სხუანი დარბაისელნი. მოხუდეს უკანა მომდევარნი და რჩეულნი ჩაღდაულად დიდნი ლაშქარნი აქათ, არცა ამათ დაუგდეს გზა. შეიბნეს ოცი კაცი სამასამდის ისპასა თათარსა ჴრმლითა წინადაუდგა, იპრიანა ღმერთმან და მორჩეს მშჳდობით. ორჯერ და სამჯერ ცხენები დაუჭრეს, ჩამოყრილნი ზედავე შესხდეს. ჩუენი ქართველთაგანი ერთის თურმანის-ძის. მეტი არა დაგუაკლდა, იგიცა ჯარმან გაიტანა დიდისა ულუსისა ლაშქრისაგან ცოტანი ჩაღთაულნი წავიდეს მაცნედ, სხუა ყველა დაიჴოცა და ჴელთა დარჩა.

რა ესე ესეა ქალაქს მდგომთა თათართა, შეშინდეს, დააგდეს და უკუ-ეყარნეს ციხესა: თუმცა ბარათიანთა არა გამარჯუებოდა, ძალად ქალაქსაც წაართმევდეს და ქართლსაცა შემოეჭიდებოდეს. ამას ზედა იპრიანა ღმერთმან. და წყალობით მოხედნა ბარათიანთა მოჭირვებასა და მას უკანის თათართა ძალი ვერღარა უკადრებია და არცაღა რბევა, გატყდეს და შეშინდეს შეწევნითა ღმრთისათა.

და ვითარცა მცირედნი დღენი გარდაჴდეს, შემდგომად ტყუეობით მოსლვისა წმიდისა მის ხატისა, რამეთუ არა დაუტევა უფალმან კუერთხი ცოდვილთა ნაწილსა ზედა მართალათასა. არამედ ვინმე იტყოდეს: "ძლიერებათა შენთა უფალო", ანუ ვინმე სასმენელ ყვნეს "ქებულებანი შენნი", რამეთუ მიავლინა ყოვლად-წმიდამან დედოფალმან რისხვა საშინელი სახლსა ზედა იაღუბისასა, და ნათესავსა მისსა, და ყოველსა გუარსა მისსა. და მცირესა ჟამსა სრულიად, დაემჴუნეს და მოისპნეს და აღოჴრდეს. რამეთუ იაღუბს უღმრთოსა ესევითარი სიკუდილი ეუფლა, რომლითა ლელითა იკადრა წმიდისა ამის ხატისა მახჳლისა შეხება, მითვე ჴელითა განზავა სასმელი მაკუდინებელი, რეცა-თუ კეთილ. საგონებელ უჩნდა შეცთომილსა მსჯავრითა მით საღმრთოთა, და შესუა მან, და მიუძღუანა მისგან დედასა თჳსსა და ძმასა. და მიიღეს მათცა. და შესუეს, რამეთუ არა ეგებოდა ურჩება მათგან. და ვითარცა სუეს, ერთბამად მოსწყდეს ერთსა შინა ჟამსა სიკუდილითა სალმობიერითა. და მათ თანა სხუანიცა მთავრნი და წარჩინებულნი სახლისა მათისანი მოისრნეს, რომელნიმე მახჳლითა და სხუანი სიკუდილითა უცნაურითა. და მიერითგან სრულიად დაემჴუა მთავრთბა მათი, უკეთუ ცოდვათა ჩუენთა სამხილებელად მიშუებითა ღმრთისათა მოივლინნეს და სახლი ღმრთისა და წმიდანი სამსახურებელნი დათრგუნნეს. არამედ ყოვლად-წმიდამან ღვთისმშობელმან შეურაცხება ხატისა თჳსისა არა თავს-იდვა და ესევითარი რისხვა მიუვლინა, ვითარემდ ნათესავი მათი ვიდრე დღეს-აქამომდეცა არღარა სადა იპოვების.

ქორონიკონსა რ~ოზ: ახალციხეს თათარნი მოვიდეს. ამასვე წელიწადსა ალექსანდრე ქუთაისი აიღო, ძემან ბაგრატისმან.

ქორონიკონსა რ~ოთ: მიიცვალა მეუღლე ყუარყუარე ათაბაგისა, ბატონი დედისიმედი, წლისა ნ~დ, სეკდემბერს ი~ჱ.

ქორონიკონსა რ~პგ: ბაგრატ დაიბადა, ძე ალექსანდრესი, თებერვალსა კ~გ. კახეთის მეფესა ვახტანგსა და ძმასა მისსა ბატონს ალექსანდრეს ჩხუბი ჩამოუგდეს კახთა და შეამდურეს. და იყო შფოთი მათ შუა, იყო დიდხან შური მათ შუა და ვერ შეიწყვნეს.

მერმე მეფე კოსტანტინე და კათალიკოზი დოროთეოს შუა ჩამოუვიდნენ, და შეიწყვნეს მეფე კახეთისა ვახტანგ და ძმა მათი ბატონი ალექსანდრე, ქორონიკონსა რ~პჱ.

ამასვე ქორონიკონსა დიდი ბატონი ყუარყუარე მიიცვალა წლისა პ~ბ, ივნისს ა~.

ქორონიკონსა რ~ჟ: ათაბაგი ბატონი ქაიხოსრო მიიცვალა წლისა ნ~გ, მაისსა ვ~.

ქორონიკონსა რ-ჟა; მეფე კოსტანტინე მიიცვალა, და დაჯდა მის წილ ძე მისი დავით და ბარათაშვილის დავითის ქალი დედოფალი ნესტან-დარეჯან.

ქორონიკონსა რ~ჟგ დიდისა მონასტრისა გენათისა წინამძღუარი მანასე მიიცვალა.

ქორონიკონს რ~ჟზ: აიღო გორი ალექსანდრე, ძემან ბაგრატისმან თუესა აგვისტოსა ვ~. ამასვე წელსა ქუთათისს თათარნი მოვიდნენ და დაწვეს დიდი მონასტერი გენათისა შიგნით და გარეთ, და ქუთათისი და საყდარი, და სხუანი ეკლესიანი; და ციხე ვერა აიღეს, და აურაცხელნი ტყუენი წაასხეს ქრისტეანენი. თუე იყო ნოემბერი კ~გ.

ქორონიკონსა რ~ჟჱ: მარტსა ი~ბ, მიიცვალა დედოფალი თამარ. აპრილსა ა~ ამასვე წელსა მეფეთ-მეფე ალექსანდრე მიიცვალა. ამასვე წელსა დაჯდა მეფედ იმერეთს ძე მისი ბაგრატ. ამასვე წელსა იქმნა ბრძოლა ძლიერი ქართლის მეფეს დავითსა და ბაგრატს შუა. ამისთჳს ბევრის ტყუენვისა და რბევისაგან ძალი ქართლისა შემცირებულ იყო; აღეღო და დაეჭირა გორი ალექსანდრეს, მამასა ბაგრატისასა. ამას ზედა მოეჴმარნენ ქართლის მეფეს დავითს კახეთის მეფე ვახტანგ და ათაბაგი მზეჭაბუკ. დავით მეფე ვეღარ მოესწრო, მოხისს შეება ბაგრატ ვახტანგსა და მზეჭაბუკს და გაემარჯუა თუესა ივნისსა გ~.

ამასვე წელსა მიიცვალა ბატონი დედოფალი ელენე, დედა ალექსანდრესი, ნოემბერსა გ~.

ამასვე წელიწადსა აღესრულა კახთა მეფე ვახტანგ და დაჯდა მის წილ კახეთს ძმა მისი ალექსანდრე. ესე ალექსანდრე იყო კაცი კეთილი და ღმრთისმოყუარე, დიდად შემწე წმიდათა ეკლესიათა, შემამკობელი ხატთა და ჯუართა. ამან ალექსანდრე და დედმან მათმან ბაგრატიონმან დედოფალმან ნესტან-დარეჯან დაქცეული და დაძველებული აღუშენა ალავერდსა სამჴრენი და გუმბათნი, და დაასატვინა და შეამკო ჯუარითა და ხატითა. წიგნითა და ეკლესიის შესამკობელითა, და შემდგომად ამისა ყოველნივე საეპისკოპოზო ეკლესიანი კახეთისანი შეამკუნა და შესწირნა ყოველნივე საეკლესიო სამკაულნი.

და ესუა ძენი ორნი, უხუცესსა ეწოდა გიორგი და უმრწემესსა ეწადა დიმიტრი. ამან გიორგი დაიწყო ბრძოლა ქართლსა ზედა, რამეთუ დაპყრობა უნდოდა ქართლისა. ხოლო მამა მისი ალექსანდრე და ძმა მისი დიმიტრი ევედრებოდეს: "რამეთუ ძმანი არიან და არა ჯერ არს შენგან ცილობა და დაპყრობა ქართლისა, კმა არს შენთჳს კახეთიცა". და არა მისცეს თავი ჴელთა და გარდაუდგნენ წინა საფურცლეს. ამას ზედა აღივსო შურითა. გიორგი და ღალატით მოკლა მამა თჳსი ალექსანდრე საფურცლეს ჩალასა შინა. აღიღეს და დამარხეს კახთა მეფეთა სასაფლაოსა ალავერდს შიგნით საყდარსა უკანა ეკუდერსა შინა. და მერმე შეიპყრა ძმა თჳსი დიმიტრი და დასთხარა თუალები. მაშინ იყო ქორონიკონი რ~ჟთ. და მერმე ცოლითა და შვილითა გამოაგდო დიმიტრი და მოვიდა მცხეთას და სვეტს-ცხოველს შემოეხუეწა. და იყო რაოდენიმე ხანი. ამის მოქმედებისათჳს ავ-გიორგი უწოდეს.

ხოლო რაჟამს მოკლა გიორგიმ მამა თჳსი ალექსანდრე, მაშინ თჳით დაიპყრა კახეთი. და მეფობდა ქართლსა ზედა მეფე დავით, კაცი მშჳდობის-მყოფელი და სათნო ღმრთისა. ხოლო მეფესა დავითს ჰყვანდა ძმა გიორგი, ბაგრატ და ალექსანდრე და მელქისედეკ მონაზონი. და მას ჟამსა იჯდა კათალიკოზი დოროთეოს. ხოლო აღიღო შური მახჳლითა ავ-გიორგი მეფესა დავითს ზედა და ქმნა მრავალი ბოროტი საქართველოსა ზედა. ხოლო ეკრძალებოდა სახლსა ავ-გიორგისასა მეფე დავით და სპანი მისნი ყოველნივე. და ამას ზედა უფროსღა განლაღნა ავ-გიორგი და უჴდებოდა საქართველოსა, და მრავალგზის იავარ-ყო საქართველო, და უფროსღა ზემო ქართლი მრავალგზის წარმოსტყუევნა, ვიდრე იმერეთის საზღვრამდე. და თჳთ მეფე დავით შეწყუდეულ ყო ციხესა შინა ატენისასა და ბრძოდა მრავალ-დღე და ვერ წაუღო ციხე იგი ატენისა. და წარვიდა სახედ თჳსად, და წარიღო ნატყუენავი მრავალი.

მაშინ ეზრახნეს უმრწემესნი ძმანი მისნი მეფესა დავითს, ვითარმედ: "ამიერითგან ვერღარა შემძლებელ ვართ დათმენად ბოროტისა მის კაცისა მიერ, რამეთუ კახეთიცა ვიდრე აქამომდე მამათა ჩუენთა ეპყრათ, და სრულიად კახეთი საბრძანებელთა სახლისა ჩუენისაო დამონებულ იყნეს. და აწ ესრეთ აღზუავნეს ჩუენ ზედა ვიდრეღა საქართველოსაცა ზედა უფლებულ არს და ჰნებავს სრულიად მიმძლავრებად თჳსად. და აწ ჩუენცა აღვსდგეთ მათ ზედა და ვბრძოდეთ მათ". არამედ მეფემან დავით არა ინება, რამეთუ მსგავსად სეხნად სახელისა მისისა დავითისებრ მშჳდ იყო და არა შურისმეძიებელ, ვითარ-იგი საულისთჳს მშჳდ იყო.

ხოლო ვინათგან არა უსმინა, მაშინ სთხოვა უმრწემესმან ძმამან მისმან ბაგრატ მეფესა დავითს მუხრანი საუფლისწულოდ და დროშა, და დარაჯად გამოითხოვა ერისთავი ქსნისა და ჴეობა არაგჳსა. ხოლო მეფემან დავით მისცა და ესრეთ წარმოემართა და მოვიდა მუხრანს ციხე მტუერისა, რომელ არს ციხის-ძირის თავსა და დადგა მუნ.

სცნა რა ესე ავ-გიორგი, შემოკრიბნა სპანი თჳსნი, რაოდენ ძალ-ედვა, და წარმოემართა, მოვიდა და მოადგა გარე ციხესა მას მტუერისასა. და ადგა სამსა თუესა და ვერ უძლო აღებად. მაშინ ავ-გიორგი მიუძღუანა ღჳნო ერთითა საღჳნითა და მიუმცნო ესრეთ ბაგრატს: "ვინათგან ესეოდენი ჟამი არს ციხესა მაგას შინა შეწყუდეულ ხარ და არა ჯერ არს ძისა მეფისა შეჭირვება უღჳნობითა და შეიძღუენ ღჳნო ესე და სუ ამისაგან ნუგეშინის საცემელად შენდა, რამეთუ პური და ღჳნო ახარებს გულსა კაცისასა".

და ვითარცა მიართუეს ბაგრატს სიტყუა ესე და ღჳნოცა იგი, მაშინ აქუნდაციხესა მას შინა ორაგული ახალი და ღჳნისა მის წილ წარმოსცა ორაგული იგი, მეტყუელმან ესრეთ: "ეგეოდენი ჟამი არს, ვინათგან მდგომარე ხარ პირსა ზედა ქსნისასა და არა მოგსლვიან ორაგული და ესრეთ სიმტკიცით არს ცხოვრება ჩუენი. აწ მიირთჳ ესე, და ამით საცნაურ არს, რომელ ვერ ძალ-გიძს აღება ციხისა ამის".

ხოლო მოართუეს რა ავ-გიორგის ორაგული იგი, მაშინ სცნა სიმრავლე საზრდელთა და სიმტკიცე ციხისა მის და შეუწუხდეს სპანიცა მისნი. მაშინ აღიყარა და წარვიდა სახლად თჳსად, და მუნ დაჰყო მცირედ. და შემდგომად მცირედისა ხანისა წარმოვიდა ზემო ქართლად და წარმოსტყუევნა იგი ძლიერად და წარმოიღო იავარი მრავალი და წარმოვიდა უშიშრად.

სცნა რა ესე ბაგრატ, მპყრობელმან მუხრანისამან, შემოიკრიბნა მცირედნი სპანი თჳსნი და დაუმზირდა ჴევსა მას, რომელ არს ძალისსა და ჭაპურს შუა. ხოლო რომელნიმე სპანი ავ-გიორგისნი წინათკენ წარმოსრულ იყვნეს ნაშოვრითა. ხოლო ავ-გიორგი უკანით-კერძო წარმოემართა ნადირობითა და შექცევითა. და ვითარცა მოიწია მუნ, სადა ბაგრატ მზირად განწყობილ იყო მაშინ მიეტევნეს გულითა სრულითა და მსწრაფლ დაემჴუა სილაღე და ამპარტავანება მისი. ძალისს შეიბნეს; და შეიპყრა თჳთ ბაგრატ, და შეიქმნა სარტყელი და შეუკრა მჴარნი.

ხოლო იყო ავ-გიორგი ენითა ბრგუნილ, რქუა ავ-გიორგი ბაგრატს: "ვის ეკადრება შეპყრობა და შეკრვა მჴრისა?" და რქუა ბაგრატ ავ-გიორგის: "ჯერეთ ესე მოვაწიე შენ ზედა და აწ გამცნებ, თუ რა მოიწიოს შენ ზედა, ვინ ხარ და რა კაცი ხარ,რეგუენი და ჭკუა-მცირე". ხოლო ავ-გიორგისთანაც მყოფნი რომელნიმე კახნიცა შეიპყრნეს და სხუანი ლტოლვილნი შეიქნეს და წარმოართუეს ნატყუენავი, რომელი წარმოეღოთ მათცა მრავალი. და წარიყვანეს შეპყრობილი ავ-გიორგი და პატიმარ-ყო, ციხესა მას შინა მტუერისასა, ქორონიკონსა ს~ა, ქრისტეს აქეთ ჩ~ფიდ.

ხოლო ბაგრატ მიუმცნო საქმე ესე ძმასა თჳსსა მეფესა დავითს, და განიხარა სიხარულითა დიდითა. და შემდგომად მცირედისა ჟამისა მოაშთვეს ავ-გიორგი ციხესა მას შინადა მოკუდა. ხოლო სცნა რა სიკუდილი მისი მეფემან დავით, შეწუხნა. მაშინ აღიღეს გუამი მისი და წარიღეს მცხეთას ეკლესიასა მთავარ-ანგელოზისასა ჩრდილოეთით-კერძო და მას შინა დამარხეს, და აღასრულეს წესი დაფლვისა, და კეთილად მოურნე ექმნეს, ვითარცა ჯერ არს მიცვალებულთათჳს. ხოლო დაშთა ავ-გიორგის ძე ერთი და ეწოდა სახელი ყრმასა მას ლევან.

ამისა შემდგომად განილაშქრა მეფემან დავით კახეთსა ზედან და დაიპყრა სრულიად კახეთი, და მტკიცედ ეპყრა იგი ჟამსა რაოდენსამე. ხოლო მეფე დავით განაგებდა კეთილად ქართლსა და კახეთსა.

და იყო ყრმა იგი ლევან დედითურთ სახლსა შინა ჩოლაყაშვილის გარსევანისასა. რამეთუ იყო მეყჳსი დედა იგი ლევანისა ჩოლაყასშვილის გარსევანისა, რომელი იყო სახლთ-უხუცესი კახის ბატონისა.

მაშინ აუწყეს მეფესა დავითს ყრმისა მისთჳს ლევანისა, რამეთუ აღორძინებულ არს კახეთსა შინა. და წარავლინა ძმა თჳსი ბაგრატ და ერისთავი ქსნისა და ამილახორი, რათამცა მოიძიონ ყრმა იგი, თუ სადა არს. მაშინ იწყეს ძიება მკჳდრთა მათ კახეთისა სახლთა შინა დიდთა და მცირეთასა. და განავლინეს ბრძანება და შემოიფიცეს ყოველნივე, რათამცა გამოაცსადონ ყრმისა მისთჳს, თუ სადა არს. და ესრეთმოვლეს რომელნიმე კახეთისა კერძონი.

მაშინ წარიყვანეს ლევან მოსკოვისა კნიაზთანა, და დედა მისი დედოფალი ელენე აღიყვანეს ციხესა მაღრანისასა, და განამაგრეს ციხე იგი, და მერმე მივიდეს ბაგრატ და ერისთავი ქსნისა და ამილახორი სახლსა ჩოლაყაშვილის გარსევანისასა. და მას ღამესა კეთილად უმანსპინძლა, და დღესა მეორესა დაუმტკიცა ფიცით გარსევან, ვითარმედ: არა არს სახლსა ჩემსა, და რომელიცა იხილეთ თუალითა თქუენითა სხუა არავინ არს სახლსა შინა ჩემსა".

ხოლო იყო რაოდენიმე ხანი. კუალად მოვიდა ლევან სპითურთ რუსით, და შთამოვიდა კახეთს, და შევიდა ციხესა მას შინა ოჩონისასა, რომელ არს თავსა ივრისასა. მაშინ კახნი ყოველნივე მივიდეს მის თანა და შეჰფიცეს და მიერთნეს ლევან, წარმოიყვანეს და გაიბატონეს. და დაიპყრა კახეთი ლევან.

ხოლო სცნა რა საქმე ესე მეფემან დავით, შემოიყარა სპანი თჳსნი და წარემართა კახეთსა ზედა გადავლო გომბორი და შთავიდა კახეთად. მაშინ კუალად იპყრა კახეთი და შემოეყარნეს კახნი ყოველნივე.

ხოლო ლევან ივლტოდა; წარვიდა და შევიდა ციხესა მას შინა, რომელ არს თავსა მაღრანისასა. ხოლო მიადგა მეფე დავით და მოიცვა გარემონი ციხისა მის, და ბრძოლა უყო ძლიერად.

ამას ჟამსა შინა მივიდეს ურიცხუნი სპანი ოსმალთანი, და მოაოჴრეს სრულიად სამცხე, და ვერ აღუდგეს მესხნი წინა წარმოვიდეს მუნითგან და მოვიდეს ქართლს. და ვერავინ აღუდგა წინა, რამეთუ ქართველნი ყოველნივე კახეთს იყვნეს ლაშქრად. და ვითარცა ესმა მეფესა დავითს მოსლვა იგი ოსმალთა, ჯერეთ არა გამოაცხადა, ამისთჳს რომე ძლიერად შეეჭირვებინა ციხესა მყოფნი, და მცირედსა ხანთა შინა ეგულებოდა აღება ციხისა მის, და წარავლინა მოციქული მეფემან დავით ამილახორი და მთავარ-ეპისკოპოზი, და სთხოვა ციხე.

მაშინ ფრიად შეჭირვებულ იყვნეს ციხესა შინა მყოფნი, და ვერ ძალ-ედვათ გამაგრება ციხისა მის. და რა ესძა საქმე ესე დედასა ლევანისასა მისლვა ამილახორისა და მთავარ-ეპისკოპოზისა, და არღარა ჰქონდათ ღონე ციხის მიცემისაგან კიდე. რა შევიდა მთავარ-ეპისკოპოზი და ამილახვარი ხილვად დედისა ლევანისა, მაშინ აღდგა დედა იგი ლევანისა და მიეგება შემთხუევად მთავარ-ეპისკოპოზისა. და რა მივიდა, თქუა მთავარ-ეპისეოპოზმან იდუმალ: "მაგრა იყავით, რამეთუ ღამესა ამას უკუ-ვეყრებით ციხესა ამას და წარვალთ ქართლს". მაშინ წარვიდა დედა იგი ლევანისა სიხარულით, და აუწყა საქმე მეციხოვანთა მათ და განამტკიცნა იგინი.

ხოლო დღესა მეორესა სთხოვეს ციხე და მათ დიდად უარჰყვეს მიცემა ციხისა და შემოუთუალნეს სიტყუანი მაგარნი. მაშინ წარმოვიდეს მოციქულნი იგი და აუწყეს მეფესა მას დავითს. ხოლო მსწრაფლ აიყარა მეფე დავით და წარმოვიდა ბრძოლად ურუმთა, მოიწია ზემო ქართლს. მაშინ ეწყვნეს ძლიერად ოსმალთა და ძალითა მრავალ-მოწყალისა ღმრთისათა მიეცა განმარჯუება ქართველთა. და მოსწყჳდნეს მრავალნი ოსმალთაგანნი, და სხუანი შეიპყრეს და ტყუე-ყვნეს, და წარმოართუეს ალაფი და ნაშოვარი მითი, და სხუანი რომელნიმე ლტოლვილნი წარვიდეს სახედ თჳსა.

მაშინ რაჟამს წარმოვიდა მეფე დავით, კუალად დაიპყრა ლევან კახეთი. და შემოეყარნეს კახნიცა სრულიად. და იყო მაშინ ლევან წლისა შჳდის. ხოლო რაჟამს ესმა მეფესა დავითს პყრობა კახეთისა, მაშინ შეიყარნა სპანი და წარვიდა კუალად კახეთსა ზედა, მივიდა საგარეჯოს, და შემოეყარნეს გარესჯელნი და მას-აქათნი კახნი ყოველნივე.

მაშინ ლევან იდგა ქისიყს და ახლდეს რომელნიმე კახნი მივიდა მეფე დავითცა ქისიყსა და ეწყვნეს ურთიერთას. და სძლო სამართალმან ლევანისამან, რამეთუ ესრეთ, მოწყალე არს ღმერთი ქურივთა და ობოლთათჳს. და მცირითა სპითა განემარჯუა ლევანს მეფესა დავითს ზედა. და მეოტ იქმნა და წარმოვიდა ქართლსა.

მაშინ ლევან მტკიცედ იპყრა კახეთი. და შემდგომად მცირედისა დაემძახა ლევან, მპყრობელი კახეთისა, გურიელსა და მოიყვანა ასული გურიელისა ცოლად, და ეწოდა თინათინ. და ამან გურიელის ასულმან თინათინ ჟამსა სიყრმისა თჳსისასა იხილა ჩუენებასა შინა ესრეთ, რომე მიჰყვანდა იგი სძლად კაცსა ვისმე მთავართაგანსა და გზასა ზედა დაისადგურეს დღესა ერთსა; და მას ადგილსა, რომელსა მდგომარე იყვნეს, იხილა მუნ შინდი ერთი მდგომარე, და იყო შინდი იგი თეთრი; და აუწყებდა ვინმე კაცი სამღდელოთაგანი, რათამცა აღუშენოს მონასტერი დედასა ღმრთისასა ადგილსა მას, სადა იდგა შინდი იგი თეთრი. და ესრეთ იხილა ჩუენება იგი.

ხოლო რაჟამს სთხოვა ლევან მპყრობელმან კახეთისამან გურიელსა ასული იგი მისი თინათინ ცოლად, მაშინ მოსცა გურიელმან და წარმოიყვანეს კახეთს. მაშინ მიიწივნეს იგინი შუამთას და მუნ განისუენეს მას დღესა. ხოლო მიმოიხედვითა ასული იგი გურიელისა თინათინ და იხილა მუნ შუამთას შინდი იგი თეთრი, რომელი პირველ ეხილვა ჩუენებასა შინა, და მოეჴსენა ჩუენება იგი და შინდი, რომელი მდგომარე იყო ნიშად ეკლესიისა მის მომასწავლებელად. მაშინ გულისჴმა-ჰყო და სარწმუნო იქმნა განგებულებასა მას ზედა. ხოლო რაჟამს იქორწინა, შემდგომად მცირედისა ჟამსა იწყო შენებად შუამთას მონასტერსა დედისა ღმრთისასა, რამეთუ ფრიადი მოსწრაფება აჩუენა და ჟამსა რაოდენსამე შინა აღაშენა იგი, შეასრულა და შეამკო ყოვლისავე სამონასტროსა წესთა და სამკაულითა, და შესწირნა აგარაკნი და დაბანი, და დაადგინა მას ზედა მოძღუართ-მოძღუარი. და იგი შემზადა სამარხოდ თჳსად.

ხოლო შვა ამან გურიელის ასულმან თინათინ ძენი ორნი: სახელი ერთისა მის ალექსანდრე და მეორისა მის ვახტანგ. და ამისა შემდგომად მიიცვალა გურიელის ასული თინათინ, და დაუტევა. ანდერძი, რათა არა დამარხონ გუამი მისი ქმრისა თჳსისა ლევანის თანა, არამედ დაემარხოს იგი შუამთას თჳსსა აღშენებულსა მონასტერსა. და ყვეს ეგრეთ. და ამისთჳს არა დაემარხა ქმრისა თჳსისა თანა, რამეთუ ლევან იყო სიძვისა და მრუშების მოყუარე.

და კუალად ისუა ლევან ცოლი სხუა, ასული შამხლისა, რომელსა ეწოდა შამხალსა მას სახელად ყარამუსალ. და კუალად მიეცა შამხლისა ასულისა თანა ძენი სამნი: გიორგი, ელიმირზონ და ქაიხოსრო.

ხოლო მეფე ქართლისა დავით მეფობდა კეთილად მშჳდობით.

ქორონიკონსა ს~ვ: აღიძრა ყაენი და წარმოვიდა ულუსითა საქართველოსა საქრისტეანოსა; ხატთა და ჯუართა ყველასა ატყუევებდეს. პატრონმან მეფემან დავით თჳსი შვილი რამაზ გაგზავნა და ყაენს წინა მიაგება, და დაიჴსნა საქრისტეანო. და დაჰყო რაოდენიმე ხანი და მერმე დღითა აღსავსემან აღირჩია კეთილი ნაწილი და იქმნა მონაზონ, და უწოდეს სახელად დამიანე. და ესხნეს ძენი სამნი: ლუარსაბ, დიმიტრი და რამაზ.

ქორონიკონსა ს~ზ: მიიცვალა დიდისა მონასტრისა გენათისა მოძღუართ-მოძღუარი ილარიონ პატრონი, თუესა მაისსა ვ~, და გორის-ჯუარით აქა გელათს მოასუენეს.

ამასვე ქორონიკონსა მიიცვალა მეფის ბაგრატის შვილი მუცლის ტკივილითა, და იყო მეფე დავით-ყოფილი დამიანე სინანულსა და ვედრებასა ღმრთისასა, რამეთუ აღეშენა სენაკი მცხეთას და იყოფებოდა სიმართლით. მაშინ იყო ქორონიკონი ს~იდ.

ჟამსა ამას ჯდა კათალიკოზი მელქისედეკ, ძმა მეფის დავითისა.

ქორონიკონსა ს~იდ: მისცეს ბაგრატს ქართლი მეფესა იმერეთისასა, არადათის წყალს გამოღმა: ალი, სურამი და ახალდაბა.

ამასვე წელსა მიიცვალა მეფე დავით. ტფილისის ქალაქს, და დამარხეს მცხეთას.

ამასვე წელსა იქორწინა ძემან მისმან ლუარსაბ, და შეირთო ცოლად მეფის ბაგრატის ასული თამარ, მარტსა კ~ე.

და მეფობდა ლუარსაბ ძალითა და შეწევნითა ბაგრატისითა. და იყო ყაენად შაჰისმაილ, მეოთხე შვილისშვილი იყო შიხისა მის, რომელი გამოჩნდა პირველ არდაველს. და დაიპყრა შაჰ-ისმაილ სამკჳდრო თჳსი არდაველი, და მუნითგან იწყო ბრძოლად სპარსეთისა და დაიპყრა სპარსეთი.

ქორონიკონსა ს~ივ: მიიცვალა იმერელი ბატონისშვილის ვახტანგის ცოლი, კახთა მეფის ასული ხვარამზე.

ქორონიკონსა ს~იზ: მიიცვალა ქუთათელი გერასიმე, იანვარსა ი~ ამასვე წელიწადსა დაჯდა მათი ძმისწული სვიმონ, და წარვიდა და ეკურთხა საყდარსა ბიჭვინტისასა.

ამასვე ქორონიკონსა მეფეთ-მეფემან ბაგრატ განყო ლიხთ-იმერი სამ საეპისკოპოზოდ, ბრძანებითა აფხაზეთისა კათალიკოზისა აბაშიძისათა. ინება ღ(ვ)თივ-გჳრგჳნოსანმან მეფეთ-მეფემან ბაგრატ და დედოფალთა დედოფალმან ელენე დიდისა და ცათა მობაძავისა საყდრისა, ახლისა იერუსალიმისა, გენათისა ეპისკოპოზისა მელქისედეკისა საყუარელის ძისა, საუკუნოდცა არს ჴსენება მათი.

ამასვე დროსა იმავე პატრონმან გააჩინა ხონელ ეპისკოპოზად მჩხეტის-ძე მანოელ მისვე აფხაზეთისა კათალიკოზისა ჴელითა საყდართა შიგან ბირვინტისათა, ქორონიკონი იყო ს~იზ: წარვედით აფხაზეთს საკურთხეველად ივნისსა კ~, და მოვედით ივლისსა კ~.

ამასვე ჟამსა მონაზონ იქმნა გიორგი, ძმა დავით მეფისა, და უწოდეს სახელად გერასიმე. და ბაგრატცა, ძმა მეფის დავითისა და გიორგისა, რომელი უფლებდა მუხრანს, იგიცა მონაზონ იქმნა, და უწოდეს სახელად ბარნაბე.

ხოლო რაჟამს მონაზონ იქმნა ბაგრატ მპყრობელი მუხრანისა, და ესხნეს მას ძენი ოთხნი: ერეკლე, არჩილ, აშოთ და ვახტანგ. მაშინ მტკიცედ ეპყრა ქართლი მეფესა ლუარსაბს. ხოლო კათალიკოზი მელქისედეკ პირველვე განძებულ იყო და იდგა მონასტერსა არმაზისასა, და იყო კათალიკოზად გერმანე, და ტფილელად დომენტი, და მროველად გედეონ.

ქორონიკონსა ს~ით: ივლისსა ი~ა მიიცვალა მჴეცის-ძე სარგის.

ხოლო ოდეს დაიპყრა ქუეყანა სპარსეთისა შაჰ-ისმაილ, მაშინ წარმოემართა და განიგულა დაპყრობა საქართველოსი, მოვიდა ძალითა დიდითა და სპითა ურიცხჳთა, და დაიბანაკა აღჯაყალას. მაშინ სცნა რა მეფემან ლუარსაბ, შემოიყარა სპანი თჳსნი და დადგა ტფილისს, განამაგრა ციხე-ქალაქი.

ხოლო შაჰ-ისმაილ წარმოგზავნა ამირსპასალარი ყარაფირილ სპითა ურიცხჳთა. კუალად შემდგომად მცირედისა წარმოგზავნა მიშკარბაში ელიასბეგ სპითა ურიცხჳთა. და შემდგომად მათსა თჳთცა წარმოვიდა. მაშინ წარვიდა მეფე ლუარსაბ ტფილისით და მივიდა ღელესა მას თელეთისასა, და მუნ განაწყო სპა თჳსი. და რაჟამს მოვიდა ყარაფირი ამირსპასალარი, და ეწყვნენ ურთიერთას, და იქმნა ბრძოლა ძლიერი. და მჴნედ იბრძოდეს სპანი ქართველთანი, ვითარცა ლომნი, და მოსწყჳდნეს ურიცხუნი თათარნი. მიდრკეს იგინი და ოტებულნი ივლტოდეს, ვითარცა ჯოგი კანჯრისა ლომთაგან დანქრეული.

მაშინ შეემთხვია წინათ-კერძო მიშკარბაში ელიასბეგ. ოტებულთა მათ ყიზილბაშთა. და კუალად უკუმოაქციანნა ლტოლვილნიცა იგი, და თჳსითა სპითა წინაგანეწყვნეს ქართველთა. კუალად შეიქმნა ბრძოლა ძლიერი, უძლიერესი პირველისა, და ძალითა ღმრთისათა კუალად მძლე ექმნეს ქართველნი და მოსრეს უმრავლესი პირველისა ომისა. და იოტნეს იგინი და მიჰყვნენ უკანა მათსა ქართველნი, სრვიდეს. და ამოსწყჳდნეს მრავალნი. და აღმოვიდა შაჰ-ისმაილიცა ყოვლითავე ძალითა თჳსითა და სპითა უმრავლესითა. ესრეთ მოიწია მთასა თელეთისასა, რომელ არს კერძოთა ტაბაჴმელისათა. გარდმოხედნა შაჰ-ისმაილ და იხილნა სპანი თჳსნი ძლიერად ოტებულნი და მიმოდანქრეულნი, და უმრავლესნი დაჴოცილნი, და უკანა მათსა ქართველნი ფიცხლად მდევნელნი და განლაღებულნი მათ ზედა. ამას ზედა შეწუხნა შაჰ-ისმაილ, და შემოუტივეს შაჰ-ისმაილ და სპათა მისთა ყარაყოინლუთა.

მაშინ დაშთეს ქართველნი წინათ-კერძო და უკანა მათსა შაჰ-ისმაილ და სპანი მისნი, რამეთუ ფრიადისა ომისაგან მაშურალთა ქართველთა, რაც ოდენ ძალ-ედვათ, ძლიერად ბრძოლა უყვეს, და განგრძობასა შინა ომისასა იძლივნეს სპანი ქართველთანი. მაშინ ივლტოდა მეფე ლუარსაბ და მივიდა ზემო ქართლს, და კუალად ენება შეკრება სპათა და ბრძოლად არამედ ვერღარა უძლო ადრე შეყრა, რამეთუ დაიფანტნეს ქართველნი.

და წარმოვიდა შაჰ-ისმაილ და გარე-მოადგა ციხესა ტფილისისასა და ბრძოლა უყო ძლიერად. მაშინ აღუთქუეს ნიჭი დიდი ციხისთავსა მას ტფილისისასა, და ესრეთ მოინდო ციხისთავი იგი, და მისცა ციხე. და დაიპყრა ციხეცა და ქალაქი, და ქმნა მრავალი ბოროტი. შემუსრნა წმიდანი ეკლესიანი, და შეაგინნეს სიწმიდენი, და მრავალნი ხატნი და ჯუარნი წარყვნეს. და თჳთ შემუსრა ჴელითა თჳსითა სიონთა ღმრთისმშობელი და განძარცუა მრავალფასი სამკაული, ქართველთა მეფეთაგან სასოებით შემკული; ამან უღმრთომან მიჰყო წარმდებად ბილწი ჴელი თჳსი და შემუსრა, და უფასონი იგი თუალნი და მარგარიტნი თჳთ წარიღო, და წმიდა იგი ფიცარი განაშიშულა მძლავრმან უსჯულომან შაჰ-ისმაილ, და დასდვა თავსა ზედა განსავალსა მას ჴიდისასა, რომელ არს ციხესა შინა ტფილისისასა.

და შეიპყრნეს მრავალნი ქრისტეანენი, და მიჰკრიბეს ჴიდსა მას ზედა და მძლავრებით აიძულებდეს ფერჴითა დათრგუნვად ხატსა მას. რომელთამე ქრისტეანეთა ფრიად უარ-ჰყვეს განსლვა ჴიდსა მას ზედა და დათრგუნვად ხატსა მას წმიდისა დედოფლისა ჩუენისასა, და მრავალთა აღირჩიეს სიკუდილი და არა დათრგუნეს ხატი იგი, და წარეკუეთნეს წმიდანი და ყოვლად ქებულნი თავნი მათნი, და აწ იმოთხვენ ყუავილთა მათ შინა დაუჭნობელთა, წმიდათა ორმეოცთა მოწამეთა თანა. ხოლო რომელნიმე ქრისტეანეთაგანნი მომედგრდეს უძლურებითა ჴორცთათა და დაკლებულ იქმნეს სასუფეველისაგან, რამეთუ ვერა-რა ივაჭრეს, და განვიდეს კრებისაგან ცალიერი.

ხოლო ოდეს აღასრულა ყოველივე სიბოროტე თჳსი მძლავრმან უსჯულომან შაჰ-ისმაილ, მაშინ გარდაუტევეს ხატი იგი წმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა მდინარესა მას შინა მტკუარსა და წარიღო ხატი იგი წყალმან მან, და განვიდა ქუემოთ-კერძო წიაღ მდინარისა მის. ეჰა საკჳრველება ესე და სასწაული ხატისა მის, რამეთუ არავე განეშორა ტაძარსა თჳსსა, არამედ იყო რამ წიაღ მდინარისა მის, ხე ტირიფისა მდგომარე, და ძირსა ზედა მისა მიყრდნობილი წაღმართ სუენებული იხილა ვინმე მწყემსმან, მიმავალმან კახეთად, და განსავალსა წყლისასა აღიღო და განიხარა ფრიად, და თაყვანის-ცა მწყემსმან მან აღიღო და მიართუა მპყრობელსა მას კახეთისასა ბატონს ლევანს; და მხიარულ იქმნა დიდად და მიანიჭა მწყემსსა მას წყალობა მრავალი. და იწყო მეორედ შემკობად ხატისა მის და, რაც ოდენ ძალ-ედვა, აჩუენა მოსწრაფება დიდი და ესრეთ შეამკო, ვითარცა აწ იხილვების სიონისა ღმრთისმშობელი. და კუალად ზედა-წერილ არს ხატსა მას ზედა ცხოვრება კახეთის მპყრობელის ლევანისა. ხოლო ოდეს განასრულა ხატი წარმოგზავნა ხატი იგი პატივითა დიდითა სიონსა შინა, და არს მიერითგან ვიდრე აქამომდე ზე-აღმკულ ლევანის მიერ.

ხოლო აღაშენა შაჰ-ისმაილ მეჩითი სჯულისა თჳსისა ყურესა მას ჴიდისასა, და შეაყენნა მცველნი თჳსნი, და განამაგრა ციხე, და წარვიდა. და ამას შინა შემოიკრიბნა სპანი თჳსნი მეფემან ლუარსაბ, და წარმოემართა შაჰ-ისმაილსა ზედა, და ეგულვა კუალად ბრძოლა მისი. და რაჟამს ცნა აღება ციხისა მის და შექცევა შაჰ-ისმაილისა, დაუმძიმდა ფრიად. მაშინ კუალად იპყრა ქართლი მეფემან. და ამასვე ჟამსა შინა ეწია რისხვა ღმრთისა ულხინებელი შაჰ-ისმაილს. და ბოროტი იგი ბოროტად წარწყმდა, და დაჯდა მის წილად ძე მისი შაჰ-თამაზ.

ხოლო შაჰ-ისმაილ იყო კაცი მზაკუარი, და ამან გამოაჩინა სჯული შიასი და იწყო ძაგებად და გინებად სჯულისა ოსმალთასა, და განთქმულ ჰყო სახელი ალიასი, და იწოდა თავი თჳსიმედ ალიასა, და მიერითგან ირწმუნეს ყიზილბაშთა ძედ იმამისა, და ვიდრე აქამომდე სწამსთ, და უპყრიესთ მტკიცედ. ხოლო გამდიდრდა შაჰ-თამაზ უფროს მამისა თჳსისა და დაიპყრა მრავალი ქუეყანა უცხოთა, რომელი არა ეპყრა მამასა მისსა.

ხოლო მეფემან ლუარსაბ დაიპყრა ტფილისი, და აღიღო ციხე ტფილისისა და გაამაგრა. მაშინ შაჰ-თამაზ იდგა ყარაბაღს, დაესმა აღება ტფილისისა ციხისა, შემოიკრიბა სიმრავლე სპათა რჩეულთა და ესე იდუმალ წარმოემართა ტფილისსა ზედა. და ამას ჟამსა შინა მიიცვალა ტფილისს ძე მეფის ლუარსაბისი ყრმა მცირე. და წარიღეს ყრმა იგი მცირე მცხეთას სამარხოსა თჳსსა, და წარიყვნეს თანა მეფე და დედოფალი. და რომელსაცა დღესა განვიდეს ტფილისით, მასვე ღამესა შემოვიდა შაჰ-თამაზ ტფილისსა შინა, და დაიპყრა სრულიად ქალაქი და ზეგარდამოთა განგებითა ღმრთისათა მორჩეს დიდსა განსაცდელსა მეფე და დედოფალი და მათ თანა მყოფნი ქართველნიცა.

ხოლო სცნა რა საქმე ესე მეფემან, წარვიდა სიმაგრეთა შინა, და ეგრეთვე სრულიად ქართველნი წარვიდეს სიმაგრეთა შინა. ამისთჳს ვერღარა შემოიკრიბა სპანი თჳსნი მეფემან, რამეთუ იყვნეს დაუხიზნავნი ქართველნი, და ყოველნივე დასახიზნავად წარვიდეს.

მაშინ შაჰ-თამაზ მოაწია მრავალი ბოროტი ტფილისსა ზედა: შეიპყრეს და განსძარცვეს ხატი იგი მეტეხისა, სახე წმიდისა ღმრთისმშობელისა, და ამოსწყჳდნა მრავალნი სულნი. ხოლო ციხისთავსა გულბაადს შეეშინა დიდად მეფისა თჳსისაგან: ნუ უკუე ესე საქმე ესე დამადვას მეფემანო", და გარდამოვიდა ციხით, და მივიდა შაჰ-თამაზთანა; და მიანიჭა წყალობა მრავალი და სხუანი მეციხოვანნი რომელნიმე წარვიდეს სახლსა და რომელნიმე მიერთნეს ყიზილბაშთა.

მაშინ ციხისთავმან გულბაად და სხუათა მეციხოვანთა დაუტევეს სჯული თჳსი და მიიქცეს სჯულსა მაჰმადისსა. და დაიპყრა შაჰ-თამაზ ციხე იგი და განამაგრა, და თჳთ შეიქცა და წარვიდა ყარაბაღს. მაშინ შეურიგდა მპყრობელი კახეთისა ბატონი ლევან, და წარვიდა შაჰ-თამაზ ნახჩევანს ქუეყანასა სომხითისასა, და დაიმორჩილნა ყოველნივე ურჩნი და ჰყვნა საბრძანებელსა ქუეშე თჳსსა.

ქორონიკონსა ს~კა: დადიანი მამია და გურიელი მამია წარვიდეს ჯიქეთს საბრძოლად ზღჳთ ნავებითა, და შეიბნეს თუესა იანვარსა ოცდაათსა. პირველსა დღესა ამათ გაემარჯუა; მეორესა დღესა, პარასკევსა, განრისხდა ღმერთი ოდიშართათჳს, უღალატეს. და გამოექცნეს, დადიანი და გურიელი და გურიელის ლაშქარი დაუტევეს; მოეტევნეს; ჯიქნი და შეიბნეს: მრავალი დაჴოცეს დადიანმან, გურიელმან და გურიელის ლაშა ქართა. მოკლეს გურიელის შვილი გიორგი და მისნი აზნაურშვილნი. დაღალულნი ომისაგან შეჩუენებულმან ცანდია ინალდიფითა გაინდვნა, დადიანი გააშიშულეს, სრულიად შიშუელი დაჭრეს გურიელი და სამნი მისნი ძმანი და ეპისკოპოზნი, და მისნი ლაშქარნი ტყუე ყვეს. წარვიდა მალაქია კათალიკოზი და გამოიჴსნნა ცოცხალნი, და მკუდარნი ფასით იყიდნა.

ქორონიკონსა ს~კგ: მერე ალექსანდრე, ძე ლევანისა, იშვა.

ამასვე ქორონიკონსა მურჯახეთს შეიბნეს; აგვისტოს ი~გ, დღესა ხეთშაბათსა, შეიბა მეფეთ-მეფე ბაგრატ და ათაბაგი ყუარყუარე ახალქალაქსა, და დაიჴოცნეს მრავალნი კაცნი, და გაემარჯუა მეფესა, და ჴელთ დარჩა ყუარყუარე და მისნი ლაშქარნი, და დაიპყრა სრულიად საათაბაგო ძემან ალექსანდრესმან.

და ჟამსა ამას ბაგრატ მპყრობელი იმერეთისა იყო სამცხეს, და ვითარცა ესმა დაპყრობა სომხითისა, წარმოემართა იგიცა და მოვიდა შაჰ-თამაზთანა მიზეზითა ამით, რაჟამს გაემარჯუა ბაგრატს ყუარყუარე ათაბაგსა ზედა, და დაიპყრა ბაგრატ საათაბაგო. მაშინ ოტებულ იქმნა ოთარი შალიკაშვილი, ივლტოდა იგი, და თანა-წარიყვანა ძე ათაბაგის ყუარყუარესი ქაიხოსრო. მივიდეს სტამბოლს და მოაჯე ექმნნეს ხვანთქარს. და შეიწყალა ხვანთქარმან, და მოსცა ჯარი მრავალი, და თოფი, და ზარბაზნები დიდ-დიდნი, და უჩინა ამირსპასალარად მუსტაფ ფაშა, და წარმოგზავნა იგინი ბრძოლად ბაგრატისა.

ხოლო ესმა რა ამბავი ესე ბაგრატს, მპყრობელსა იმერეთისასა, ამისთჳს წარვიდა შაჰ-თამაზთანა, და არავინ წარიყვანა კაცნი უჭაღარონი, არამედ აარჩინა კაცნი ჭაღარანი, და წარიყვანნა დიდებულნი და მცირენი, მოხუცებულნი, ჭკუისმყოფელნი, ჭაღარანი, კაცნი მსგავსნივე მისნი.

ხოლო იყო შაჰ-თამაზ აიდარბეგს, და მივიდა ბაგრატ. დიდად პატივ-სცა ყაენმან, და დაისუა წინაშე, აქა მოხუცებულნი მიმყოლნი მისნი. და უბრძანა ყაენმან ბაგრატს, რათა მოსწიოს მშჳლდსა, და მოუტანეს მშჳლდი ძლიერი ბაგრატს. ხოლო, ბაგრატ არა რამე თავს-იდვა, და ეპყრა მცირე რამე ნატეხი წვრილი ჯოხი, და მით ასწია. ხოლო ყაენმან გაიცინა, და მისცა საბოძვარი დიდი და გამოისტუმრა. ითხოვა ბაგრატ მისგან შეწევნა და ძალი ოსმალთა ზედა. და იყო მაშინ შაჰ-თამაზ ფრიად უცალო, ვერა ათხოვა ჯარი, და მისცა საბოძვარი მრავალი, და მით შემწე ეყო. და წარვიდა ბაგრატ მპყრობელი იმერეთისა სამცხეს.

მაშინ წარავლინა ბაგრატ კაცი და ითხოვა გურიელისაგან შეწევნა. და წარმოვიდა გურიელი სპითა თჳსითა და მოვიდა ბაგრატის თანა.

ქორონიკონსა ს~კე: მეფე სვიმონ იშვა, ძე ლუარსაბისი.

ქორონიკონსა ს~ლა: ხვანთქრის ფაშები მოვიდეს, კ~ბ ათასი, და სრულიად ტაო ამოსწყჳდეს. მოუჴდა ბაგრატ მეფე და ეწყვნეს ურთიერთას, იქმნა ბრძოლა ძლიერი. მისცა ღმერთმან გამარჯუება ბაგრატს და იოტნეს ოსმალნი, მოსრნეს მრავალნი მახჳლისათა. მაშინ მოკლეს თჳთ მუსტაფ ფაშა, და სხუანი ივლტოდეს ოსმალნი. და იშოვნეს მრავალნი საგანძურნი, და დაიპყრა მტკიცედ საათაბაგო.

ამისა შემდგომად კუალად წარვიდა ხვანთქართანა ოთარი შალიკაშვილი, და ქაიხოსრო ძე ათაბაგისი, ესმა რა ხვანთქარსა, დაუმძიმდა ფრიად. და კუალად წარმოავლინა აზრუმისა ფაშა, და დიარბექირისა, და სხუანიცა მრავალნი, და შეკრბა სპათა სიმრავლე ურიცხჳ. და ესრეთ წარმოემართა სამცხესა ზედა. სცნა რა ესე ბაგრატ, წარმოუვლინა კაცი და ითხოვა შეწევნა მეფისა ლუარსაბისაგან.

ხოლო მეფე ლუარსაბ იყო კაცი სახიერი და ფრიად ზრუნვიდა საქართველოსათჳს, და ეძჳნებოდა უცულოთა ზედა-მოსვლისათჳს და დაკნინებად საქრისტეანოსა. მაშინ მოუწოდა სპათა საქართველოსათა და წარემართა შეწევნად ბაგრატისა რამეთუ ამან მეფემან ლუარსაბ მრავალგზის აწვივნა იმერელნი, მესხნი და კახნი შეწევნად უსჯულოთა ზედა, არამედ იგინი არა თანა-შემწე ექმნეს. და ესოდენ უმეტეს მოურნე იყო მათთჳს, ვითარცა მამა შვილთათჳს ტკბილ არს და ლმობიერ, ეგრეთვე ესეცა ტკბილ იყო მათთჳს და არა ძჳრის მოაჴსენე. და ვითარცა წარვიდა ესე, მაშინღა წარვიდა გურიელი სპითა თჳსითა. და შეკრბეს ყოველნივე სამცხეს.

ხოლო მოვიდეს ოსმალნი ურიცხუნი ბასიანს, ქორონიკონსა ს~ლგ, და მივიდეს ესენიცა მუნ, სადა ოსმალნი დაბანაკებულ იყვნეს. ხოლო იქმნა რამე განზრახვა ქართველთა შორის და მესხთა. თქუეს ქართველთა და აღირჩიეს მეწინავედ მისლვა, არამედ მესხთა არა თავს-იდვეს, რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ: "ძუელითგანვე მეწინაობად მისლვა მესხთათჳს განწესებულ არს და აწცა ჯერ არს ჩუენდა მისლვაო, და რამეთუ რიგი ესე და წესი ძუელითგანვე გუაქუსო".

ხოლო უმეტეს ქართველთა არა უსმინეს, და იქმნა ცილობა ურთიერთას შორის, და აღეგზნა შური დიდი. აჰა იხილეთ, მსმენელნო, გაბედვა და მკუეთელობა საქმისა, ვითარ იგი ჰყვეს მაშინ ლომ-ვეფხებრ მჴეც-ქმნილთა რჩეულთა მათ სპათა ქართველთა უსჯულოთა მათ ზედა, და მიეტევნეს ქართველნი, ვითარცა ელვა ქუხილისა ცისა. და იქმნა ბრძოლა ძლიერი, და შეიბნეს სოხოიტს ზედა იმერელი მეფე ბაგრატ, და ქართლის მეფე ლუარსაბ, და ათაბაგი პატრონი ქაიხოსრო, და სრულიად საქართველო იყო, და ორი ფაზა იყო. და მეფენი მეოტ იქმნეს.

მაშინ შურითა ბოროტითა აღსავსეთა მესხთა ინებეს განდრეკილება, და არღარა მიჰყვნენ ომსა შინა. ხოლო სცნეს რა განდრეკილება მესხთა, უფროსად განიწირნეს თავნი თჳსნი ქართველთა და იმერელთა, და გარგრძელდა ომი, და მოისრნეს მრავალნი იმიერ და ამიერ, და უფროსღა მოსწყჳდნეს ოსმალნი, ვიდრე ოთხი ზომა მოისრა. მაშინ მოკლეს ძე გურიელისა ქაიხოსრო და სხუანი მრავალნი ქართველნი და იმერელნი. ქმნეს სახელი დიდი, და შემუსრეს ყოველივე საომარი საჭურველი, და ესრეთ დარჩნენ, რომ საბრძოლველი იარაღი აღარა ჰქონდათ. და იყო ომი ძლიერი დილითგან ვიდრე მწუხრადმდე.

მაშინ სიმრავლისაგან სპათასა იოტნეს სპანი ქართველთანი, დამაშურალთა ქართველთა სძლეს ოსმალთა და მეოტ იქმნენ, და ლტოლვილი წარმოვიდა მეფე ლუარსაბ ქართლს და ბაგრატ იმერეთს.

ხოლო დაიპყრეს ოსმალთა სამცხე-საათაბაგო, და აღიღეს ყოველნივე ციხენი და სიმაგრენი სამცხისანი, და გააბატონეს ქაიხოსრო, ძე ყუარყუარესი, და იქმნა ათაბაგ. მაშინ შემოიკრიბნა მესხნი დიდნი და მცირენი ყოველნივე, და მთავრობდა ოთარი შალიკაშვილი. ხოლო ათაბაგი ქაიხოსრო დაემოყურა მპყრობელსა მუხრანისასა ბაგრატს, მოიყვანა ცოლად ასული ბაგრატისი დედისიმედი და იქორწინა. და იყო ქალი ლაღ და ამპარტავან, გლისპი და არა მოშიში ღმრთისა.

ქორონიკონსა ს~ლდ: აწყუერისა ღმრთისმშობელი ტყუედ წაასუენა ციხისჯუარს იმერელ მეფემან ბაგრატ.

ქორონიკონსა ს~ლ: ტაოს ქუეყანა დაიჭირეს თათართა ურუმთა.

ქორონიკონსა ს~მა: არტანუჯი წაგუართუეს ურუმთა, და არსიანამდის დაიჭირეს ფარნაკანი, და სრულ არტანი დაიჭირეს, და ფარნაკანი აღაშენეს, აწყურისა ღმრთისმშობლის შეწევნითა სამცხეს ვერ გარდმოვიდეს, და მძლავრობდენ ფრიად ყოვლისავე მესხთა ზედა და ვერღარა შეუძლეს ტჳრთვად ბოროტის ყოფასა ოსმალთასა. მაშინ ოთარმან შალიკაშვილმან და ათაბაგმან და ყოველთავე მესხთა წარავლინეს მოციქული თჳთმპყრობელის ერანის მპყრობელის შაჰ-თამაზის თანა, და ფრიად მოაჯე ექმნეს, ებირნეს და ითხოვეს მისგან შეწევნა, და აღუთქუეს მორჩილება და დამონება ვითარცა პირველ.

ხოლო ვითარცა ესმა შაჰ-თამაზს, განიხარა ფრიად და წარმოემართა სპითა ურიცხჳთა საათაბაგოსა ზედა; მოესწრა ყაენი შაჰ-თამაზ. ბატონი ქაიხოსრო მოვიდა; ვარძია, თმოგჳ, და ვანის ქუაბი, და აწყური, ასპინძა, ვარნეთი და სრულიად სამცხის ციხეები აღიღო, და ვარძიისა ღმრთისმშობელი და სრულიად ციხეები ბატონს ქაიხოსრის. მოსცა. და წარვიდა ყაენი და ჩავიდა სომხითს, და დაჴოცნა [...] და ვახუშტი დიასამიძე, და ამაონ ტყუედ წაიყვანა მარიამობის თუესა.

ამასვე ქორონიკონსა ციხისჯუარიდამ აწყურისა ღმრთისმშობელი ტყუედ წაასუენეს იმერეთს.

ხოლო სცნა რა საქმე ესე ხვანთქარმან სულთან სულეიმან, წარმოვიდა იგიცა ძალითა მრავლითა და გულისწყრომითა მესხთა ზედა.

მაშინ შაჰ-თამაზ ვერღარა უძლო წინააღდგომად მისსა და მოიპოვა მზაკუარება ესე, და მიუმცნო ოთარს შალიკაშვილსა სიტყუანი გულისწყრომისანი. მიუწერა წიგნი რისხვისანი, და ექადდა მოკუეთასა თავისასა, და სრულიად იავარ-ყოფასა ქუეყანისა მათისასა. ამისთჳს მოსწერა ესე წიგნი, რომ ოთარს მიეგზავნა ხვანთქრისათჳს, რომ შაჰ-თამაზ ჩემი მტერია და ესრეთ მექადვისო, და მით მორჩომოდა ხვანთქარსა. ვითარცა მიუვიდა წიგნი იგი ოთარსა, მეყსეულად წარუვლინა წიგნი სულთან სულეიმანს, და მიუმცნო სიმართლე თავისა თჳსისა და უბრალო-ყოფა მისლვისათჳს ყაენისა.

მაშინ მიხედა ღმერთმან მესხთა, და შეიბრალა სულთანმან და წარვიდა სახიდ თჳსად სულთანი, და წარვიდა ყაენიცა. ხოლო ბაგრატს, მპყრობელსა იმერეთისასა, აქუნდა შური დიდი დადიანისა, რამეთუ მაშინ ოდეს შეება ურუმთა ბაგრატ, ესე დადიანი არა თანამწე ეყო მას. ამისთჳს განიზრახა და მოაწვია დადიანი ლეონ ჭალასა ხონისასა, და ღალატად შეიპყრა იგი ბაგრატ მპყრობელმან იმერეთისამან და პატიმარ ჰყო. მაშინ მიუმცნო გურიელსა საქმე ესე, და აწვია იგი განლაშქრებად ოდიშსა ზედა და აღუთქუა ნახევარი ოდიშისა.

ხოლო გურიელმან არა უსმინა და თქუა გულსა შინა თჳსსა: "ვინათგან ოდიშიცა დაიპყრას, განლაღნების და მერმე აღიძრვის ჩემ ზედაცა ბოროტის-ყოფად უეჭუელად". ხოლო რაჟამს სცნა ბაგრატ არა მოსლვა გურიელისა, მაშინ ენება თუალებისდაწვა დადიანისა და არღარა ინება, და ჰყვანდა იგი პატიმრად გელათს სამრეკლოსა შინა.

მაშინ ათაბაგმან ქაიხოსრო, სცნა რა შეპყრობა დადიანისა, აღძრა ჩხეიძე ხოფილანდრე და გააპარა დადიანი, და მიიყვანა ათაბაგთანა. ხოლო ათაბაგმან და გურიელმან წარიყვანეს და გააბატონეს იგი ოდიშს, და კუალად იპყრა დადიანმან ოდიში.

ამისა შემდგომად გაუწყრა ხვანთქარი გურიელსა, და მოიჴსენა ძჳრი პირველი, რაჟამს იგი თანაშემწე ეყო ბაგრატს, და მოსწყჳდნეს სპანი მრავალნი ხვანთქრისანი. ამისთჳს წარგზაინა სპანი მრავალნი გურიასა ზედა, და მოვიდეს ბათომს, და იწყეს შენებად ციხისა. მაშინ შემოიკრიბა სპა თჳსი გურიელმან და წარვიდა მათ ზედა, და მისცა ღმერთმან ძლევა და გაემარჯუა გურიელსა. დაუტევეს ბათომი, და შევიდეს ზღუასა შინა ნავებითა. და აღუდგეს მათ ღელვანი მძაფრნი, და განყარნა იგინი ჭორასს გაღმართ; და იყო იგი მდინარე ჭორახი აღდიდებულ, და ვერღარა განვლეს იგი ცხენებითა გურიელმან და სპათა მისთა.

მაშინ მივიდეს გონიას, და იწყეს შენება ციხისა; და გამაგრდენ ოსმალნი და იწყეს მძლავრება, ამოსწყჳტეს ჭანეთი, და თჳთ დაიპყრეს. ხოლო გურიელმან ითხოვა შეწევნა ბაგრატისაგან და დადიანის ლეონისაგან. მაშინ დადიანმან შემოიყარა სრულიად აფხაზნი და ოდიშარნი, და წარვიდა.

ხოლო ბაგრატცა წარავლინა ძმა თჳსი ვახტანგ, და სპანიცა იმერელნი წარატანნა კაცი ხუთასი. და აუწყა ბაგრატ ძმასა თჳსსა ვახტანგს: "ამას წადიერ იყავ, რათა არა ჰყონ დადიანმან და გურიელმან ერთობა. და უკეთუ იგინი გაერთდენ, მრავალი ბოროტი გუეწიოს ჩუენ მათ მიერ, და ეცადე, რომე დადიანი არ შეეყაროს გურიელსა", რამეთუ მაშინ იდგა დადიანი თუალსა რიონისასა.

და ვითარცა მივიდა ვახტანგ საჯავახოს, მიუმცნო დადიანსა, ვითარმედ: "შენცა უწყი, ვითარცა მე ფიცი ვარ შენი და არა-რას დაგიფარავ. ესე უწყოდე, რამეთუ ძმამან ჩემმან ბაგრატ და გურიელმან შეთქმულება ყვეს შენ ზედა; და თუ მოხვალ გურიას, ღალატი ნებავსთ შენი. მაშინ სცნეს რა ესე მეგრელთა მოშიშართა, არღარა ინებეს წამოსლვა გურიას, და მივიდა ვახტანგ როსტომ გურიელთანა ბათომს.

ხოლო ვინათგან არღარა მოვიდა დადიანი, ვერღარა შეუძლო გურიელმან ბრძოლად ოსმალთა, და ვერცაღა განვიდეს გაღმა, რამეთუ არა აქუნდათ ნავები. მაშინ ოსმალნი უფროსღა განძლიერდეს, და აღაშენეს ციხეები. ხოლო წარმოვიდა ვახტანგ იმერეთს.

ამისა შემდგომად მიიცვალა ბაგრატ, მპყრობელი იმერეთისა, და დამარხეს გელათს. და დაიპყრა იმერეთი ძემან მისმან გიორგი.

და ეპყრა როსტომს გურია წელსა ი~ბ, და მიიცვალა იგიცა, და დაეფლა შემოქმედს. და ესხნეს ძენი სამნი, და უხუცესსა ეწოდა გიორგი და ესე დასუეს გურიელად. ხოლო ესუა ასული როსტომ გურიელისა ძესა დადიანისასა ცოლად. და შემდგომად სიკუდილისა მისისა განუტევთ ქალი იგი ძემან დადიანისმან და ქმნა დიდი ბოროტი, რამეთუ ბიძასა თჳსსა წაართუა ცოლი და თჳთ შეირთო ცოლად.

და გამოჴდა ხანი რამე და კუალად ერთობა ყვეს გიორგი გურიელმან და დადიანმან ლეონ. და შეირთო გურიელმან ასული დადიანისა ცოლად, და შემდგომად მცირედისა მანცა განუტევა ასული დადიანისა, და იძია შური.

სცნა რა ესე გიორგი, მპყრობელმან იმერეთისამან, მაშინ ეზრახა გურიელსა და ყვეს ერთობა. რამეთუ ჰყვა მას სძალი ქურივი, და მისცა იგი ცოლად გურიელსა გიორგის შურად დადიანისა, და იწყეს მტერობად დადიანისა. და ვერღარა შეუძლო წინააღდგომა მათი დადიანმან, და მეოტად წარვიდა სტამბოლს, და მოაჯე ექმნა ხვანთქარსა და ითხოვა მისგან შეწევნა. მაშინ მოსცა ხვანთქარმა სიმრავლენი სპათანი აზრუმელნი და ტრაპიზონელნი, წარმოვიდეს და მოიწივნეს სატყეპელას.

ხოლო გურიელმან ვერღარა უძლო წინაგანწყობა მათი სიმრავლისაგან სპათასა. მაშინ წარავლინა მოციქული ხუეწნად დადიანსა, და მისცა სისხლი განტევებისათჳს ასულისა მისისა, ფლური ათასი, და შერიგდენ დადიანი და გურიელი.

ხოლო გიორგი, მპყრობელმან იმერეთისამან, მოაწვია სახლსა თჳსსა ჯავახ ჭილაძე და ღალატითა მოკლა იგი. მაშინ იწყინა საქმე ესე გურიელმან და დადიანმან, და მივიდეს და დაიპყრეს საჯავახო და განიყვეს: ნახევარი დადიანმან დაიპყრა და ნახევარი გურიელმან. ამისა შემდგომად წარვიდა დადიანი ნადირობად, და ჯაიანმან შეაძგერა ცხენი და მოკლა დადიანი, და დასუეს ძე მისი უხუცესი გიორგი დადიანად.

მაშინ გურიელმან გიორგი გარდიბირა უმრწემესი ძმა მისი მამია, ესე მოიყვანა გურიას და შერთო გურიელმან დაჲ თჳსი ცოლად მამიას, ძესა დადიანისასა. ხოლო ულაშქრა გურიელმან, წარვიდა ლაშქრითა და მივიდა ზუგდიდს, და მუნ შემოება დადიანი და გაემარჯუა გურიელსა და წარიოტეს დადიანი, და დასუა დადიანად მამია,

და წარვიდა გურიელი სახიდ თჳსად. მაშინ დადიანმან გიორგი შემოიყარნა სპანი აფხაზთანი და წარმოემართა. და კუალად მოუვიდეს ჯიქნიცა შეწევნად და ჩერქეზნიცა. მაშინ ათხოვა გურიელმან ჯარი დადიანსა მამიას. და ეწყვნენ ურთიერთას.კუალად გაემარჯუა მამიას, და ივლტოდა გიორგი დადიანი.

ხოლო დადიანი გიორგი მოაჯე ექმნა მპყრობელსა იმერეთისასა გიორგის. მაშინ აღუთქუა შეწევნა მპყრობელმან იმერეთისამან, რამეთუ ჟამსა ამას ესუა ცოლად გიორგის, მპყრობელსა იმერეთისასა, ასული ჩერქეზის ბატონისა. და კუალად ჰყვანდა გურიელსაცა მეორე დაჲ მისი ცოლად, და კუალად მესამე დაჲ ამათი იყო გაუთხოვარი სახლსა შინა იმერეთის მპყრობელის გიორგისასა, რომელი აღეზარდა მათ. და ესე უმცირესი ასული ჩერქეზის ბატონისა სთხოვა დადიანმან გიორგი მპყრობელსა იმერეთისასა. მაშინ აუწყა საქმე ესე გურიელსა და მან ესრეთ უპასუხა: "ვინათგან დადიანსა ნებავს გაერთება ჩუენი, მომცეს საუპატიო და სისხლი დისა ჩემისა განტევებისათჳს, ვითარცა მე მივეც სისხლი განსატევებელად დისა მაგისისა, და იყოს მშჳდობა ჩუენ ყოველთა შორის. და იქმნას დადიანი მოყუარე და ქვისლი თქუენი და ჩემი". მაშინ დაურთო ნება და აღუთქუა მიცემა სისხლისა გურიელსა დადიანმან. ხოლო არა აქუნდა თეთრი, და მისცა გირაოდ ხოფი; რომელიცა სისხლი გურიელს მიეცა, ეგეოდენისა მიცემა აღუთქუა; და ამის გირაოი დაუდვა ხოფი. და მაშინ მისცეს ასული იგი ჩერქეზის ბატონისა და გაერთდენ სამნივე.

ხოლო სცნა რა საქმე ესე მამია დადიანმან, იგიცა ლმობიერ იქმნა უხუცესობისათჳს ძმისა თჳსისა, დაურთო ნება და დაანება დადიანობა. მაშინ მამია დადიანს მისცეს სარჩოდ ლომკაცის ჭილაძისეული და რევანოზისეული, და ესრეთ შეითჳსნეს ურთიერთას და იქენა მშჳდობა სამთავე საბატონოთა შინა. ხოლო სცნა რა ესე დათულიამ, ბიძამან დადიანის გიორგისამან, შემოიყარა საჯავხოელნი და წარვიდა საღალატოდ დადიანის გიორგისა. აგრძნა საქმე ესე დადიანმან, და ვერღარა უღალატა, და წარვიდა საჯავახოს დათულია. ხოლო დადიანმან და მპყრობელმან იმერეთისამან შეუთუალა გურიელსა და აუწყა ღალატი დადიანისა, და მიუმცნეს ესრეთ: საჯავახო" შენთჳს დაგჳნებებია და დათულიას უღალატეო".

ხოლო გურიელმან უღალატა და შეიპყრა დათულია, და დაატყუევა უზურგეთს, და თჳთ დაიპყრა საჯავასო. მაშინ შეუთუალეს გურიელს სიკუდილი დათულიასი, და გურიელმან არ მოკლა, ესრეთ შეუთუალა: "შენის სახლის კაცს მე არ მოვკლავო, შენ მოკალო". და მერმე ამათ გაგზავნეს კაცი, და მოაშთვეს იგი. ამის შემდგომად მოკუდა დადიანი გიორგი, და კუალად დაიპყრა მამიამ დადიანობა. ხოლო დაშთა დადიანს ძე ერთი, რომელსა ეწოდა ლეონ. მაშინ განირისხა ღმერთი მამია დადიანმან, წაართუა დედასა მისსა, და წარმოიყვანა ყრმა იგი, და შხეფის ციხეში დაატყუევა, და იყო ყრმა იგი გამოუცდელი, და ვერ გაუძლო ტყუეობასა, შეწუხდა ყრმა იგი განშორებისათჳს დედისა თჳსისა, და გარდმოიგდო თავი თჳსი ციხისა მისგან და ესრეთ აღესრულა იგი.

ხოლო ჟამსა მას შინა შეითქუნეს მეფე ქართლისა ლუარსაბ, მპყრობელი კახეთისა ლეონ და ათაბაგი ქაიხოსრო. ამათ შეკრეს პირობა, და დაუწყეს რბევა და ოჴრება ქუეყანასა ყიზილბაშისასა ადარბადაგანსა. მაშინ განუდგა შაჰ-თამაზს მპყრობელი შირვანისა ასანბეგის შვილი დავრიშ მაჰმად მაშინ შაჰ-თამაზ შემოიყარა სიმრავლენი სპათანი, წარმოვიდა და წამსავე მოიწია ყარაბაღს. მაშინ წარავლინა კაცი და შეუთუალა ლევანს, მპყრობელსა კახეთისასა, და გარდამოიბირა იგი. და მივიდა ლევანშაჰ-თამაზთან. და იყო განდგომილ დავრიშ მაჰმად, ძე ასანბეგისა, რამეთუ ჟამსა მას ოდეს ეპყრა შაჰ-ისმაილს შაქისი, მას ჟამსა მიუჴდა ბატონი ლევან ასანბეგს, და იავარჰყო შაქისი, და მოკლა ასანბეგ. ამისა შემდგომად მოიყვანეს ძე მისი დავრიშ მაჰმად, და გააბატონეს შაქელთა, და მტერ იყვნეს ურთიერთას დავრიშ მაჰმად და ბატონი ლევან.

ხოლო შაჰ-თამაზ გაუძახა ლაშქარი თჳსი შირვანსა ზედა, მაშინ დავრიშ მაჰმადი შეიყარა სპა თჳსი, დაესხა თავსა, და მოსრა მრავალი ჯარი შაჰ-თამაზიც და გამოაქცინა იგინი, ქრისტეს აქეთ ჩ~ფმვ.

ხოლო შაჰ-თამაზ აღიყარა სპითა ურიცხჳთა, და წარვიდა შირვანს, და მისწერა შაჰ-თამაზ წიგნი დავრიშ მაჰმადს მისლვად მის თანა, და აღუთქუა არა მოჴსენებად ძჳრსა, არამედ მინიჭებად მრავლისა პატივისა. ხოლო მან არა ისმინა მისი, და უფროსად განამაგრა ციხეები, და ეგო სიმტკიცესა ზედა.

მაშინ წარავლინა ბატონი ლევან სპითა მრავლითა მის ზედა. და მივიდეს რა, შაქისი მოაოჴრეს, და იავარ-ჰყვეს სრულიად შაქისი, და გარე-მოადგეს ციხესა მას, რომელსა შინა იყო დავრიშ მაჰმად. და იყო ხანსა რაოდენსამე, და ვერღარა უძლო გამაგრება, და ღამით განვიდა ციხისა მისგან. ხოლო სცნა რა ბატონმან ლევან, დევნა უყო, მიეწია და შეიბნეს, და გაემარჯუა ბატონს ლევანს, და მოკლეს დავრიშ მაჰმად, და შემოიქცა გამარჯუებული, და მოართუა თავი დავრიშ მაჰმადისა შაჰ-თამაზს. ხოლო უყო წყალობა მრავალი ბატონს ლევანს, და წარმოვიდა სახიდ თჳსად კახეთს.

მაშინ შაჰ-თამაზ წარვიდა ყარაბაღს, და შემდგომად მცირედისა წარმოემართა კუალად ტფილისსა ზედა, და ქმნა მრავალი ბოროტი, მოაოჴრა სრულიად ტფილისი და აღიღო ციხე ტფილისისა და შეაყენნა მცველნი თჳსნი და ვერა-რა ავნო მეფესა ლუარსაბს, რამეთუ ჟამსა მეფობისა მისისასა არა მორჩილ ექმნა ყიზილბაშთა, არცა ოსმალთა, და მრავალი ჭირი შეაჩუენა ორთავე, და არა დაამონა საქართველო უსჯულოთა სახარკოდ. მაშინ შაჰ-თამაზ ინება მოყურობა ქაიხოსრო ათაბაგისა, და არა ჰყვანდა ასული ათაბაგსა. მაშინ ოთარს შალიკაშვილს გამოართუა ასული, რომელი იყო მეყჳსი ათაბაგისი, და მის წილად წარუგზავნა შაჰ-თამაზს, და მან შეირთო იგი ცოლად, და დიდად საყუარელ უჩნდა ქალი იგი, და მიერითგან იყო ფრიად კეთილისმყოფელ ათაბაგისა.

სცნა რა ესე მეფემან ლუარსაბ, შეიყარა სპა თჳსი და მიუჴდა ათაბაგსა, და წარუღო თემნი და დაბანი მრავალნი, ააოჴრა და წარმოვიდა გამარჯუებული. ხოლო ათაბაგმან ქაიხოსრო მიუმცნო ესე ყოველივე შაჰ-თამაზს, რამეთუ მას ჟამსა წარმოსრულ იყო მტერობად ათაბაგისა აზრუმის ფაშა ისკანდარ, და აუწყა იგიცა შაჰ-თამაზს, ქორონიკონსა ს~მდ.

ამისა შემდგომად ხვანთქარი სულთან სულეიმან გამოვიდა, და ყაენს ჩაუდგა, კარი აღაშენა, და უკმობრუნდა, და ასიანს მოვიდა. მაშინ ყაენმან შაჰ-თამაზ შეიყარა სიმრავლენი სპათანი, და წარმოდგა, და მოვიდა არტანს. მაშინ გაგზავნა შაჰ-თამაზ ძე თჳსი მირზა ისმაილ კარს, და დაიპყრა კარი, აღიღო ციხენი და სიმაგრენი, და რომელნი იყვნეს ყმანი ხვანთქრისანი მოსრნა პირითა მახჳლისათა, და განსდევნნა იგინი, და თჳთ დაიპყრა კარი. ხვანთქარი წარვიდა.

ხოლო ვინცა იყვნეს განდგომილნი ათაბაგისნი, ყოველნივე მოსრნა პირითა მახჳლისათა, და აღიღო ციხენი და სიმაგრენი მათნი, და შემუსრნეს წმიდანი ეკლესიანი, და მრავალნი ხატნი და ჯუარნი, და დაამონნა ურჩნი და განდგომილნი ათაბაგისნი, და მივიდეს ომან და შერმაზან და ივჯუშ, განდგომილნი ათაბაგნი. ხოლო შაჰ-თამაზ შეიპყრა და მკვლელ ექმნა ივჯუშს და შერმაზანს, და მისიცა მამული მათი ათაბაგსა. და რაჟამს განაგო საქმე მუნებური, მაშინ უკმობრუნდა ყაენი ბოროტის-ყოფად ქართლსა ზედა სპითა ურიცხჳთა, ჩამოვლო თრიალეთი და იავარ-ჰყო. წარმოემართა საბარათიანოს ზედა და მოაოჴრა იგიცა. მაშინ მიადგა ციხესა ბირთჳსისასა და ვერა აღიღო; და აღუთქუა ნიჭი დიდძალი მეციხოვანთა და მოიბირნა იგინი, და დაანებეს ციხე. და რომელნიცა იყვნეს ბარათიანნი ციხესა მას შინა არღარა დაინდო: რომელნიმე ამოსწყჳდნა, და რომელნიმე შეიწყალნა დადააყენნა მამულსა თჳსსაზედა, სხუანი მრავალნი ტყუედ ჰყო.

მაშინ მეფემან ლუარსაბ ვერღარა შემოიკრიბა სპანი თჳსნი, რამეთუ ფრიად მოსურნე იყო წინაგანწყობად ყიზილბაშთა. და ვინათგან ჯარი არღარა ჰყვანდა, ესრეთ იყო ჩუეულება მისი მცირითა კაცითა ზედა-დაესხმოდა თარეშთა ანუ სიმაგრეთა შინა, და ესრეთ მოქმედებითა მრავალნი ყიზილბაშნი ამოსწყჳდნა.

ხოლო შაჰ-თამაზ მივიდა გორს და აღიღო ციხე წედისისა, ციხე ძალათ აღიღეს, და ვერის ციხე ნებით მოსცა ფარსადან, და უვნებელად ციხოვანნი მორჩნენ, და იქიდამ მიადგა ციხესა ატენისსა, რომელ არს თავსა საცივისასა, რამეთუ მას შინა იდევნეს დედა და დაჲ მეფისა ლუარსაბისი, და სხუანი მრავალნი ჯალაბნი თავადთანი. ამისთჳს გარედამ ყაენის ლაშქარი შემოადგა და შიგნიდამ ქართველნი დაუწყეს ერთმანეთს ცემა და ბრძოლა, და მრავალნი ყიზილბაშნი დაიჴოცნენ, და ციხის აღება გაძნელდა, ამისთჳს რომე არც სიბა მიიტანებოდა, და არც შეეთხრებოდა, და. არც სით თოფი ესროლებოდა. და თათართ ერთი ფარეში, კავთისჴეველი ბეთიაშვილი, ფარეში მეფის ლუარსაბის დიდისა, დაიჭირეს, და სიკუდილის შიშით იმან უთხრა: "თუ არ მომკლავთო, ციხეს აგაღებინებო" და ამათაც უვნებელობის ფიცი უთხრეს. და იმან ეს ამბავი უთხრა: "ჭის წყალი დალევიაო, და ჩრდილოეთისაკენ მომცრო წყალი ჩამოუდისო, და იმ წყაროს მისაპარავი გზა აქუსო, გასწავლიო და ის დაუჭირეთო. და ღონე გაუწყდებისო, და ციხეს მოგცემენო".

იმ წყლის გზა ასწავლა, ყიზილბაშო წყალი უკუ-უჭირეს, ციხოვანთ მშუელელი აღარსაით გაუჩნდათ, და უწყლოობამაც ძალი უყო, და მრავალი ყიზილბაში და ქართველნი იმ ციხის აღებაში ამოსწყდენ, და ციხე აიღეს. დედოფალი ნესტან-დარეჯან, დედა ლუარსაბისი, და დაჲ, და მრავალნი სხუანი ჯალაბნი თავადთანი [ტყუე ყვნა და წარვიდა].

ქორონიკონსა ს~მდ: მეფის ლუარსაბის დედა და დაჲ ქუეითი წარასხეს ციხითგან ზედა ველამდის, და მერმე მეაქლემეთ მისცეს, და წარიყვანეს. მეფე ლუარსაბ ხან აჩაბეთის სიმაგრეში და ხან იმერეთს იყო. მაშინ წარმოსტყუენა ციხე იგი ატენისა, დაყაენი აიყარა და ყარაბაღში წავიდა, და წარიყვანა უმრავლესნი ტყუეთანი.

ხოლო ესმა რა საქმე ესე მეფესა ლუარსაბს, მაშინ წარმოუდგა უკანა ყიზილბაშთა, და ამოსწყჳდნა მრავალნი თათარნი, და წაართუა ურიცხჳ ალაფი, და ვერღარა წაართუა დედა თჳსი.

და რა მივიდა შაჰ-თამაზ ერევანს, მაშინ სცნა დედამან მეფისა ლუარსაბისმან გაუპატიოება თავისა თჳსისა. ამისთჳსცა რომელნიმე იტყჳან: "შესუა წამალი სასიკუდინე და მოიკლა თავი თჳსი და არა შეამთხვია თავსა თჳსსა საქმე უჯერო". ხოლო რომელნიმე იტყჳან: "სასჯელითა და უპატიოებით აღესრულა".

ხოლო უკმოიქცა მეფე ლუარსაბ ფრიად მწუხარე, და წარვიდა შაჰ-თამაზცა ადგილსა თჳსსა, და დასუა ხანები ყაზახს, შამშადილოს, და დასუა სულთანი განჯას, და კუალად ეპყრა მათ ციხეცა ტფილისისა, და იყო ესე ყოველი ჴელდებული განჯას მჯდომისა სულთნისა, და ყოველნი გარემონი ყიზილბაშთანი მიუჩინა ციხესა მას ტფილისისასა, რათა არღარა იპყრას მეფემან ლუარსაბ.

ხოლო მწუხარე იყო ფრიად ესრეთ განძლიერებისათჳს უსჯულოთასა მეფე ლუარსაბ, სრულ საქართველოს მეფეთა და მებატონეთა ზედა, ძუელთა და ახალზედ ნამეტავად ნაქები იყო. თავად სარდლად, მერმე მამაცად და უხობით პურად გამცემად, სამართლის-მოქმედად და ყმა მორჩილი, ცხენოსან-ცეროსანი, უშიშარი ომში, ამაყი, ქრისტეანობის სჯულზედ მაგარი, და ურუმთა და ყიზილბაშთ ნამეტავად მისგან ეშინოდათ. და მეზობელნი ვითაც ყმანი ეგრეთ ემსახურებოდეს, და სხუათა ყმობის თქმა არა იკადრა.

ამისთჳს შაჰ-თამაზს ყაენმან ხუთჯერ ამაზედ ილაშქრა, და არას საქმით ვერც მოამშჳდა, ვერც მოკლა, ვერც დაიჭირა, და ვერც შეიხუეწა, ამისთჳს რომე ცოტას შემოებმოდა, ამოსწყუედდა და ბევრს უკუ-ეფერებოდა, და ღამით დაესხმოდა და გზებზე წაეწეოდა, და მრავალს ნავნებს იქმოდა. ხოლო რომელნიმე ზემო აღწერილ არს მოოჴრება საქართველოსი.

ვერ გაუძლო გონებამან მეფეს ლუარსაბს; ამისთჳსცა შემოიკრიბნა სპანი თჳსნი, და დაუწყო ჴდომა და რბევა, და ამოსწყჳდნა მრავალნი. და რაოდენიცა ეპყრა მათ კერძონი და ადგილნი საბარათიანო, იგი ყოველნივე წარმოართუა, და განდევნა, და დაიპყრა რაოდენიცა ეპყრა არენი და თემნი საქართველოსანი, თჳნიერ ტფილისისა ციხისა.

შავერდი სულთან, განჯის ხანი, ყაენს ამ ალაგების მცველადდაეყენებინა, და რა მეფის ლუარსაბის ლაშქრის შეყრა გაიგონა, მანცა არაზის-აქათი ლაშქარი შემოიყარა და მეფეზე წარმოვიდა.

რა ეს შეიტყო, მეფე ლუარსაბ გორითგან გარის ვარხუნას მივიდა, იქითგან შავერდი სულთან წამოვიდა და მოვიდა ქართლად. და იმ ღამეს მეფე ლუარსაბს სიზმარი ენახა. და მეორეს დილას კათალიკოზი და საქართველოს თავადნი და თავისი შვილები მოიჴმო და ასრე უთხრა: "სიზმარი ვნახეო, მართალი და ჭეშმარიტად დასაჯერიო, რომ უსაცილოდ ჩუენ გავიმარჯუებთო, და ყიზილბაშნი გაიქცევიანო, და ამ ომში მე მომკვლენო, და ჩეეს მომკვლელსაც ქართველნი მოჰკვლენო".

მაშინ ჰყვანდა მეფესა ძენი სამნი: სვიმონ, და დავით, და ვახტანგ. და მაშინ უხუცესსა შვილსა სვიმონს ჴელი მოჰკიდა და ქართველთ უბრძანა: "ჴელმწიფობა ამისთჳს მიმიცემიაო, და კიდეც ეს ღირსაო" და შვილთაც ასე უანდერძა: "უფროს ძმას დაემორჩილენითო" და ყველას უბრძანა, და ფერჴთ აკოცეს, და მეფე აკურთხეს. და ასრე ანდერძი დაუგდო: "ჩემის სიკუდილით ნუ მოიშლებითო, და ნურც ჩემის სიკუდილის ჴმას დააგდებთო. რა ყიზილბაშნი გალახოთო, მას უკან მცხეთას მიწას მიმაბარეთო. ჩემს გლოვა-ტირილს დაეჴსენითო, ქუეყნის შენახვას გაფრთხილდითო".

რა ესე სიზმარი მეფისაგან გაიგონეს, სრულ ყველანი ატირდენ და ასრე მოაჴსენეს: "რადგან მაგისთანა სიზმარი გინახავს, ამ-გზობით ნუ შევებმითო და უკუ-ვეცალნეთო". ეს სიტყუა მეფემან შორს დაიჭირა და ასე უპასუხა: "დღეს-აქამომდე ხვანთქარსა და ყაენს ზურგი არ შევაქცივე; რით იქნების, რომ ახლა ერთს ყაჯარს პირი ავარიდოო" ქართველნი დიდად ეაჯნეს, მაგრამ მეფემან ლომ-გუნებისამან ზრახვას სიკუდილი არჩია.

და რა სულთან შავერდი რაზმ-წყობით მოახლოვდა, და არა ინება მეფემან ომი მინდორსა ზედა, და ჩავიდა გარისს, და უთავა ქართველთა უხუცესი ძე თჳსი სვიმონ, და მივიდა სვიმონ სპითა თჳსითა მეწინავედ, და თჳთ მეფე უკან-კერძო მდგომარე იყო, და ახლდა თანა კათალიკოზი და ეპისკოპოზნი და მოხუცებულნი ერისკაცნი. რა მოვიდეს ყიზილბაშნი, მაშინ მიეტევა მათ სვიმონ და სპანი ქართველთანი, ვითარცა ლომი განძჳნებული, და იქმნა ბრძოლა ძლიერი. მაშინ მოეცა ღმრთისა მიერ ძლევა ქართველთა, და მოსწყჳდნეს ურიცხუნი სპანი თათართანი, და წარიქცივნეს იგინი, და ივლტოდეს. და დევნა უყვეს უკანა მათსა და დაანქრივნეს, რამეთუ ვერღარა უძლეს ზოგად წარსლვა, არამედ დასწყჳდნეს ურთირთას; და ვიდოდეს შეცთომილნი ღელეუშენთა და ტყეთა მიმართ. და ერთ-კერძო წარივლტოდა სულთანი იგი შავერდი-ბეგ.

ხოლო მაჰმად სულთან სპითა თჳსითა შელტოლვილ იყო ტყესა შინა შეშინებული, და ვერღარა ეძლო წარსლვა დღისით. მაშინ იხილა მეფე ლუარსაბ მცირედითა კაცითა, შემოუტივა მეფესა, და განმჴნდეს ძალითა ღმრთისათა მეფე და მის თანა მყოფნიცა ეპისკოპოზნი და მოხუცებულნი ერისკაცნი, და იქმნეს ვითარცა ჭაბუკნი. და კუალად იქმნა ბრძოლა ძლიერი, და სძლო მეფემან, და წარიქცინნეს იგინი, და მოსწყჳდნეს მრავალნი ყიზილბაშნი.

ხოლო მეფემან იხილა მაჰმად სულთან, და არა აქუნდა ოროლი ჴელთა, რამეთუ შეემტვრია კაცსა ზედა; და განაფიცხა ტაიჭი თჳსი მეფემან, შეაძგერა ცხენსა მაჰმად სულთანისასა, და დაანარცხა მიწასა ზედა. კუალად მიეტევა სხუასა. რამეთუ ყოველივე საბრძოლველი იარაღი დაემსხვრია მეფესა და იბრძოდა ცხენითა თჳნიერ საჭურველისა. და რა მისდევდა სხუასა ყიზილბაშსა, იყო რამე თხრილი და დანახეთქი მიწისა, და შთაუვარდა ფერჴი ცხენსა მეფისასა, და წარმოექცა ცხენი მეფესა. მაშინ მოუჴდა ყიზილბაში ერთი, სახელით ზაქირ, და იქადა მახჳლი, სცა თავსა მეფისასა და სწყლა სასიკუდინედ, შეჯდა ცხენსა მეფისასა და ივლტოდა. სცნეს რა ქართველთა, დევნა უყვეს ძლიერად და მიეწივნეს, და მოკლეს იგიცა, და სულთან მაჰმად, და სპანი მისნი ყოველნივე ამოსწყჳდნეს.

მაშინ სვიმონს გამარჯუებოდა ძლიერად და სდევნიდა სულთანსა განძისასა შავერდის, და სრვიდეს სპათა ვითარცა მხალთა მდელოსათა. და აუწყეს სვიმონს საქმე ესე, და მყის შემოიქცა და მოვიდა მეფეს თანა, და მწუხარე იქმნა ფრიად და წარვიდეს. ყიზილბაშნი განჯას, და დაიპყრნა სვიმონ ალაგნი საქართველოსანი ყოველნივე.

და იცოცხლა მცირესა ხანსა დაწყლულებისა მისგან მეფემან ლუარსაბ, და მასვე წყლულებასა შინა მიიცვალა იგი, ვითარცა წმიდა მოწამე ვახტანგ და დავით მეფე. და აღიღეს წმიდა გუამი მისი და დამარხეს სამარხოსა თჳსსა მცხეთას ღ(ვ)თივ-აღმართებულსა სუეტსა ცხოველსა. და იქმნა გლოვა და მწუხარება ქართველთა მიერ, ქორონიკონსა ს~მვ, ქრისტეს აქეთ ჩ~ფიზ. 

და დაჯდა მეფედ მამისა მისისა წილ სვიმონ. და იყო ჟამსა ამას შინა კათალიკოზი ნიკოლაოზ. მაშინ წარიყვანეს სვიმონ და აკურთხეს მეფედ მცხეთას და მცხეთით გორს მივიდა. და ქალაქი ყიზილბაშთ ეჭირა, და გარეშე კაცნი მეფეს სვიმონს ემსახურებოდენ. მაშინ დაემზახლა მეფე სვიმონ კახსა ბატონსა ლევანს. და მისცა ლევან ასული თჳსი, ნაშობი შამხლისა ქალისაგან. და წარმოიყვანა იგი მეფემან სვიმონ და ჰყვეს ქორწილი სახელოვანი და ეპყრა მტკიცედ საქართველო.

ქორონიკონსა ს~მჱ: მუხრანის ბატონის ბაგრატის შვილი არჩილ დაიჭირეს თათართა. აღიძრა მეფე სვიმონ მტერობად და შურად ყიზილბაშთა, და იკრებდა სპასა თჳსსა სვიმონ, რათა აღიღოს ციხე ტფილისისა. ესმა ესე ამბავი ნაპირის მცველს ყარაბაღის ბატონს, და იმანცა არეზის-წყალს გამოღმართი ლაშქარი შეიყარა, და ქალაქს მოსაშუელებლად წარმოვიდა.

მაშინ ესმა მეფესა სვიმონს, შემოიყარა სპანი საქართველოსანი, და ჩამოვიდა ციხედიდს, და მიუწერა ცოლის-ძმასა თჳსსა კახის ბატონის შვილს გიორგის და ითხოვა მისგან შეწევნა და წარმოვიდა გიორგი სპითა თჳსითა და შემოიყარა ციხედიდს.

მაშინ სცნეს საქმე ესე სპარსთა, შემოიყარნეს სპანი მრავალნი და წარმოემართნეს ტფილისს, რამეთუ ჟამსა მას უშენ და ოჴერ იყო კაცთაგან ხუნანი, და ღვინჭრობი, და ვაშლოვანი. მოვიდნენ და დადგნენ იაღლუზას ღამესა ერთსა, და შემოვიდეს ციხესა ტფილისისასა, რამეთუ მათ ეპყრა ციხე იგი. ჟამსა მას ქართველთ ხანდაგი გაეთხარათ, ამისთჳს რომე არამც მოპარვით ყიზილბაშნი თავს არ დაესხნენ, და ტფილისითგან წარმოვიდეს უგრძნობელად. და მიმართეს ციხედიდს.

ხოლო მეფემან წინათვე ყარაულად გამოაყენა გერმანოზის-შვილი სოფელსა შინა მუხათგუერდისასა, გარდაჴდად დღესასწაულსა აღდგომისასა, და ეგულებოდა კუალად მუნ ჩასლვად, და შეკრვად გზებისა. და ამას შინა უგრძნობელად შეუვლეს ყიზილბაშთა მუხათგუერდი. მივიდეს და, სადაცა ხანდაგი იყო, ხანდაგთან ჩამოჴდეს, და ის ხანდაგი გაასწორეს, შეუგრად დაესხნეს დღესა აღდგომისასა, აქათ ქართველთა და იქით ყიზილბაშთ რაზმი დააწყვეს. და ყიზილბაშთ მეწინავეში და ქართველთ ლაშქარში ომი და ცემა გაჴშირდა, და ქართველნი ნამეტავად თავგამომეტებით იბრძოდეს, და მრავალი ყიზილბაში მოკლეს.

და რა განჯის ხანმა ასრე თავგამომეტებით ქართველთ ომი ნახა, ყიზილბაშთ ასრე უთხრა: "გზა შორსა გუაქუსო, რომ გავიქცეთო, და ვერსად გავატანთო, უკან დაგუეწევიან და დაგუჴოცენო. მუხანათობით სიკუდილს ისევ ვამჯობინოთო, რომ ძალმიცემით ომში ამათვე შევაკუდეთო". ყველამ "ჰალა, ჰალა" დაიძახეს, და შეუტივეს ჴმალ-დაწვდილთა და იქიდამ ქართველთ წამოუშინეს. და ორგნითვე კარგად იყვნენ, მაგრამ ყიზილბაში უფრო ბევრი მოკუდა, და გაქცევასაც აპირებდენ. და კახის ჯარმან შექნა ტირილი და თავს-ცემა, რომე ბატონიშვილი გიორგი მოკლესო. ომისა აღარა ინაღვლეს რა, მკუდარი საომარით გამოიტანეს, და ომი და ბრძოლა გაუშუეს. ამაზედ ყიზილბაშთ დრო დაისცეს, მოშლილთა და მტირალთ ლაშქართ კიდევ შემოუტივეს, და ყიზილბაშთ გაიმარჯუეს, და სხუანი მრავალნი თავადნი და აზნაურნი და მსახურნი ქართლისანი უფროსღა მოსწყჳდნეს, და დარჩათ ძლევა ყიზილბაშთა, და შეიცეს ქართველნი, ქრისტეს აქეთ ჩ~ფო, ქორონიკონსა ს~მთ.

იმავ ღამეს შავერდი სულთან ქალაქს შევიდა, და მეფე სჳმონ თავისის ლაშქრით გორს მივიდა. და კახის ბატონის შვილი გიორგი მოკლული ლევანს მიუტანეს. შეიქმნა გლოვა და ტირილი შვილისათჳს ბატონის ლევანისა ერთობილად კახთა. და ასრევე გორს ნესტან-დარეჯან დედოფალს საყუარელის ძმის გიორგი ბატონისშვილის. მოკვლა გაუმჟღავნეს. და საქართველოს ჯარი მოვიდა, იტირეს, იგლოვეს, და საორმოცედ ბატონი დედოფალი, ქართლის თავადები ჯალაბობრივ კახეთს მამის მისატირებლად და საყუარელის ძმის სატირლად ალავერდს მივიდნენ, და ორმოცამდინ მამასთან იყო, იტირა, იგლოვა და ისევ ქართლს მოვიდა.

ამავე წელსა და ქორონიკონსა მუხრანის ბატონის ბაგრატის შვილი აშოთან მოკლეს ფხოველთა. ხოლო იყო უმრწემესი ძმა მეფისა სვიმონისი, სახელით დავით, და შემოსწყრა ძმასა თჳსსა მეფესა სვიმონს, და წარვიდა შაჰ-თამაზ ყაენის კარსა. ყაენი ყაზმინს იყო და, რა დავითის მოსვლა ჴელმწიფეს მოაჴსენეს, დიდად იამა, და სრულ ბეგლარი, ვინც კარზედ იყო, წინ მიაგება, და უფროსი-ერთი ბარათიანნი თან ახლდენ, და მისის ძმის მეფის სვიმონისაგან შემომწყრალი იყო. ამისთჳს უფრო დიდად პატივ-ცეს და შვილობის რაყამი უბოძეს. და მეჯლიშშიგან ყაენმან თჳსსა სიახლოვეს დაისუა, და ვითაც ჴელმწიფესა ქუეშ მოუფინეს, და დორი დაუდვეს, და ზედ დასუეს. და მისი თავადები მეჯლიშში დასხეს, და ალაგ-ალაგ შუაში ჩაუსხდენ. და ცოტას ხანს უკან ჰგმო ღმერთი და გათათრდა, და უწოდეს სახელად დაუთხან. და მისთანანიცა დაათათრეს და საჴელმწიფო იარაღი ყოველი რამე უბოძეს და მის თავადთა და აზნაურის შვილთა ხალათი, სახარჯო, ცხენი და იარაღი გაუკეთეს და უბოძეს. რაც ბატონ-ყმათ მიეცა, სრულ ცხრაათასის თუმნისა იყო. და ქალაქისა და სომხით-საბარათიანოს მეფობა მისცეს, და რაყამში შვილობით ჩაწერეს, და მესტუმრე თან გაატანეს, და დიდის პატივითა და მორჭმით გაისტუმრეს. და წელიწადში თჳთოს ნაპირის ხანს მეფის დავითის მცველად თავისის ლაშქრით მოუყენებდენ ქალაქის ციხეში.

მაგრამ მეფე სვიმონ არ ეჴსნებოდა, და სომხით-საბარათიანოს არბევდა, და ქალაქის აღებას ცდილობდა, მაგრამ ვერ აიღო. კიდევ მეფემან სვიმონ ლაშქარი შეიყარა საქართველოს ცხენოსან-ქუეითნი, და წარვიდა ბრძოლად დაუთხანისა, ქრისტეს აქეთ ჩ~ფჲჱ. მოვიდა და დადგა დიღვამს. სცნა რა ესე დაუთხან ქალაქზე წამოსვლა სვიმონისი, იმანაც სომხით-ბარათიანნი, თათარნი და მოქალაქენი შემოიყარნა, და ძმას საომრად მიეგება. ნახა რომე მეფის სვიმონის ლაშქარი ბევრი იყო. შეება დიღომს. იქმნა ბრძოლა ძლიერი, და მოისრნეს სპანი მეფისა სვიმონისნი მცირედნი რამე, ხოლო დაუთხანისა მოსწყდეს ორი ათასნი, სძლიეს სპათა სვიმონისთა, და წარიქციეს. დაუთხან, და მეოტი ისევ ქალაქში შემოვიდა. მაგრამ ყარამანალუს ხალიფა რომე ყიზილბაშის სარდალი იყო, ჭკუა-ნაკლები და ამაყი კაცი იყო, მეფეს დავითს არ დაუჯერა, და სამარტოოდ სახელს ეძებდა, მეფეს სვიმონს შეება, და ძალმიცემით და თავგამომეტებით ძალზედ იბრძოდა, და ბევრი ნავნებიცა ქმნა, მაგრამ თჳითანაც მოკლეს და ჯარიც ამოუწყჳტეს.

ეს ამბავი დავით მეფემან ყაენს მისწერა, და ლაშქარი სთხოვა, და ყაენის ბრძანება იქმნა, და ასან-ბეგჰ ყარამანლუ სარდლად უჩინეს, და დიდის ლაშქრით მეფეს დავითს. მოაშუელეს; დავით მეფემანც თავისი ლაშქარი შეიყარა და მეფეს სვიმონზე გაილაშქრა.

მეფე სვიმონ დიღომს იდგა, და შეიბნენ, ქორონიკონსა ს~ნე. იქმნა ბრძოლაძლიერი, და მოისრნეს სპანი მეფისა სვიმონისნი მცირედნი რამე, ხოლო დაუთხანისა მოსწყჳდნეს ორი წილი. და მისცა ღმერთმან ძლევა მეფესა სვიმონს და წარიქციეს. დაუთხნა მეოტი, და შევიდეს ციხესატფილისისასა მხოლოდ, და სპანი მისნი რომელნიმე მოსრნეს და რომელნიმე დაიპყრნეს. მაშინ მოადგა მეფე სვიმონ ციხესა ტფილისისასა, და ეგონა მოქალაქენი მომივლენო. ყაენის შიშით მოქალაქენი არ მოუვიდნენ, და ცოლშვილი იმათაც ციხეში შეასხეს, და ციხიდამ შექმნეს ბრძოლა და თოფთა და ზარბაზანთა სროლა, და აღარც ბარათიანნი მოვიდნენ, და ციხიდაღმეც კაცნი დაუჴოცნეს, და იდგნენ ჟამსა რაოდენსამე, და შეაწუხნეს ფრიად.

ხოლო წარავლინეს კაცი, და აუწყა ამირსპასალარსა შაჰ-თამაზისსა უსეინ-ბეგს. შაწუხება თჳსი დაუთხან და ითხოვა მისგან შეწევნა. მაშინ წარმოვიდა უსეინ-ბეგ სპითა ურიცხჳთა და ღამე შემოვიდა ციხესა შინა ტფილისისასა. და ვერა სცნა მეფემან სვიმონ მოსვლა მისი და წარვიდა სამადლოს. ამას ზედა მოიცა ძალი და განლაღნა დაუთხან, განვიდა ციხით და მივიდა სამადლოს.

ქორონიკონსა ს~ნვ: ეწყვნეს მეფე სვიმონ და დაუთხან ურთიერთას, შეიქმნა ბრძოლა ძლიერი. მაშინ განლომნეს მეფე სვიმონ და სპანი ქართველთანი, და მოსცა ღმერთმან ძლევა მეფესა და ქართველთა. კუალად წარიქციეს დაუთხან, და ყიზილბაშნი მრავალნი ამოსწყჳდნეს და უმრავლესნი დაიპყრნეს და დევნა უყვეს. მაშინ ლტოლვილნი შეიხუეწნეს ციხესა შინა ტფილისისასა, და მივიდა მეფე სვიმონ, და ადგა ციხესა მას ჟამ რაოდენმე და ვერა აიღეს; და წარვიდა გამარჯუებული და აღვსილი საშოვრითა მრავლითა.

ხოლო დაუთხან აუწყა საქმე ესე შაჰ-თამაზს, და მოაჯე ექმნა კუალად შეწევნად. მაშინ მოუმცნო შაჰ-თამაზ შამხალსა, რომელსა ეწოდა ჩერქეზ, და სულთანსა შაქისასა, და ყარაბაღელთა, და გარემოთა ყოველთა ყიზილბაშთა, რათა შემწე ეყონ დაუთხანსა.

ხოლო შეიყარა სპანი ურიცხუნი, და მოვიდეს საზღვართა ქართლისათა. მაშინ წარვიდა ყორღანაშვილი კახაბერი და წინა-მიეგება მათ განჯას, რამეთუ ფრიად ეშიშოდეს ყიზილბაშთა მოსლვად საქართველოსა შინა. ხოლო ამან ყორღანაშვილმან იტვირთა სისხლი მათი და წინამძღუარ ექმნა მათ, რამეთუ ვერ ძალ-ედვათ თჳნიერ მისსა შემოსვლა საქართველოსა შინა.

მაშინ შემოიყარა მეფემან სვიმონ სპანი საქართველოსანი და მივიდა ფარცხისს, რამეთუ მუნ მდგომარე იყვნეს ყიზილბაშნი, და იყვნეს ათგზის უმრავლეს ქართველთა. მაშინ მიეტევნეს ქართველნი გულითა სრულითა, და იქმნა ბრძოლა ძლიერი, და მიდრიკნეს ყიზილბაშნი პირველსავე კუეთებასა ზედა. და განმჴნდეს სპანი ქართველთანი მათ ზედა, სრვიდეს და იპყრობდეს.

ამას შინა მოუჴდა მეფე სვიმონ ერთსა ჭურვილსა ყიზილბაშსა, სცა ძლიერად ოროლითა და დაანარცხა მიწასა ზედა, და მოკლა იგი. და კუალად სილაღით მიეტევა სხუათა, და განშორდა სპათა თჳსთა მაშინ იცნა იგი ყორღანაშვილმან და უთხრა ყიზილბაშთა: "ესე არს მეფე სვიმონო" ხოლო მათ მიმართეს, და შემოერტყნეს გარე, და სიმრავლითა მათითა შეიპყრეს მეფე სვიმონ, ქორონიკონსა ს~ნზ, და ვერა სცნეს ქართველთა შეპყრობა მისი. ამისა შემდგომად ჰქმნეს სახელი დიდი და იბრძოლეს, და მოსრნეს მრავალნი ყიზილბაშნი. და ვითარა სცნეს შეპყრობა მეფისა, დამაშურალნი ფრიად სიფიცხლისაგან ომთასა, იარაღი არღარა აქუნდათ, ყოველივე შეემუსრათ. მაშინ უკუმოეცალნეს ქართველნი, და წარიყვანეს მეფე სვიმონ და მიიყვანეს დაჭერილი ტფილისის ქალაქს, და დიდის პატივით ყაენთან გაისტუმრეს ყაზვინს. შაჰ-თამაზ ყაენთან. ხოლო ყაენმან დიდად პატივ-სცა და მისცა საბოძვარი მრავალი, და აიძულეს დატევებად სჯულისა. ხოლო მეფემან სვიმონ არა უსმინა მათ, არამედ მტკიცედ ეგო სარწმუნოებასა ზედა. ამისთჳსცა განრისხდა ყაენი, და წარავლინეს იგი, და ტყუე ჰყვეს ციხესა შინა ალამუტისასა.

ქორონიკონსა ს~ჲა: პატრონი ქაიხოსრო ათაბაგი წლისა ნ~ა თებერვალს ი~გ გათავდებოდა მიიცვალა ყაზმინს ენკენისთუეს კ~თ, დღესა სამშაბათსა, მეცხრესა ჟამსა, მთოვარეს ბ~.

ამასვე ქორონიკონსა მუხრანის ბატონის ბაგრატის შვილი არჩილ შირაზს გაგზავნეს ყაზმინიდამა ღჳნობისთუეს კ~ბ, დღესა ხუთშაბათსა.

ხოლო ჟამსა ამას შინა მიიცვალა კახი ბატონი ლევან ქრისტეს აქეთ ჩ~ფოე, ქორონიკონსა ს~ჲგ, და დაჯდა მის წილად პირმშო ძე მისი ალექსანდრე და მან დაიპყრა კახეთი.

ესე ალექსანდრე იეო ნაშობი გურიელის აულისა, ხოლო ელიმირზონ და ხოსრომირზა-ნაშობი შამხლის ასულისაგან, პირველ მეფობასა ლევანისასა. ესენი ელიმირზონ და ხოსრო-მირზა დედითაც გამო იყვნენ მეფის სვიმონის ცოლისა, და სამშობლოდ ჰყვანდათ შამხალი, და ამ ორის გზითა და ზურგით უფროს ძმას არა თავს უდებდენ, სძულობდენ.

და შემდგომად ლევანის სიკუდილისა განიყვნეს კახნი: რომელნიმე მიერთნენ ალექსანდრეს და რომელნიმე ელიმირზონს და ხოსრო-მირზას. და არს ჩუეულება ესე კახთა ძუელითგან, და იქმნა შური დიდი ძმათა შორის. მაშინ წარვიდეს ელიმირზონ და ხოსრო-მირზა და მივიდეს თორღას. ხოლო ალექსანდრემ შემოიყარა თჳსნი კერძნი კახნი და წარვიდა მათ ზედა. და ვითარცა მივიდა, ეწყვნენ ურთიერთას, და იქმნა ბრძოლა, და მოიკლა ომსა მას შინა ორნივე ძმანი ელიმირზონ და ხოსრო-მირზა, და ძმისწულნი, და დაიპყრა სრულიად კახეთი ალექსანდრემ.

ხოლო დაუთხანს ეპყრა ტფილისი და საბარათიანო, და იჯდა დმანის-ჴევს ციხესა შინა. და ცოლი მეფისა სვიმონისა დედოფალი ნესტან-დარეჯან იყო კავთისჴევს, და ჰყვა ძე ერთი მცირე, რომელსა ეწოდა გიორგი. და ოდეს დაიდასტურეს ქსნის ერისთავმან და ამილახორმან ტყუეობა მეფისა სვიმონისა და სიკუდილი ცოლის ძმებისა მისისა, კახის ბატონის შვილებისა, მაშინ განირისხეს ღმერთი. სძლია ანგარებამან და ვეცხლის-მოყუარებამან, შეესივნეს დედოფალსა ნესტან-დარეჯანს და იავარ-ყვეს საუნჯენი მისნი, და წარიღეს ყოველივე, რაცა აქუნდათ, მეფისა სვიმონისა და დედოფლისა ნესტან-დარეჯანისა, და მიმოაქუნდათ ყოველთავე დიდთა და მცირედთა, რამეთუ იტყოდეს სიტყუასა ამას ერთგულნი ყმანი მეფისანი, რომელსა აწცა იტყჳან ანდაზად, და არს სიტყუა ესე მაშინ თქმული: "ვაჰმე, ბატონის სვიმონის საქონელო" და წარიღეს ყოველივე საუნჯენი მეფისა და დედოფლისა ნესტან-დარეჯანისა.

და იყო ჟამსა ამას ამირსპასალარი საბარათიანოსა ბარათასშვილი საჩინო, კაცი ფრიად კეთილი, და ესე არა მორჩილებდა დაუთხანს, რამეთუ იყო ერთგული მეფისა სვიმონისა. დღესა ერთსა მოვიდოდა იგი კოჭრის-კერძოდ და, ვითარცა მივიდა თავსა გელიყარისასა, შეემთხვია მუნ წინ ყორღანაშვილი კახაბერი, რომელი მოუძღუა ყიზილბაშთა, ოდეს შეიპყრეს მეფე სვიმონ. ხოლო იცნა საჩინო ბარათაშვილმან კახაბერი იგი ყორღანაშვილი, შეიპყრა იგი და გარდააგდო კლდესა მას გელიყარისასა, და მიგორევდა ყორღანაშვილი და იტყოდა თჳთვე ლექსსა ამას:

ყორღანას-ძე" ქარაფიდანა, ხელი ჰკრეს და გარდაფრინდა".

ხოლო კახსა ბატონსა ალექსანდრეს ესუა ცოლად ასული ამილახორისა თინათინ. და ესხნეს ალექსანდრეს ხუთ ძე: დავით, ერეკლე, გიორგი, კოსტანტინე და როსტომ; და ჰყვა ასული ერთი ნესტან, რომელსა ეწოდა დარეჯან. და ესე ნესტან-დარეჯან მიათხოვა დადიანს მანუჩარს, ძესა მამია დადიანისასა, და წარგზავნა ზითვითა დიდითა.

ხოლო ძე მისი ერეკლე ურჩ ექმნა მამასა თჳსსა ალექსანდრეს, და წარვიდა სტამბოლს. მაშინ მიესმა შაჰ-თამაზს, განრისხნა და წარმოემართა, რამეთუ ჰგონებდა განდგომილებასა ალექსანდრესსა, და მოვიდა სპითა ურიცხჳთა ყარაბაღს. და შეწუხნა ფრიად ალექსანდრე. მაშინ სახლთხუცესმან ჩოლაყაშვილმან მოიპოვა ღონე რაჲმე და რქუა ალექსანდრეს და კახთა: "უკეთუ იქმნას საქმესა მას ზედა სიმრავლე ცოდვისა, იყავნ ზოგად ყოველთათჳს, და მე განვარინო კახეთი რისხვისაგან შაჰ-თამაზისა". ხოლო მისცეს ყოველთავე დიდებულთა კახეთისათა ჴელითწერილი.

ხოლო ჟამსა მას გარდაცვალებულ იყო ქაიხოსრო ათაბაგი, და იპყრობდა ძე მისი მცირე მანუჩარ. მაშინ წინააღრჩევითა ჩოლაყასშვილის სახლთხუცისათა წარავლინეს კაცი და მიუწერეს დედისიმედსა, ცოლსა ქაიხოსრო ათაბაგისსა, ესრეთ, ვითარმედ: შალიკაშვილს" ვარაზს ნებავს ღალატი შენთჳს და ძისა შენისა მანუჩარისთჳს, რამეთუ მაგას ნებავს დაპყრობა საათაბაგოსი, და მოჰყავს ყაენი სპითა ურიცხჳთა საათაბაგოსა ზედა. და აწ, უკეთუ ძალ-გიძს, შეიპყარ ეგე და მოკალ, ვითარცა ორგული და მკვლელი ძისა შენისა, და არღარა მოვალს შაჰ-თამაზ და წარვალს სახიდ თჳსად, და უმეტესად მტკიცედ იპყრობ ქუეყანასა მაგას".

ხოლო ესე დედისიმედი იყო ჭკუით სულელი და უღ(ვ)თო. ვითარცა ესმა საქმე ესე, ვერ გულისჴმა ჰყო მზაკუარება იგი კახთა, და სარწმუნო-ქმნილმან სიტყუასა ამას ზედა შეიპყრა ღალატად შალიკაშვილი ვარაზა და მოკლა იგი, და დასთხია სისხლი უბრალო, რამეთუ ესე ვარაზა იყო ძე ოთარ შალიკაშვილისა, მრავალგუარად ერთგული და ნამსახური ქაიხოსრო ათაბაგისა და ცოლის-ძმა შაჰ-თამაზისა.

ხოლო ესმა შაჰ-თამაზს სიკუდილი ვარაზისი, განრისხნა ფრიად. მაშინ არღარა მოვიდა კახეთსა ზედა, არამედ მივიდა რისხვითა საშინელითა სამცხეს, ამოსწყჳდა სრულიად სამცხე-საათაბაგო და ქმნა მრავალი. ბოროტი, და წარავლინა კაცი ხვანთქართანა, და ინებეს მშჳდობისა ყოფა ურთიერთას, და განიყვეს ქუეყანა ჟამსა მას და შერიგდენ.

მაშინ დარჩა წილად ხვანთქარსა იმერეთი, ოდიში, გურია და საათაბაგო ქართლისა საზღვრამდე; დარჩა კარი საზღვრამდე აბოცისა და ერევანისა და სომხითი საზღვრამდე, რომელსა აწ თურქისტანად უწოდენ, ვიდრე ბაღდადადმდე.

ხოლო შაჰ-თამაზ დაიპყრა ქართლი, კახეთი, ერევანი, ქურთისტანს-აქათი, და მიერითგან იყო ურთიერთას შორის ერთობა და მშჳდობა ვითარცა ერთგულნი მოსავნი მაჰმადისანი. ხოლო ბატონმან ალექსანდრე წარავლინა ძე თჳსი კოსტანტინე შაჰ-თამაზისა თანა, და წარატანა ძღუენი მრავალი და მოაჯე ექმნა ფრიად, და მიუმცნო ურჩება ძისა თჳსისა ერეკლესი, რომელ "ურჩებითა ჩემითა წარვიდა ხვანთქართანა". მაშინ უსმინა შაჰ-თამაზ აჰა ბატონის ალექსანდრესი, და წარვიდა სამყოფსა თჳსსა, და თანა წარიყვანა კოსტანტინე ყრმა მცირე მძევლისა მსგავსად.

შემდგომად ამისა გარდაჴდა მცირე რამე ხანი.

ქორონიკონსა ს~ჲდ: მაისსა ი~ე, დღესა სამშაბათსა, ყაენი შაჰ-თამაზ მოკუდა და უსტა-ჯალუანთა და იოთამის შვილმან ალიხან-სულთან აიდარ-მირზას ბატონობა მოინდომეს. ჯარგაზმა შამხალ ავშართა და ვინცა მათი ოიმატი იყო მოუჴდენ, აიდარმირზა მოკლეს, უსტა-ჯალუანი ამოსწყჳდეს და ისმეილ-მირზას გამოსაყვანად კაცი გაგზავნეს.

ამავე ქორონიკონსა და ამავე მაისსა ოცდაორსა შაჰ-თამაზის შვილი შაჰ-ისმაილი ტყუედ იჯდა ციხესა ყალყაას დაგამოიყვანეს დღესა სამშაბათსა. და ამავე მაისსა კ~ვ არდაველს ქალაქში მოვიდა და კ~ჱ ყაზმინისაკენ წავიდა.

და დასუეს ყაენად შაჰ-ისმაილ, და მეფე სვიმონ ალამუტის ციხითგან გამოიყვანა, ყაზმინს მოაყვანინა, და საქართველოს ბატონობა მისცა, და მრავალი სხუა წყალობა დამართა, საჴელმწიფო მორთულობა ყოვლის ქარხნებისაგან გაურიგა.

რა ეს ამბავი ტფილისის ქალაქს მჯდომს მეფეს დავითს მოუვიდა, იწყინა და ხვანთქართან ჩაფარი გაგზავნა, და ლაშქარი სთხოვა.

ამავე წელს ივნისსა ათაბაგი ყუარყუარე, და ძმა მათი პატრონი მანუჩარ, და ბიძაშვილი მათი, მუხრანის ბატონის არჩილის შვილი, პატრონი ერეკლე მგელციხეს წავიდეს ყაენთან ელჩის გასაგზავნელად. ავ-კარგად სამოცამდის კაცი იახლა, სამწუბთ-ღელეში დავდეგით. აცნობა ოლადის ქვაბიდამა ბედიანის-შვილმან იასონ ვარაზაშვილს კოკოლასა, და მის ძმასა ლაშქარასა, და მის ბიძას გურგაქსა.

იახლნეს თანა დიასამიძის ელიას შვილი ავთანდილ და მისი ძმა შერმაზან, ამატაკის შვილის როსტომის შვილი ამატაკ და აბდუყაფარ, და მათი ძმისწული როსტომ, და ამატაკის ვაჟი სეხნიაი ესენი დაეკაზმნეს ხუთასამდი კაცი და წამოვიდეს, და ორთვალთ-ჴიდს გამოვიდეს, ბორგს მივიდეს.

იქ ფანასკერტელი იობის შვილი ჯირასონ გუერდს იახლა, საუბარს შეესწრა კაცსა: "თუ გულმართლა ბატონებზე თავ-დასასხმელად და დასაჴოცლად მიდიანო". იარა და აცნობა უგუბოს დოლენჯის-შვილს ყანდურალის: "თუ გულმართლა ბატონის. შვილებს დაჴოცენ, ფიცხლა აცნობეო". წარმოვიდა ყანდურალი და აცნობა ბატონებსა; ქათამს ეყივლა. ადგეს ბატონები და, ვინც იყო, დაეკაზმნეს, ოცამდი შეკაზმული კაცი იყო, ბარგი აჰკიდეს, დიდხანს იქივ იბრუნეს და არ მოვიდეს. უკმოიგეს ოჴერათ თავს სიმაგრესა. ივნისს ლ~, შაბათს დღეს, განთიად, დაესხნეს ნასადგომევსა, სხუა აღარა დახუდათ-რა, თუხარლიანთ კარავი და ბარგი დახუდა და ის დაიფორაქეს; ჯორები კიდევ მოსცეს ჩუენი და მათი კაცი გარდაიკიდნეს ერთი მოკლეს და ერთი ჴელთ დაიჭირეს ჩუენთა, წავიდეს გაწბილებულნი, ეკუეხათ: "თუ არ გაგუსწრებოდეს, თავებს დავსჭრიდით და მკუდარს ასო-ასო ავიქმოდით; და ეს გუექნა თუ, მარტვილებსაც არ გაუშვებდით ცოცხალსა".

დავარდა ჴმა, დაიწყო ჩუენმან ლაშქარმან მოდენა, გაემართნეს პატრონი ყუარყუარე და პატრონი მანუჩარ და ერეკლე სახელსა ზედა ღმრთისასა, და მივედიო ზედა თმოგუს, და თმოგჳს ქალაქი მოვარბიეთ და იქვე ზედა თმოგუს ამოვედით. და პატრონი დედა მათი დედისიმედ-ყოფილი დებორა იქ მოვიდა. და ორშაბათს ვანის ქუაბს მოვადეგით, და ოთხშაბათს იერიშით აღვიღევით, და პარასკევს დღეს ავიყარენით, ჩაუდეგით, რჩეულიან[ნ]ი შემოვიწყვენით, კვირას დღეს ოლადის ქუაბი ავიღევით, ამოვედით, კარწახს დავდეგით ივლისსა ი~თ, დღესა ხუთშაბათსა.

ქორონიკონსა ს~ჲდ: ერეკლე შევკაზმეთ, მუხრანის ბატონის. არჩილის შვილი, წლისა ი~ვ, სამის თჳსა და სამის კჳრისა. მიუჴედით ფოსოს, სახლი დავწვით და ამოვწყჳდეთ. გაუძახეთ ლაშქარი, დარღუეულთ ხიზანი და ალამი გამოვიღეთ, და მოვედით და პალაკაციოს დავდეგით. იქიდამა თეთრ-ციხის გარეშემო დავწვით ალაბუტი და კამროანი. ყაენთან ელჩი გავგზავნეთ, და ამავე თუესა, ივლისსა კ~, დღესა შაბათსა, შალიკაშვილის ზემბადის შვილმან მათივ ნაქონები ოლთის ციხე წაართუა, ჩუენ თათარნი შუა შემოვიდეს, გამოუდეგით, წამოვედით მგელციხეს შერანშაიანთ წყაროზე დავდეგით, და მერმე აწყუერს წავედით.

ამავე ქორონიკონსა, აგვისტოს ოცდათერთმეტსა, ვარნეთის ციხეს უღალატეს მგელციხიდამ, და ენკენისთუეს ოთხსა დიასამიძემან დემოთის საღალატოი აზნაურისშვილები და მსახურები გაგზავნა, და ვეღარ უღალატეს. და ჩვიდმეტი ჴელთ დარჩა აჯარს შალვაშვილს, ციხისთავსა. პატრონი მანუჩარ და პატრონი ერეკლე, მათი ბიძასშვილი, მგელციხეს იყვნეს და შალიკაიანთ აზნაურშვილებს თავს დაესხნეს აზნაურშვილები გარდაეხუეწნეს. ერეკლე მოეწია, კაცი ჩამოაგდო, და კარგი ცხენი დარჩა, და ჩუენც მოვედით სამცხიდამა, და შერანშაიანთ წყაროზე დავდეგით.

ამავე ქორონიკონსა ს~ჲდ, ივანობისთუეს კ~დ, ბატონი არჩილ შირაზიდამ ყაზმინს მოსრულ იყო ცოლშვილიანად. მერმე ჩაუდეგით. ფოსო ამოვწყჳდეთ და შახთან ელჩი გავგზავნეთ, უკმოვბრუნდით, სამცხეს მოვედით.

ქორონიკონსა ს~ჲე, მარტში, მოგჳჴდა კოკოლა და აჩხიის ქუაბი წაგუართუა. წავიდა ბატონი მანუჩარ და იმავე წამს წაართუა, ერეკლე თან ახლდა. მერმე გურგაქ უკუადგა, კოკოლა თავის ძმისწულსა და ბატონს მანუჩარს შემოჰფიცა, ქაჯის-ციხე შემოუჭირა, მერმე ფიცი გაუტეხა და კიდევ უკუადგა ბატონს მანუჩარს. უკმობრუნდა ბატონი მანუჩარ, ჩაუდეგით კიდევ გაზაფხულზე, ვეუბნენით და არ შემოგუეწყვნენ, დაურბიეთ ფოსო. ელჩი გავისტუმრეთ და უკმოვბრუნდით.

ამასვე ქორონიკონსა: სახელსა ზედა ღმრთისასა გავილაშქრეთ, ენკენის-თჳს ნახევარს ქაჯის-ციხეს მოვადეგით. ღჳნობის-თჳს ორს გურგაქ შემოგუეწყო და ველი მოგუცა. გავბრუნდით, ურთის ციხე-საყდარი წავართვით, კოკოლას კერძად იყო, და ციხე დავაქციეთ, სიმაგრე რაც იყო დავწვით, საყდარი გაუშვით ფოსო მოვარბიეთ და ელჩი გაუშვით ყაენთან; მოვბრუნდით, მგელციხეს მოვედით, ბოსტოღანაშვილმან მატამა უხუცესი მისი ძმა მოკლა, ათამირძა ერქუა. წამოვიდა ბატონი მანუჩარ, დაიჭირა მატაი და თუალები დასწვა მას და მასთან მყოფთა ყმათა. მობრუნდა ბატონი მანუჩარ, მგელციხეს მოვიდა, ბატონი ყუარყუარე და ბატონი მანუჩარ იქ დადგეს, და ბატონი დედისიმედი წამოვიდა, ახალციხეს მოვიდენ.

ქორონიკონსა ს~ჲვ გამოჩნდა კუდიანი ვარსკულავი, ოდეს მისებრი არავის უხილავს.

ესე შაჰ-ისმაილ იყო კაცი უწყალო და მსმელი სისხლისა. ამისთჳს არა ინებეს ყიზილბაშთა უფლება მისი, და ეწამებოდენ სჯულითა სცნობსა და თუესა მეექუსესა მოწამლვით მოკლეს ყიზილბაშთა შაჰ-ისმაილ ყაენი, გიორგობის-თჳს კ~გ, და მისივე ძმა შაჰ-ხუჯაბანდ გააჴელმწიფეს. ესე შაჰ-ხუდაბანდა იყო კაცი უღონო და თუალით ბრმა, და ვერა კეთილად წარმართა საქმე თჳსი წესისაებრ.

ქრისტეშობის-თჳს ოცდათერთმეტს ბატონი ყუარყუარე და ბატონი მანუჩარ თმოგუს მოადგეს სამშაბათს დღეს იანვარს ე~, კჳრას დღეს, ქორონიკონსა ს~ჲვ, პატრონი დედისიმედი და ბატონი ბექა ყუელს მოადგეს.

ამასვე იანვარს ოთხშაბათს, თმოგჳ წაართვეს, და აქეთ იმავე დღეს ყუელი წავართვით. ოთხშაბათს, გიორგობის-თჳს ზ~, ბატონს ერეკლეს ცხენი წამოექცა, საქმე სათუოდ გაუჴდა. ასრე საძულად დასცა, უცხოფერს ფათერაკს მორჩა. ეგრეთვე მეცამეტეს დღეს წარვიდა სანადიროდ, ქარაფის ძირს იჯდა; ჩამოაგდო ქვა, დაეცა, თითის წუერი ძულითურთ მოჰკუეთა, გონჯად დალეწა, ორს თუეს ძლივ გაუმთელდა. მისთჳს. არც თმოგუს იყო და არც ყუელს.

შეიყარა კოკოლამა ყარახან, წამოვიდა თმოგუზე მოსაშუელებლად, ვეღარ მოეწრა, ციხე ორივ წაერთმევინა. ყუელიდამე თმოგუს წავიდა დედისიმედი. იქიდამ ბატონი მანუჩარ ჯავახეთს წავიდა, ფოსო და ჯავახეთი დაარბია; და გურგაქს ქაჯის-ციხე გაუბარაქიანა.

ბატონი ყუარყუარე და ბატონი მანუჩარ ახალციხეს წამოვიდეს, და ბატონი დედისიმედი თმოგუს დადგა. თმოგჳს ციხეს რაც დახირა უნდოდა, მიატანინა, გააბარაქიანა. და თუალშუენიერთან ელჩი გაგზავნა, ციხეების შოვნა შესთვალა, და ურუმთ აშლა აცნობა. და ურუმთ საჩქარო ჴმა დაუვარდა, პატრონი დედისიმედი ახალციხეს შვილებთან მოვიდა. პატრონმან მანუჩარ და პატრონმან ერეკლე ლაშქარი შეიყარეს, წავიდეს და ურუმთ პირს მიუდგეს. პატრონი ყუარყუარე ცოტად უგუნებოდ იყო, ის ვეღარ წავიდა, ზღუდერს ჩავედით.

ამასობაში ოთმანიანნი, რვა ათასი კაცი, თებერვალს კ~ვ ოთხშაბათს დღესა, დაესხნეს ყარასანს, გაუდრკა საილათოდ, წაუდგეს ურუმნი, და ათიოდე კაცი მოუკლეს. მობრუნდეს, გორი დაუწვეს, და იმავ ზარიშატში დადგეს. მობრუნია ყარახან, ექუსასი კაცი ახლდა, დაესხა თავსა, ამოსწყჳდნა ურუმნი, და გააქცივნა სახელსა ზედა ღმრთისასა. გაემარჯუა ყარახანს და აღივსნეს საქონლითა და იარაღითა მობრუნდა ბატონი მანუჩარ, და აწყუერს ჩამოვიდა.

ამავე ქორონიკონსა გამოვიდა ჯარი ხვანთქრისა, და დაიპყრეს თავრიზი, ერევანი, განჯა, ყარაბაღი ვიდრე სულთანიადმდე, და ყოველი ადგილი ადარბადაგანისა.

ამავე ქორონიკონსა, მაისსა კ~ა, დღესა ოთხშაბათსა, წარვიდა მუხრანის ბატონის არჩილის შვილი ერეკლე სურამს ნესტან-დარეჯან ქართლის დედოფალთანა. დედოფალი ღარიბად იყო, მისთან სამყოფლად ჩავიდა.

ამასვე ქორონიკონს მიიცვალა აფხაზეთის კათალიკოზი ევდემონ ჩხეტის-ძე.

ამასვე ქორონიკონსა მიიცვალა მეფეთ-მეფის გიორგის შვილი ბაგრატ თუესა მაისსა კ~ბ. და დედა მათი შარვაშიძის ქალი დედოფალი რუსუდან მიიცვალა აგვისტოს დ~.

ამასვე ქორონიკონსა, მარიამობის-თუეს ზ~, ხუთშაბათს დღეს, ხვანთქრის ლაშქარი და ლალა ფაშა მგელციხეს მოადგეს, შეიბნეს, სამშაბათამდის ყოველთ დღეთ ომში იყვნეს, ციხოანნი გოგორისშვილი როინ და მისი ძმა ბერი მრუშნელი და მისი ძმისწული ზურაბ იყვნეს მათის ძმითა, და ღ(ვთ)ის შეწევნით უკუეყარნეს, და ციხე ჩუენვე დაგურჩა, ჩუენთა გაემარჯუა.

პარასკევს დღესა, ჱ მარიამობის-თუესა, ქაჯის-ციხე, ველი და თეთრ-ციხე წაგუართუეს ურუმთა. და ქაჯის-ციხის მეციხოვნენი სრულიად შემოეჴოცნეს. და თ~, შაბათს დილასა, ძურძანასა და წინწალს შუა აზრუმისა და ვანის ფაშა მოვიდეს, და სულთანი და ყარახან ბაზუქლუ და კიდევ მუღანლუს ბატონი იქ შეიყარნეს. მაჰმად სულთან გორაზე წამოდგა, მისი ვინც იყო გუერდს მოიყენა, და სხუა ბატონები შეებნეს ურუმთა, პირველად გაიმარჯუეს ყიზილბაშთა. და მერმე ურუმნი მოერივნეს და გაიმარჯუეს, მაჰმადი სულთან გამოიქცა, გარდაეხუეწა.

იმავ კჳრას, ათსა მარიამობის-თუესა, პატრონი მანუჩარ ქაჯის-ციხეს შეეყარა, ვერც ლაშქრის ომსა და ვერც ციხეების აღებასა ვერ მიეწრა. ამილახორის შვილი ქოიარ მიეგება არტანს და ორი ციხე მას შესძღუნა, ლალა ფაშასა, მარიამობისთჳს ორსა.

აგრევე არფაქსად ჰპირებოდა ექუსით ციხითა მას წინათ, და ხერთვისი და ხუთი ციხე მას შეეძღუნა, და პატრონს მანუჩარს თან მიჰყვა. იმ წამს გამოჰგუარეს, ციხეები გამოართუეს და ხახული სასანჯახოდ მისცეს.

პატრონმან მანუჩარ ი~ზ ამავე თუესა თმოგჳს ციხე მისცა ლალა ფაშასა. ახალქალაქი უწინ წაართუეს, კოკოლას მეციხოვნე იდგა და იქიდამ მისცა თმოგჳ.

გაიარეს, წავიდეს ტფილისის ქალაქზე, ი~ზ დაუთხან დაწვა და გაეცალა, ლორეს. ჩავიდა. ტფილისს ჩავიდეს ურუმნი, ფაშა დასუეს, და გორს ხანჯახი.

დაუთხან ხვანთქართან წავიდა, და იქ დიდი პატივი მიაპყრეს, ორი საფაშო სარჩოდ გაუჩინეს და თჳთან კარზედ შეინახეს; და მისნი ორნი შვილნი, ბაგრატ და ხოსროვ, მამას არ გაჰყვნენ. კახის ბატონას სიძე იყო ბატონი ბაგრატ, სიმამრისას დადგა. და უმცროსი ძმა ხოსროვ-მირზა ისიც ძმასთან დადგა, და ბოლოს ყაენის კარზე ჩავიდნენ.

როდესაც ტფილისს ფაშა დასუეს და გორს ხანჯახი, მუხრანის ბატონის შვილი პატრონი ვახტანგ, ერისთავი ელისბარ და ამილახორი ბარძიმ ერთად შეიყარნეს. ლალა ფაშამ ლაშქარი გაუძახა დედოფალსა და სრულიად ქართლსა. ესენი მივიდეს და ამათის წყალობით ლაშქარი დააბრძნეს. თემი აღარ ამოსწყდა, მათ მათი მამული მისცეს, ოთხი დღე არ დააყოფინეს და დააბრუნეს, მათს მამულმი მოვიდეს, სომხითართ ბევრი აწყინეს, ლაშქარი გამოეშუა ლალა ფაშასა. აღმოიარეს ქართლი, დაუდგეს იმერელნი წინა და მწვედ ამოსწყჳდეს. მეორედ ერეკლე დაემწყუდია შიგა ომში, პატრონის არჩილის შვილი, და მას გაემარჯუა, უცხოფერად შებმულიყო. ცხენი ქუეშ გამოეკლათ მისთჳს, თექუსმეტი მუზარადს ჰქონდა ნაკრავი ისარი, ორმოცამდი აგრევე ჯაჭუს. და ვერც ჯაჭჳდა ვერც მუზარადი ვერ გაეკუეთა, ერთი ჴრმალი ხანჯარს სცემოდა, ხაჯრის ტარი ზედ დაეჭირა. ექუსი აზნაურშვილი მძიმედ დაუჭრეს, დაუკოდეს; გამარჯუება ერეკლეს დარჩა, გამოაქციეს თათარნი, უფროსი ერთი დაჴოცეს და ამოსწყჳდეს.

ენკენის-თუეს ერთს იმერელნი შეიბნენ და გაიმარჯუეს, და ქართველნი და ერეკლე ენკენის-თუეს ი~ შეიბნეს და სრულიად ამოსწყჳდეს. ორავჟანდასშვილი მოვიდა, და ლალა ფაშასთან პატრონს მანუჩარს ის მიუძღუა; ახალქალაქიდამ ფაშა და პატრონი მანუჩარ ქართლს წავიდეს. ორავჟანდასშვილი ქაიხოსრო აქათ გამოეგზავნა.

ქორონიკონსა ს~ჲვ: ენკენის-თუეს დ~, ხუთშაბათს, ქორწილი უყავით მასთან პატრონის შვილს თამარს, და საშინელმან აწყურისა ღმრთისმშობელმან და წმიდამან ნიკოლოზ ქორწილი ბედნიერად მოუჴდინოს, ჭამა აგურიანში იყო თათართ შიშითა, დია ჩუენი უგუნებო ქორწილი იყო.

აგრევე კახი მეფე, ბატონის ლევანის შვილი პატრონი ალექსანდრე, მიეგება ლალა ფაშასა, სათის-ჭალას შეეყარა, და შაქისა და შარვანზე წავიდეს.

ამაზე შერაშანშაშვილი მოვიდა ყაენიდამა, თუალშუენიერთან იყო. ეს ამბავი მოიტანა: მანუჩარისა" ლალა ფაშასთან მისვლა შეიტყო ყაენმან, თუალშუენიერს კაცები გამოუგზავნა, სადგომი დააგდებინეს, და ყორჩიბაშს მიაბარეს. მარიამობის-თუეს კ~ვ, ორშაბათს დღესა, დაიჭირეს თუალშუენიერი". შირვანი დაიჭირეს, ციხე ააშენეს და ოსმან ფაშა შეაყენეს მისით ლაშქრითა, და შემობრუნდეს. ალექსანდრეს შვილი არაგუამდის მოჰყვა, და დაბრუნდა; ლალა ფაშა მუხრანს დადგა, გორი გაამაგრა.

და მიესმა საქმე ესე შახუდაბანდას. მაშინ დედამან შახუდაბანდასამან, ასულმან ოთარ შალიკაშვილისამან, მოიყვანა მეფე სვიმონ და, ვითარცა წესი არს ქართველთა დედათა, ეგრეთვე ყო ამან, წარმოუგზავნა ლეჩაქი: "საბურველი ესე დედათა მომიხუევია ჴრმლის შენისა ჴეტარსა ზედა, შენ იცი და ჴრმალმან შენმან. და აწ მოგჳცემია შენთჳს სამეფო შენი საქართველო და სხუაცა მრავალი საბოძვარი, წარვედ და განამაგრე საქართველო, რათა არა წარგჳღონ ოსმალთა. და იყავ თანამწე და ერთგულ საჴელმწიფოთა ჩუენთ". ხოლო მისცეს საბოძვარი ურიცხჳ, და ესრეთ წარმოემართა მეფე სვიმონ.

და მოაბით მოიყვანეს ავადმყოფი მუხრანის ბატონის ბაგრატის შვილი არჩილ ერთის შვილითა და ბევრი ტყუე თან მოიტანა. ღჳნობის-თჳს ნახევარს მოვიდა; ლალა ფაშა ქართლსავე იდგა, მოვიდეს სომხითს და დალაპარაკდეს, ავადმყოფი იყო, მისით მიზეზით ვეღარ ნახა, აიყარა ლაშქარი. ღჳნობის-თჳს ერთსა, პარასკევს დღესა, მოდენა დაიწყო, აწყუერს ვიდეგით. ორშაბათს პატრონი მანუჩარ გამოეშუა, წინათ მოვიდა. სამშაბათს პატრონი ყუარყუარე წინ მიეგება, თჳთონ ლალა ფაშაც მოვიდა, და გაღმა ლეკზე დადგა. ხუთშაბათს პატრონი დედისიმედი გავიდა ციხიდამა, და ლალა ფაშა ნახა. ანგარიში არ იქნებოდა, რაც ლაშქრისა და აქლემების ჯარი იყო. შაბათს ცისკრისას აიყარა და წარვიდა. პატრონი ყუარყუარე თან გაჰყვა მოტყუებით და აღარ დაბრუნდა. პატრონი მანუჩარ თანწაჰყვა, ათს დღეს ძლივ ლაშქარი განწმდა. სამშაბათს დღეს ამბავი მოვიდა პატრონი ყუარყუარე აღარ დაბრუნდაო. წაუდგა პატრონი დედისიმედი, ჯაყამდის სდია, ვერ მიეწია; აზნაურისშვილები წაუყენა, ვეღარ დააბრუნა, ისრე დედისა და ცოლშვილის გამოუსალმებელი წავიდა. ოლთისი სასანჯახოდ მისცეს, იქივ მივიდა. პატრონი მანუჩარ მოვიდა აწყუერს.

მობრუნდა მეფე სვიმონ, გორი აიღო, ქართლში გაძლიერდა და, ვისაც დედოფალსა და ბატონის შვილს გიორგიზე უმტყუენნეს, ზოგნი მეფეს დავითს თან გაჰყვნენ ურუმში და ზოგნი იმერეთსა და კახეთს გარდაიხუეწნეს. და ქსნის ერისთვის მამული ზოგი ბატონს ნესტან-დარეჯანს დედოფალს საუპატიოდ მისცეს, და ზოგი ბატონისშვილს მისცეს. და ამილახორის კასპი სუეტს ცხოველს შეუწირეს, და აზნაურშვილნი სახასოდ დაიჭირა, და გორის მოურაობა სულხან თურმანის-ძეს მისცა.

მუხრანის ბატონი ვახტანგ, ტაძრად მიყვანების დღეს ჴელთ დაიჭირა პატრონმან სვიმონ მეფემან, და კეხვის ციხეში ტყუედ ჩააგდო. ლალა ფაშას ლაშქარი და მირზა-ალი გამოეგზავნა პატრონს მანუჩართანა, ქართლს გაეძახა, ქართლს ვერ ჩაუვიდეს, სადგერს დადგეს და ამოსწყჳდეს სადგერი, წმიდის გიორგის. განძი წაჴდა. მეორედ კიდევ სანახები გამოეგზავნა. შეიყარა პატრონი მანუჩარ, ჩაუჴდა და ზემო ქართლი დაერბივა. მოუვიდა კაცი პატრონს ყუარყუარეს, ოლთისს აღარ დააყენეს, აზრუმს მიიყვანეს, შობის წინა დღეს წაიყვანეს.

მოუჴდა შაჰ-ხუდაბანდას ცოლი ბეგუმ შირვანსა, შეიბნეს, ამოსწყჳდეს ლაშქარნი, ციხე დაწვეს, დააქციეს, ხაზინა ყველა ჴელთ დარჩა. თათარხანი ჴელთ დაიჭირეს, ყაზმინს ტყუედ წაიყვანეს, მოერივნეს ყიზილბაშნი, ოსმან ფაშა დემურყაფს უკუ-რჩა. წავიდა ყაზმინს ბეგუმ. დაიჭირეს ბეგუმ გამარჯუებული ჴელთა, ისიც მოკლეს და თათარხანიცა, ყაენმან დააჴოცინა.

ყაენი შაჰ-ხუდაბანდა ცოლის სიკუდილს უკან ყიზილბაშთ დაჩაგრეს, და ადრიბეჯანი და შირვანი ურუმთ დაიჭირეს. განჯის ხანი, შაჰვერდი სულთან, კახეთს მივიდა, და ბატონს ალექსანდრეს შეეხუეწა. იმან შეხუეწილი კაცი დააჭირვინა და ხონთქარს გაუგზავნა.

ქორონიკონსა ს~ჲზ: მარტს კ~გ პატრონი ყუარყუარე და პატრონი მანუჩარ კოსტანტინუპოლის წარვიდეს აზრუმიდამა. აპრილს კ~, ორშაბათს, გადგეს. მას-უკან მოვიდა ამბავი, ბატონი თუალშუენიერი მარიამთბის-თჳს ოცდასამს ჴელთ დაიჭირეს. ღჳნობის-თჳს ა~, ორშაბათს დღესა, ალამუტის ციხეში ტყუედ წაიყვანესო.

ჟამი შეიქმნა; მაისს ლ~ა, შაბათს საღამოსა, ხოსიტა გააცხელა საკანაფეს, პატრონის ყუარყუარეს შვილი; ღვთის შეწევნით გარდაიჴადა. ივნისს ი~თ ბატონი ბექა გააცხელა და ღვთის შეწევნით მანც გარდაიჴადა. ბევრი გააცხელა ჩუენში და არავის რა დაუზიანდა.

მეორედ მოვიდა ლაშა თაშა და კარი აღაშენა, ტფილისის ქალაქს ლაშქარი გაგზავნა, და ნუზლი შეუტანინა.

მარიამობის-თუეს კ~ვ პატრონი დედისიმედი გააცხელა ხუთშაბათს დღესა. და ორშაბათს დღესა ბერის პატრონის ბასილის ჟამით გაცხელება მოვიდა, და საფარას საბურთეზე გაეცხელებინა. იმ წამს წაბრძანდა პატრონი დედისიმედი, ორნი დედაშვილნი ერთს კარავში დაწვნეს. ენკენის-თჳს გ~ პარასკევი განთენდებოდა, ღმერთი განრისხდა, ბატონი ბასილი მიიცვალა ი~ე წლისა და კ~ბ დღისა, ღამით ჟამსა ბ~. და წამოვიდა პატრონი დედისიმედი მოაბითა, ზღუდერს ჩამოვიდა, და ღჳნობის-თუეს უსკუდარიდამ პატრონის შვილების გამოშუების მახარობელი მოუვიდა.

ამასვე ქორონიკონსა, გიორგობის-თუეს, პატრონი მანუჩარ მოვიდა კოსტანტინოპოლიდამა, ფაშობა უბოძა ხვანთქარსა და სრულად მისი მამული, ორს თუეს პატრონი ყუარყუარე თორთომს დაეყენებინა, არ გამოეშუა.

ქორონიკონს ს~ჲჱ: იანვარს ჱ პატრონი ბექა ვალიდამა გავაყენეთ. ლალა ფაშა წარსულიყო, და ბექა ოლთისს დადგომილიყო. პატრონი ყუარყუარე, ღვთის წინაც შეურცხვენელი და კაცთანაცა, ფილაჯანი დაეცა ხვანთქართანა, და ქართველობით გამოეშუა, მისის საბატონოს წყალობა ექნა, და მარტში მობრძანდა. ივანობის-თუეს ნახევარს ბექა მოიყვანეს, და თჳთან ორნივ ბატონები ლორეს წავიდეს, დაარბიეს და გამარჯუებულნი მოვიდეს. მას-უკან მეორეს წელიწადს სინან ფაშა მოვიდა, და ტფილისს წავიდა, და ორნივ თან გაჰყვეს, პატრონი ყუარყუარე თრიალეთიდამ მოებრუნებინა, იმერეთს მოციქულად გაეგზავნა, და პატრონი მანუჩარ თანა წარეტანა.

ქორონიკონსა ს~ჲჱ: მუხრანის ბატონის ბაგრატის შვილი, მუხრანის ბატონი ვახტანგ, მიიცვალა ივანობის-თჳს დამდეგს.

ქორონიკონსა ს~ჲთ: პატრონმან მანუჩარ გჳრგჳნი იკურთხა ფებერვალს. და ბექა კოსტანტინუპოლეს წაიყვანეს.

ამავე ქორონიკონსა, მარიამობის-თჳს დ~, პატრონი არჩილ მობრძანდა აწყუერს, დიდის ხნის უნახავნი და-ძმანი შევიყარენით, ღჳნობის-თუეს წაბრძანდა.

ამავე ქორონიკონსა, გიორგობის-თჳს კ~ე, პატრონი ყუარყუარე და მუხრანის ბატონის ბაგრატის შვილი არჩილ მიიცვალა.

ხოლო მეფემან სვიმონ ყორღანაშვილის კახაბერის ცოლშვილნი და სახლეულნი ყოველნივე შთააყრევინა კლდესა მას გელიყარისასა, და იტყოდე პირველსავე მას ლექსსა. და სხუანი ნათესავნი მისნი ივლტოდეს: რომელნიმე ყიზილბაშშია და რომელნიმე საათაბაგოსა შინა.

ხოლო დაუთხანს ჰყვა ძე ერთი მეუღლისა თჳსისა თანა, რომელსა ეწოდა ბაგრატ. და შემდგომად დაუთხანის წარსლვისა არცაღა ეს დააყენეს ბიძასთან, წარიყვანეს ყაენთან. და მუნ გათათრდა. ამის ბაგრატის დედა მეყჳსი იყო, გუარით კახი ბატონის ალექსანდრესი ახლო. ხოლო ჩამოვარდა შური კახ ბატონსა და მეფეს სვიმონს შუა დაჴოცისათჳს ელიმირზონისა და ხოსრო-მირზასთჳს. და ესე ალექსანდრე უფრო მოყურობდა დაუთხანს. მიზეზისა ამისთჳს დიდად მოშურნე ექმნა კახი ბატონი ალექსანდრე მეფესა სვიმონს.

მაშინ ტფილისი და ციხე ტფილისისა ეპყრათ ურუმთა, და მეფე სვიმონ იდგა დიღომს დედოფლითურთ. ხოლო კახი ბატონი ფრიად მოშიში იყო მეფისა სვიმონის. მიერ, "ნუ უკუე ძჳრი იჴსენოს ამოწყუედისათჳს ცოლის ძმებისა თჳსისა": ოდეს დაჴოცა ალექსანდრე ძმანი თჳსნი, იგინი იყვნენ ცოლისძმები მეფისა სვიმონისა. ამისთჳსცა მიესმა ალექსანდრეს მცირითა კაცითა ყოფნა მისი დიღომს, შემოიყარა კახნი და წარმოემართა ღამით, და დაესხა უგრძნობელად მეფესა სვიმონს.

ხოლო მეფემან სვიმონ თჳთ მხოლომან კნინღა განარინა თავი თჳსი სიკუდილსა. მაშინ შეესია და იავარ-ჰყო საჭურჭლე და ბარგი მისი, და სირცხვილთა საფარველი დედოფლისა, დისა თჳსისა, თჳთ მანვე ალექსანდრე აიცვა წუერსა ზედა შუბისა თჳსისასა. და ქმნა მრავალი უკადრისი საქმე, და წარმოვიდა. მივიდა და დადგა მარტყოფს, [ადგილსა] რომელსა ჰქჳან ჭოტორი.

ხოლო მეფემან სვიმონ შემოიყარა სპანი ქართველთა, და წარვიდა გულითა სრულითა ალექსანდრესა ზედა. და წინათვე წარავლინა კაცი და მიუმცნო ესრეთ: "ვინათგან შენ იკადრე ეგევითარი ბოროტი, რომელი არა არს წესი მეფეთა, და მუხთლად დამესხი შეუგრად მძინარესა, და აწ უწყოდე, რამეთუ წარმოსრულ ვარ შენ ზედა ბრძოლად. და უკეთუ ხარ კაცი გამოცდილ მამაცობასა შინა, დამხუდი, რამეთუ უმჯობეს არს ომი გამოცხადებული უფროს ღალატად ნაქმარსა" მაშინ მივიდა მეფე სვიმონ და შეიბნეს, და იქმნა ბრძოლა ძლიერი, და მიეცა ძლევა მეფესა სვიმონს და ქართველთა. და ივლტოდა ალექსანდრე, და შეიპყრეს კახნი თავადნი, რომელ მცირედნი ძნიად განერნეს.

და წარმოვიდა მეფე სვიმონ გამარჯუებული, და წარმოასხეს პყრობილნი კახნი დარბაისელნი, და დააფიცეს მცხეთას სუეტსა ცხოველსა ზედა. ესრეთ დააფიცეს კახნი, ვითარმედ: "ღმერთმან სამართლის მოქმედმან კახს კაცს ნურაოდეს გაუმარჯოსო ქართველს კაცს ზედაო, არცა დიდთა და არცა მცირედთაო". და ოდეს ესრეთ დააფიცეს, მაშინ მიანიჭა ყოველთავე კახთა წყალობა და ხალათები. და ესრეთ განუტევნა იგინი მშჳდობით და არღარა ემტერებოდა მიერითგან. და უკეთუმცა ენება მეფესა სვიმონს, მაშინ დაიპყრობდა სრულიად კახეთსა და ალექსანდრესაცა. ხოლო იქმნა ომი ესე ქორონიკონს ს~ჲთ, ქრისტეს აქეთ ჩ~ფპბ.

ამისა შემდგომად გამოვიდა დიდი ამირსპასალარი ხვანთქრისა, მაჰმად ფაშა, ჩამოვლო ზემო ქართლი და აღიღო გორის ციხე, და შეაყენნა მცველნი თჳსნი. და თჳთ წარმოვიდა და დაიბანაკა მუხრანს, და მუნ დახუდა მეფე სვიმონ შეყრილი. მაშინ იქმნა ბრძოლა ძლიერი, და ეკუეთნეს სპანი ქართველთანი ძლიერად, და შეიბრალა ღმერთმან, და მიეცა ძლევა ქართველთა, და გაემარჯუა მეფესა სვიმონს. ამოსწყჳდნეს მრავალნი სპანი ოსმალთანი, და შეიპყრნეს ურიცხუნი; კნინღა განერა თჳთ ფაშა, და ივლტოდა მცირედითა კაცითა, და შეიხუეწა ციხესა ტფილისისასა, ქრისტეს აქეთ 6 ჩ~ფპბ.

ხოლო მეფე სვიმონ მოვიდა დიღომს და მოაწვია მუნ ყოველნი თავადნი ქართლისანი ყალბიანადლ, და შემოკრბეს ყოველნივე დარბაისლის ცოლნი დედოფლისათანა. და აღიყარნეს დიღომიდამე, განვიდეს ტბასა ლილოსასა, და დადგნენ მუნ მას ზედა, რომელ არს გორა მაღალი, რამეთუ მუნ ახლდეს ყოველნივე დიდებულნი და მცირენი სპანი ქართველთანი, თჳთ დედოფალი და ჯალაბანი თავადთანი.

ხოლო გამოვიდა ტფილისის ციხიდამე მროწეულნი ზროხათა. მაშინ გაუძახა მეფემან სვიმონ მცირედნი სპანი თჳსნი, და წარმოიღეს მროწეული იგი. ხოლო კაცნი იგი ივლტოდეს, და გამოვიდეს ციხიდამ მრავალნი სპანი ოსმალთანი, და იყვნეს განწყობილნი მეფე და სპანიცა ქართველთანი. მსწრაფლ მიეტევნეს იგინი, ვითარცა ლომნი, და პირველსა კუეთებასა ზედა წარიქცივნეს სპანი ოსმალთანი, და მოსწყჳდნეს მრავალნი მათგანნი, და უმრავლესნი შეიპყრნეს. და უჭვრეტდეს თჳთ დედოფალი და დარბაისელთა ჯალაბნი თუალითა, და მისდევდეს ოტებულთა ოსმალთა სპანი ქართველთანი, და ვიდრე ციხისა კარამდე სრვიდეს და იპყრობდეს. და ესრეთ გამარჯუებულნი გამობრუნდეს, და მოვიდა მეფე სვიმონ სიხარულითა და ნაშოვრითა დედოფალსა თანა, და იყო შუება და განცხრომა ზოგად ყოველთა შორის.

ქორონიკონსა ს~ო: პატრონს მანუჩარს უღალატეს ურუმთა. პატრონი მორჩა, ორნივ ფაშანი მძიმედ დაიკოდნეს და გაიქცეს, და თემი ჩუენვე დაგვრჩა. მაშინ ყაენი განჯას მოვიდა, და პატრონს მანუჩარს ჩალაბუთი მოსცა და პატრონს დედისიმედს ხუთი დიდი სოფელი.

ქორონიკონსა ს~ოა: თუალშუენიერი ორმოდამ ამოიყვანეს და ყაენთან მოიყვანეს. ამავე ქორონიკონსა, მარტს კ~დ, კჳრას დღეს ბზობას, პატრონმან მანუჩარ მეფეთმეფის პატრონის სვიმონის ქალი, პატრონი ელენე, მოიყვანა.

ქორონიკონსა ს~ობ: მიიცვალა ბარათასშვილი, კათალიკოზი ნიკოლოზ, და ნებითა და ბრძანებითა ღმრთისათა კათალიკოზ იქმნა ძე კახთა მეფისა ლეონისა, თუესა თებერვალსა კ~, დღესა შაბათსა.

ამასვე ქორონიკონსა სარდალი ვარად ფაშა მოვიდა ახალციხეს საშენებლად, ვეღარ დადგა, წავიდა და თემი ჩუენვე დაგვრჩა.

შემდგომად მცირედისა კუალად შეიყარა სპა თჳსი და წარვიდა ლორეს, რამეთუ ოსმალთა ეპყრა იგი. და ვითარცა მივიდა, მაშინ გამოვიდა ფაშა სპითა მრავლითა, და ეწყვნეს ურთიერთას, და იქენა ბრძოლა ძლიერი. და მისცა კუალად გამარჯუება ღმერთმან მეფესა სვიმონს, და ამოსწყჳდნეს მრავალნი ოსმალნი, რიცხვით ოთხას სამოცდაცამეტნი, ქრისტეს აქეთ ჩ~ფპვ, ქორონიკონსა ს~ოგ. და აღიღო სიმაგრენი და ქუაბები ვითარ ცხრა ლორისანი, რომელი ეპყრა ოსმალთა. და თჳთ დაიპყრა თჳნიერ ციხისა მის და იგი მხოლო ეპყრათ ოსმალთა. მაშინ მიადგა ციხესა მას ლორისასა, აპრილსა ა~, და აღიღო ივნისსა ი~.

ამასვე ქორონიკონსა ყაენმან სამცხე ამოსწყჳდა ხოლო დაიპყრა მეფემან სვიმონ სრულიად ლორე და წარმოვიდა გამარჯუებული სახიდ თჳსად.

ხოლო შემდგომად მცირედისა კუალად შეიპყრა და მივიდა ტაბაჴმელას. მაშინ სცნა რა ასან-თაშამ, იდუმალ გამოვიდა იგი ციხისაგან სპითა მრავლითა. აგრძნა ესე მეფემან და ეწყვნეს ურთიერთას. იქმნა ომი ძლიერი, და მისცა ღმერთმან გამარჯუება ქართველთა. და მაშინ მეფე სჳიმონ გალომებული მიეტევა ერთსა წარჩინებულცა ბეგსა ოსმალსა და წარიქცია იგი. და მივიდა კაცი იგი და შთაიჭრა დიდსა მას ჴევსა ტაბაჴმელისასა ცხენითურთ. და ესრეთ თქმულ არს, ვითარმედ არა მომკუდარ არს კაცი იგი, და ივლტოდეს ოსმალნი. და მოისრა მაშინ ოსმალი კაცი ვითარ ხუთასი.

ხოლო მიადგა ციხესა მას ტფილისისასა, და აღიღო გალავანი ტფილისისა, და უკან ციხე. და შემდგომად ამისა აღიღო დიდი ციხე იქით ტფილისისა და ქალაქი ტფილისისაცა და მოსრნა ყოველნივე რაოდენნიცა იყვნეს ციხესა მას შინა. და თჳთ დაიპყრა ყოველივე.

მაშინ მიესმა რა საქმე ესე ხვანთქარსა, შეუძნდა ფრიად. და წარმოავლინნა უმრავლესნი სპანი თჳსნი; და უჩინა ამირსპასალარი ერთი ვინმე წარჩინებულთაგანი, და მოვიდა ლორეს, და აღიღო ციხე ლორისა, და დაიპყრა ლორე. მოვიდა და დაიბანაკა ხატის სოფლისა ბოლოს.

მაშინ მეფემან სვიმონ შეჰყარა სპა თჳსი, მივიდა და დაიბანაკა ხრამის გაღმა, რამეთუ მოიპოვა ღონე რამე მეფემან სვიმონ, და მოირთო ელჩად თჳთ, და მივიდა ფაშას თანა სვიმონ მეფისა მაგიერად, და მიუთხრნა სიტყუანი ლიქნისანი, ვითა: "თქუენცა გასმიან, თუ რაოდენნი ჭირნი და პყრობილებანი და ტყუეობანი მოწევნულ არიან ყიზილბაშთა მიერ ჩემ ზედა. და აწ არღარა ძალ-მიძს ესეოდენი სისხლი და ბრძოლა ხვანთქრისა და სპათა მისთა, რამეთუ საქმე ესე არა ნებითა ჩემითა მიქმნიან, არამედ მძლავრებითა ყიზილბაშთათა. ამიერითგან არღარა მნებავს მონება ყიზილბაშთა, და აღმირჩევიეს მორჩილება ხვანთქრისა უფროს ყიზილბაშთა. და აწ, უკეთუ თქუენცა გნებავს, შევრიგდეთ და ვიყვნეთ მშჳდობით, და აუწყეთ ხვანთქარსა დამონება ჩუენი, და ამიერითგან ვიქმნებით მორჩილ ბრძანებისა მისისა".

ხოლო ვითარცა ესმა ფაშასა მას საქმე ესე, განიხარა ფრიად და მიუმცნო მეფესა სვიმონს, ვითარმედ: "კეთილად განგიზრახავს, და ჩუენცა სარწმუნოდ გვიჩნს სიტყუა შენი. აწვე გავრიგდეთ და ამიერითგან იყოს მშჳდობა და ერთობა ჩუენ შორის".

და წარმოვიდა მეფე სვიმონ სპათა თჳსთა თანა. მაშინ განიმსტრო ბანაკი იგი ოსმალთა და იხილა ყოველივე საქმე ესე, და სიმაგრე მათი, და სიმრავლე მებრძოლთა მათთა და მასვე ღამესა წარვიდა მათ ზედა: შემოვლო ხატის-სოფლის გორასა, და დაესხა თავსა ოსმალთა, და მოსწყჳდნა მრავალნი პირითა მახჳლისათა, სხუანი შეიპყრნა უმრავლესნი და გაემარჯუა ძლიერად. და იავარ-ყვეს ბარგი მათი, და წარმოიღეს საშოვარი ურიცხჳ, და მთვიდეს გამარჯუებულნი ტფილისს, და განისუენა მცირედ.

და კუალად შემოიყარნა სპანი ქართველთანი. და იყო მაშინ ათაბაგიცა მანუჩარ სიძე მისი მას თანა, წარვიდა და მიადგა ციხესა დმანისისასა, რამეთუ მაშინ ოსმალთა ძლიერად ეპყრათ დმანისი და ციხცა დმანისისა. ხოლო აღიღო ციხე და დაიპყრა დმანის-ჴევი და გარემონი ადგილნი, რომელი ეპყრათ ოსმალთა. მაშინ წარვიდა. ათაბაგი მანუჩარ და კულად იპყრა საათაბაგო. და განძლიერდა ფრიად მეფე სვიმონ. ხოლო ჟამსა ამას შინა იყო მოსუენებით მეფე და სრულიად საქართველო, რამეთუ ვერღარა უძლეს ოსმალთა მოსლვად საქართველოსა ზედა.

ქორონიკონსა ს~ოე: აქა შაჰ-ხუდაბანდის შვილი ამზაი-მირზა დალაქმა მოკლა.

აქა მაწყუერელი გაგზავნეს კოსტანტინეპოლეს, და მესაპატიონი კაცნი მძევლად მისცნეს შალიკაშვილი ედიშერ, შალიკაშვილი ელია და ამილახორის შვილი ქოიარ. და მძევლები დაუჭირეს, და პატრონი მანუჩარ ვერღარა მიენდო.

ამავე ქორონიკონსა ახალციხე და გორი აღაშენეს ურუმთა. აგვისტოსა, დასაბამითგან წელთ შვიდათას ოთხმოცდათოთხმეტსა, მეფე სვიმონ საშუელად მოვიდა. აღარ შეაბეს, მესხთა თემი დაარბიეს და წარვიდეს.

ბევრ-რიგი მოღალატე შემოადგეს პატრონს მანუჩარს. ვეღარ დაუდგნა და ახალდაბას ცოლი წაიყვანა და წავიდა. პატრონი დედისიმედი და პატრონის ყუარყუარეს შვილი, პატრონი ქაიხოსრო, საკანაფეს ციხეში დადგეს. და დიასამიძემან ელია დემოთიას ციხეს სავალინაშვილი საღალატოდ შეიყენა. უღალატეს, ციხე წაართუეს და ბევრი საქონელი და სალარო დაიჭირეს.

და გოგორის-შვილმან ბეჟან ციხისჯუარი უკუ-იჭირა და მისცა ფაშასა. შემოგვიყენეს მოღალატენი და ვეღარც ჩუენ დაუდგენით და ჩავედით ახალდაბას.

მარტს ნახევარს, გაზაფხულ, ყაენი ხუდაბანდის შვილი, აბასი მირზა, გამოვიდა, არდაველს მოვიდა. ოზბეგნი ხუარასანს წამოეჭირნეს, დაბრუნდა, იქითვე წავიდა და თუალშუენიერი თან წაიტანა. თავრეზს რომ ჩავიდეს, იქ ომი იქმნა. სამჯერ შეიბა თუალშუენიერი, სამჯერვე გაემარჯვა კიდეც დაჴოცნა, ჴელთაც დაიჭირნა. ყაენს მიუსხა. ყაენმან მამულიც დიდი მისცა და ჯილდოცა.

მერმე პატრონი მანუჩარ აღარ მიენდო, ღონე ვეღარა მოიგონა რა. დაგვიწყეს მოციქულობა. პატრონი დედისიმედი და პატრონი მისი შვილისშვილი, პატრონი ქაიხოსრო, გამოუგზავნეს ახალციხეს ფაშას თანა შობის წინა დღეს.

ყიზილბაშთა განდევნეს შახუდაბანდა ყაენი და დასუეს მის წილად ძე მისი შააბაზ. და გამოვიდა ესე შააბაზ და აღიღო თავრეზი და ყოველივე ადარბადაგანი. თჳნიერ ერევნისა და ბაღდადისა. და იყო ფრიად მწყალობელ შააბაზ მეფისა სვიმონისა. და კუალად უფროსად განმდიდრდა მეფე სვიმონ და განძლიერდა. და არღარა იყო მტერობა. რამთუ ყვეს მშჳდობა ალექსანდრე, მპყრობელმან კახეთისამან, და მეფემან სვიმონ. რამეთუ ჟამსა ამას მოკუდა პატრონი იმერეთისა გიორგი და დაჯდა კოსტანტინე. და მცირედსა ხანსა შინა მოკუდა კოსტანტინე და დაჯდა ძმა მისი ლეონ. და მტერობდენ ურთიერთას დადიანი მანუჩარ და ლეონ მპყრობელი იმერეთის, რამეთუ ესუა ცოლად დადიანს მანუჩარს ასული კახის ბატონს ალექსანრესი ნესტან-დარეჯან. და ჰყვა დადიანს მანუჩარს მას თანა ძე ერთი, რომელსა ეწოდა ლეონ. ამას ჟამსა შინა მოკუდა ცოლი დადიანისა ნესტან-დარეჯან, და შეირთო ასული ათაბაგისა თამარ.

ხოლო რაჟამს განძლიერდა მეფე სვიმონ, მაშინ განიზრახა დაპყრობა იმერეთისა: შემოიყარა სპანი ქართველთანი და წარვიდა დაპყრობად იმერეთისა. სცნა რა ესე ლეონ მპყრობელმან იმერეთისამან, შეიყარა მანცა სპანი იმერთანი, თჳნიერ დადიანისა და გურიელისა, და წარვიდა და დაიბანაკა გოფანთოს. მაშინ გარდმოვლო მთა ლიხისა მეფემან სვიმონ და მივიდა გოფანთოს, და ეწყუნენ ურთიერთას. იქმნა ბრძოლა ძლიერი და გაემარჯუა მეფესა სვიმონს, და ივლტოდა ლეონ მპყრობელი იმერეთისა.

მაშინ დაიპყრა მეფემან სვიმონ იმერეთი, და გამოართუა დიდებულთა თავადთა მძევალნი და წარმოვიდა ქართლს, რამეთუ მას ჟამად გორის ციხე ეპყრა ოსმალთა. ამისთჳს ვერა დაადგრა იმერეთს. და ოდეს წარმოვიდა მეფე სვიმონ, მაშინ კუალად დაიპყრა იმერეთი ლეონ. და აღიღო შური დადიანზედა, რამეთუ არა თანამწე ექმნა იგი მეფესა სვიმონსა ზედა, და იწყეს მტერობა ურთიერთას. შეიყარა ამიერ მპყრობელი იმერეთისა ლევან და იმიერ დადიანი მამია. ეწყუნენ ურთიერთას და გაემარჯუა დადიანსა, და შეიპყრა მპყრობელი იმერეთისა ლეონ. და პყრობილ ყვეს იგი ოდიშს ციხესა შხეფისასა, და მუნ მოკუდა ლეონ, ქრისტეს აქეთ ჩ~ფჟბ, ქორონიკონს ს~ოჱ.

სცნა რა ესე მეფემან სვიმონ, შეიყარნა სპანი თჳსნი და გარდავლო მთა ლიხისა და ჩავიდა ქუთაისს, ქრისტეს აქეთ ჩ~ფჟგ, ქორონიკონსა ს~ოთ. მაშინ ძმისწული ლევანისა ბაგრატ იყო ციხესა შინა ქუთაისისასა განმაგრებულ. მიადგა მეფე სვიმონ ციხესა მას და აიღო იგი, გამოიყვანა ბაგრატ, ძმისწული ლეონისა, და სხუანიცა მრავალნი თავადნი იმერეთისანი, და გამოართუა მძევლები და დაიპყრა მტკიცედ იმერეთი, და წარმოიყვანა ბაგრატ თანა.

და ოდეს მოკუდა მპყრობელი იმერეთისა ლევან უძეოდ, რამეთუ არა დაშთა თესლი მისი, და არღარავინ იყო სხუა სახლსა შინა მათსა, თჳნიერ ძე კოსტანტინესი როსტომ. და რაჟამს წარვიდა მეფე სვიმონ ქართლს, ამან როსტომ მოიყენა დადიანი მამია, და მისცა ქალი დადიანმა, და წარმოიყვანა იგი და გააბატონა. და დაიპყრა იმერეთი როსტომ. მიადგეს ციხესა ქუთაისისასა და აღიღეს იგიცა. ხოლო რაჟამს ესმა მეფესა სვიმონს საქმე ესე, შეიყარა და წარმოვიდა, ქრისტეს აქეთ ამასვე ქორონიკონსა გარდავლო მთა და მივიდა რაჭას, და აღიღო. ციხე კვარისა, და ციხე სკანდისა, და ციხე კაცხისა. მივიდა ქუთაისს და აღიღო ციხე, და დაიპყრა კუალად იმერეთი. და ვერღარა დაუდგა როსტომ და წარვიდა ოდიშს დადიანისა თანა.

მაშინ წარვიდა მეფე სვიმონ დადიანსა ზედა, ჩავიდა და დაიბანაკა ოფიშკჳტს, დიდებითა და ძალითა მრავლითა. და წარიღო თანა ზარბაზნები დიდ-დიდნი სახელოვანნი, რომელი აწცა არს ზუგდიდს, და უდიდესი ზარბაზანი ერთი არს რუხს დღესცა. მაშინ დადიანმან მოუგზავნა მოციქული მეფესა სვიმონს, რათამცა პატივ-სდვას მას და შეირიგოს სიძე მისი როსტომ, და მისცეს სარჩო მამული: "და იყოს დამონებულ და მორჩილ ბრძანებისა თქუენისა, და მეცა ვიქმნები დამორჩილებულ, ვითარცა ერთი თავადი შენი ერთგული და მონა-მორჩილი ბრძანებისა თქუენისა, და ესრეთ ერთობით დაიმკჳდრე საქართველო, ვითარცა პირველ დავით აღმაშენებელმან".

ხოლო მეფემან სვიმონ არა მოიჴსენა განლაღებულმან თქმული იგი სოლომონისი, ვითარმედ: "რაჟამს ამაღლდე ღმრთისა მიერ, მაშინღა უფროს ჯერ არს შენდა დამდაბლება თავისა შენისა, რამეთუ არა უსმინა დადიანსა განზრახვა იგი ფრიად სარგებელი მათი და უმჯობესი ზოგად ყოველთათჳს.

მაშინ სილაღით და კადნიერებით მიუმცნო მეფემან სვიმონ. ვითარმედ: "ვერ ეგების საქმე ეგე, არამედ მოსრულ ვარ ბრძოლად თქუენდა. უკეთუ ძალ-გიძს წინაგანწყობად ჩუენდა, აჰა ჟამი სიმჴნისა თქუენისა".

სცნა რა ესე დადიანმან მამია, შემოიყარნა სრულიად ოდიშარნი და რომელნიმე თავადნი იმერელნი თანა-გარდაყოლილნი როსტომისანი. წარმოემართნეს მსწრაფლ, და განთიადისა ჟამსა დაესხა თავსა მეფესა სვიმონს უგრძნობელად. მაშინ მეფე სვიმონ და სპანი მისნი შესხდეს და იქმნა ბრძოლა ძლიერი. არამედ სძლო სამართალმან დადიანისამან და მიეცა გამარჯუება ქართველთა ზედა.

რამეთუ ჰყვანდა მეფესა ცხენი ორი რჩეული: ერთსა ეწოდა ფალავანი და მეორესა შურდანი. რამეთუ იყო მეფე სვიმონ მრავალგუარად გამოცდილი ბრძოლასა მინა და პირველსავე ჯარის მიდგომას სცნობდა: უკეთუ გაემარჯუებოდა, მაშინ შეჯდებოდა ფალავანზედა; და უკეთუ დაუმარცხდებოდა, მაშინ შეჯდებოდა შურდანსა ზედა და წარმოვიდოდა. და არავინ უწყოდა ესე, გარნა საამ თურქისტანისშვილმან, და მზერდა ესე თურქისტანისშვილი საქმესა მეფისასა, რომელსა ცხენსა ითხოვსო-და ესრეთ იყო ჩუეულება მისი. მაშინ მოითხოვა შურდანი. სცნა რა ესე თურქისტანისშეილმან, რომელი იყო კაცი ყრმა, ახალ-ვაჟკაცი, და მზერდა საქმესა მეფისასა, მოაჴსენა: "მეფეო. რა არს მიზეზი შურდანზედ შეჯდომისა თქუენისა? ნუმცა მიხილავს თუალითა ჩემითა ლტოლვა მრავალჯერ გამარჯუებულისა და სახელოვანისა თავისა თქუენისა, და მე აქადამ შუბ-მოუქნეველი ცოცხალი არ წავალო".

მაშინ მიეტევა გამარჯუებული. შეისწრაფა რაზმთა შინა, სცა ოროლითა და გარდააგდო კაცი, და ქმნა სახელი დიდი დამარცხებულსა ომსა შინა. ხოლო მეფემან სვიმონ სცნა რა გაჭირება ომისა და გამარჯუება მამია დადიანისა, მაშინ უკუნ იქცა და წარმოვიდა მარტო თავ-კაცად, ამოვლო იმერეთი და მოვიდა კოლიბაურს.

ხოლო ოდეს წარმოემართა მეფე სვიმონ და წარვიდა ბრძოლად მამია დადიანისა, მაშინ დაიბანაკა კოლიბაურს. მაშინ ერთმან ვინმე დედაკაცმან კოლიბაურელმან მიართუა მეფესა სვიმონს შვილი თჳსი. და ფრიად ევედრა დედაკაცი იგი, რათამცა იახლოს და წარიყვანოს შვილი მისი, ხოლო მეფემან სვიმონ არა იახლა იგი და უბრძანა: "დედაო, ესე არა უწყი, რომე კაცითა მთვრალი ვარო". და რაჟამს ოტებული მხოლოდ წარმოვიდა, მივიდა მუნვე კოლიბაურს. მაშინ დედაკაცი იგი სთოჴნიდა ახოსა, და იხილა დედაკაცმან მან მეფე სვიმონ მომავალი მარტო უკაცოდ. მიეგება დედაკაცი იგი და იცნა მეფე სვიმონ. და სცნა დედაკაცმან მან დამარცხება მეფისა სვიმონისა. მაშინ მოაჴსენა: "ჴელმწიფეო, კაცისაგან რომ მთვრალი იყავ, ვეჭობ ახლა კი გამოგფხიზლებიაო". და რა ესმა მეფესა სვიმონს, გაუკჳრდა და მადლობა შეწირა ღმერთსა და წარვიდა.

მაშინ წარმოვიდა თურქისტანისშვილიცა და ყოველნივე ქართველნი; და მრავალნი ამოსწყჳდეს მუნ, და სხუანი წარმოვიდეს ოტებულნი. და დაშთა მუნ მრავალი საუნჯე და დიდნი თოფნი და ზარბაზანნი, რომელი არს დღესცა ზუგდიდს.

ხოლო მეფემან სვიმონ გარდაალო მთა ლიხისა, ჩავლო ზემო ქართლი მხოლომან, თჳნიერ კაცსა, და მივიდა კავთისხევს. რამეთუ ფრიად დაშურა და ვერღარა ძალ-ედვა სლვა, მიადგა ერთსა მუნ მკჳდრსა მცირეთაგანსა გლეხსა და ინება მუნ მცირედ-ჟამ განსუენება.

და გამოვიდა სახლისა მისგან ქალი ერთი და ვერა იცნა მეფე სვიმონ. მაშინ აწვია და უსადგურა კეთილად, და მოუმზადა სერი და მიართუა მას. და მიიღო მცირედი საზრდელი, და მერმე მოაჴსენა ქალმან მან და ჰკითხა ამბავი ლაშქრისა და მეფისა: "თუ მეფე რა იქმნა, ანუ ცოცხლებით არისო, ანუ გამოვიდა ომისაგან მშჳდობითო".

ხოლო მეფემან უბრძანა: "არა უწყი რა მეფისაო". ამისა შემდგომად ჰკითხა ქმრისა თჳსისა და ანიშნა ნიშანი ქმრისა თჳსისა. და უბრძანა: "არა უწყი რა მათი, თუ რა შეემთხუა ლაშქართა მეფისათაო". ხოლო ქალი დიდად მწუხარე იქმნა და ტიროდა მეფისათჳს უფროს, ვიდრე ქმრისა მისისა, და იტყოდა: "ნეტარ თუმცა ღმერთმან მიხედოს წყალობითა და გუაღირსოს მეფისა სვიმონის ცოცხლებით გამოსლვა, და სხუანი ყოველნივე სპანი მისნი ჭირისა მისისა სანაცვლო იყოსო".

მაშინ ფრიად მხიარულ იქმნა მეფე გულსა შინა თჳსსა ერთგულობისათჳს დედაკაცისა მის, და მერმე წარვიდა სახიდ თჳსად. ამისა შემდგომად მოვიდა ქმარი ქალისა მის; და უყო წყალობა ფრიადი მეფემან სიტყჳთა მის ქალისათა, და ებოძა ყვა და საჴელო და სხუა საბოძვარი მრავალი. და მიერითგან აზნაურ იქმნა კაცი იგი, რომელ აწცა არიან ქულივიძენი.

ხოლო ესმა ლორის ციხესა შინა მყოფთა დამარცხება მეფისა სვიმონისა. მაშინ გამოვიდეს და იავარ-ყვეს რომელნიმე კერძონი საქართველოსანი, და დაიბანაკეს ტაშირზედა. და იყო სიხარული დიდი ოსმალთა შორის. ხოლო მეფემან სვიმონ კუალად შემოიყარა მცირედნი რამე სპანი ქართლისანი, რაოდენნიცა დაშთომილ იყვნეს, და წარვიდა ლორეს ოსმალთა ზედა უგრძნობელად. და ეწყუნეს ურთიერთას, და იქმნა ბრძოლა ძლიერი და გაემარჯუა მეფესა, და აღიღეს ციხე ლორისა და მოსრნა იგინი პირითა მახჳლისათა, და დაიპყრა ლორე და წარმოვიდა გამარჯუებული სახიდ თჳსად.

ამისა შემდგომად წარვიდა ზემო ქართლს და მივიდა გორიჯუარს, რამეთუ ჟამსა მას ეპყრა ციხე გორისა ოსმალთა. მაშინ მეფე სვიმონ დაჯდა გორასა მას ზედა გორიჯურისასა და სმიდა ღჳნოსა და სჭამდა თრიაქსაცა. ესე ჩუეულება ესწავა ყიზილბაშთა შინა. ხოლო ოდეს განმხიარულდა ღჳნითა და თრიაქითა, გახედა გორის ბოსტნებსა და იხილა ახალი მწუანვილი. მაშინ უბრძანა მეფემან მუნ მყოფთა: "აჰა, რჩეულნო სპანო ჩემნო ქართველნო, მნებავს ახალ-აღმოცენებული იგი მწუანვილი მოღებად ჩემს წინაშე, და რა საკადრებელ არს ესე სიმჴნისა თქუენისაო". ესმა რა ესე ქართველთა, მყის ისწრაფეს და განვიდეს გაღმა გორის ბოსტნებსა შინა და დაგლიჯეს მწუანვილი. მაშან დაუშინეს ოსმალთა თოფნი და დიდნი ზარბაზანნი, და მოკლეს კაცნი მრავალნი, დიდნი და მცირენი.

რამეთუ მუნ მოკლეს ბატონისშვილი გოჩა, რთმელი იყო პაპის ძმისწულიმეფისა სვიმონისა, და სხუანიცა მრავალნი თავადნი და აზნაურშვილნი ამოსწყჳდეს მწარეს ხახვისათჳს. და მაშინ განგმეს მეფე სვიმონ. და ამა სვიმონს უწინაცა სძრახევდენ ჭკუასა ტყუეობას უკან. და ყიზილბაშნი და ოსმალნი დელუ-სვიმონს უწოდდენ, რომელ არს ხელი. ხოლო შეუძნდა ფრიად საქმე ესე მეფესა, და შემდგომად მცირედისა შემო ყარა სპანი ქართველთანი, და გარემოადგა ციხესა გორისასა; და ბრძოლა უყო ციხესა გორისასა და აღიღო იგი, და ამოსწყჳდნა ყოველნივე ოსმალნი მეოფნი ციხესა შინა.

ხოლო ესმა რა საქმე ესე ხვანთქარსა, განრისხნა ფრიად ესეოდენისა სპათა მისთა ამოწყუედისათჳს, არა თუ ერთგზის. არამედ მრავალგზის და წარმოავლინა ამირსპასალარი თჳსი ვეზირი ჯაფარ ფაშა და გამოატანა თანა სიმრავლენი სპათანი ურიცხჳ. წარმოვიდეს და დაიბანაკეს ნაჴიდურს. მაშინ მეფემან სვიმონ შემოიყარნა სპანი თჳსნი, მივიდა და დაიბანაკა თავსა საღირაშენისასა. და მერე განიზრახა თჳსაგან საქმე არა კეთილი და არა აუწყა სპათა თჳსთა, არამედ მინდობითა თავისა თჳსისათა ყო რასაქმე საქმე ესე და არა ითხოვა ღმრთისა მიერ შეწევნა, რამეთუ ესრეთვე ქმნა მეფემან სვიმონ, და წარვიდა ათითა ცხენოსნითა მარტო, რა წარიტანა ერთი საყვირისა მცემელი მექანარე და ეგულებოდა განმსტრობა ბანაკისა მის ოსმალეთისა.

მივიდა და გარდაადგა თავსა ნაჴიდურისასა, რომელ არს მცირე ეკლესია, და მუნითგან განისილა ბანაკი იგი ოსმალთა. მაშინ უბრძანა მეფემან დაცემა ქანარისა, რათა აღრივნეს სპანი მათნი. ხოლო ვითარცა ესმა ოსმალთა ჴმა საყვირისა, თქუეს უცილოდ მოსვლა მეფისა სვიმონისა. შეიჭურნეს მყის და აღსხდეს ჰუნეთა ზედა. და მოეტევნეს ამიერ კერძო, სადა მდგომარე იყო მეფე. და რა სცნა მეფემან, მოისწრაფა სპათა თჳსთა თანა. ხოლო მათ დევნა უყვეს ძლიერად, მიეწივნეს და იხილეს მეფე სვიმონ, რამეთუ ცხენი მისი შთაფლულ იყო ლიასა შინა ბოლოს ფარცხისისასა და თჳთ მდგომარე იყო. ამას ზედა მივიდეს ოსმალნიცა და გარემოადგეს. და იწყო ბრძოლად მხოლომან და, რაოდენ ძალ-ედვა, აჩუენა სიმჴნე თჳსი, არამედ სიმრავლენიოსმალთანი ზედა დაესსნეს და შეიპყრეს იგი, ქრისტეს აქეთ ჩ~ქ.

მაშინ სცნეს რა მეფობა მისი, განიხარეს ფრიად და მსწრაფლ იჴმიეს სივლტოლა, აღიყარნეს და წარვიდეს ლორეს. მაშინ მიესმა ქართველთა საქმე ესე, რამეთუ გიორგი, ძე მეფის სვიმონისა, მუნ იყო ქართველთა შორის, წარმოუდგეს ოსმალთა უკან და დევნა უყვეს ძლიერად, და ვერღარა მიეწივნეს. მაშინ ოსმალთა აღიღეს ციხე ლორისა, და შეაყენეს მცველნი თჳსნი, და წარვიდეს, და წარიყვანეს თანა მეფე სვიმონ, და მიიყვანეს სტამბოლს. ხოლო გიორგი, ძე მისი, განაგებდა ქართლსა, წარავლინა კაცი სტამბოლს და აღუთქუა საჴსარი მამისა თჳსისა ხოლო მათ სთხოვეს საჴსარი მრავალი და აღუთქუეს განტევება მეფისა სჳმონისა.

ხოლო ხვანთქარმან მიუმცნო მეფესა სვიმონს დადება ხარკისა საქართველოსა ზედა და დამორჩილებად ბრძანებისა მისისა. ხოლო მეფემან სვიმონ არა ნება სცა, ამისთჳს რომე ყაენის ბეგარა. ქართლსა შინა ამან განწესა, კომლის თავს გლეხზედ მარჩილი ასი, რამეთუ ამა თეთრითა იყიდდეს ტყუესა შჳდსა და წარუგზავნიდეს ყაენსა.

მაშინ გიორგი, ძემან მეფისა სვიმონისამან, აღიღო ყოველივე საუნჯე მამისა თჳსისა, ანუ რომელიცა თჳსი ჰქონდა და სხუა სადაცა მონასტრებისა საქონელი იყო, ანუ რომელიცა ქართველთა დარბაისელთა ჰქონდათ მოკრიბეს ზოგად, და წარგზავნეს. საჴსრად მეფისა სვიმონისა. და ვიდრე საქონლისა მისლვადმდე, მიცვლილ იყო მეფე სვიმონ საპყრობილესა შინა, და ესეოდენი საუნჯეცა მუნ დაშთა.

ხოლო იყო მუნ სტამბოლს ერთი გორელი ვაჭარი, რომელსა ეწოდა დიაკუნისშვილი. და ამან იშოვნა ძუალნი, სვიმონ მეფისანი, და წარმოიღო იგი და მოართუა გიორგის და დედოფალსა ნესტან-დარეჯანს. და ყვეს გლოვა დიდი, და დამარხეს სამარხოსა თჳსსა მცხეთას. ხოლო რომელმანცა მოიღო ძუალნი მისნი იგი დიაკუნისშვილი ყოვლითურთ სახლეულით მისით გაააზატეს, და შესწირეს პატიოსანსა და ცხოველს-მყოფელსა ჯუარის მონასტერსა სალხინებელად და საოხად მეფისა სვიმონისა. და არიან აწცა გორს დიაკუნისშვილები ყმანი ჯარის მონასტრისანი.

ხოლო გიორგიმ დაიპყრა ქართლი და მეფობდა კეთილად. ამისა შემდგომად შემოიყარნა ქართველნი და წარვიდა ლორესა ზედა. და აღიღო ციხე და დაიპყრა ლორე მეფემან გიორგი.

და ამას ჟამსა შინა მიიცვალა მპყრობელი იმერეთისა როსტომ, ქრისტეს აქეთ ჩ~ქიდ; და არა დაშთა როსტომს ძე, ხოლო ჰყვა ნაშობი მჴევლისა, რომელსა ეწოდა გიორგი, და ესე გააბატონეს იმერელთა.

ამავე ჟამთა მინა მოკუდა დადიანიცა მამია, და დაუშთა მას ძე ერთი, სახელით ლევან. ესე იყო ნაშობი კახის ბატონის ასულის ნესტან-დარეჯანისა. ესე ლევან წარმოიყვანა კახმან ბატონმან ალექსანდრე, პაპამან მისმან, და აღზარდა კახეთს. ხოლო შემდგომად მამია დადიანისა ესე ლევან, ძე მისი, წარმოიყვანეს ოდიშართა და დასუეს დადიანად.

ამასვე ჟამთა შინა წარმოემართა ყაენი შააბაზ აღებად ერევნისა. მაშინ იჴმო ყაენმან მეფე გიორგი და კახი ბატონი ალექსანდრე სპითა მათითა, და წარვიდეს. და რა მივიდენ, დიდად მოეწონა შააბაზს სპანი ქართველთა და კახთანი, და უბრძანა ყოველთავე სპათა მისთა იერიში ერევნის ციხისა. მაშინ სიმჴნე დიდი აჩუენეს ქართველთა უმეტეს ყიზილბაშთა და მივიდეს მეწინავედ, და აღიღეს ციხე ერევნისა. დადაიპყრა შააბაზ ერევანი და შეაყენა ციხესა შინა სპანი თჳსნი. ხოლო სთხოვა შააბაზ მეფესა გიორგის ლორე და ციხე ლორისა, და შეუძნდა ფრიად. და რამეთუ არა ეძლო უარი შააბაზისა, და დაანება ლორე და დაიპყრა ციხე ლორისა შააბაზ. და შეაყენნა სპანი თჳსნი და მიიქცა სახიდ თჳსად, რამეთუ იყო ყაენი შააბაზ კაცი მზაკუარი და აღსავსე ყოვლითავე სიბოროტითა. პირველად ესე წყალობა უყო მეფესა გიორგის. ერთგულობისა ნაცვლად მამისა თჳსისა.

მაშინ წარმოვიდენ მეფე გიორგი და კახი ბატონი ალექსანდრე სამყოფსა თჳსსა. და შემდგომად მცირედისა წარმოვიდეს ძენი კახის ბატონის ალექსანდრესი დავით და გიორგი და ესტუმრნეს მეფე გიორგის, მამიდას-შვილსა თჳსსა. მაშინ მიეგებნეს წინა ავლაბარში მეფე გიორგი და განიხარეს ნახვა ურთიერთას. და წარმოუძღუა და დააყენა და ისტყუანა იგინი კეთილად, და უმზადა სერი დიდი, და იყოლხინობა და გამოჩუენება დიდი. და ესრეთ იყვნეს დღეთა რაოდენთამე. და მერმე კუალად შინაგან თჳსსა მოაწვივნა იგინი. და წარვიდა დავით და რაოდენ[ნ]იმე კახნი იახლნეს თანა. ხოლო გიორგი მიზეზ ყო სნეულება ბევრთა ღჳნისა სმათა მიერ და არა წარვიდა. მაშინ შეექცეს ლხინსა იგინი. ხოლო გიორგიმ, უმცირესმან ძმამან დავითისამან, განიზრასა ზრახვა ბოროტი ძმისა თჳსისა დავითისთჳს, და ეგულებოდა ღალატად სიკუდილი მისი. ესე ბოროტი აღრჩევა გაანდო ერთგულთა ყმათა თჳსთა, რამეთუ იყო ესე გიორგი კაცი გამცემი და მოყუარე ყმათა. და იყვნენ კახნი უმრავლესნი ამის კერძო, და ერთგულნი დიდად.

ხოლო უხუცესი ძმა მისი დავით იყო კაცი კადნიერი და მრისხანე. ამისთჳსცა დიდად ერთგულ იყვნენ გიორგისა კახნი. მაშინ შემოიფიცა ერთგულნი ყმანი თჳსნი გიორგიმ, და დაასკუნეს ღალატად სიკუდილი დავითისა ღამესა მას, რამეთუ ეგულებოდათ ღჳნითა მთვრალსა ღალატი დავითისი. და იმარჯუებდა ჟამსა აღსრულებად ძმისა მკლველებრთა გულის-სიტყუათა წარეწყმედელთა სულისათა.

ხოლო იყო ვინმე მათ შინა მყოფი ღმრთის-მოყუარე კაცი ჩოლაყაშვილი. და ამან არა თავს იდვა დაფარვად საქმე ესე, არამედ წარვიდა და აუწყა დავითს ღალატი იგი მისთჳს განმზადებული. მაშინ დავით აღდგა მყის სერისა მისგან და წარმოვიდა. რამეთუ ვერ აგრძნა საქმე ესე მეფემან გიორგი, და მივიდა დავით კარავსა ძმისა თჳსისა გიორგისსა, და იხილა ძმა თჳსი აღჭურვილი კარავსა შინა. და რქუა დავით: "ძმაო, ვის ზედა აღჭურვილხარ, ანუ ვის ზედა მიმავალხარ ბრძოლად?" ხოლო მან ვერა რაჲ სიტყუა უგო. და შეიპყრა იგი და მის თანა შეთქმულნიცა იგი კახნი და წარიყვანა იგი და პატიმარ ყო ციხესა შინა თორღასა, და თორმეტნი ყმანი მისნი ჭოეთის ციხიდამან გადმოყარნა და დაჴოცნა, და თჳსი დაიპყრა კახეთი. და იქმნა ურჩ და წინააღმდგომ მამისა თჳსისა ალექსანდრესი. რამეთუ მძლავრებით მიუღო კახეთი და თჳთ დაიპყრა და იბატონა თუესა ექუსსა. და მერმე ურჩებისა მისთჳს ეწია მსწრაფლ გულისწყრომა ღმრთისა და მოკუდა იგი. და შემდგომად კუალად იპყრა კახეთი ალექსანდრემ, და გამოიყვანა ძე თჳსი გიორგი პატიმარი ციხისაგან, და რამეთუ სხუა არღარა ჰყვა მე თჳნიერ მისსა.

ხოლო დავითს ესუა ცოლად ასული მუხრანის ბატონის აშოთანისა. და ესე იყო ღუაწლ-მრავალი და სამგზის სანატრელი დედათა შორის ახოვანი დედოფალი და მოწამე ყოვლად ქებული ქეთევან. და ამას დაუშთა დავითის მიერ ძე ერთი ყრმა მცირე თეიმურაზ. და ფრიად შიშნეულ იყო და ზრუნვიდა ქეთევან მხოლოდ შობილისა ყრმისა მისისათჳს, ნუ უკუე ძჳრი იჴსენოს გიორგიმ, რომელ ყო ძჳნად მის ზედა დავით. მისთჳსცა ქეთევან იჴმია გონიერება კეთილი და წარგზავნა ძე თჳსი თეიმურაზ შააბაზ ყაენთანა. და წარჰყვა თანა შერმაზან ჩოლაყაშვილი.

ხოლო მივიდეს რა, დიდად პატივ-სცა შააბაზ, და ითჳსა ვითარცა ძე თჳსი, რამეთუ მაშინ დიდად წადიერ იეო შააბაზ და ღონეჰყოფდა დაპყრობად საქართველოსა. ხოლო ალექსანდრეს, მპყრობელსა კახეთისასა, პირველ ოდესმე მიეცა ძე თჳსი კოსტანტინე შააბაზ ყაენისათჳს, და აღზარდა სჯულსა თჳსსა ზედა.

ესე კოსტანტინე წარმოგზავნა შააბაზ, და წარმოატანა თანა სპანი შირვანისა და ყარაბაღისანი. და ჴელითა კოსტანტინესითა წარმოუგზავნა მამასა მისსა ალექსანდრეს. ხალათი. მაშინ შააბაზ მზაკუარებითა თჳსითა აღჭურა და ამცნო კოსტანტინეს, ვითარმედ: "არღარავინ დაშთომილ არს სახლსა მამისა შენისასა თჳნიერ შენსა, წარვედ და უღალატე მამასა შენსა და ძმასა შენსა და დაიპყარ შენთჳს კახეთი, და მეცა ვიყო თანაშემწედ შენდა, და მიიღო ჩემგან პატივი და წყალობა ურიცხჳ". ესე აცთუნა ბოროტმან მან, და წარმოგზავნა მკვლელად მამისა და ძმისა თჳსისა. ხოლო მან უბადრუკმან ირწმუნა განზრახვა ესე ბოროტი. ჵი, დიდი ესე უგუნურება, რამეთუ ვინ სადა იხილა თჳნიერ სულელთა და ხელქმნილთა, რათამცა სარწმუნო იქმნა განზრახვათა მტერისათა.

მაშინ წარმოემართა კოსტანტინე. და რა მოიწია საზღვართა კახეთისათა, მაშინ წარავლინა კაცი და მიუმცნო მამასა თჳსსა ალექსანდრეს, ვითარმედ: "წარმოვედ დასტურითა შააბასისათა, რამეთუ ფრიად მსურის ხილვად შენდა".

მაშინ ფრიად განიხარა ალექსანდრემ, და წარვიდა, და თანა წარიყვანა ძე თჳსი გიორგი, და მიეგებნეს წინა. იხილეს რაჲ ურთიერთას, განიხარეს სიხარულითა დიდითა და განისუენეს მცირედ. მაშინ მიუძღ[უ]ნა კოსტანტინემ ხალათი იგი, რომელი წარმოეცა შააბაზს ალექსანდრესთჳს, და იყვნეს მუნ შუებით და სიხარულით.

ხოლო კოსტანტინეს აშფოთებდა ბოროტი იგი გულისთქმა, და აღდგა მკლველად მამისა თჳსისა და ძმისა. დღესა ერთსა განაზრახნა სპანი იგი შირვანელნი და განიგულა წარწყმედა სულისა თჳსისა, და სიკუდილი მამისა და ძმისა თჳსისა. მაშინ მიუწოდა ალექსანდრეს და გიორგის [...] გადამწერთა ანდერძი

წყალობითა ღ(ვ)თისათა სრულ იქმნა ქართლისა ცხოვრება ესე ჴელითა ჩემ უღირსისა მღდლისა ქალაქსა ტფილისისასა, ჯვარის საყდრის დეკანოზის იოანესითა, დედასა ზედა სვეტის ცხოვლისასა. რამეთუ ვიდრე აქამომდე აღეწერათ, და ამისგან უსრულესი ქართლის ცხოვრება არსად იპოებოდა. ვითხოვ მხილველთაგან შენდობით მოხსენებასა, რამეთუ ფრიად დავშუჱრ და ვეცადე სიმართლესა, ვითარცა თქვენცა იხილავთ: აპრილის თთვის 24, ქრისტეს აქეთ ც 1761. ქართულს ქრონიკონს უმთ.

ქ. სამი დედანი ვნახე. ამის მეტი არ ეწერა, და სიტყვანიცა და ლექსნიცა ესრეთ ეწერნეს. სხვა თუ არის სადმე მეტი და ან თვით ამისსავე ავქსონს ლექსსა და სიტყვას დაუწუნებო, თქვენ იცით და მან. მე შენდობილმცა ვიყო აღმწერი აღმომკითხავთაგან, ცოდვილი ზაქარია, ძე დეკანოზისა, უღირსი მდღელი: აგვისტოს წელს ქრისტესით ჩ~ღმა.


ახალი ქართლის ცხოვრება - ბერი ეგნატაშვილი

Отправлено 23 янв. 2010 г., 10:48 пользователем Davit Chumburidze

ახალი ქართლის ცხოვრება

მეორე ტექსტი

დაჯდა მეფე ადარნასე, და განაგებდა სამეფოსა ქართლისასა მას ჟამსა უკუე მოკუდა ქსანთა ერისთავი ვირშელი, და დაშთა ძე მისი შალვა სამისა წლისა, და აღზარდა იგი მეფემან პატივითა მამათათა.

და ამისა შემდგომად მოკუდა მეფე ადარნასე, დაშთა ძე მისი ვახტანგ ექუსისა წლისა, და დაჯდა მეფედ დავით ძმა ადარნასესი, და განაგებდა სამეფოსა ქართლისასა. მაშინ მამის ძმამან მისმან დავით მეფემან არა რაჲ მისცა ძმისწულსა თჳსსა ვახტანგს. მაშინ შალვა, გაზრდილი მამისა მისის, არა განეშორა, არამედ ზრდიდა ყრმასა მას. მაშინ დავით მრავლითა სიტკბოებითა და მრავლისა დიდებისა მინიჭებითა ევედრებოდა შალვას. ხოლო მან არა ისმინა, არამედ განამაგრნა ციხენი, და შევედრნა ერთგულთა მონათა. და თჳთ წარყვა ძესა მეფისასა ურდოს.

მაშინ მეფემან დავით შეკრიბა ყოველი ლაშქარი თჳსი, და თათარნი შირვანელნი, და ყოველნი მყოფნი კახეთს და მუხრანს, და მოადგა ცხრასავე ჴევსა შალვას საერისთვოსა, და ჩამოასხნა დვალანი და ჴადელ-ცხვატელნი, და ყოველნი მთიულნი ქუემონი. და დაწვეს და მოაოჴრეს ყოველი ცხრაძმის ჴევი, გარეშე ციხეთა, და ციხეთა ჰბრძოდეს ქუენიფნევს, ქარჩოხს, ქოლოთს და ისროლის. არამედ ასე ვერ აიხუნეს, და შვიდ წელ გაგრძელდა ომი მათი. ხოლო ციხანთა ესოდენ შესჭირდა და იწყეს ჭამა ღუედისა. და ესევითართა ზედა მოვიდა ვახტანგ და შალვა სპარსთა ლაშქართა ურიცხჳთა სპითა.

მაშინ დავით დგა ბაზალეთს და, ვითარცა სცნა მოსვლა მათი, მიმართა ციხესა დარიელისასა. და მიუდგა უკანა სპა ყოველი და შეიარეს არაგჳ, და გარდავლეს ჯუართა ყელი, და ჩავიდეს დარიელს, და მოადგეს დავითს ციხესა გუელეთისასა.

ხოლო შალვა დადგა ჴადას, და ესოდენ ძლიერად ჰბრძოდა, რომელ ერთსა დღესა აიღო ცხრა ციხე, და დაარღვივა. და მას ერთსა კარასა დაარღვივა ციხე ოცდახუთი, თხუთმეტი იქით არაგჳსა. მაშინ მისცა ვახტანგ დავითს ჯავახეთი და ალასტანი, და გამოიყვანა გუელეთით. ხოლო შალვა მიმართა ჴევთა დვალეთისათა, და მოაოჴრნა ყუელანი. და მოუჴდეს ბოვდაელნი ღამესა ბნელსა, დაუხუდეს მომლოდენი, რამეთუ ესმა შალვას მოსლვა მათი.

მაშინ მიაწყუდივნეს იგინი მთხრებლსა კლდისასა და ერთიცა მათგანი ვერღარა წარვიდა და მოსრეს სიმრავლე არა მცირედი დვალთა. მაშინ მოწვნეს და მოაოჴრნეს ყოველნი ჴევნი დვალეთისანი და შემუსრნეს და დაარღვივნეს ყოველნი ციხენი, თრუსოით აჩაბეთამდის. მაშინ წარვიდა ყოველი სპა სპარსთა და მეფემან მიუბოძა შალვას თრუსოი, ღუდა, გაგასძენი, მლეთე, არაჴუეთი, ქანდო, ყანჩაეთი, აბაზას ძეთა მამული, ძაგნაკორანი, დიღუამი, გავაზი, აწერის ჴევი, ბექუშე, და ყოველთა დიდებულთა მისთა უმჯობეს ხედვიდა. მაშინ მოკუდა დავით მეფე, და მასვე წელსა მოკუდა ვახტანგ მეფე.

დაჯდა მეფედ ძე დავითისი გიორგი და განაგებდა სამეფოსა ქართლისასა. ხოლო აბაზას ძე ნავროზ წარვიდა სპარსეთად. მაშინ მეფემან უბრძანა შალვას მოდგომად ციხესა ლოწობნისასა. მაშინ შალვა მოადგა ლოწობანს და ჰბრძოდა სასტიკად ოთხ დღე. და მეხუთესა დღესა აღიღო იგი. მაშინ მოიყვანნა ორნი იგი ხატნი ფრიად შუენიერნი.

მაშინ მეფემან გიორგი განილაშქრა მაღაროს და დიდად ევნო მათგან ვიწროთა მათ ჴევთა სიმრავლითა საგორავისათა და დიდად მწუხარე მოვიდა. და კუალად მეორედ წარვიდა დღეთა ყუელიერისათა და იყო სიცივე დიდი. და შიშისაგან საგორავისა წარმოვიდეს გზასა მთისასა, რომელი იყო განყინევულ. მაშინ უმეტეს ევნო, რამეთუ ინქრეოდა ცხენები, და კაცნი იგი მსგავსად მჴეცთა შესვარულნი სისხლისა მოსდევდეს. ხოლო შალვა მისა ამას ლაშქრობასა არა იყო მუნ, არამედ ძენი ხოლო მისნი იყვნეს. რამეთუ ესხნეს ძენი ცამეტნი, ქველნი და გონიერნი.

მაშინ შალვა წარვიდა ლაშქრითა თჳსითა, მივიდა და დასხა უმჯობესი ლაშქარი მზირად ღამე, და განთიად მივიდა მცირედითა ლაშქრითა. და მოწვა და მოაოჴრა ქუეყანა მათი, და არა-რა აიღო ლაშქარმან ალაფი თჳნიერ აბაჯრისა და წარმოვიდეს. მაშინ მოუდგეს უკანა ლაშქარნი იგი მის ქუეყანისა და წარჴდეს მზირთა. და აღდგა ყოველი ლაშქარი დამალული, და მოუბრუნდა შალვა და შეიწყუდინეს ადგილსა იწროსა. და მოკლეს ორმეოცდათხუთმეტი კაცი და მრავალი შეიპყრეს. მაშინ კუალად შთავიდეს და დადგეს, და მოაოჴრეს და დაწყეს ყოველი ქვეყანა მათი, და წარმოვიდეს გამარჯუებულნი ალაფითა დიდითა, ქორონიკონსა ი~ზ, ქრისტეს აქეთ ჩ~სპდ. ამას ჟამსა მოვიდა ამბავი: კლიტენი იერუსალიმისანი სპარსთა დაიპყრესო და დიდად შეწუხნა მეფე გიორგი. მაშინ წარგზავნა ძე შალვა ერისთავისა, რომელსა ერქუა პიპა, გზასა ჴმელთასა მრავლითა ძღუნითა წინაშე ნისრელისა. და მივიდა პიპა წინაშე ნისრელისა. ხოლო მან სიხარულით შეიწყნარა ძღუენი იგი და მისცნა კლიტენი იერუსალიმისანი. მივიდა პიპა ზედა საფლავსა ქრისტესსა და შეემთხვივა, ჟამი აწირვინა და ეზიარა, და მოილოცნა წმიდანი ადგილნი, და შეკრიბნა ნაწილნი წმიდათანი და ხატნი შუენიერნი, და წარმოვიდა მასვე გზასა ჴმელით და მოვიდა წინაშე მეფისა, და მოიღო იერლაყი შეწყალებისა და აღსრულება ყოვლისა სათხოველისა მისისა. ფრიად განიხარა მეფემან გიორგი, რამეთუ მოეცნეს კლიტენი ქართველთა.

მაშინ მოადგა ოვსთა გორს მყოფთა და ბრძოდა სამ წელ. ხოლო ვირშელი და ლაშქარი მისი უმჯობეს ბრძოდა სპისა ყოვლისაგან, და აქებდეს ქებითა დიდითა, რომელი ესე შეიშურეს მთიულთა არაგჳსათა და თქუეს: "უკეთუ ომსა გარეგანსა უმჯობეს არიან, არამედ მივიდეთ მთასა ლომისისასა და მუნ შემებნენ ჩუენ, და იხილოთ რომელნი უმჯობეს ვართ". მაშინ შექმნეს პაემანი და დაიმუქარნეს. და შემდგომად გორისა აღებისა აუწყეს ერთი-ერთსა, და შევიდეს ვირშელი და ყოველი ლაშქარი მისი მთასა ლომისისასა, ხოლო არაგჳსა მთისნი დადგეს ღოჯის-თავს, და აწუევდეს ლომისასა, ხოლო იგინი ტყესა ციხესა ღოჯის-თავისასა და ქარაფსა კლდეთასა არა განეშორნეს.

მაშინ მივიდა დავით ძე გიორგისი და არა. ჩაუშვნა ომად, არამედ განყარნა ყოველნი თავის-თავ, და წარვიდეს ყოველნი აზნაურნი ქართველნი თჳნიერ სამთა მათ ჴევთა. მაშინ წარმოვიდა ვირშელი და შთამოვიდა ვაჩედ. ხოლო ლაშქარი წყაროთა, მუხათა და წისქვილთა თანა გუერდსა მას შთამოვიდოდა. და ვითარცა ესმა ესე მთიულთა არაგჳსათა, წარმოუდგეს უკანა მათსა და გამოვიდეს ლომისას. ხოლო დავით ძე მეფისა მუჴლთა დაუყრიდა, და ლომისას მყოფნი ხატთა დაუსუენებდეს და ევედრებოდეს, რათა არა სდევდენ. ხოლო მათ არა ისმინეს, არამედ მრავლითა გინებითა მოსძახდეს და საგორავისა სიმრავლესა ჩამოჰყრიდეს. მაშინ ვირშელმან შეკრიბნა მცირედნი იგი ლაშქარნი სამისა ამის ქვეყნისანი და რქუა: "მათ აწ არღარა იქმნების ომი, რამეთუ გაიყარა ლაშქარი ჩუენი, არამედ კულა შევყაროთ ლაშქარი ჩუენი და მაშინ ვებრძოლნეთ მათ". ხოლო არა ინებეს ესე მცირეთა მათ ლაშქართა, არამედ თქუეს: "მამანი ჩუენნი მცირედნი მძლავრობდიან მამათა მათთა დიდთა და მრავალთა, და უკეთუ არა ვართ შვილნი მამათა ჩუენთანი, რასათჳს გუაქუს მამული მათი?".

მაშინ განიშიშულეს ფერჴები მათი და წარიძღუანეს დროშა და აღმართეს ორსა მას ქედსა მთასა ლომისისასა. და ჩამოეგებნეს ერთსა მას ქედსა ცხავატელ-გარეთნი და ყოველნი მიმდგომნი მათნი. მაშინ ჩამოყარეს ეს საგორავი ურიცხჳ, და აღვიდეს კუალადცა, რამეთუ დაბურვილ იყვნეს ფარითა, ვითარცა სიპითა, და დაასხეს ქვა და შუბი მსგავსი წჳმისა. მაშინ შეიქმნა სიმრავლე ისრისა, ვითარცა სეტყუა ჴშირი. და ფუცვიდეს ღმერთსა, რომელ ქუემოთ ნასროლმან ისარმან ფარი და ჯაჭვიანი კაცი გაიარის და მიწასა ნახევრად დაესვის. აღმოიწუადეს ჴრმლები, და შეუჴდე, და აიხუნეს, და აემართნეს აღმა მთასა, და გორვიდეს ჩამოღმა. და იგი იყო უმჯობესი მათ შორის, რომელმან დაყარის აბჯარი და ტანისამოსი და შიშუელი მირბოდის.

მაშინ ვირშელმან ერისთავმან, იხილნა რა ესრეთ უღონო ქმნილნი მებრძოლნი მისნი, უბრძანა არა ჴოცად მათდა, არამედ პყრობად და დევნად. და მიუდგეს უკანა, და გაჰყვეს იქით არაგჳსა. და მოვიდა ერისთავი ლომისას და გაუშვნა ყოველნი, რომელნი ჴლთა დარჩომოდეს, და შეწირა ლომისას არა მცირედი. და ისტუმრა შინა დავით ძე მეფისა.

ამისა შემდგომად გარდაჴდა წელნი რაოდენნიმე. ვითარცა წესი არს ჩუეულება ეშმაკისა, აღძრა ეშმაკმან, მოძულემან კეთილისამან, თურქნი ქრისტიანეთა ზედა. შეკრბა ერი ურიცხჳ და მოვიდა ქართლს წინაძღომითა ბაედარის მის ხოსიასითა. ეწყუნენ ქართველნი და თურქნი, მოკლეს მეფე გიორგი და მის თანა ქუენიფნეველი იოანე და ყოველნი მთავარნი დიდებულნი ქართლისანი, და ლაშქარნი სრულიად დაჴოცნეს, საქართველო მოარბიეს და წარტყუენეს თთუესა. აგვისტოსა რვასა, ქ~კსა ჲ~ა.

და დაჯდა მის წილ ძე მისი დავით და განაგებდა ყოველსა სამეფოსა ქართლისასა.

აღესრულა დავით და დაჯდა მის წილ ძე მისი გიორგი.

დაჯდა მეფედ ბაგრატ, და განაგებდა სამეფოსა ქართლისასა. ხოლო მჯდომარე იყო წმიდასა კათოლიკე ეკლესიისა ხარისხსა ზედა ჟამსა მას და მწყსიდა კეთილად მწყემსი იგი კეთილი სანატრელი და ყოვლად წმიდა კათალიკოზ-პატრიარქი ელიოზ.

და ამას ჟამსა შინა გამოჩნდა მძლავრი ლანგ-თემურ, პირველად ქუეყანასა თურქეთისასა. რამეთუ ეწოდა სახელად თემური და მკელობელ იყო, და სპარსთა ენათა მიერ მკელობელსა ლანგ ეწოდების. ხოლო ესე ლანგ-თემურ გუარტომობით იყო ჩინყის სამარყანელი. ამისთჳს უწოდდენ ჩინყიზად.

რამეთუ პირველთა ჟამთა შინა იყო ვინმე ქუეყანასა თურქთასა ასული ერთი მდიდრისა რომლისამე, მუნ მკჳდრთაგანისა კაცისა. და იყო ქალი ესე მდიდარ ფრიად. საჭურჭლეთა და მონათა სიმრავლითა გარდარეულ. და უფლებდა რომელსამე ელსა და სპათა ზედა. ესრეთ განაგებდა ელსა და სპათა თჳსთა ქალი ესე, და არა ესუა ქმარი.

ხოლო იქმნა მის ზედა ჴელოვნება რამე ბელიარისა, და მიდგომილება ანტესებრივი, და ეგრეთვე ქალი იგი მიდგომილ იქმნა თჳნიერ ქმრისადა დაწინდებისა. ხოლო საცნაურ იქმნა მიდგომილება იგი მისი ყოველთა მიერ. და მცნობელთა საქმისა ამის სპათა მისთა მიერ, ფრიად შემძნობელ. განსაქიქებელ და საკიცხელ უჩნდათ რამეთუ დიდად წარჩინებულ იყო მკჳდრთა მის ადგილისათა. ხოლო ვერღარა თავს იდვეს სირცხვილი იგი მისი სპათა და მონათა მისთა. დღესა ერთსა შეკრბეს ვანად მისსა, მიუვლინეს და ეტყოდეს: "ვინათგან მთავარ და უფალ ქმნილ ხარ ჩუენ ზედა, რასათჳს ჰყავ საქმე ესე, და შეამთხვიე თავსა შენსა ესევითარი სირცხვილი". ხოლო მან უარ-ყო ფრიად და ეტყოდა მათ: "უკეთუ სარწმუნო ხარო სიტყუათა ჩემთა, ესე უწყოდეთ, რამეთუ მე კაცთაგან არა მიდგომილ ვარ. და უკეთუ არა სარწმუნო გიჩნსთ, დაადგინეთ სრასა ამას ჩემსა მსტოვარნი, და მათ ცნან, თუ ვინა მოვალს ჩემდა, და მით გულ-სავსე იქმნეთ". და მათ ჰყვეს ეგრეთ, განაწესნეს მცველნი და განმსტრობელთა საქმისა მის იხილეს მსგავსი ნათლისა მზაკუარება მთავრისა მის ბნელისა, რომელი ჴელოვნებათა თჳსთა მიერ რეცა ნათლად შეიცვალების, და უფროსღა ნებისმყოფელთა თჳსთა ზედა ესრეთ მოქმედებს. ხოლო მცველთა მათ იხილეს ნათლისა სახე იგი, რომელი მივიდა ქალისა მის თანა, და მსგავსმან განისუენა მსგავსისა თანა. და ეგრეთვე ღამე ყოველ მოქმედებდა. და აუწყეს მცველთა ცხადად ხილული იგი მათ მიერ. მაშინღა სარწმუნო იქმნნეს საქმესა მას.

ხოლო მიუდგა ქალი იგი და შვა ყრმა-წული, და აღიზარდა იგი, და უწოდეს მას ძედ ნათლისად, და მიერითგან უწოდეს ჩინყიზი. და ვითარცა აღიზარდა იგი, იქმნა მეფედ თურქთა ზედა, და მიერითგან მეფობდენ მუნ ტომნი მისნი.

და ესეცა ლანგ-თემურ იყო ტომობით თესლი ჩინყიზისა მის, და იყო თურქთა მეფისა ყმა საყუარელი და მჴედართ-მთავარი, და მიანიჭა ქალიცა თჳსი. ამისთჳსცა განძლიერდა ფრიად, და უძლებდა სპათა თჳსთა ზედა, და სხუანიცა მრავალნი მიიმძლავრნა,და დიდად სახელოვან და განთქმულ იქმნა მკჳდროანთა მის ადგილისათა. ხოლო ჴელოვნებითა თჳსითა მოიპოვა ჟამი რაჲმე ნებისა თჳსისა, და მოკლა მეფე თურქთა, და ძენიცა მისნი ყოველნივე მოსრნა პირითა მახჳლისათა, და თჳთ და. იპყრა სრულიად ქუეყანა თურქეთისა, და მერმე ინდოეთი და ერანი. და კუალად უმეტესად განძლიერდა, და ვერღარა-ვინ აღუჩნდეს წინააღმდგომად მისსა, რამეთუ ვრცელად ცხოვრება მისი წიგნთა შინა სპარსთასა განმარტებით წერილ არს, და სომეხთაცა სხუებრ რადმე აღუწერიათ.

ხოლო ამიერითგან უფროსად განძლიერდა ლანგ-თემურ,რამეთუ კნინღა სრულიად დაიპყრა პირი ყოვლისა ქუეყანისა, და ესრეთ წარემართებოდა საქმე მისი, ვითარცა ალექსანდრე მაკედონელისა. და ესე არა თუ კეთილ-მოქმედებისა მისისათჳს, არამედ ესრეთ არს სოფლისა მის ჩუეულება. და იგი მპყრობელი ყოვლისა ქუეყანისა აწ ესე-რა იგიცა ნაცარ და მტუერ ქმნილ არს, და სულითა ქუესკნელად შთასრულ არს.

ხოლო აწ პირველსავე სიტყუასა მოვიდეთ.

მაშინ დაიპყრა ლანგ-თემურ ყოველივე ქუეყანა აღმოსავლეთისა, და წარმოვიდა ძლიერებითა მრავლითა და სპითა ურიცხჳთა, რომელი ჰფარვიდა ყოველთა ველთა ქუეყანისათა, და ესრეთ მოიწია სომხითად, და მოიცვა სრულიად სომხითი. რამეთუ მოაწია მათ ზედა ჭირი, სრვა, ტყუენვა და სრულიად იავარ ჰყო სომხითი, ესრეთ ვითა ცხოვრებასა სომეხთასა განმარტებით წერილ არს.

ხოლო დაიპყრა სრულიად სომსხითი და მრავალი ტყუე ჰყო, და უმრავლესნი მათნი მოსრნა პირითა მახჳლისათა, და სხუანი ყოველნივე თჳსად მიიმძლავრნა, და ჰყო საბრძანებელსა ქუეშე თჳსსა. და წარვიდა მუნითგან, და დაიპყრა კარი, და აღიღო ყოველნივე ციხენი და სიმაგრენი მათნი, ხოლო წინააღმდგომნი და ურჩნი ყოველნივე მოსრნა პირითა მახჳლისათა. და დაიბანაკა მუნ ზამთარსა ერთსა. რამეთუ იყო ზამთარი ძლიერი და ფიცხელი.

ხოლო წარვიდა ათაბაგიცა და მორჩილ ექმნა მას, რამეთუ ვერ ძალ-ედვა წინააღდგომა მისი, და დიდად პატივ-სცა ათაბაგსა.

მაშინ წარვიდა შერდიას-შვილი ვირშელი, და წარმოუძღუა წინა ყოვლითა სპითა ჩაღნელ -- ქვეშნელ -- სიყალშელ -- ნალროელ -- ინდუსტანელითა, და ყოვლისა სპარსეთისა და აღმოსავალისა ლაშქრითა, დიდითა რისხვითა და გულისწყრომითა.

ხოლო შემდგომად ზამთრისა წარმოემართა ქართლსაცა ზდია. ვითარცა ღელვანი ზღჳსანი. განძჳნებულნი, რამეთუ წადიერ იყო დაპყრობა საქართველოსა, და ესრეთ იყო ნება სვინიდისისა მისისა. გარდამოვლო აბოცი, წარმომტყუენველმან და სრულიად იავარ-მყოფელმან ყოვლისა სანახებისამან. არა ჰყოვნა მუნ, არამედ წარმოვიდა, გარდმოვლო თრიალეთი და საბარათიანო, საშინელებითა და ზარითა დიდითა, ქრონიკონსკ ქრისტეს აქეთ ჩ~ტჟგ.

რამეთუ ვის ძალ-ედვა წინააღდგომად მისა? რამეთუ ჰყვა ბანაკი და სიმრავლე სპათა ურიცხჳ, რომელსა ვერ იტევდენ მთანი და ველნი და ყოველნივე არენი და სანახებ[ნ]ი საქართველოსანი, და მოსრნა ყოველივე თრიალეთი, საბარათიანო, და გარემონი, მკჳდრნი მათ ადგილთანი წარმოსტყუენნა, და შემუსრნა ყოველნივე სიმაგრენი, ციხენი და გოდოლნი. და არა დაშთა დაბანი, რომელნი სრულიად არა აღაოჴრნა.

რამეთუ არაოდეს მოწევნულ არს ჭირი ესევითარი საქართველოსა ზედა, რომელი მან მოაწია.

მაშინ სცნა რა საქმე ესე მეფემან ბაგრატ, მწუხარე იქმნა ფრიად, და ეძიებდა ღონესა რასამე საქმისასა, რამეთუ ვერ ძალ-ედვა წინააღდგომა მისი. ხოლო შევიდა ციხესა ტფილისისასა.

მაშინ გიორგი მეფე წარვიდა და მივიდა სამწევრისს და ოდეს ესმა მოსლვა ტფილისს თემურისა, მაშინ აღიყარა მეფე გიორგი ლიხთიმერეთით.

მაშინ ერისთავი ვირშელი უკუდგა ციხესა ბეხუშისასა დედაწულითა და ჯოგითა, და თანა ჰყვა კათალიკოზი ელიოზ ყოვლითა საყდრის შვილითურთ, და ხიზნითა და ჯოგითა და ცხვრითა, და გამაგრდა მას შინა.

და ვითარცა ესმა საქმე ესე ლანგ-თემურს, წინააღდგომა და სიმაგრე, ეგრეთ ჰმონებდა თჳთ მისლვასა და მორჩილებასა მეფისა ბაგრატისასა, ვითარცა მორჩილ ექმნა ათაბაგი და სხუანიცა მრავალნი. მაშინ ფრიად განრისხნა მძლავრი იგი ზუავი და ამპარტავანი. მივიდა და გარე მოადგა ციხესა ტფილისისასა, და უბრძანა სპასპეტთა და სპასალართა თჳსთა ყოველთავე ბრძოლა ძლიერი, და განწირვა თავთა მათთა.

ხოლო რომელნიმე დიდებულნი თავადნი ქართლისანი არა იყვნენ ციხესა მას. შინა მეფისა ბაგრატის თანა, არამედ წარსულ იყვნეს თჳს-თჳად სახიზარსა და სიმაგრესა შინა, და რომელნიმე თანა ჰყვეს რჩეულნი ჭაბუკნი, რომელნი სამარადისოდ თანა ჰყვებოდეს მეფესა.

ხოლო მოისვა მძლავრმან ლანგ-თემურ სრულიად გარემონი ტფილისისანი, და უბრძანა სიმრავლესა ბანაკთა თჳსთასა აღება ციხისა და შემუსრვა ზღუდეთა ციხისათა.

მაშინ მეფემან ბაგრატ, დიდად მინ[დო]ბილმან და მსასოებელმან მოწყალებათა ღმრთისათამან, განიგულა წინაგანწყობა მათი, მეტყველმან ესრეთ: "ფრიად უმჯობეს არს და სანატრელ სიკუდილი სარწმუნოებასა ზედა ქრისტესსა, ვიდრეღა-რა მორჩილებასა და იძულებით შეპყრობასა მძლავრისა მის მიერ" და ესრეთ შეიჭურა ჯაჭუ-ჭური ქრისტეს სარწმუნოებისა, და გამოვიდა შემთხუევად და ბრძოლად ლანგ-თემურისა. და მიმტევნეს ბანაკსა მათსა მეფე ბაგრატ და სპანი ქართველთანი ესრეთ ვითარცა გავაზი გუნდსა წეროთასა და ვითარცა ლომი მროწეულსა ზროხათასა. და იქმნა ბრძოლა ძლიერი იმიერ და ამიერ, და მოისრა ორ-კერძოვე სიმრავლენი სპათანი, და უფროსღა უმრავლესნი მოსწყდეს სპანი ლანგ-თემურისანი. და ვერა უძლეს ოტებად მათდა სიმრავლისაგან ბანაკთასა; და დაშურეს ფრიად ქართველნი ფიცხელთა ბრძოლათა მიერ და სრვათა, და მოისრნეს ქართველნიცა მრავალნი. და ესრეთ უკუნ იქცეს. მუნვე ციხესა ტფილისისასა.

ამისა შემდგომად ფრიად განძჳნებულმან ლანგ-თემურ და ვერ მიმთხუეულმან ნებასა გულისთქმისასა მოიპოვა ღონე ესევითარი, და ქმნეს ჩელტები რკინითა შემზადებული. ესე აღიფარეს და მიეტევნეს ციხესა მას ტფილისისასა. და ესრეთ მძლავრობით შემუსრეს და აღიღესს ციხე იგი, და იავარ ჰყვეს სრულიად შინაგან მყოფნი ციხესა მას შინა: და რომელნიმე მოსრნეს, და რომელნიმე ტყუე ყვეს.

მაშინ შეიპყრეს თჳთ მეფე ბაგრატ და დედოფალი ანნა, და მის თანა მყოფნი ქართველნი ყოველნივე. და განიხარა ლანგ-თემურ შეპყრობისა მისისათჳს, და პყრობილ ჰყო მეფე ბაგრატ, და სრულიად მის თანა მყოფნი ქართველნიცა. და თჳთ დაიპყრა ციხე, და შეაყენნა მას შინა სპანი თჳსნი. ხოლო აიძულა მეფესა ბაგრატს სჯული მაჰმადისა ლანგ-თემურ, და აღუთქმიდა ნიჭთა დიდთა, და პატივსა ძმებრივსა, და კუალადვე მინიჭებასა სამეფოსა თჳსისასა. ლიქნითა სიტყუათათა მოქენე იყო პყრობა სჯულისა მისისა, და არა მორჩილ ექმნა ყოვლადვე, რამეთუ მტკიცედ ეგო სარწმუნოებასა თჳსსა ზედა მეფე ბაგრატ.

და დაყო მცირედ-რამე მუნ ლანგ-თემურ. და მერმე აუწყეს ნადირთა სიმრავლე და შექცევა ყარაიასა, და წარვიდა ყარაიასა შინა. მოინადირეს და შემოსეს კეთილად, მოსრეს სიმრავლე ნადირთა, და იშუებდეს უზრუნველად და განსცხრებოდეს. მაშინ განიზრახა წარსლვად ყარაბაღს, და აღიყარა და წარვიდა, და თანა წარიყვანა მეფე ბაგრატ პყრობილი. და შთასრულმან ყარაბაღს დაიბანაკა მუნ რაოდენთამე ჟამთა, და იგონებდა ბოროტსა, რამეთუ სავსე იყო შორითა და ჴდომითა, რომლისა თხლე არა წარმოიცალიერა, და გარდამოეცემოდა გესლი ასპიტისა ბაგეთაგან მისთა, რამეთუ სრულიად ეგულვა და მოქენე იყო იავარ-ყოფისათჳს საქართველოსა, ვინათგან მეფე ბაგრატ პატიმრად ჰყვა, და სხუა არავინ საეჭულ უჩნდა წინააღმდგომი მისი. ხოლო განაწესა სპასალარი ერთი ვინმე წარჩინებულთა თჳსთაგანი და მისცნა სიმრავლენი სპათანი ურიცხუ[ნ]ი, წარმოგზავნა საქართველოსა ზედა, და ამცნო სრულიად მოოჴრება და დასრულება ქართლისა; და უმეტესად წმიდათა ეკლესიათათჳს, ციხეთა და შენობათათჳს ეტყოდა: "დაარღვიეთ, დაარღვიეთ მისაფუძვლადმდე მისა. ხოლო მჴცოვანთა მამათა და დედათა, და უფროსღა სამღდელოთაგან რომელნიცა შეიპყრან, მოსრან ყოველნივე პირითა მახჳლისათა, და სხუანი წარტყუენონ და ტყუე ჰყონ, და მოწვან ცეცხლითა წმიდანი ეკლესიანი, და ყოველნივე დაბანი და შენობანი ქართლისანი". და ესრეთ ამცნო და განამტკიცნა სარდალნი და ყოველნივე სპანი თჳსნი მძლავრმან უწყალომან ლანგ-თემურ. მაშინ წარმოვიდენ და მოიწივნეს მსწრაფლ მყისსა შინა არეთა ქართლისათა, ქრონიკონს ქრისტეს აქეთ ჩ~ტჟგ.

და ვითარცა მოიწივნნეს, მაშინ მოიცვეს ტფილისი და სრულიად ყოველნივე სანახებნი ქართლისანი, და სრვიდეს უწყალოდ, ვითარცა პირველ მეგჳპტელთა ღმრთისა მიერ რისხვით მივლინებული იგი მომსრველი სენი. რამეთუ ესრეთ თქმულ არს:
ორგზის ჟამიც აღარ მოექცევისო. ნანდვილვე ფრიად უბოროტეს ჟამისა გამოჩნდეს. იგინი, რამეთუ მომსრველი იგი ჟამი ზეგარდამოითა ბრძანებითა ყოვლად მოწყალისა ღმრთისათა მიივლინების კაცთა ზედა განმრავლებისათჳს ცოდვათა ჩუენთასა, და სწურთნის ვითარცა საყუარელსა ძესა მამა იგი მოწყალე. რათა შეინანონ და მოიქცენ სინანულად, და განგებითა ღმრთისათა მის მიერ აღსრულებელნი გუამნი მკუდართანი ყოველნივე მღდელთა მიერ შეიმუსრვის და იმსახურების, და წმიდათა ეკლესიათა შინა განწესებულ არს სამარხო მათი პატივად და ლხინებელად აღსრულებულთა სულთათჳს. და მომსრველი იგივენი ვერ მიეხების ღდელთა რათურთით.და ესრეთ განთავისუფლებულ არიან მღდელნი მომსრველთა სენთა მიერსა, და წმიდათა ეკლესიათა მიერ ფრიად შიშნეულ არს, და მძრწოლარე ჭირი იგი მომსრველი, არამედ მაშინ ფრიად უბოროტეს გამოჩნდეს მომსრველისა მისგან ჟამისა სპანი იგი ლანგ-თემურისანი საქართველოსა შინა.

ხოლო არა თუ ყოველთა კაცთა სრვა კმა ვყოთ, არამედ წმიდანი ეკლესიანიცა და მას შინა მყოფნი სამღდელონი კრებულნი ცეცხლითა დამწვარ იქმნნეს მათ მიერ.

მაშინ დაუტევეს ქუემო-კერძონი იგი სანახებნი ქართლისანი, და წარვიდეს ზემოთ კერძო შიდა ქართლად, რომელსა აწ ზემო ქართლად უწოდენ. რამეთუ პირველ მოსლვასა მათსა დაშთა შიდა ქართლი წარუტყუენველად. მაშინ მივიდეს უსჯულონი იგი წმიდასა კათოლიკე ეკლესიასა მცხეთას, უფროსღა და უმჯობეს სავსენი შურითა მისითა. ეჰა, ვაჲმე დღისა მისთჳს და ჟამისა, რომელი მოიწია ჩუენდა სიმრავლისათჳს ცოდვათა ჩუენთასა. აჰა წარმოდეგინ ჩუენდა გოდებისა მთხზველად ჴმა ჰრამათ მტირალი საღმრთო იერემია, მეტყუელი ესრეთ: "განიშორა უფალმან საკურთხეველი თჳსი, განაბნია სიწმიდე თჳსი, შემუსრა ჴელითა მტერისათა ზღუდე ტაძართა მისთა, ჴმა ბრძოლისა მოსცა სახლსა შინა უფლისასა, ვითარცა დღესა შინა დღესასწაულისასა, და ეკუეთნეს ქუეყანასა ბჭენი მისნი, წარწყმიდნა და შემუსრნა მოქლონნი მისნი, მეფე მისი, და მთავარნი მისნი წარმართთა შორის. და არა არს სჯული, და წინასწარმეტყუელთაცა მისთა არა ჰპოვეს ხილვა უფლისა მიერ".

რამეთუ ესრედ სახედ ყოველივე ჰყო მძლავრმან უწყალომან ლანგ-თემურ საქართველოსა შინა, ვითარცა მეფემან ბაბილოვნისამან ნაბუქოდონოსორ მოაწია იერუსალიმსა ზედა, ამან უფროსღა გარდამატა მას, რამეთუ მან არა იკადრა დარღუევა ტაძრისა მის სოლომონისა, თჳნიერ წარღებისა მრავალთასსა მას პატიოსანთა ჭურჭელთა ტაძრისათა, არამედ ამან ლანგ-თემურ ესეოდენი ბოროტი ქმნა რომელ წარიღო, სრულიად პატიოსანი სამკაული და შემკობილნი რომელნი წმიდისა კათოლიკე ეკლესიისანი, და იგი არა ჯერ უჩნდა. კმაყოფად, არამედ თჳთცა შეჰკადრა და ბილწითა ჴელითა წარმდებად ჴელ-ჰყო დარღვევად და მოოჴრებად სუეტისა ცხოველისა შინაგან, და გარეთ ზღუდენი და პალატნი. და ყოველნივე შენობანი სრულიად იავარ ჰყვეს სპათა ლანგ-თემურისთა.

ამისა შემდგომად აღიყარნეს და წარვიდეს და, სადაცა განვლეს, დაწვეს და მოაოჴრეს დაბანი და შენობანი ზემო-კერძოთა სანახებთანა. და ესევითარითა სიბოროტითა მიიწივნეს ქუაბთა ჴევს, და იგიცა მოიცვეს და წარმოსტყუენეს. და უყვეს მრავალი ბოროტი გარეშე წმიდისა ეკლესიისა, და ინებეს წმიდისა მის ეკლესიისა ცეცხლითა დაწვა და დარღუევა, რამეთუ შინაგან ტაძრისა მის შევტოლვილ იყვნეს ყოველნივე მუნ მყოფნი, წმიდანი მღდელნი, დიაკონნი და ფირჩოსანნი, მღდელ-მონაზონნი, გლახაკნი და უღთონი დავრდომილნი, და დედანი მონაზონნი, რომელნი მდგომ იყვნეს. აზნაურთა და თავადთა ასულნი და დედანი.

ხოლო ესე ყოველნივე მონაზონნი გამოიყვანნა და შეასხნა სამეჩანგო შესასხმელნი, და დაჰკიდნა ეჟუანნი და ზარნი და ფერჴისა დააბმევინა, ათამაშა და ამღერა. და ერთმან ვინმე მონაზონმან აღმოთქუა: "ვაჲ ჩუენს დედაბრობასა, ეს რა გუეძღარუნებიან". ამისა შემდგომად რომელნიცა ინებეს, წარიყვანეს, და რომელთა არა დაუტევეს სჯული ქრისტესი და ურჩ ექმნენ მათ და გლახაკნი და დავრდომილნი რომელნიცა იყვნეს, მათ ყოველთა შეუკრნეს ჴელნი და ფერჴი, და დააწყვეს საშუალ ეკლესიისა, რამეთუ იყო ჴმა მათი ვაებისა და ოჴრებისა, ვითარცა ქუხილი ცისა. ხოლო მათ ყოველთა, უკეთურებითა აღსავსეთა, აღაგზნეს შიგან და გარეშე ტაძრისა მის აღატყინეს ცეცხლი მძლაფრი, და დაწვეს ტაძარი იგი ქუაბთაჴევისა ღმრთისმშობელისა, და მას შინა მყოფნიცა იგი წმიდანი და სამგზის სანატრელნი სამღდელოთა დასნი, რომელნი მას შინა ცეცხლითა აღესრულნეს და წამებისა ღუაწლითა და გჳრგჳნითა შემკულნი აწ იხარებენ წანაშე ღმრთისა და ჩუენთჳს ჰყოფენ ვედრებასა. ხოლო დამწვარნი იგი წმიდათა გუამთა მათთა აჩრდილნი ვიდრე დღეინდელად დღედმდე მსგავსად კაცთა სახედ იხილვების იატაკსა მას შინაგან წმიდისა ტაძრისასა. და ესენი სურვილითა წამებისათა და ტრფიალებითა ზესთა სასურველისათა შეთქმულ იქმნეს, რათა ღირს იქმნენ იგინი ქრისტესთჳს სიკუდილსა და ტანჯვასა, და აქა მცირედ მოითმინნეს და მუნ საუკუნოდ იშუებენ, და იმოთხვენ ზეცათა შინა ყუავილთა მათ დაუჭნობელთა.

ხოლო უსჯულოთა მათ მოვლეს გარემონი მათ ადგილთანი, და წარტყუენნს ყოველნივე. და ამისა შემდგომად წარვიდეს და მიიწივნნეს რუისს და დაიბანაკეს მუნ. მოიცვეს სრულიად შიდა ქართლი, დაწვეს და აღაოჴრეს, და მოვლნეს ყოველნი არენი და სანახებნი შიდა ქართლისანი, და აღიღეს ციხენი, გოდოლნი და სიმაგრენი ყოველნივე თჳნიერ მთისა კავკასიისა. მაშინ ძირითურთ აღმოფხურეს დიდი ეკლესია იგი რუისისა, რომელ არს საყდარი ღვთაებისა, ვიდრე საფუძველითურთ დაარღვივეს, და არა-სადა დაშთა დაბანი და შენობანი მათ მიერ წარუტყუენველად.

და ესრეთ სრულ ჰყვეს ბრძანებული იგი ლანგ-თემურისა სპათა მისთა, ვითარცა პირველ ნაბუზარდან მთავარ-ქონდაქარმან მეფესა ნაბუქოდონორისმან ჰყო იერუსალიმს შინა იუდიანთა ზედა, მოქმედმან ესევითარისა უკეთურებისამან, რომელმან განასახლნა იერუსალიმით ბაბილოვნად იუდიანნი, ძენი სიონისანი, სიტყჳსაებრ წინასწარმეტყუელისა იერემიასსა: "მოვიდაო ნაბუზარდან მთავარ-ქონდაქარი და წინაშემდგომი მეფისა ბაბილოვნისა იერუსალიმად, და დაწვა სახლი უფლისა, და სახლი მეფისა, და ყოველნი სახლნი ქალაქისანი, და ყოველი სახლი დიადი მოცეცხლა ცეცხლითა". ესე ყოველივე ჩუენდა მომართ აღასრულა უწყალომან ლანგ-თემურ და სპათა მისთა, რამეთუ სრულ ჰყვეს ყოველივე ბრძანებული მისი.

ამისა შემდგომად აღიძრნეს და წარვიდეს მუნითგან და ჩავლეს კახეთი. იგიცა წარმოსტყუენეს და იავარ ყვეს, და მრავალნი ტყუ ყვეს. და რომელნიმე მოსრნეს პირითა მახჳლისათა, და შენობანი ყოველნივე მოცეცხლეს და წარვიდეს ლანგ-თემურისა თანა, მიულოცეს გამარჯუება.

ხოლო ჟამსა მას მივიდა ლანგ-თემურ შაქის, და მიერთნეს ყოველნივე მკჳდრნი მის ადგილისანი, მიიმძლავრნა და ვერვის ძალ-ედვა. წინააღდგომად მისა, და ყვნა ყოველნივე საბრძანებელსა ქუეშე თჳსსა. მაშინ შემოიკრიბა და მიერთნეს ყოველნივე კავკასიანნი და ლეკნი, შირვანელნი და გილან-მაზანდარელნი, და თანა ჰყვა პყრობილად მეფე ბაგრატ, და ყოველნივე მის თანა მყოფნი ქართველნი, რამეთუ დიდად მოქენე იყო და ღონე-ჰყოფდა ლანგ-თემურ მიქცევად სჯულსა მისსა ზედა მეფისა ბაგრატისსა, და აღუთქმიდა მრავალსა ნიჭსა და პატივსა დიდძალსა და კუალად მინიჭებასა საქართველოსასა, და უკეთუ არა სარწმუნო მექმნა და არა ისმინო ჩემი, ვბრძანო სიკუდილითა ბოროტითა სიკუდილი შენი და ყოველთავე ქართველთა, რომელნიცა პყრობილ არიან ჩემ მიერ".

ხოლო მეფემან ბაგრატ, არარას მზრუნველმან თავისა თჳსისამან და ვითარცა სურვიელმან მწარისა სატანჯველისა და სიკუდილისამან ქრისტეს სარწმუნოებისათჳს, არა ინება და არცა სათნო უჩნდა მორჩილება მათი და დატევება სჯულისა თჳსისა, არამედ გამოჴსნისათჳს ქართველთასა, რათა არა მიზეზითა მისითა იქმნას აღსასრული მათი მის უწყალოსა მძლავრისა მიერ. ამისთჳსცა მოიპოვა ღონე რაჲმე ჴელოვნებით ძჳნად მათდა აღმრჩეველმან, რეცა-თუ პირ-მორჩილ ქმნილმან ნებასა მათსამან, ხლო გულითა შორად განშორებულმან მცირედსა ჟამსა შინა უმჯობესისა საქმისა წარმართებისათჳს, რათამცა ჴსნილ და განტევებულ იქმნენ მათ მიერ, და ამისთჳსცა მიჰყვა ნებასა. ლანგ-თემურისსა. ხოლო ლანგ-თემურს რა ესმა მორჩილება მეფისა ბაგრატისა, განიხარა სიხულითა დიდითა და მსწრაფლ წარავლინა კაცი, და თავისუფალ ჰყო პყრობილებისაგან, და მიიყვანა სახიდ თჳსად. და შეიტკბო და დიდად პატივ-სცა, და ეგრეთვე ქართველნიცა განათავისუფლნა კრულებათაგან. მაშინ მიანიჭა მეფესა ბაგრატს წყალობა, და უბოძა საბოძვარი მრავალი, და მოფენილობა სახლთა, და სარეცელნი და სხუანი მრავალნი საჴმარნი და სამკაულნი, ყოველივე შემსგავსებული სიმდიდრისებრ ჴელმწიფობისა მისისა, და მრავლითა ნიჭითა და საბოძვართა სიმრავლითა აღუსრულა გული, და უყოფდა ძმებრივსა პატივსა და სიყუარულსა ყზომოსა მიქცევისათჳს მისისა სჯულსა მაჰმადისსა. ხოლო მეფე ბაგრატ. დაღაცათუ პირითა აღიარებდა სჯულსა მათსა, არამედ მტკიცედ ეგო გულითა მჴურვალითა სარწმუნოებასა ზედა ქრისტესსა, და საიდუმლოდ თჳსგან ევედრებოდა ღმერთსა ცრემლითა მდუღარითა, რათა განტევებულ იქმნეს მათ მიერ.

მაშინ ქართველთა ყოველთავე დაატყვებინეს იძულებით სჯული მათი და მიიქცეს სჯულსა მათსა, და უფროსღა მას ზედა მწუხარე იყო მეფე ბაგრატ მიდრეკისათჳს და დატევებისა ქართველთა სჯულსა ქრისტეანობისასა. და ჟამსა მას დიდად სათნო უჩნდა ლანგ-თემურს მეფე ბაგრატ, და უსმენდა და მორჩილებდა სიტყუასა მისსა, და არღარა უფარვიდა საიდუმლოსა სვინიდისისა თჳსისასა, და იყო თანა-განმზრახი ლანგ-თემურისა. 

ხოლო ჟამსა მას დაეპყრა ყოველივე აღმოსავლეთი ლანგ-თემურს, და არღარავინ საეჭუელ უჩნდა წინააღმდგომი, ვინათგან მეფე ბაგრატ თანა-ჰყვა და სრულიად საქართველო საბრძანებელსა მისსა ქუეშე იყვნეს, და ესრეთ მოქადულ იყო დაპყრობისათჳს საქართველოსა და მეფისა ბაგრატისა, რათამცა ჴელეწიფა პყრობად პირი ყოვლისა ქუეყანისა, და ამისთჳს დიდად პატივცემულ იყო მის მიერ.

ხოლო დღესა ერთსა, ოდეს იყვნეს მხოლოდ თჳსაგან თჳთმპყრობელი მძლავრი ლანგ-თემურ და მეფე ბაგრატ და ზრახვიდენ ურთიერთას, მაშინ რქუა მეფემან ბაგრატ ლანგ-თემურს სიტყჳთა ლიქნითა: "ვინათგან ესრეთ ვსცან სიმტკიცე სჯულისა თქუენისა, და აწ მეცა სარწმუნო მიჩნს და ესრეთ მნებავს, რათამცა სრულიად მორჩილ იყვნე სჯულისა თქუენ სამკჳდრნი საქართველოსანი. და უკეთუ გნებავს მოქცევა მათი სჯულსა თქუენსა ზედა, აწ მომეც სიმრავლენი სპათა თქუენთანი და მე წარვალ სამეფოსა ჩემსა საქართველოსა, და მე მოვხადო ყოველთავე მკჳდრთა ქართლისათა: დიდებულთა და მცირეთა, მთიულთა, ოვსთა, დვალთა, სუანთა და აფხაზთა -- ამათ ყოველთავე მე დავარწმუნო სჯული თქუენი, და იგინი ვყვნე მოხარკე და მორჩილ ბრძანებისა თქუენისა.

მაშინ ვითარცა ესმა საქმე ესე ლანგ-თემურს, დიდად მხიარულ იქმნა, და სარწმუნო იქმნა განზრახვასა მისსა ზედა კუალად უმეტესად პატივ-სცა და მიანიჭა საბოძვარი დიდძალი, განძი და საჴელმწიფო საჭურჭლე. და აღამზადა სპანი, რჩეული კაცი თორმეტი ათასი და უჩინა მათ სარდალი და ათასისთავნი. და ამცნო მათ ლანგ-თემურ, რათა მორჩილებდენ მეფესა ბაგრატსა და არა ურჩ ექმნენ სიტყუასა მისსა.ხოლო წარმოვიდა მეფე ბაგრატ, და მის თანა მყოფნი ქართველნიცა, და სპანი ლანგ-თემურისნი თორმეტი ათასი. და ესრეთ იქმნა წინაუკმო აღრჩევა ესე მეფისა ბაგრატის, ვითარცა. პირველ აქიტოფელი აბესლომისათჳს და ესე არათუ თანა-განმზრახ იქმნა საქმედ სიბილწისა, არამედ შურის ძიებისათჳს პირველთა მათ სიბოროტეთა და უკეთურებათა ლანგ-თემურისათა, რომელი ჰყო საქართველოსა შინა. მაშინ წარმოემართა და მიიწია არეთა და მზღვართა საქართველოსათა და იმარჯუებდა ჟამსა, თუ ვითარძი საბრჴე უდგას სპათა ლანგ-თემურისთა. ხოლო ჟამსა მას დაეპყრა სრულიად საქართველო გიორგის, ძესა პირმშოსა ბაგრატისასა. მაშინ წინააღრჩევით იდუმალ წარავლინა მეფემან ბაგრატ კაცი ერთი მჴედართაგანი, სარწუნო გულისა თჳსისა, მალემსრბოლად წინაშე ძისა თჳსისა გიორგისა, და მიუწერა ესრეთ: "განვერი საბრჴისა მისგან ლანგ-თემურისა ძალითა ყოვლად ძლიერისა ღმრთისათა; და აწ მოვალ შურისგებად და ძიებად პირველთა სიბოროტეთა, რომელი ჰყო მან ჩუენ ზედა და საქართველოსა ზედა. აწ ესერა მომყავს სპანი ლანგ-თემურისნი, კაცი ვითარ თორმეტი ათასი, დიდად რჩეულნი და წარჩინებულნი მისნი, სავსენი განძითა და საჭურჭლითა მრავლითა. და ესე იყო წადილი და სურვილი სვინიდისისა ჩემისა ესრეთ".

და ვითარცა მიუმცნო ძესა თჳსსა გიორგის, მაშინ მოვიდა მეფე გიორგი ლიხთიმერეთით, და ესმა დვალთაგან ღალატი ქსანთ ერისთვისა. განრისხნა და განილაშქრა მათ ზედა, და შემოვიდა გზასა აჩაბეთისასა, და იწყო ტყუენვა და აოჴრება მათი, და მოაოჴრა სრულიად დვალეთი.

მაშინ მოუწოდა სპათა საქართველოსათა და შემოკრიბნა ყოველნივე, და წარმოემართა და მოვიდა და დაიბნაკა ერთსა ვიწროთაგანსა გზასა სიმაგრისასა, სადაცაწინასწარ ბირებულ იყო მეფისა ბაგრატის მიერ. ხოლო ოდეს მოიწია მეფე ბაგრატ ადგილსა მასა სადა-იგი მზირად განწყობილ იყვნენ უქმნეს წინაუკანა სპათა ლანგ-თემურისთა. მაშინ მიეტევვეს ქართველნი ვითარცა ხანძარი აღტყინებული ქართა მიერ განძჳნებული მდელოთა ველისათა ანუ მაღნართა შინა. და ვითარცა ხე ცულითა, დაკოდნეს ბეჭნი მათნი და პირითა მახჳლისათა მოსრნეს იგინი.

და მოიწია მათ ზედა რისხვა ღმრთისა საშინელი, ვითარცა-იგი ილოცა ეზეკია მეფემან ღმრთისა მიმართ სენექერემისთჳს, და გამოვიდა ანგელოზი უფლისა და მოსრა ბანაკისა მისგან ასურასტანელთასა ასოთხმეოცდახუთი ათასი კაცთაგან მთავართა. ესევითარი რისხვა ღმრთისა მოიწია სპათა ზედა ლანგ-თემურისთა, და მიუწყუეს მათცა საწყაული იგი, რომელიცა მოუწყეეს საქართველთსა, ვითარცა იტყჳს დავით: "ასულო ბაბილოვნისაო უბადრუკო, ნეტარ არს, რომელმან მიგაგის შენ მისაგებელი იგი,რომელ შენ მომაგე ჩუენ" და შემდგომი.

ხოლო მოსრეს ყოველნი სპანი ლან-თემურისნი ვითარ თორმეტი ათასი, და ერთიცა მათგანი არა განერა. და წარიღეს ქართველთა ნატყუენავი და იავარი მათი. და იყვნენ სიხარულით და შვებით განმარჯუებულნი და უფროსღა მოხარულ იყვნენ ხილვისათჳს მეფისა ბაგრატისა და მის თანა მყოფთა ქართველთასა, რამეთუ ესრეთ გამარჯუება მისცა ღმერთმან ქართველთა, რომელ თორმეტის ათასის რჩეულის ლანგ-თემურისა სპისა მომსრველთა თორმეტი კაცი არა დააკლდა მათ მიერ საქართველოსა ამა წყობათა შინა.

მაშინ ვითარცა მიესმა ლანგ-თემურს ამბავი ესრეთი, შეუძნდა ვითარმცა სრულიად მიღებულ ქმნილიყო მისთჳს ყოველივე სახელმწიფო და განსაგებელი თჳსი, იშთვებოდა სულითა და განიხერხებოდა შურითა, და იმძლავრებოდა ბოროტთა გულისსიტყუათაგან. მაშინ დაღაიდუმა საქმე იგი. და დაიზამთრა მუნვე შაქის ბანაკითურთ თჳსით, და იყო მუნ ჟამსა რაოდენსამე. და ვითარცა მოიწია თუე მარტისა, შემოკრიბნა სიმრავლენი სპათანი, უმრავლესნი ზღჳსა ქვიშისა და უმეტესნი პირველთასა.

მაშინ მოუწოდა შარვან-შაჰს ბანაკითურთ თჳსით, და მოვიდა იგიცა სპითა ურიცხჳთა, და წარმოვიდა ლანგ-თემურ ძალითა მრავლითა და საშინელებითა ზარის-საჴდელითა, საყვირითა და დაბ-დაბთა ცემითა და ბუკთა ტკრციალითა. და ესრეთ მოიწია ბარდავს, და მუნ დაუტევნა საჭურჭლენი და ბარგნი, სამძიმარი, რომელი არა ეჴმარებოდა, და დაარჩინნა სპანი მეომარნი. და ესრეთ წარმოემართა და მოიწია მდინარესა მას ზედა მტკუარსა, და გასდვა ჴიდი ნავებითა, და განვლეს მას ზედა, რამეთუ მას ჟამსა იყო გაზაფხულის პირი, და წჳმდა, და მოსთოვდა მთათა ჰაეროვნებისაგან, და არღარა ჰყოვნეს მუნ, არამედ მოისწრაფეს შენობათა შინა.

ხოლო მეფემან ბაგრატ და ძემან მისმან გიორგი შემოიკრიბ[ნ]ა სპანი საქართველოსანი, რომელთა მინდობითა და სარწმუნოებისა ღმრთისათა არა ჰრიდეს სიკუდიდ განწირვად თავთა მათთა, დაღაცათუ უმრავლეს იყვნეს იგინი უმეტეს ასითა ათასითა ზომითა, არამედ არა შეშინდეს, არცა მომედგრდეს. ხოლო მეფემან ბაგრატ და ძემან მისმან გიორგი და ერთგულთა სპათა მისთა ქართველთა მყის მიისწრაფეს მათდა მიმართ.

აწ მიხედეთ მაშინდელსა მას სიქველესა და მჴეცქმნილობასა და სჯულისა სიმტკიცესა, მკჳდრნო საქართველისანო, ჩინებულნო და რჩეულნო, და თუ ვითარი ახოვნება და გულსმოდგინება აჩუენეს უსჯულოთა ზედა არა დაკნინებისათჳს საქართველოსა, რამეთუ ესრეთ ჯერ უჩნდათ მაშინ ბრძოლა მათი, ვითარმცა მჴეცთა სრვა და შექცევა ჯარაიასა შინა.

მაშინ მივიდეს ქართველნი სადა-იგი დაბანაკებულ იყვნეს პირველ შემოსლვადმდე მათსა შენობათა შინა ქართლისათა. ესენი მიეგებნეს წინა, და მიეტევნეს სპანი ქართველთანი, ვითარცა ლომი ჯოგთა მიმართ კანჯართასა, და ვითარცა მგელი ჯარათა მიმართ თხათასა; და ეკვეთნეს ურთიერთას, და იქმნა ბრძოლა ძლიერი იმიერ და ამიერ.

აჰა, მიხედეს რჩეულებსა და ქებულსა ჭაბუკთა ქართველთასა დღე და ღამე სიხარულისა და განცხრომისა, და პირველსავე კუეთებასა ზედა მიდრიკნეს იგინი და შეანარცხეს ურთიერთას, ვითარცა შავარდენთა მიერ განქრეული გუნდი ჭილყუავთა, ეგრეთ საგონებელ იყვნეს ბანაკნი ლანგ-თემურისნი. არამედ სიმრავლისაგან მათისა ვერა აგრძნეს ბოლოდ კერძოთა მყოფთა ბანაკთა მისთა ესევითარი ძლიერი ბრძოლა თხემსა რაზმთა წყობისა მათისასა. რამეთუ მაშინ ფრიად სანატრელ საგონებელ იყო შორით მჭურეტელთა. კაცთა მიერ ახალმოასაკეთა მათ მოყმეთა ქართველთა ჭაბუკთა სიქველე და მკჳრცხლ-მორბედობა, რომელი კმა იყო ძუელთაგანცა გოლიათთა და ჭაბუკთა ომად, რომელთა ზედა მათ მიერ მივიდოდეს სიმწვავენი, და მკუეთებელნი ისართანი, მფეთებელნი ჴრმალთანი, და მხეთქებელნი ოროლთანი, და უშრომელობანი, და სიმაგრენი მკლავთანი. და ამას შინა განგრძელდა ომი.

ხოლო ლანგ-თემურისა მიერ პირველვე განწესებულ იყვნეს მცველნი რათა არავის უტევებდენ მლტოლვარეთაგანსა. და მაშინღა შეკრბეს ზოგად ერთ გუნდად, რამეთუ სიფიცხისაგან ომისა ფრიად შეძრწუნებულთა ეგულვებოდათ სივლტოლა და უკუნ ქცევა. ხოლო ლანგ-თემურ აღირჩია განწირვა თავისა თჳსისა და სიკუდილი და არა უკუნ ქცევა.

მაშინ იქადა მახჳლი და თჳთ განვიდა წინაგანწყობად, აღიზახა ჴმითა დიდითა სპათა მიმართ თჳსთა. და განმჴნდეს სპანიცა მისნი, და მიეტევნეს მიმყოვრებასა თანა ომისასა. რამეთუ სპანი ქართველთანი ფრიად დამაშურალ იყვნეს და დაელეწნეს აჯარნი საომარენი, არამედ კუ\ალადცა ფიცხლად იბრძოდეს და სრვიდეს სიმრავლესა მათსა, და დასთხევდეს სისხლსა მათსა, რომელ ყოველნივე მეწამულად იხილვებოდეს სპანი ქართველთა, ცხენით კაცითურთ. და მოისრა ორკერძოვე ბანაკი ურიცხჳ, და უფროსღა ხუთი ზომა სპანი ლანგ-თემურისნი მოისრნეს, რამეთუ განგრძობასა თანა ომისასა ვერღარა ძალ-ედვათ ქართველთა წინაგანწყობა მათი დიდსა სიმაშურალისაგან, და არცაღა იარაღი შერჩომოდათ, არცაღა ცხენთა მათთა ძალედვა სრბა. რამეთუ მე ეგრეთ ვერ ძალ-მიძს აღწერად, და შესხმა ქებისა სიმჴნე-აჴოვნებათა მათ ჭაბუკთა ქართველთასა, ვითარ-იგი სპარსთა წიგნთა შინა წერილ არ; ქება სპათა ქართველთასა. მაშინ უკუნ იქცა მეფე ბაგრატ და ქართველნი და მიჰმართეს სიმაგრესა მთათასა, და დევნა უყო უკანა მათსა ლანგ-თემურ და სრულიად სპათა მისთა.

ხოლო წინათვე წარსულ იყვნეს ხიზანნი საქართველოსანი სიმაგრეთა შინა, რომელნიმე მთათა შინა კავკასიისათა, რომელნიმე სხუათა სიმაგრეთა მიმართ იმერთასა, და არღარავინ დაშთა საქართველოსა, არცა იპოვებოდა ხიზანი შენობათა შინა, ყოველნივე შელტოლვილ იყვნეს მთათა მიმართ.

ხოლო მეფემან ბაგრატ და ძემან მისმან გიორგი მიისწრაფეს სიმაგრეთა შინა, და წარვიდეს ქართველნიცა თჳს-თჳსად. მაშინ შემოვიდა საქართველოსა შინა რისხვითა დაუპყრობელითა და, ვითარ იგი ჰგონებდა, ვერ მიემთხვივა ნებასა გულისთქმისა თჳსისასა, ვერ პოვნა ხიზანნი. და მოვლეს სრულიად ქართლი, მოაოჴრეს და დაწვეს. ყოველნივე შენობანი, და უფროსღა წმიდანი ეკლესიანი და მონასტერნი დააქცინნეს და დაწვეს ცეცხლითა. ესე მეორე ბოროტი მოაწია წმიდათა ეკლესიათა ზედა, და შემდგომად მცირედისა ჟამისა წარვიდა ლანგ-თემურ და მიიქცა მუნვე ყარაბაღს, და დაჰყო მუნ ჟამ რაოდენმე.

ხოლო მეფემან ბაგრატ კუალად იპყრა სამეფო თჳსი და განაგებდა კეთილად. და მცირედსა ხანსა შინა მიიცვალა სარწმუნოებასა და სინანულსა შინა მეფე ბაგრატ, და დაჯდა მის წილად მეფედ გიორგი ძე მისი ქრისტეს აქეთ [...]

და ამასვე ჟამსა მიიცვალა ყოვლად სანატრელი კათალიკოზი ელიოზ და დაჯდა მის წილად კათალიკოზად გიორგი.

და ყო გლოვა დიდი მეფემან გიორგი, და აღასრულეს წესი დაფლვისა. და შემდგომად ამისა დაიპყრა მეფემან გიორგი ყოველივე საქართველოს იმერნი და ამერნი, და მეფობდა ერთობით სრულიად საქართველოსა ზედა. და ვითარცა ესეა საქმე ესე მძლავრსა მას ლანგ-თემურს სიკუდილი მეფისა ბაგრატისა და გამეფება ძისა მისისა გიორგისა, კუალად აღივსო შურითა და რისხვითა დაუპყრობელითა, რამეთუ ესეოდენი ბოროტი და უკეთურება არა მოეწყინა, და არცა დააცხრო გულისწყრომა თჳსი; მაშინ გამოაყენა მეწინავეთ სარდალი თჳსი სახელით ყარალათი, და შემდგომად თჳთცა წარმოვიდა სპითა ურიცხჳთა.

ხოლო განსცა საბოძვარი მრავალი სპათა თჳსთა ზედა და დასცალნა სალარონი და საჭურჭლენი თჳსნი ყოველნივე, და ესრეთ დაიერთგულნა სპანი თჳსნი. და აღაზრზინნა იგინი, ვითარცა მჴეცნი, განრყუნად ქრისტეს სამწყოსთა, და იღრჭენდეს შეგინებულთა კბილთა მათთა ქრისტეს შემოსილსა მეფესა ზედა. მაშინღა წარმოემართა და მოიწია ყარაბაღს საშინელებითა და დიდძალითა ბანაკთა სიმრავლითა, რამეთუ ვერ იტევდა ვერცა ქალაქნი და ვერცა დაბანი სპათა მისთა, არამედ სიმრავლისაგან სპათასა არა იყო რიცხვი. და ესრეთ წარმოვიდა გულისწყრომით აღძრული, და მოიწია მზღვართა საქართველოსათა, და დაიბანაკა მუნ. ხოლო წარავლინა კაცი ერთი და მიუწერა მეფესა გიორგის ესრეთ, ვითარმედ:

"მამამან ძენმან მეფემან ბაგრატ, არა სარწმუნო ქმნილმან მორჩილებისა ჩემისამან, ქმნა ბოროტი და ზაკჳთ განხეთქა ზოგი მეფობისა ჩემისა, და ვითარცა ქურციკი საბრჴით განერა მახეთაგან ჩემთა, და მოსრა პირითა მახჳლისათა სპანი ჩემნი რჩეულნი, რიცხვით თორმეტი ათასი, რომელ არცაღათუ ერთი განერა. და უკეთუ შემდგომად ამისა სარწმუნო თუმცა ქმნილიყო მორჩილებად ჩემდა, არამცა მეძიებელ ვიყავ შურისა მის პირველისა, არამედ, ვინათგან აწ შენ დაგიპყრიან საქართველო თჳნიერ ბრძანებისა ჩერსა, რამეთუ ქუეყანა ესე ჴრმლითა ჩემითა დამიპყრიეს და ბრძანებელსა ქუეშე ჩემსა არს, აწვე მოვედ ჩემდა და იყავ მორჩილ ბრძანებისა, ეგრეთ, ვითარცა არს წესი მონათა თჳსთა უფალთა ზედა. და მეცა კეთილის-მოქმედ ვიყო შენდა მომართ, და იყოს მშჳდობა ურთიერთას შორის ჩუენსა. ხოლო უკეთუ არა ინებო მორჩილება ჩემი ვყო მრავლი ბოროტი შენ ზედა და თემთა შენთა ზედა უძჳრეს პირველისა, და ესრეთ სრულიად იავარ ვყო სამეფო შენი".
მაშინ, ვითარცა ესმა ესე მეფესა გიორგის, განბასრა ამპარტავანება და ქედმაღლობა მისი, და შეითუალა მეტყუელმან ესრეთ: "დაღაცათუ სარკინოზ ხარ და ბარბაროს სჯულითა, და არა უწყი წინასწარმეტყუელთა მიერ თქმული, თუ ვითარ იტყჳს: უფალი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი ესე უწყოდე, რამეთუ მე მეფობისა შენისა არა უმცირეს ვარ, არცა უდარეს. არა უწყია, რამეთუ ძირთაგან დავით წინასწარმეტყუელისათა აღმოცენებულ ვართ, და მის გამო ღმრთისა მიერ ცხებით განმგების მეფობა ჩუენ ბაგრატოანთა და ტომნი ვართ დავით მეფისა და წინასწარმეტყუელისა? რომლისათჳს ბრძანა ღმერთმან, ვითარმედ: "ერთგზის ვეფუცე წმიდასა ჩემსა დავითს, და მე არა ვეცრუო მას, ნაყოფისაგან მუცლისა შენისა დავსუა საყდართა შენთაო". და ესე დავით იგი არს, რომელმან ერთითა შურდულითა მოკლა გოლიათი და შემუსრა ქედმაღლობა მისი. ამისთჳსცა განგებითა მრავალმოწყალისა ღმრთისათა მეფე დამკჳდრებულ ვართ სრულიად საქართველოსა ზედა, და ესრეთ განთავისუფლებულ ვართ, და სხუა მეფე არა უფლებულ არს ჩუენ ზედა. გარნა მეუფე იგი ზეცათა უფალი ჩუენი იესო ქრისტე.

ხოლო მეფობა შენი აქაცა მწრაფლ წარმავალ არს და უმკჳდრო, და მუნ საუკუნოდ გეგულების ცეცხლი უშრეტი, რომელი განმზადებულ არს ეშმაკთათჳს და შენებრ მსახურთა ყოველთათჳსვე. და მზაკუარებითა მაგით და ჴელოვნებითა ბელზებელთათა დაგიპყრიეს სრულიად აღმოსავლეთი და გვყავს სიმრავლე ბანაკთა და სპანი ურიცხუნი. და ესე სამგზის მოსრულ ხარ და იავარ გიყოფიეს სამკჳდრებელი ესე სამეფო ჩემი, და წილხდომილი ესე სამყსო წმიდასა დედოფლისა ჩუენისა ღმერთისმშობელისა, და ესე არათუ ძალისა შენისა მოქმედება არს, არამედ ცოდვათა ჩუენთა განმრავლებისათჳს სამართლად გუწუართნა ჩუენ ღმერთმან. რამეთუ ესეოდენი ბოროტი გიყოფიეს და არა განსძეღ სისხლთა ჩუენთაგან, და კუალად გნებავს შეჭმად ჴორცთა ჩუენთა ძუალთა თანა, და აწ, ვინათგან ეგევითარითა სილაღითა მოქადულ ხარ ჩუენდა მომართ მომავალი. მოვედ, თუმცა არა ხარ სეფექალი და დიაც, და თუ შენ არა მოხვალ, მე მოვალ ძალითა ღმრთისათა რჩეუილითა სპითა-ჩემითა.

რამეთუ სამგზის შენცა გიხილავს, და სიმრავლეთა სპათა შენთათა უწყიან მჴეცქმნილობა და გამოცდილება ომსა შინა ჭაბუკთა ქართველთასა. დაღაცათუ სიმრავლითა ძალისა შენისათა მრავალი ბოროტი გიყოფიეს ჩუენდა მომართ, არამედ უვნებელად არცა ჩუენ მიერ წარსრულ ხარ. და ესრეთი წარგზავნა მოციქული ლანგ-თემურისა.

ხოლო მეფემან გიორგი მსწრაფლ შემოკრიბა სრულიად სამეფო თჳსი, სპანი რჩეულნი იმერნი და ამერნი, და მესხნი და კახნი, და ყოველივე საქართველო, და წარმოვიდა.

მაშინ მივიდა მოციქული იგი წინაშე ლანგ-თემურისა, და წარმოუთხრა ყოველივე თქმული მეფისა გიორგისა, და დიდად აქო სიმჴნე და სიქველე მეფისა გიორგისა და სპათა მისთა, და სიტყუათა მათ ზედა უფროსღა განძჳნდა, ვითარცა მჴეცი ბოროტი, და აღიყარა სიმრავლითა ძალისა თჳსისათა, და წარმოვიდა იგიცა.

და შეემთხვივნეს რა ურთიერთას, მაშინ ფიცხად მიეტევნეს ქართველნი, ვითარცა. ცეცხლი თივათა. და აჰა, შეიქმნა ომი ძლიერი იმიერ და ამიერ. და დიდად სახელოვნად გამოჩნდეს სპანი ქართველთანი, სრვიდეს და იპყრობდეს. და განგრძელდა ომი, და შეაძრწუნნეს სპანი ლანგ-თემურისნი, გარნა სიმრავლისაგან ბანაკთა მათთასა ძრვა ვერ ძალ-ედვათ. რამეთუ ესეოდენი სიმჴნე აჩუენეს სპათა საქართველოსათა, ვითარმედ, შეჰჴდიან კისკასად შუასა შინა რაზმთა მათთასა, და ეგრეთ მახჳლ-წვდილნი სრვიდეს, და განვიდიან თავითგან ვიდრე ბოლომდე, და კუალად მათგან უვნებელად უკმოქცეოდიან შორის ბანაკისა მის ისმაიტელთასა. და ესრეთ სახელოვნად გამარჯუებულნი მოვიდიან ღვთივ-გჳრგჳნოსნისა მეფისა გიორგის წინაშე და მოულოცევდიან განმარჯუებასა.

მაშინ ფრიად შეწუხნა მძლავრი ლანგ-თემურ, ესრეთ რომე ამისთანა მარცხი და ზიანი მას არაოდეს შემთხუევია. და ესევითარითა სიმჴნითა ლომებრივითა გულითა შებმა უყვეს, და ურიცხუნი სპანი მოისრნეს პირითა მახჳლისათა ქართველთა მიერ, არამედ სიმრავლისაგან მათისა არა აკლდებოდათ. ხოლო ლანგ-თემურ გამოცდილ იყო, და უწყოდა ქართველთა ომისა სიფიცხლე და ადრე სიმაშურალე. ამისთჳსცა დაღაითმინა, ვიდრემდის დიდად დაშურეს ომისაგან ქართველნი.

ხოლო ოდეს მიმყოვრდა ომი და მზეცა მიდრკა შთასასვლელად, სცნა ლანგ-თემურ ფრიადი სიმაშურალე, და დაღალვა მკლავთა, და დალეწა აბჯართა საომართა სპათა ქართველთასა. მაშინღა განიწირა თავი თჳსი მოსიკუდიდ და აღუზახა ჴმითა დიდითა სპათა თჳსთა. და განმჴნდა იგინიცა, და ესრეთ მიე\ტევნეს სპათა ქართველთასა და, რაც ოდენ ძალ-ედვაო, კუალად შებმა უყვეს, არამედ ვერღარა ძალ-ედვაო წინადადგრომად ფრიადისა სიმაშურალისა და მოჭირვებისაგან. და მაშინღა სძლეს ბანაკმან ისმაიტელთამან, ლანგ-თემურ და აგარიანთა, და მიდრკეს ქართველნი, და ივლტოდეს მთათა მიმართ და სიმაგრეთა.

მაშინ ლანგ-თემურ წარმოვიდა პირველად და მოადგა ციხესა ტფილისისასა. მაშინ დიდად განმაგრებულ იყო ციხე იგი ტფილისისა, რამეთუ მდგომარე იყვნეს შინაგან ციხისა სპანი ქართველთანი; და ბრძოლა უყო ძლიერად, და აგრეთვე ძლიერად ებრძოდეს მეციხოვნენი. და მოიცვა ლანგ-თემურ სრულიად გარემონი ტფილისისანი, და მაშინღა მძლავრებით ინებეს შემუსრვა ციხისა. და ეგრეთცა შემუსრნეს ზღუდენი, და ხანთა რაოდენთამე შინა აღიღეს ციხე იგი ტფილისისა და ეგრეთვე ყოველნივე სიმაგრენი ქართლისანი აღიღეს და დაიპყრა ქართლი, და შეაყენა ციხესა შინა ტფილისისანა სპანი ხორასნელნი, და თჳთ აღიყარა და წარმოვიდა და დადგა მუხრანს. და შემუსრნეს კუალად წმიდანი ეკლესიანი და მონასტრები, და შენობანი ყოველნი აღაოჴრეს და დაწვეს ვეცხლითა. და მაშინღა მოუვიდეს ზოგი რომელიმე ქართველთაგანიცა, რომელთა არა აქუნდათ ძალი სიმაგრესა.

ხოლო იყო ვინმე მთავარი და დიდად წარჩინებული ქართლსა შინა სახელით ჯანიბეგ. ამა ჯანიბეგისა მამულსა ჩაუდგა ლანგ-თემურ და აღაოჴრა, დაწვა და დააქცია. მაშინ მოუვიდა იგიცა და შეურიგდა, და იყო ხანსა რაოდენსამე შინა მუნ. და მოვლეს სრულიად ქართლი და მოაოჴრეს და დაწუეს, და დიდად ღონე ჰყოფდა და წადიერ იყო შეპყრობად მეფისა გიორგისა, და ვერ შეუძლო.

ხოლო რაჟამს მოუვიდა ჯანიბეგ, აღიყარა და წარვიდა, და მივიდა სადაცა ჰქონდა ბარგი და სამძიმარი თჳსი. ხოლო არცაღა მაშინ დასცხრა ბოროტისა მისგან შურისა და გულისწყრომისაგან მეფისა გიორგისთჳს, რამეთუ ჰგონებდა კუალად შთამოსვასა ქართლად და დაპყრობასა. ამისთჳსცა გამოაყენა ამირსპასალარად ხოჯა შიხალი და ამირჯანშა, ესენი წარმოავლინა საქართველოსა ზედა, და წარმოატანნა თანა სპანი რიცხუნი, და უბრძანა თჳთოეულსა თჳთოსა არესა მტკიცედ დგომა და სრულიად მოოჴრება, დაწვა და დაქცევა ყოველთავე, რათა არღარა დაემკჳდრნენ მკჳდრნი საქართველოსანი მუნ.

და წარმოვიდეს იგინი და მოვიდეს ქართლსა შინა, კუალად იწყეს უკეთურებად და ბოროტის-ყოფად, წვად და ქცევად ტყუენვად და სრვად, და უფროსღა წმიდათა ეკლესიათა ზედა ყვეს მრავალი ბოროტი. მაშინ დიდად წადიერ იყვნეს ჴელგდებად და შეპყრობად მეფისა გიორგისა, არამედ ვერ შეუძლს და ესრეთ ყოველს დიდითა ოჴრებითა ქართლი. მაშინ შეიპყრეს რომელნიმე მეფისა გიორგისანი, და ეკითხვიდეს სადა ყოფასა მისსა, და მათ არა-რა, უწყოდეს, და ვერცაღა შემძლებელ იქმნნეს მათგან ცნობისა საქმისა.

ხოლო მაშინღა წარმოვიდენ, და მოვიდენ წინაშე ლანგ-თემურისა, და აუწყეს ვერ-შეპყრობა მეფისა გიორგისა. და მაშინ დაჭმუნდა და დიდად მწუხარე იქმნა. და შემდგომად მცირედისა აღიყარა და მივიდა ყარაბაღს, და დაიბანაკა მუნ.

ხოლო იყო ვინმე მუნ კერძოთა არეთასა სახელით სახელით თირ-სულთან, ქუეყანისა ჯალალისა, და ასე იყო სჯულითა მაჰმადიანი. მაშინ ოდეს მოვიდა ლანგ-თემურ ყარაბაღს, ესე თირ-სულთან ფრიად წინააღუდგა ლანგ-თემურს, და მრავალი ბოროტი შეამთხვივა თჳთ ლანგ-თემურს და სპათა მისთა, და იყო განდგომილ მათგან, და არა ჰმორჩილებდა ლანგ-თემურს და, რაოდენ ძალ-ედვა, ჰბრძოდა მათ. ხოლო ვერღარა შეუძლო წინააღდგომად მისსა, და ესრეთ ლტოლვილი წარმოვიდა და მოვიდა მეფისა გიორგისა თანა.

ხოლო მეფემან დიდად პატივ-სცა და კეთილად ისტუმრა იგი, და იყო თანაგანმზრახ მისსა, და ისმენდა მისსა. და იყო მის თანა ჟამ რაოდენმე. და ამას შინა კუალად უფროსად განმძლავრდა ლანგ-თემურ. სცნა ესე მეფემან გიორგი, და დიდად მოურნეობდა საქმის წარმართებასა საქართვეოლოსასა, და მაშინღა უმჯობესისა წარმართებისათჳს ინება მორჩილებად ლანგ-თემურისა, და ჰკითხვიდა დიდებულთა თანაგანმზრახთა თჳსთა. და განიგულეს წარგზავნად კაცისა მშჳდობის ყოფისათჳს. მაშინ სცანა რა ესე სულთან-თირ, რაც ოდენ ძალ-ედვა, დიდად წადიერ იყო არა ქმნად და დაშლად საქმისა მის, რამეთუ არა ენება მორჩილებად ლანგ-თემურისა, არამედ არა უსმინა მეფემან და წარავლინა კაცი, და იჴმო პირველ მოსრული იგი მოციქული, რომელი წარმოევლინა ლანგ-თემურს მეფისა გიორგის თანა. ხოლო ესე იყო შემეცნებულ და ცნობილ მეფისა მიერ, ესე იყო სრულითა მაჰმადიანი, სახელით ისმაილ, და თანაგანმზრახი ლანგ-თემურისა; ამას მოუწიდა და წარავლინა შერიგებისათჳს და მშჳდობის ყოფისა წინაშე ლანგ-თემურისა, და შეუთუალნა სიტყუანი მორჩილებისანი.

ხოლო ვითარცა ესმა ლანგ-თემურს, განიხარა სიხარულითა დიდითა, და მართლ-უკუნ აქცია იგივე მოციქული, და ესრეთ მიუმცნო მეფესა გიორგის, ვითარმედ:"ფრიად კეთილი საქმე აღგირჩევიეს თავისა შენისათჳს და სამეფოსა შენთათჳსცა, და კმა არს დაცადება ესოდენისა სიბოროტისა. ამიერითგან ვყო მშჳდობა და, უკეთუ მოხვალ ჩემდა, არცაღა მე მოვიჴსენებ გარდასრულთა მათ ჭირთა, რომელნი გიქმნიან ჩუენ ზედა, არამედ ნაცვლად სიმდაბლისა და მორჩილებისა შენისა მეცა მრავალი კეთილი ვყო შენ ზედა, და მიიღო ჩემ მიერ მრავალი საბოძვარი და ძმებრივი პატივი".

და ვითარცა წარავლინა კაცი იგი. მაშინ განიზრახა თჳსაგან და თქუა, ვითარმედ: "ესე უწყი, რომელ საქმე ესე ჴელოვნებითრე განუზრახავს, და ჰნებავს ცნობა ჩემი, ვითარცა ჰყო პირველ მამამან მისმან მეფემან ბაგრატ, და მოსრნა პირითა მახჳლისათა რჩეულნი სპანი თორმეტი ათასი; ესე ვერ ეგების და არცა სარწმუნო მიჩნს საქმე ესე, არამედ ზაკჳთ ჰნებავს ცთუნება ჩემი".

მაშინ აემზადა, და წარმოვიდა სპითა ურიცხჳთა საათაბაგოსა ზედა, ამისთჳს რომელ პირველსა ომსა შინა ახლდა სპითა რჩეულითა ათაბაგი ივანე მეფესა გიორგის და იყო მორჩილ მისა. ამა პირველსავე შურსა იგონებდა მძლავრი იგი, და წარმოემართა ძჳრის-ყოფად ივანე ათაბაგსა ზედა,და მიიწია და ჩაუდგა შიგან ზემო ქართლსა, რომელ არს საათაბაგო, და ვერღარა წინააღუდგა ათაბაგი და ივლტოდა სიმაგრეთა შინა.

მაშინ მრავალი ბოროტი მოაწია, და მოსრა პირითა მახჳლისათა სულნი მრავალნი, მრავალი ტყუე ჰყო, და დააქცინა წმიდანი ეკლესიანი, და დაწვნა ცეცხლითა ყოველნივე შენობანი, თემნი და დაბანი. და სრულიად იავარ ჰყვეს ზემო ქართლი. და წარმოტყუენა და წარიღო მრავალნი საჴმარნი წმიდათა ეკლესიათანი, ხატნი და ნაწილნი ყოველნივე შერიეს და უჴმარ ჰყვეს. და რაოდენნიცა შეიპყრნეს კაცნი ქრისტიანენი, რომელნიმე მოკლეს და, რომელთაცა დაუტევეს სჯული თჳსი, იგინი თანაწარმოიყვანნეს.

მაშინ წარმოვიდა მუნითგან, გარდმოვლო მთა კლარჯეთისა და მოიწია მანგლისს. და დაიბანაკა მუნ თუესა ორსა, ხოლო მოვიდეს კაცნი, რომელნიცა მსხემ იყვნეს. საზღვართა საქართველოსათა ისმაიტელნი, სჯულითა მაჰმადიანნი. ესენი მოვიდეს ლანგ-თემურისა თანა ძჳნად მეფისა გიორგისა და სპათა საქართველოსათა მეტყუელთა ესრეთ, ვითარმედ: "ამიერითგან ვერღარა ძალ-გჳძს მკჳდრ-ყოფად საზღვართა საქართველოსათა, არამედ განგუასახლეთ სხუათა ქუეყანისა კერძოთა და მუნითგან ვიქმნებით მოხარკე თქუენდა. რაოდენიცა ბოროტი თქუენ მიერ ქმნილ არს მათ ზედა, იგინი. უმრავლესისა ბოროტისა მყოფელ არიან ჩუენდა მომართ. და აწცა, რაჟამს წარხვალთ ამიერ, უეჭუელად იგინი ჩუენდა მომართ მჴდომ არიან და იღრჭენენ ჩუენ ზედა კბილთა თჳსთა".

ხოლო ვითარცა ესმა ესე, შეეწყალნა იგინი ლანგ-თემურს დიდად. მაშინ უბრძანა ამირსპასალარსა თჳსსა ამირშიხს ნურადინს და წარატანა თანა სპანი მრავალნი, და უბრძანა სრულიად მოოჴრება კერძოთა მათ საქართველოსათა, რომელნიცა იყვნეს მოსაზღვრენი ისმაიტელთანი, და წარავლინა ესენი მათ ზედა ბოროტის ყოფა. და ვითარცა მივიდა მუნ, ბრძოლა უყვეს ურთიერთას, და დიდად კარგად შემოებნეს ქართველნი, და მრავალი მოკლეს და ამოსწყჳდეს. კუალად წარავლინა სხუა ამირსპასალარი თჳსი ლანგ-თემურ, და გაატანა მრავალნი სპანი. და მივიდეს იგინიცა, და შეიბნეს და სძლეს სპათა ლანგ-თემურისთა სიმრავლითა, რამეთუ ძლიერად წინაგანეწყუნეს ქართველნი, და იბრძოლეს დღესა ხუთსა, და ვერღარა დაუდგეს, და აართუეს სიმაგრენი და ციხენი, რამეთუ არა იყვნეს მუნ სხუანი ქართველნი, არცა მეფე გიორგი, არამედ იგინი ბრძოდეს, რომელნი იყვნეს მოსაზღვრენი თათართანი, და იგინი უჴდებოდეს მათ. ხოლო რაჟამს წარვიდეს იგინი სიმაგრეთა შინა, ვერცაღა ჰპოვეს ხიზანი, და დაწვეს შენობანი ყოველნივე და მოვიდეს წინაშე ლანგ-თემურისა. და ამას შინა მოვიდა ლანგ-თემურისათანა ელჩი ფრანგისა, და მოართუეს ძრუენი საჴელმწიფო. და კუალად ამათვე ხანთა შინა სპათა მისთა ძლევა მოეღო ბერძენთა ზედა. და მაშინ შეეპყრათ ძე პირმშო კეისრისა, და მოართუეს ძე იგი კეისრის ლანგ-თემურს, და განიხარა დიდად, და უბოძა საბოძვარი მრავალი სპათა მისთა. და რაჟამს იხილა ძე იგი კეისრისა, იგიცა დიდად შეიყუარა და ითჳსა, და შეიწყალა სიჭაბუკე და შუენიერება მისი, და მასცა მიანიჭა საბოძვარი მრავალი და სამოსელი საჴელმწიფო. და ეგრეთვე წარგზავნა იგი სამყოფსა თჳსსა და მშჳდობით განუტევა.

ხოლო შემდგომად ორისა თჳსა აღიყარა იგიცა მანგლისით, წარვიდა და მივიდა იგი ჴევსა არაგჳსასა, და დაიპყრა იგი, და დაამტურია და აღიღო ციხენი და სიმაგრენი, და ყოველნივე ადგილნი იავარ-ჰყო, და მოაოჴრა, და ხიზანი ვერა იპყრა, რამეთუ ყოველნივე შელტოლვილ იყვნეს სიმაგრეთა შინა მთათასა. და ამისა შემდგომად წარმოვიდა მუნითგან. და ხანსა რაოდენსამე უკან განილაშქრა და დაიპყრა ქუეყანა სიასი, და სხუანიცა მრავალნი ქუეყანანი თჳსად მიიმძლავრნა, და ყოველნივე მოხარკე ყვნა.

ამისა შემდგომად კუალად იპყრა მეფემან გიორგი საქართველო. და ვითარცა ესმა ლანგ-თემურს, არავე დასცხრა შურისა და ბოროტისა გულისწყრომისაგან. კუალად აღამზადა სპანი ურიცხუნი და წარმოგზავნნა ძენი თჳსნი სულთან უსეინ, ფირ-მაჰმად ამირშის, აბუბექირ და სხუანი თავადთა მისთაგანნი, ჯანშა და თემურ-ხოჯა, აღბუღა, სეიდ-ხოჯა, შიხალის შვილი, და სხუანი მრავალნი თავადთაგანნი, და სპანი ურიცხუნი. წარმოვიდენ და მოვიდენ ერინჯანგს, და შემოადგნენ ციხესა მას ერინჯანგისასა, რამეთუ მას ჟამსა ეპყრა იგი მეფესა ქართლისასა, და ბრძოლა უყვეს ძლიერად მეციხოვანთა მათ და პირველად ვერა აართუეს ციხე, და იყვნენ მუნ ხანსა რაოდენსამე, და შემდგომად ხანსა რაოდენსამე აღიღეს, ამით რომე არავინ ჰყვა თანამწე, და დიდად შეწუხდენ, და თჳთვე დაანებეს, გამოვიდეს მეციხოვანნი და ციხისთავი, და მოაჯე ექმნეს. და მაშინ წარმოიყვანეს ციხისთავი და უფროსნი მეციხოვანნი და მიგუარეს. ლანგ-თემურს. ხოლო ძენი ლანგ-თემურისნი წარმოემართნეს საქართველოსა ზედა, მივიდეს მანგლისს და დაიბანაკეს მუნ.

ხოლო სცნა საქმე ესე მეფემან გიორგი, წარგზავნა მოციქული და შეუთუალა სიტყუა სააჯო სიმშჳდისა, ითხოვა მათგან მშჳდობა, და აღუთქუა მორჩილება და ურთიერთას დაგება. მაშინ უსმინეს ძეთა ლანგ-თემურისათა, და მათ მიუმცნეს და აუწყეს ლანგ-თემურს.

ხოლო ვითარცა ესმა ლანგ-თემურს მორჩილება მეფისა. გიორგისა, მანცა ინება მშჳდობისა ყოფა ურთიერთას, და მიუმცნო ძეთა თჳსთა და იჴმო იგინი თჳს თანა, და წარვიდენ. მაშინ წარგზავნა ლანგ-თემურ ძენი თჳსნი ძალითა მრავლითა. ბაღდადსა ზედა და მივიდეს და აღიღეს ბაღდადი, და დაიპყრეს არაბისტანი, და მრავალნი თემნი ჰყვნა საბრძანებელსა ქუეშე თჳსსა. და წარმოიღეს მრავალი ნატყუენავი.

მაშინ იდგა ლანგ-თემურ თავრიზს და წარმოვიდა, რათამცა იხილოს ციხე იგი, რომელი პირველ აღიღეს ძეთა მისთა, ციხე იგი რომელსა ეწოდა ალინჯა. წარმოვიდა სპითა ურიცხჳთა, და სიმრავლითა ბარგისათა, და კარვებითა მრავალფერითა. და მივიდა და ნახა ციხე იგი ალინჯა. და კუალად განამაგრა იგი, და წარვიდა და დადგა ტბასა მას გელაქუნსა.

სცნა რა ესე მეფემან გიორგი, მაშინ წარმოუგზავნა ძმა თჳსი და ძღუენი მრავალი, და მიუმცნო ესრეთ, ვითარმედ: "პირველცა მოგჳჴსენებია და აწცა მასვე პირობასა მოგაჴსენებთ, ვითარცა გნებავსთ, ეგრეთ ვართ მორჩილნი ბრძა\ნებისა თქუენისა, და სადაცა გნებავსთ, გილაშქრებთ, და ამიერითგან ვყოთ მშჳდობა და ურთიერთას. ერთობა, და ამიერითგან კმა არს დაცხრომა გულისწყრომისა და არღარა მოჴსენებად გარდასრულთა მათ საქმეთა". ხოლო ლანგ-თემურცა მორჩილ ექმნა, უსმინა და ესრეთ მიუმცნო: "ვინათგან სარწმუნო ქმნილ ხარ მორჩილებასა ჩუენსა, არცაღა მე მოვიჴსენებ შურსა პირველისა მის საქმისასა. და ამიერითგან ნუღარამცა კადრებულ არს. თქუენ მიერ, და სპათა შენთა წყინობად, და ჴდომად, და რბევად მათდა, რომელნიცა არიან საზღვართა საქართველოსათა სჯულითა მაჰმადიანნი, და ვიყვნეთ მშჳდობისმყოფელ ურთიერთას".

მაშინ აღიყარა და წარვიდა ბარდავს და იყო მუნ წელიწადსა ერთსა მაშინ გაანაგო ყველივე საქმე თჳსი ლაგნ-თემურ. და კუალად ინება წარსლვა ქართლსა ზედა და წარმოვიდა და მოვიდა მუნვე მანგლისს.

მაშინ იყო ადგილსა მას კერძოთა სომხითისათა თავადი ერთი, რომელსა ეწოდა სახელად ადგილსა მას მარტინი, ხოლო თავადსა მას ესაია. ამას მიეცა პირობა ლანგ-თემურისთჳს მისლვად მის თანა, და ვერღარა მისრულიყო, და იგონებდა ბოროტსა მისთჳს. ხოლო ესმა რა თავადსა მას ესაიას, შეწუხდა ფრიად. მაშინ წარვიდა შიშითა შეპყრობილი, და მივიდა ძისა თანა ლანგ-თემურისსა, და ევედრებოდა. რათამცა თანაშემწე ექმნას მამისა მისისა თანა, და აღუთქუა ნიჭად ლარნი დიდფასისანი. მაშინ შეეწყალა ძესა მას ლანგ-თემურისასა შარუხს, და მივიდა რა მამასა თჳსსა თანა, დიდად შემწე ექმნა, და მიმადლა იგი მას. მაშინ უძღუნა შღუენი მრავალი და ლარნი საჴელმწიფონი ლანგ-თემურს, და მიიყვანა იგი შარუხ, ძემან ლანგ-თემურისმან, დაგებად მამისა თჳსისა.

იხილა რა იგი ლანგ-თემურ, მიუგო მრისხანებით: "ვითარ იკადრე წინააღდგომად და ურჩებად ჩემდა?" მაშინ ფრიად მოაჯე იგი წარდგა წინაშე მისსა, და სათნოებისათჳს ძისა მისისა მიუტევა და შეიწყალა, და უბოძა ხალათი. ხოლო ჰყვა თავადსა მას ესაიას ასული შუენიერი, და რა სცნა ძემან ლანგ-თემურისმან აბუბექირ, ეტრფიალა იგი და სთხოვა ცოლად. და მისცა და იყვნენ მიერითგან წყალობის მიმნიჭებელ.

კუალად წარვიდა აღბუღას ძე ათაბაგი ივანე, და მივიდა იგიცა ძღუნითა მრავლითა ლანგ-თემურისა თანა, და შეიწყალა იგიცა, და სცა პატივი, და უბოძა საბოძვარი მრავალი. და მიუვიდნენ ყოველნივე თავადნი სომხითისა, სამცხისა და კარისა.

მაშინ სცნა ესე მეფემან გიორგი, წარავლინა ძე თჳსი კოსტანტინე ძღუნითა მრავლითა. და იყო ფრიად მოაჯე მის წინაშე, და ისმინა მისი, შეიწყალა იგიცა. და აღიყარა მუნითგან, და წარვიდა ქუეყანასა მას ქურთისტანისასა. და დაიპყრა ქურთისტანი. და კუალად აჴსენებდა ძჳრსა და ბოროტსა საქართველოსათჳს, და წადიერ იყო გათათრებისათჳს მეფისა და სრულიად ქართლისა.

მაშინ წარმოგზავნა პატრონი შირვანისა, სახელით შიხ ბარაიმ საქართველოსა შინა, რათა მივიდეს და შეიტყოს ყოველივე ბეგარა და გამოსაღები ქართლისა. და შემდგომად მცირედისა თჳთცა წარმოემართა და მოვიდა კარსა.

და ცნა რა ესე მეფემან გიორგი, წარმოავლინა ესაია, თავადი იგი სომხითისა. ესე წარავლინა წინაშე ლანგ-თემურისა, რათამცა არა შემოვიდეს იგი ქართლსა შინა; და რამეთუ იყო ჟამი მკისა და მოსავლის აღებისა, შეუთუალნა სიტყუანი სააჯონი ესრეთ: "ვინათგან გჳყოფიეს მშჳდობა და ერთობა, მიერითგან არა რაჲ ურჩება გჳქმნიან, და არცა ჯერ არს თჳთმპყრობელთა შარავანდედთაგან განტეხა პირობისა. აწ შეიწყალე ქუეყანა ესე, და ნუღარა განრყუნი. რომელსაცა გჳბრძანებთ, მზა ვართ აღსრულებად სამსახურისა და მორჩილებისა თქუენ[სა] წარავლინა და წარატანა თანა ძღუენი მრავალი და ფეშქაში საჴელმწიფო.

და რა მივიდა ესაია, თავადი იგი მეფისა გიორგისა, და მიართუა ძღუენი და ფეშქაში, მოაჴსენნა სიტყუანი მდაბალნი და სააჯონი. ხოლო ლანგ-თემურ არა უსმინა და არცა მიირთუა ძღუენი და ფეშქაში, რამეთუ ფრიად განრისხებულ იყო და კუალად სწყუროდა მოოჴრება საქართველოსა. მაშინ შეუთუალა მეფესა გიორგის: "უკეთუ გნებავს მშჳდობის ყოფა და არა იავარ-ყოფა საქართველოსი და სიცოცხლე თავისა შენისა, აწვე მოვედ ჩუენდა და იპყარ სჯული ჩუენი, და იყო ჩუენ მიერ დიდად პატივცემულ და საყუარელ, და არცა წავაჴდენ სამეფოსა შენსა, და არცაღა აღვიღებ ხარკსა და მიიღო ჩემ მიერ სხუაცა მრავალი ნიჭი, და საბოძვარი, და იყოს უკუნისამდე მშჳდობა შორის ჩემსა და შორის შენსა. და უკეთუ არა მორჩილ მექმნა, მოვაოჴრო და ვყო სრულიად უმკჳდრო ქუეყანა ეგე შენი.

"ხოლო უკეთუ რჯულისა ჩემისა რწმუნება არა გნებავს, მოვედ ჩემდა და დაიდევ ხარკი, რაც ოდენ ძალ-გედვას, და შემეცნებულ ვიქმნნეთ მშჳდობით და კეთილად და, ვითარცა გნებავს, ეგრეთ წარვედ სამეფოდვე შენდა ჩუენ მიერ მინიჭებითა სიმრავლითა ნიჭთა საბოძვართათა, და ვითარცა განუტევე ძე იგი კეისრისა, ეგრეთვე შენ წარვედ მშჳდობით". და ესრეთ წარავლინა მოციქული.

და ვითარცა წარვიდა იგი, მაშინცა არავე დაცხრა ზაკჳსა და შურისა მისგან ბოროტისა, არამედ იტყოდა: "უკეთუ აღიღონ და შეიკრიბონ მოსავალი და საზრდო თჳსი მკჳდრთა საქართველოსათა. მიერითგან ვერღარა შემძლებელ ვარ ვნებად მათდა, რამეთუ წარვლენ სიმაგრეთა შინა" და აღიყარა და წარვიდა, და დადგა მახლობელად საზღვართა.

მაშინ ყოველთავე ისწრაფეს, და აღიღეს მოსავალი თჳსი, და ივლტოდეს სიმაგრეთა შინა მთათა მაგართა. და მივიდა. მძლავრიცა ლანგ-თემურ სპითა მრავლითა და ურიცხჳთა, და შევლო ქუემო-ქართლი დიდითა ოჴრებითა, წვითა და ქცევითა. და წარვიდა მეფე გიორგი სიმაგრეთა შინა; და მივიდა ლანგ-თემურ შიდა ქართლს, და ჩადგა და მოაოჴრა ყოველნივე შენობანი, და შემუსრნეს წმიდანი ეკლესიანი. არამედ ვერ ეწიფა ბოროტსა მას გულისთქმასა თჳსსა, რამეთუ ენება შეპყრობა მეფისა გიორგისა და დატყუევება ტყუეთა, და ვერცა ერთსა შემძლებელ იქმნა პოვნად.

და იყო ხანსა რაოდენსამე მუნ. და აღიყარნენ და წარვიდენ და მიადგნენ ციხესა ბირთჳსისასა. და იყო იგი დიდად განმაგრებულ, და იყვნენ შიგან ციხესა მას შინა ბირთჳსისასა თავადნი წარჩინებულნი. საქართველოსათა რიცხვით ოცდაათნი. და იყო ციხისთავად სახელით ნაზალ და სხუანი მრავალნი აზნაურნი და მსასურნი საქართ- ველოსანი.

ხოლო სპანი ლანგ-თემურისნი შიშით მძრწოლარენი ფრიად მჭმუნვარე იყვნეს და უარ-ჰყოფდეს ციხისა მის აღებასა, რამეთუ მრავალგზის ვნებულ იყვნეს მათ მიერ და უწყოდენ ციხისა მის სიმტკიცე, და საზრდელთა სიმრავლე, და უფროსღა ციხისათა მათ, მჴეცქმნილობა და ომსა შინა სიფიცხლე, რამეთუ მრავალნი სპანი მოესრათ და მათ მიერ მრავალნი ჭირნი შემთხუეოდათ ციხისა მისგან. ცნა რა ლანგ-თემურ ესევითარი სიმტკიცე, შეძრწუნდა ფრიად და ჰკითხვიდა თანაგანმზრახთა თჳსთა.

ხოლო დაასკუნეს მიდგომა მეტყუელთა ესრეთ: "არა სადა დაშთომილ არს სიმაგრენი და ციხენი, რომელი არა აგუეღოს, და იგიცა ადვილ არს თქუენ მიერ. მაშინ მიადგეს ციხესა მას სიმრავლენი სპათანი, და გამოვიდეს ციხოსანნიცა იგი ჭაბუკნი რჩეულნი, მიეტევნეს და განეცვნეს შიგან, ვითარცა მახჳლი ლესული, ორპირად მკუეთელი მძოვრისა რასამე, და მრავალნი სულნი მოსრნეს პირითა მახჳლისათა, და დასჩქაფნეს ხარბად სისხლნი, ვითარცა